აგვისტო 2023 - Page 3

„მწერალი ქალი რომ ხარ, ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს“ — ნანა აბულაძე თავისი წიგნების ფემინისტურ თემატიკაზე

//

ნანა აბულაძის სადებიუტო რომანი „აკუმი“, რომელსაც როგორც “საბას”, ისე “თავისუფალი ლიტერას” პრემია მიენიჭა, არის ამბავი ადამიანზე, რომელიც სქესის გარეშე დაიბადა. რომანის ცხრა მთავარი პერსონაჟი  კი ისტორიებს იდენტობის, გენდერის, სექსუალობისა და სურვილების შესახებ ჰყვებიან.

წელს მწერალი მეორედ არის წარდგენილი პრემია „საბაზე“ თავისი წიგნით „ორივე სქესი“ ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაზე. პრემიის ფინალისტი წიგნი მსახიობისა და მწერლის, მარიამ თათეიშვილის, იგივე მარიამ გარიყულის ისტორიას გვიყვება, ფსევდონიმი „გარიყული“ მწერალმა თეატრიდან წასვლის შემდეგ შეარჩია, როცა ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა.

მარიამ გარიყულის „ქალებო შევერთდეთ!“

“მოგიწოდებთ ქალებო ქალთა საკითხის გარშემო, ვისაც დაჰკოდია გული თვისის უუფლებობით, არა მარტო პარლამენტის სკამზე დაუჯდომლობით, არამედ უფრო ახლოს გეტყვით: ვისაც დაჰკოდია გული თქვენივე ოჯახში, ქმარისაგან, მამისაგან, ძმისაგან. ვისაც თვის საკუთარ ნაწილ-გულევ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული გადმოგეღვარა ცრემლი, თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიანობის დროშას…“

მარიამ გარიყულის შემოქმედება 60-იანი წლების შემდეგ აღარ დაბეჭდილა. ნანა აბულაძე თავისი წიგნით ლიტერატურულ სივრცეში აცოცხლებს მის სახელს:

„უკვე მეორედ ვარ „საბას“ ფინალისტი, ამჯერად, სხვა განცდები მაქვს. „ახალი აღქმა“ მხატვრული არ არის, ფემინისტური ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების კრიტიკაა და მეგონა, რომ უფრო მეტი ბრძოლა და დრო დამჭირდებოდა, რომ ეს მეთოდი ტექსტის წაკითხვის მეთოდად ეღიარებინათ“. 

ნანა აბულაძის შემოქმედებაში აშკარა კანონზომიერება შეიმჩნევა: ფემინიზმი. მისი თქმით, ტექსტის თემატიკაზე გაცნობიერებული გადაწყვეტილება არასდროს მიუღია: „მგონია, უბრალოდ იმაზე წერ, რაც გაწუხებს“. თუმცა, წერისთვის შთაგონების წყარო, დიდწილად, ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ გახდა: 

„მახსოვს, რომ ვკითხულობდი და ვფიქრობდი: მართალია, მართალია, მართალია“.

„აი, მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ მწერალი ქალი რომ ხარ, ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს“.

ფემინისტური კრიტიკის ეს ფუნდამენტური ნაწარმოები მწერალს სამყაროს უსამართლობის სხვა კუთხით დანახვაში დაეხმარა.

საკუთარ ნამუშევრებში ფემინისტური იდეოლოგიების შერწყმით, ნანა აბულაძე არა მხოლოდ ასახავს გენდერული უთანასწორობის რეალობას, არამედ ხელს უწყობს სოციალური ნარატივების შეცვლას:

„ვცდილობ, რომ ჩემი ტექსტები ეხმიანებოდეს იმ  პოლიტიკურ, სოციალურ კულტურულ ვითარებას რომელშიც ვართ და არ იყოს მხოლოდ „წერილი წერილის გულისთვის“.

ნანა აბულაძე სტატიებს ლიტერატურაზე, პირად გმოცდილებაზე და საერთოდ ყველაფერზე, რასაც ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს მასწავლებელი.ჯი-სთვისაც წერს. ავტორის სტატიას მცირერიცხვოვანი ენების პრობლემებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნანა აბულაძე ფიქრობს, რომ ის პრობლემა, რომ ქართულად ცოტა ადამიანი ლაპარაკობს, უცხოეთში ჩასულ მწერლებს სხვანაირ პასუხისმგებლობას აკისრებს.

