აპრილი 2023 - Page 2

ახალგაზრდა ქვიარებს ორჯერ მეტად აქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები

მკვლევრებმა გააანალიზეს 10-დან 14 წლამდე ასაკის 8500-ზე მეტი ახალგაზრდის მონაცემები. აღნიშნული ასაკობრივი ჯუფის  გონებრივი და ფიზიკური განვითარება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის სრულყოფილ ძილზე. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 35.1%, ვინც იდენტიფიცირდებოდა ქვიარად, მეტად უჭირდა დაძინება იმ თანატოლებთან  შედარებით, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალად აიდენტიფიცირებდა (13,5%) .

“ძილი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია მოზარდის ჯანმრთელობისთვის”, – ამბობს კვლევის ავტორი ჯეისონ ნაგატა, კალიფორნიის უნივერსისტეტის პროფესორი პედიატრიის მიმართულებით. „ბავშვების უმეტესობას აქვს პრობლემა სრულფასოვან ძილთან დაკავშიკრდებით”.

ლგბტქი ახალგაზრდები მეტად განიცდიან ბულინგსა და დისკრიმინაციას სკოლაში ან კონფლიქტებს სახლში, რაც ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის ძილის პრობლემასაც. 

კვლევის ავტორი ურჩევს თინეიჯერებს შეადგინონ ძილის თანმიმდევრული გრაფიკი, დარწმუნდნენ, რომ გარემო, სადაც ძინავთ კომფორტულია. ასევე შეზღუდონ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ძილის წინ. 

 

წყარო: https://www.nbcnews.com/nbc-out/out-health-and-wellness/gay-youths-are-twice-likely-sleep-trouble-study-finds-rcna78188 

ფოტო – Michelle Mildenberg

სელინ დიონის ახალი სინგლი გამოვიდა

მომღერალმა დეკემბერში ღიად ისაუბრა მისი იშვიათი ნევროლოგიური  დაავადების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს სიმღერაზე. გასულ ხუთშაბათს კი, მის ინსტაგრამ გვერდზე სასიამოვნო სიახლე გამოქვეყნდა – სინგლი “Love again” გამოვიდა. 

აღნიშნული სინგლის სახელი არის ამავე სახელწოდების ფილმის საუნდრეკი. ფილმი ეკრანზე მალე გამოვა, მთავარ როლში პრიანკა ჩოპრა მონაწილეობს. ფილმის პრემიერა 5 მაისს იქნება, 12 მაისს კი სელინ დიონის ალბომის პრემიერა იგეგმება, ალბომში 5 ახალი სიმღერა იქნება შესული. 

გასული წლის დეკემბერში მომღერალს დაუდგინდა რიგიდული პერსონის სინდრომი – ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მილიონიდან ერთ ადამიანს აქვს. 

”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცოტა ვიცით ამ იშვიათი დაავადების შესახებ, ეს არის ის, რაც იწვევს ჩემს სპაზმს”, – თქვა მან სოციალურ მედიაში. ”სამწუხაროდ, ეს სპაზმები გავლენას ახდენს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე, ზოგჯერ იწვევს სირთულეებს სიარულის დროსაც და არ მაძლევს საშუალებას გამოვიყენო ვოკალური იოგები ისე, როგორც მიჩვეული ვარ, რომ  ვიმღერო.”

 

წყარო: https://advocatechannel.com/celine-dion-announces-new-music-amidst-health-battle 

დეპრესანტების სახეობები და ეფექტები

დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას. შენელებულია კავშირი კოორდინაციასა და კონცენტრაციაზე. მათი დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ღებინება, უგონო მდგომარეობა და სიკვდილი.

დეპრესანტების ძირითად კატეგორიებში შედის: ოპიატები/ოპიოიდები, დამამშვიდებელი საძილე საშუალებები (ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები და სხვა) და ალკოჰოლი. ოპიოიდები მოიცავს ნატურალურ, სინთეზურ და ნახევრად სინთეზურ ნივთიერებებს.

ოპიოიდების უმეტესობა ტკივილგამაყუჩებელია, მისი ხანგრძლივად მოხმარება იწვევს მიჩვევას და ტკივილზე მაღალი მგრძნობელობის ჩამოყალიბებას. იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეამციროს ტკივილი, უფრო მაღალი დოზაა საჭირო. ნერვული უჯრედების მგრძნობელობის მომატების გამო შესაძლოა ადამიანი განიცდიდეს ტკივილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ასეთ დროს ადამიანი იწყებს დეპრესანტის დოზის გაზრდას.

ოპიოიდების გვერდითი ეფექტებია: გულისცემის შემცირება, სუნთქვის გაუარესება, შეფერხება მეტყველებაში. რაც უფრო იზრდება გამოყენების დოზა, იზრდება ტოლერანტობა და დამოკიდებულებაც. ძლიერად არის გამოხატული აღკვეთის სინდრომიც.

დამამშვიდებელ საძილე საშუალებებს ალკოჰოლის მსგავსი ეფექტი ახასიათებთ, რაც გამოიხატება დაქვეითებულ თვითკონტროლსა და მოთენთილობაში. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული დამამშვიდებელი საშუალება ბენზოდიაზეპინებია. მათ ხშირად იყენებენ შფოთვითი, ობსესიურ კომპულსიური ან პანიკური აშლილობების დროს, ასევე ქრონიკული სტრესისა და საძილე საშუალებად. მათი ხანგრძლივად გამოყენება ზრდის დამოკიდებულების რისკს. ასეთ შემთხვევაში დეპრესანტის უეცარი შეწყვეტა იწვევს შფოთვას, ჰალუცინაციებს, წნევისა და გულისცემის მატებას, კანკალს, კრუნჩხვებსა და გაღიზიანებას.

მსგავსი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დეპრესანტების დოზის ნელნელა შემცირება. მათმა ზედოზირებამ და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და შედეგად განვითარდეს კომა, ტვინის დაზიანება და სიკვდილი.

საშიში კომბინაციია ორი დეპრესანტის, მაგალითად ალკოჰოლისა და საძილე საშუალების  გამოყენება. როდესაც ღვიძლში ალკოჰოლი მეტაბოლიზდება და ენერგია აქეთ არის მომართული, პარალელურად დეპრესანტი სრული ძალით იწყებს მოქმედებას, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გაძნელების, გათიშვის რისკები.

ალკოჰოლი ასევე წარმოადგენს დეპრესანტს, რომელიც თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ნეიროტრანსმიტერ GABA-ს მოქმედების გაზრდით. შედეგად მეტყველება ხდება ბუნდოვანი, მოძრაობები არასტაბილური, შემცირებულია რეაგირებისა და განსჯის უნარი.

თუმცა ალკოჰოლს აქვს როგორც დამამშვიდებელი, ასევე მასტიმულირებელი ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად კლასიფიცირებულია, როგორც დეპრესანტი, მისი გამოყენების სიხშირე, ოდენობა და ადამიანის რექცია განსაზღვრავს ალკოჰოლის სედაციურ თუ მასტიმულირებელ ექფეტს.

ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა ზრდის მისი მოხმარების მასშტაბებსა და დამოკიდებულების რისკებს.  საქაართველოში ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის ალკოჰოლის ავადმოხმარების გამო 1,6%-ს ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში.

 

გამოყენებული მასალა

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

ESPAD (2016). ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი

ევროპის სასკოლო კვლევის შედეგები

 

 

სტიმულატორების სახეობები და ეფექტები

სტიმულატორები წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გამოყენებულია მსოფლიოში.

სტიმულატორებში შედის: მეტამფეტამინი, ექსტაზი, კოკაინი, აბაზანის მარილები, ენერგეტიკული სასმელები, ნიკოტინი, კოფეინი და სხვა.

სტიმულატორები გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს ქიმიური პროცესების აქტივობის ზრდას. გამოიყოფა დიდი რაოდენობით ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, სეროტონინი და დოფამინი.

ეპინეფრინი დიდ როლს ასრულებს ბრძოლის ან გაქცევის რეაციაში, ამ დროს ხშირდება გულისცემა, სუნთვა და შაქრის დონე სისხლში

ნორეპინეფრინი ხელს უწყობს სიფხიზლეს, ყურადღების კონცენტრაციას.

სეროტონინი არეგულირებს განწყობას,  მადას, ძილს, მეხსიერებას და მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში.

დოფამინი პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე.

სტიმულატორების ზემოქმედების შედეგად ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები იწვევს მოცულობითი ენერგიის მოზღვავებას სხეულში, რაც გამოიხატება ჭარბი ფიზიკური აქტივობით, საუბრითა და  სიფხიზლით.  დროთა განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი სტიმულატორების მოხმარება იწვევს აღნიშნული ჰორმონების ამოწურვას. ნივთიერების მიმართ ტოლერანტობის განვითარების შემთხვევაში მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს პირვანდელი დოზა და ზრდის მას ეფექტის მისაღებად.

ისეთი ძლიერი სტიმულატორებს, როგორიცაა კოკაინი და ამფეტამინი, იწვევენ თავის ტვინის შეცდომაში შეყვანას სიგნალის გაგზავნის გზით, თითქოს დაკმაყოფილებულია სიცოცხლისთვის საჭირო მოთხოვნილებები, მაგალითად ჭამა ან წყურვილი. შედეგად ადამიანი შესაძლოა აღარ მიიღოს საკვები ან წყალი, დაკარგოს წონა, შესაბამისად – მინერალები და საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სტიმულატორების გარკვეული ჯგუფი, მაგალითად ნიკოტინი და კოფეინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. იზრდება გულისცემა და არტერიული წნევა. კარგად არ ნაწილდება ჟანგბადი სისხლში. ნიკოტინის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და სიმსივნეების რისკს. ზემოქმედებს იმუნიტეტზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ცნობილია, რომ ნიკოტინზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და ამავდროულად ყველაზე ფართოდ არის გავცელებული სხვა ადიქციებს შორის.

ზოგიეფრთი სტიმულატორი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის შესაბამისი დოზირებითა და გამოყენების წესის დაცვით. მაგალითად, ამფეტამინი და მეთილფენიდატი ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენებენ ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის დარღვევის (ADHD) სამკურნალოდ.

კოფეინი გამოიყენებაასთმიან პაციენტებში. იგი გამოიყენება, როგორც ტკვილგამაყუჩებლების დანამატი და წნევის ამწევი საშუალება. ასევე, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო, შარდმდენი, გამოსაფხიზლებელი, მადის დასაქვეითებელი და ანალგეტიკი მენსტრუალური ტკივილის დროს.

ეფედრა (სამკურნალო დოზებით და ფორმატით) გამოიყენება ასთმის, ალერგიის, ნარკოლეფსიის სამკურნალოდ.

სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარების ეროვნული მასშტაბის პირველი კვლევა საქართველოში 2015 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც:

  • ეფრთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფსიქოაქტიურ საშუალებებად დასახელდა ექსტაზი (9%) სხვა ნივთიერებებთან ერთად. ექსტაზი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გასინჯული ჰქონდა მოსწავლეთა 4%-ს, ამფეტამინი და კოკაინი − 2%-ს.
  • რაც შეეხება თამბაქოს, ყველა გეოგრაფიულ რეგიონში თამბაქოს მოწევის მაჩვენებლები მამაკაცებსა და ქალებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა5% და ქალთა მხოლოდ 8.6% ეწეოდა თამბაქოს ბოლო 30 დღის განმავლობაში. მამაკაცები ეწეოდნენ უფრო ხშირად (დღეების რაოდენობა ერთი თვის მანძილზე) და უფრო მეტს (მოწეული ღერების რაოდენობა ერთი დღს მანძილზე);
  • თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი.
  • 2020 წლის მონაცემებით საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი2%-ია.

ხშირია სტიმულატორებით გამოწვეული ზედოზირების ფაქტები, რაც განსაკუთრებით საშიშია.

ზედოზირების სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,
  • სხეულის ტემპერატურის მომატება,
  • ტკივილი მკერდში,
  • გახშირებული გულისცემა,
  • გულის აჩქარება,
  • ღებინება,
  • კრუნჩხვები,
  • არეული გონება (ორიენტაციის დარღვევა, რეაგირების არქონა), პ
  • ანიკა, ჰალუცინაციები.

 

გამოყენებული მასალა

კირთაძე ი., ოთიაშვილი დ., ტაბატაძე მ. (2015). ცადამყვანები, გამაბრუებლები და სხვები. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში.

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

ESPAD (2019) ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი.

Arnsten A. (2006). Stimulants: Therapeutic Actions in ADHD. Neuropsychopharmacology

 

 

 

სააღდგომო რეფლექსია

ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში იუდეველთა შორის „მაშიახის, იგივე მესიის მოსვლის შესახებ სწავლება ჩაისახა. მის შესახებ განსაკუთრებულ ინფორმაციას ვხვდებით ესაია წინასწარმეტყველის წიგნში – რომ მესია, ანუ ცხებული მოვიდოდა, აღადგენდა სამართლიანობას, ხოლო ყველა ხალხსა და ერს ღმერთის სამეფოში მშვიდობიანად დაამკვიდრებდა.

პირველი ტაძრის დანგრევისა და ებრაელთა ბაბილონში გადასახლებასთან ერთად გაძლიერდა რწმენა, რომ მესია მოვიდოდა, ტაძარს აღადგენდა, ისრაელიანებს კი თავის მიწაზე ღირსეულად დაამკვიდრებდა.

მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანებს გვწამს იესო ქრისტე, როგორც სამყაროს ყველა ხალხის მესია და მხსნელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქრისტემდეც და მის შემდეგაც (დღეის ჩათვლით) 100-მდე ჩვენთვის ცნობილი „მესია“ არსებულა, რომლებმაც ქრისტეს მსგავსად რაღაც საინტერესო იქადაგეს, მოწაფეებიც გაიჩინეს, ადამიანთა აღტაცებაც დაიმსახურეს, ერთი-ორი სასწაულიც მოახდინეს, ბოლოს კი – როგორც ხდება ხოლმე – მოკვდნენ. მათი მორწმუნეები დიდი იმედგაცრუების შემდეგ დაიფანტნენ და მათი მოძღვრებისა თუ სექტის ნატამალიც კი აღარაა ქვეყნიერებაზე. ამ „მესიების“ სახელებსაც ჩამოგითვლიდით, თუმცა იმდენად არაფრისმომცემი იქნება ეს ინფორმაცია, რომ მირჩევნია უცნაური სახელების კითხვით თავი არ მოგაბეზროთ.

