//

მთავარია რომ ზიზღს, აგრესიას დავუპირისპიროთ სიყვარული და ჩვენი სიძლიერე

11 მაისს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე დრეგ ქვინების გარბენი ჩატარდა. ქვიარი ესაუბრა ღონისძიების ორგანიზატორს, საინიციატივო ჯგუფ “ფიონას” წევრს, რომელიც მოგვიყვა ღონისძიების მიზნების შესახებ. 

ფიონა, აქტივისტური ინიციატივაა, რომლის მიზანია ანდერგრაუნდ სივრცეებში ქვიარების შეკრება, მათთვის ივენთების მოწყობა, ქუჩაში გასვლაც. ვთვლი, რომ ქვიარ ადამიანების ხილვადობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანზაცია მუშაობს, მაინც დაბალია. ქართულ ფილმებსაც იშვიათად თუ ვნახავთ, სადაც ქვიარ პერსონაჟებია. სატელევიზიო გადაცემებშიც აღარ ჩანან ადამიანები, ვინც ღიად ამბობენ, რომ არიან ქვიარები. შეკრებები სხვა კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვიგებთ, რომ ვარსებობთ, ვერთობით, ვუზიარებთ ერთმანეტს საკუთარ გამოცდილებებს, სიყვარულს, დარდს და ა. შ. 

სხვათაშორის გვაქვს დაწესებული ერთ-ერთი ქუჩის თვითმმართველობის არჩევნები, რაც ერთხელ უკვე ჩატარდა და ავირჩიეთ პრეზიდენტი, მერი და შერიფი. მათი ვალდებულებებია ქვიარების მობილიზება, მათთვის საჭირო და საინტერესო ღონისძიებების ჩატარება, ქვიარების მხარდაჭერა. დრეგ ქვინების პირველი კონფერენცია გვქონდა შარშან. განვიხილეთ ზოგადად საიდან წამოვიდა დრეგ კულტურა, როგორ განვითარდა საქართველოში, რას მივაღწიეთ, რა გამოწვევებია ამ სფეროში. 

ახლა, ე. წ. “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონის ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც რუსული კანონის ანალოგია, გადავწყვიტეთ ჩვენი მთავრობის მხრიდან ჩვენ მიმართ სიძულვილს დავუპირისპიროთ სიყვარული, რომელიც სიძულვილზე ყოველთვის ბევრად ძლიერია. გადავწყვიტეთ გავაკეთოთ დრეგ ქვინების მარათონი ქუჩაში. გადავწყვიტეთ, რომ გამოვალთ გარეთ, დავდგებით უშიშრად, იქ სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც სხვა ნებისმიერი, ამ ქვეყნის სრულფასოვანი, კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტში სხვებთან თანასწორად ვიხდით გადასახადებს.  გვინდა დავიცვათ ამ ქუჩის 200 მეტრი, სადაც გამოვალთ და გარბენი გვექნება. გარბენს ექნება შეჯიბრის სახე, გამარჯვებულიც ეყოლება ცხადია, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია რომ ზიზღს, აგრესიას დავუპირისპიროთ სიყვარული და ჩვენი სიძლიერე. 

წინა

მთავარი არხი ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს

შემდეგი

როგორ გავხადოთ ფიზიკური აქტივობა მეტად მიმღებლური

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების