15 ნიშანი იმისა, რომ გიყვარს

სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა დაბნეულობასა და კითხვებს აჩენდეს, მაგალითად, მართლა შეყვარებული ვართ თუ არა. სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობა განსხვავდება უბრალოდ გატაცებისგან და ის მეტად მრავალფეროვანი გამოცდილებაა.

თუ გსურს იცოდე, ნამდვილად შეყვარებული ხარ თუ არა, დააკვირდი შემდეგ ნიშნებს:

  •  თავს გრძნობ კომფორტულად, როცა ხარ ის, ვინც ხარ

ურთიერთობის დასაწყისში ყველა ცდილობს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას და ეს ბუნებრივია. გარკვეული დროის შემდეგ, როცა შეყვარებული ხარ, უკვე აღარ ნერვიულობ და თავს კომფორტულად გრძნობ. შეგიძლია მოდუნდე და მხოლოდ კარგი თვისებების გამოვლენით არ იყო დაკავებული.

  • მზად ხარ ჩადო ძალისხმევა

ურთიერთობა ყოველთვის დადებით და სასიამოვნო მომენტებს არ მოიცავს. ურთიერთობას თან ახლავს გაუგებრობა, უთანხმოება ან კონფლიქტი. თუ სურვილი გაქვს და ცდილობ ასერტიული კომუნიკაციის გზით, მშვიდობიანად მოაგვარო კონფლიქტი და სამომავლოდ  დადებითი დინამიკის შენარჩუნებას ცდილობ, ეს შესაძლოა სიყვარულის ნიშანი იყოს.

  • აღარ ეძებ სხვა ურთიერთობას

როცა შეყვარებული ხარ, შენი ყურადღება და ენერგია ფოკუსირებულია ერთ ადამიანზე, რაც მოითხოვს დროისა და რესურსის მობილიზებას. დიდი ალბათობით, სხვა ადამიანი/ადამიანები კარგავენ ინტერესს.

  • დაინტერესებული ხარ მისით

როცა შეყვარებული ხარ, გაინტერესებს რა მოსწონს და რა ინტერესები აქვს პარტნიორს. შესაძლოა, შენც გაგიჩნდეს სურვილი დაკავდე იმ აქტივობით, რაც პარტნიორს უყვარს/მოსწონს, აქამდე კი აზრად არ მოგსვლია, მსგავსი რამ გამოგეცადა.

  • პარტნიორის საჭიროებები თქვენი პრიორიტეტი ხდება

ერთმანეთის საჭიროებების გათვალისწინება, დაპრიორიტეტება და ზრუნვა სიყვარულისა და ჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია.

  • შენი გრძნობები ძლიერდება

შეყვარებას ახასიათებს გრძნობების გაძლიერება და გაღრმავება. თუ ემოცია არ განელდა და პირიქით, გაძლიერდა, ეს კარგის ნიშანია.

  • გაქვს მადლიერების განცდა

სიყვარულის განცდა მადლიერების გრძნობას აძლიერებს. როდესაც პარტნიორი თუნდაც პატარა და უმნიშვნელო რამეს აკეთებს შენთვის და ზოგადად, თქვენი ურთიერთობისთვის, ყოველთვის მადლიერების გაცდა გაქვს.

  • ფიქრობ, გააცნო შენი პარტნიორი მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს

თუ სურვილი გიჩნდება, რომ შენი პარტნიორი გააცნო ახლობელ ადამიანებს ან ოჯახის წევრებს ეს შყვარების ნიშანია. ე.ი. თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობ ადამიანთან და გინდა ეს სხვებსაც გაუზიარო.

  • მოგწონს არა მხოლოდ მისი გარეგნობა, არამედ სხვადასხვა თვისებები

ცნობილია, რომ ურთიერთობის დასაწყისში მოგვწონს და გარეგნულად გვიზიდავს ადამიანი, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა შეყვარებული ვართ, მისი თვისებები და ჩვევები მოგვწონს.

  • მასთან კომუნიკაცია ადვილია

როცა შეყვარებული ხარ და თავს კომფორტულად გრძნობ, შეგიძლია მასთან აუამრავ რამეზე უსასრულოდ ისაუბრო. გსურს ყველაფერი გაუზიარო, დეტალებიც კი.

  • მისით ამაყობ

შეყვარებულობა იწვევს აღფრთოვანებას გრძნობას როცა ძალიან მოგწონს და ამაყობ მისით, ესეც სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანია.

  • ერთად ძალიან კარგად ატარებთ დროს

მასთან უერთიერთობა ადვილია, კომფორტული და სახალისო. ეს ვრცელდება ისეთ აქტივობაზეც, როგორიც არის პროდუქტების ყიდვა მაღაზიაში. დიახ, ყველაფერი ბედნიერების და ხალისის მომტანი შეიძლება გახდეს, რასაც მასთან ერთად აკეთებ.

  • ყურადღების დიდი ნაწილი მისკენ არის მიმართული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეყვარებულობის დროს შენი ყურადღება და ენერგია ფოკუსირებულია ერთ ადამიანზე. ხშირად, როცა მეგობრებთან ერთად ხარ, მთელი ყურადღება მაინც პარტნიორზე შეიძლება იყოს მიმართული. ბოდიში მეგობრებთან, მაგრამ ეს სიყვარულის ნიშანია. 🙂

  • გეგმავ მომავალ აქტივობებს მასთან ერთად

მომავლის დაგეგმვა მასთან ერთად აქტუალური ხდება, როცა შეყვარებული ხარ. გინდა ყველაფერი გადაგხდეს და გამოსცადო მასთან ერთად. ბუნებრივია, მის გარეშე აღარ გეგმავ მნიშვნელოვან საკითხებს.

  • უთანხმოება არ აუფერულებს სიყვარულის განცდას

უთანხმოება აუცილებლად იქნება, თუმცა ის არ ანელებს სიყავრულის განცდას. როცა შეყვარებული ხარ, ინარჩუნებ ძლიერ გრძნობებს პარტნიორის მიმართ, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

 

სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ყოვედღიურ ცხოვრებაზე და ზოგჯერ რადიკალურადაც ცვლის ჩვენს გეგმებს.  ჯანსაღი ურთიერთობა სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია.

სიყვარული კი, სიყვარულია.

 

 

 

 

წინა

მარიო ალკალდე – ქვიარ მატადორის ქამინგ აუთი

შემდეგი

ნეპალში პირველი ლესბოსელი წყვილი დაქორწინდა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების