ჩვენ შესახებ

ონლაინ გამოცემა “ქვიარი” აერთიანებს ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანებს. ჩვენ გვახსოვს, რომ ადამიანის უფლებების უგულებელყოფამ არაერთი ბარბაროსული აქტი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გამოიწვია. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა ხელს უწყობს სოციალურ პროგრესსა და საყოველთაო კეთილდღეობას. ჩვენ ვიცით, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლები იქნებიან შიშისგან, სიღარიბისა და ჩაგვრისგან. ჩვენ ვშრომობთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული სოციალური ჯგუფის – ქვიარ თემის უფლებებისთვის და ასევე, ვართ სოლიდარულები ყველა სხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ მზად ვართ, შემოვიერთოთ ყველა, ვინც ჩათვლის, რომ ეს მისი საქმეცაა.

ჩვენ ვპირდებით ერთმანეთს, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით, საკუთარ წვლილს შევიტანთ საქართველოში ისეთი ფუნდამენტური უფლებების მხარდასაჭერად, როგორიც არის:

  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება
  • ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან დაცულობა
  • არაადამიანური მოპყრობისა და წამებისგან დაცულობა
  • პირადი განვითარების თავისუფლება
  • გამოხატვისა და სიტყვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
  • შეხედულებებისა და გაერთიანების თავისუფლება