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ქალების მიერ დაწერილი ტექსტების რაოდენობა. ქალები ჰყვებიან ამბებს დაუფარავად და ეს ხმა, ენობრივი თავისებურებები, თხრობის ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი ნელ-ნელა ავსებს სიცარიელეს, რომელიც გასულმა საუკუნეებმა დატოვა. ქალთა უუფლებობის პერიოდმა მსოფლიოში დაფარა არაერთი ხმა, რომელსაც ბევრი სათქმელი, მოსაყოლი ჰქონდა. ნანა აბულაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქალის ხმა ქართულ ლიტერატურულ სამყაროში მრავალფეროვანი და გაბედულია:

„ჩვენც ტოლს არ ვუდებთ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს, ქართველი ქალი მწერლების ტექსტების თარგმნა თავისუფლად შეგვიძლია სხვადასხვა ენაზე ისე, რომ უცხოელი მკითხველიც ენობრივი თუ სხვა თვალსაზრისით დაინტერესდეს“.

ნახეთ, როგორ ამბობს ბიონსე „ტრანსი მშვენიერია“ რენესანსის ტურნეს დროს

///

ბიონსეს შედევრი რენესანსის ტურნე, ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია იმ სუბკულტურებისადმი, რომლებიც შავკანიანი ტრანს ქალების პიონერები იყვნენ. გასულ კვირას მან ტრანსგენედრთა საზოგადოებას მიმართა, რამაც გულშემატკივარი გაახარა.

კენდის პერსუასიანმა, ტრანსგენდერმა დრეგ არტისტმა, TikTok-ზე მომღერლის კონცერტიდან ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ბიონსე როდესაც მაყურებლებს მადლობას უხდის ამჩნევს პლაკატს, რომელიც პერსუასიანის უჭირავს და მიკროფონში კითხულობს მას: „ტრანსი ლამაზია“.

პერსუასიანი TikTok-ზე წერს: „ბიონსემ ჩემი პლაკატი წაიკითხა! გმადლობთ დედოფალს, რომ შექმნა უსაფრთხო ადგილები ქვიარ და ტრანს ადამიანებისთვის“!

„ვიცოდი, რომ ეს მომენტი ჩემზე დიდი იყო, ეს იყო ყველასთვის, ვინც ტრანს საზოგადოების ნაწილია. ბიონსე ნამდვილად გვხედავს და სურს, რომ დაფასებულნი ვიყოთ“!

თუ გავითვალისწინებთ ლგბტქი ადამიანების, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ სიძულვილის ამჟამინდელ მასშტაბებს, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურნეზე ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ მცირე შეძახილიც კი განსხვავებას ქმნის. გარდა ამისა, გასულ კვირას, ბიონსემ მოკლედ განაახლა თავისი ვებ-გვერდი, რათა პატივი მიაგო ო’შა სიბლისადმი, რომელიც ბრუკლინის ბენზინგასამართ სადგურზე მისი მუსიკის მოსმენის დროს ვოგის ცეკვის გამო მოკლეს.

 

© James Factora/Them

“არ ვიღებთ ახალ დირექტორს” – მწერლები და გამომცემლები დუმბაძეზე

//

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშნვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ “არ იღებენ ახალ დირექტორს”.

ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას დაუმორჩილებლობას უცხადებენ.

“მწერალთა სახლი ქართული ლიტერატურული პროცესის ცენტრალური ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ საქართველოს გარშემო შექმნილი იზოლაციური კედლის ნგრევას, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურულ ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე.

ქართული ლიტერატურისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, დღიდან მისი დაარსებისა ხელმძღვანელობდა ნატალია ლომოური, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მწერალთა სახლის გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის.

ყველა ადამიანის საქმიანობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ადამიანის მიერ გაწეული შრომა ყოველთვის იყოს სათანადოდ დაფასებული და აღიარებული. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი სფეროები როგორიცაა კულტურა, განათლება და ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის თავისუფალი იყოს ვიწრო პოლიტიკური და პარტიულ-ჩინოვნიკური ჩარევებისა და გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.

როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.

მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა “რუსულ კანონს”. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

Იაკი კაბე
Გვანცა ჯობავა
Ლაშა ბუღაძე
Რატი მუჯირი
Ნინა სურამელაშვილი
Რატი ამაღლობელი
Დარეჯან კიკოლიაშვილი
Გია გოკიელი
Გიორგი შონია
Შორენა ლებანიძე
Ბუბა კუდავა
Მაკა კასრაძე
Ნათია გიორგაძე
Ნათია ორმოცაძე
Მაშო სამადაშვილი
Თაკო ლონდარიძე
Ელენე ჯაფარიძე
Თამარ კორკოტაშვილი
Დალილა გოგია
Მანანა მათიაშვილი
Ანი მილაშვილი
Თინა მამულაშვილი
Თეკლა ქველაძე
Თაკო კიკვაძე
Ნატო გორდელაძე
Დათო გორგილაძე
Რუსუდან რუხაძე
Ნატო ალხაზიშვილი
Მაია ბადრიძე
Მაია ცირამუა
Ეკატერინე ტოგონიძე
Ივა ფეზუაშვილი
Შოთა იათაშვილი
Ნატო კვარაცხელია
ბექა ადამაშვილი
ინგა ჟღენტი
ბელა ჩეკურიშვილი
ლელა კურტანიძე
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
თამთა მელაშვილი
ბესო სოლომანაშვილი
ირაკლი სოლომანაშვილი
მაგდა ნოვაკოვსკა
კოკა ქამუშაძე
ნიკოლოზ აგლაძე
ზურა პაპიაშვილი
ბათუ დანელია
თეონა დოლენჯაშვილი
ნინია ნადირაძე
ქეთი ქანთარია
მაია ლიპარტელიანი
სალომე ბენიძე
გიორგი ხარაიშვილი
ირინე ჭოღოშვილი
მაიკო დანელია
ლელა კოდალაშვილი
ია ჯინჭარაძე
ნინი ელიაშვილი
სოფიო კუბლაშვილი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
მაია ალუდაური
მაკა ლდოკონენი
ზაალ ანდრონიკაშვილი
გაგა ნახუცრიშვილი
თორნიკე სიბაშვილი
ანა კოპალიანი
თამარ კვიჟინაძე
ეკა ქევანიშვილი
ლელა დუმბაძე
ნიკა ლაშხია
ლანა კალანდია
ირაკლი ლომოური
ხათუნა თავდგირიძე
სანდრო ნავერიანი
ნუკა ღამბაშიძე
ანი ყიასაშვილი
Მარიამ კვიციანი
Ამირან რამიშვილი
თინათინ ბერიაშვილი
ტორესა მოსი
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დანიშნა. აქამდე მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, სამინისტრომ მას უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელა.

მწერალთა სახლს ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

//

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე დანიშნა.

დუმბაძე ამჟამად პარლამენტის დეპუტატი და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

დუმბაძე მხარს უჭერდა ე.წ. რუსულ კანონს, თუმცა, როგორც მან თქვა, ტექნიკური ხარვეზის გამო, კანონპროექტს ხმა ვერ მისცა.

ქეთევან დუმბაძე მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილია.

აქამდე მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, სამინისტრომ მას უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელა.

სამინისტროს ცნობით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება

//

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

მათი ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

ონლაინ გაცნობა ლგბტქი სამყაროში – გამოწვევები და შესაძლებლობები

ბოლო წლების განმავლობაში, ციფრულმა ეპოქამ რევოლუცია მოახდინა ადამიანების დაკავშირებისა და ურთიერთობების დამყარებაში, ლგბტქი საზოგადოება არ არის გამონაკლისი. ონლაინ გაცნობის პლატფორმები აუცილებელი გზა გახდა ქვიარ ინდივიდებისთვის, რათა იპოვონ თანამეგობრობა, სიყვარული და მიმღებლობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები გვთავაზობენ პერსპექტიულ შესაძლებლობებს, ისინი ასევე წარმოადგენენ უნიკალურ გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა. სტატია იკვლევს ონლაინ გაცნობის სამყაროს ლგბტქი საზოგადოებაში, ნათელს ჰფენს არსებულ დაბრკოლებებს და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების პოტენციალს.

ონლაინ გაცნობის უპირატესობები ლგბტქი პირებისთვის

ონლაინ გაცნობის პლატფორმები ტრანსფორმაციული იყო ლგბტქი საზოგადოებისთვის, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ინკლუზიურ სივრცეს ინდივიდებისთვის, რათა გამოიკვლიონ თავიანთი ვინაობა და დაუკავშირდნენ თანამოაზრე ადამიანებს. ეს პლატფორმები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას, როგორიცაა:

გაზრდილი ხილვადობა – ონლაინ გაცნობის აპლიკაციები საშუალებას აძლევს ქვიარ ინდივიდებს იყვნენ უფრო თვალსაჩინოები და გახსნილები თავიანთი იდენტობის შესახებ, რაც ქმნის მიმღებლობისა და მიკუთვნებულობის გრძნობას.

გეოგრაფიული შეზღუდვების ნავიგაცია – ქვიარ ინდივიდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ შეზღუდული ლგბტქი თემების გარემოსვაში, ონლაინ გაცნობა აფართოებს თავსებადი პარტნიორების პოვნის შესაძლებლობებს მათი უშუალო გარემოს მიღმა.

სოციალური ბარიერების გადალახვა – ონლაინ პლატფორმებს შეუძლიათ შეამცირონ უარის და დისკრიმინაციის შიში, რაც შეიძლება იყოს ტრადიციული გაცნობის დროს.

გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან ქვიარ ინდივიდები ონლაინ გაცნობისას

მიუხედავად წარმოდგენილი შესაძლებლობებისა, ონლაინ გაცნობას ლგბტქი სამყაროში ასევე გააჩნია საკუთარი გამოწვევები, მათ შორის:

უსაფრთხოების საკითხები – ქვიარ ინდივიდებს შეიძლება შეექმნათ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია უცნობებთან ონლაინ შეხვედრასთან, განსაკუთრებით პირად უსაფრთხოებასთან და პოტენციურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

ტრანსფობია და ჰომოფობია – დისკრიმინაცია და ცრურწმენა არ არის იშვიათი გაცნობის პლატფორმებზე და ქვიარ ინდივიდები ხშირად აწყდებიან ტრანსფობიურ ან ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს ზოგიერთი მომხმარებლისგან.

ფეტიშიზაცია – ზოგიერთმა ინდივიდმა შესაძლოა ქვიარ იდენტობების ობიექტირება მოახდინოს, რაც იწვევს არასასიამოვნო ინტერაქციას და გამოცდილებას.

შექმენით ინკლუზიური და უსაფრთხო ონლაინ გაცნობის სივრცეები

გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია ონლაინ გაცნობის პლატფორმებისთვის ხელი შეუწყონ ინკლუზიურ და უსაფრთხო გარემოს ქვიარ მომხმარებლებისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია:

მომხმარებელთა ძლიერი პოლიტიკა – გაცნობის პლატფორმებმა უნდა განახორციელონ მკაცრი პოლიტიკა სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ, ეფექტური მექანიზმებით.

პირადობის დადასტურება – პირადობის დამადასტურებელი ფუნქციების დანერგვა დაგეხმარებათ მომხმარებლებში ნდობის ჩამოყალიბებაში და ყალბი პროფილების შეხვედრის რისკის შემცირებაში.

განათლებისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა – პლატფორმებმა უნდა განახორციელონ ინვესტიცია ლგბტქი საზოგადოების შესახებ მომხმარებლების განათლებაში, თანაგრძნობისა და გაგების ხელშეწყობაში.

ონლაინ გაცნობის წარმატება

ონლაინ გაცნობის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ქვიარ პირებს შეუძლიათ პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა:

პატიოსნება და გახსნილობა – ავთენტურობამ და გამჭვირვალეობამ საკუთარი იდენტობისა და განზრახვების შესახებ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ჭეშმარიტი კავშირები.

წითელი დროშები – პოტენციური წითელი დროშების (rad flags) ამოცნობა და მათზე რეაგირება საუბრებსა და ინტერაქციაში გადამწყვეტია პირადი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

გაცნობის მიღმა დაკავშირება – ონლაინ პლატფორმების გამოყენება კარგია არა მხოლოდ რომანტიკული მცდელობებისთვის, არამედ მხარდამჭერი მეგობრების მოსაძებნად.

დასკვნისთვის

ონლაინ გაცნობამ ლგბტქი სამყაროში მოიტანა პარადიგმის ცვლილება, თუ როგორ იკვლევენ ქვიარ ინდივიდები ურთიერთობებს და პოულობენ მიმღებლობას. მიუხედავად გამოწვევებისა, ეს პლატფორმები გვთავაზობენ მძლავრ ინსტრუმენტს კავშირების გასაძლიერებლად და მნიშვნელოვანი ურთიერთობების შესაქმნელად. ინკლუზიურობის, უსაფრთხოებისა და თანაგრძნობის ხელშეწყობით, ონლაინ გაცნობა შეიძლება კვლავ იყოს გარდამტეხი ძალა ქვიარ ინდივიდების ცხოვრებაში, რაც მათ დაეხმარება ციფრულ ეპოქაში სიყვარულისა და თანამეგობრობისკენ მიმავალ გზაზე.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

//

რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო დღეს, 7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა.

კურორტ შოვში, მათ შორის, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

 

განცდა დისფორიიდან ეიფორიამდე – ადორ დელანოს ქამინგაუთი

///

 

ბევრისთვის ცნობილმა და საყვარელმა დრეგ ქუინმა, ადორ დელონოსმა ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და განაცხადა, რომ ტრანზიციის ეტაპზეა.

ადორმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, სადაც იგი ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს პასუხობდა. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად იყო კითხვები ადორის სხეულსა და სქესთან დაკავშირებით. მან დაადასტურა, რომ ტრანზიციის პერიოდი აქვს და თქვა, რომ თავდაპირველად ამ საკითხების გასაჯაროვება არ სურდა.

„აღმოვაჩინე, რომ ეს პროცესი იყო ძალიან შემეცნებითი და ბედნიერების განცდის მომტანი“, – ამბობს ადორი.

დელანომ განმარტა, რომ ორი წლის წინ,  პირველად აღიარა თავისი იდენტობა, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა.

„ეს არის განცდა დისფორიიდან ეიფორიამდე“, – თქვა მან.

ადორს 12 წლის ასაკში ჰქონდა ქამინგ აუთი, როგორც ბისექსუალს, შემდეგ კი გეის. საშუალო სკოლის პერიოდში ადორი, როგორც გოგონა ისე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც კი იცოდა სიტყვა ტრანსგენდერი, დედას უთხრა: „მე ბიჭი არ ვარ, მე გოგო ვარ. მინდა ვიცხოვრო, როგორც გოგომ“.

საბედნიეროდ, დედამ მხარი დაუჭირა და მაკიაჟის და საკუთარი სურვილისამებრ სამოსის ჩაცმის უფლება მისცა, რაზეც ადორი დედას მადლობას უხდის. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა 2008 წელს, 16 წლის ასაკში, American Idol-ში გადაიღეს.

„ჩემი “მე” გადავაგდე, დავწვი. შევეცადე საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება. რაღაც არასასიამოვნო იყო, ეს თითქმის მსხვერპლს ჰგავდა იმისთვის, რომ მიმეღო ის, რაც კარიერაში მინდოდა“, – იხსენებს ადორი.

ახლა დელანო მზად არის მიიღოს მისი გენდერული იდენტობა. „საკუთარ თავზე ვზრუნავ და თავს მშვენივრად ვგრძნობ“,- ამბობს ის.

დელანომ ასევე თქვა, რომ ნოემბერში გაიკეთა სქესის დადასტურების ოპერაცია, ნაბიჯი, რომელიც მან აღწერა, როგორც „წიგნის ეიფორიულ თავში გადასვლა“.

„ჩვენ მხოლოდ ერთი სხეული გვაქვს, იმისდა მიუხედავად, თუ რისი გვჯერა. მაგრამ ამ დედამიწაზე მე ვაპირებ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მივიღო.“, – თქვა ადორმა.

ადორს სოციალურ ქსელებში სიყვარულით გამოეხმაურნენ.

კიდევ ერთი Drag Race სუპერსტარი კორტნი აქტი წერს: „მე შენთან ერთად ვარ ნებისმიერ მოგზაურობაში. მიყვარხარ სამუდამოდ. My ride or die“!

კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი პეპერმენტი წერს: „მე ძალიან ვამაყობ შენით. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში“.

კორნბრედმა ასევე გამოხატა თავისი ბედნიერება და მსუბუქი რჩევა მისცა: „გააფრთხილეთ მეგობრები, რომ განწყობის ცვალებადობა ნორმალურია. ყველას აქვს უფლება სხვადასხვა ემოციები განიცადოს.”

© Them.us

შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა

//

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო ღონისძიებების შედეგად 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.

კურორტ შოვში, მათ შორის, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა. მაშველებმა ადგილიდან 70-მდე ადამიანი უკვე გამოიყვანეს, თუმცა მოქალაქეები ავრცელებენ ცნობებს, რომ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, მუშაობს 2 სამაშველო ვერტმფრენი.

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა

//

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მოაწერა.

იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი 27 ივლისს დამტკიცდა.

ამ დრომდე კვლავ უცნობია პრეპარატ ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანის საკითხი, თუმცა, პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვები მკურნალობაში 2023 წელს ჩაერთვებიან.

პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს. მისივე განცხადებით, პირველი დოზების მიღება მოხდება არა სახლში, არამედ კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამისთვის კი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო შეირჩა. მისივე თქმით, მეორე ეტაპზე სხვა ბავშვებიც ჩაერთვებიან.