თუმცა ერთ მესიაზე მოგიყვებით – XVII საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიაში იყო ასეთი რაბინი და კაბალისტი – საბათაი ცევი. ის სმირნის (თანამედროვე იზმირი) ებრაულ თემში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდა. მან 1648 წელს თავი ებრაელი ერის მესიად გამოაცხადა, რამაც ერთდროულად დიდი სიხარული და მღელვარება გამოიწვია, არა მარტო სმირნისა და ოსმალეთის იმპერიის ებრაულ თემებში, არამედ მას მიმდევრები გაუჩნდა საბერძნეთის, იერუსალიმის, სპარსეთისა და ევროპის სინაგოგებშიც. მისი მესიად გამოცხადებიდან 2 წელში საბათაის უკვე 200,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა (ქრისტეს მხოლოდ 90-მდე მოწაფე ჰყავდა თავის სიცოცხლეში).

ბოლოს ის აჰმედ ფაშამ დააპატიმრა შფოთის ატეხის გამო, რის შემდეგაც თვითგამოცხადებულმა მესიამ თავის მიმდევრებს განუცხადა, რომ ის აღარ იყო მესია, ხოლო თავად ისლამი მიიღო, ციხიდანაც გამოვიდა, 200,000 მიმდევარი კი იმედგაცრუებული დატოვა.

როგორც უკვე ვთქვი, ასეთი უამრავი მესია არსებულა ქრისტემდეც და ქრისტეს შემდგომაც, თუმცა არცერთი მესიის მოძღვრება ცოცხალი აღარ არის, ხოლო მათი მიმდევრები არ არსებობენ. მაშინ იბადება კითხვარა იყო იესო ნაზარეველის წარმატების გასაღები?

როგორც სახარებებიდან ჩანს, იესომაც გააცხადა თავი, როგორც მესია, მანაც გაიჩინა მოწაფეები, გასცა დაპირებები, მოახდინა სასწაულები და ბოლოს ტანჯვით აღესრულა, რამაც მის მოწაფეებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა სხვა  მესიების ისტორიებისაგან განსხვავებით, იესოს ამბავი მისი სიკვდილით არ მთავრდება, არამედ მის სიკვდილს მოჰყვა რაღაც განსაკუთრებული, რამაც შეშინებული და იმედგაცრუებული მოწაფეები შეუპოვარ მისიონერებად აქცია, ხოლო 2000 წლის შემდეგაც კი, ქრისტიანობა ისევ არსებობს, როგორც მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგია – ბიბლია დღესაც ყველაზე მეტი ტირაჟით იყიდება, საუკუნეები კი არაფერს აკლებს ფაქტსრომ ის ყველაზე ხშირად წაკითხვადი ბესტსელერი წიგნია, 21- საუკუნეშიც კი. რა არის ის მომენტი, რამაც ქრისტეს მოძღვრების ეგზომი წარმატება გამოიწვია?

ეს მომენტია ის, რაც არცერთი სხვა „მესიის“ გარდაცვალებას არ მოჰყოლია. ათობით მესიის მხოლოდ სახელი შემორჩა ისტორიას, იესო ქრისტეს მოძღვრების წარმატების გასაღები მის მკვდრეთით აღდგომაშია; ქრისტეს მოციქულებმა იხილეს ჯერ ცარიელი საფლავი შემდგომ კი თავად აღმდგარი მხსნელი, მას შემდეგ კი აღმდგარი 40 დღის განმავლობაში ეჩვენა 500-მეტ ადამიანს (როგორც ამას პავლე მოციქული ამოწმებს), აი აქ ძევს ის ერთადერთი გასაღები, რომლითაც შესაძლებელი ხდება იუდეაში ჩასახული, მეთევზეების მიერ ნაქადაგები სექტის ასეთი წარმატების გააზრება, რომელიც 2000 წელია ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. აღმდგარი ქრისტეს ხილვაა მიზეზი, რამაც მშიშარა მოციქულები ისეთ მისიონერებად აქცია, რომ ამ ფაქტის შესახებ ისინი ამოწმებდნენ სინედრიონისა და რომაული სასამართლოს წინაშე, ათენის მოედნებსა და რომის სტადიონებზე, ეთიოპიაში, ანტიოქიასა და ინდოეთშიც კი.

ეს არის ისტორიული ფაქტი, რომლის ახსნაც მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება, რომ მათ გამოცდილებაში იყო ის, რამაც ურწმუნოება რწმენად გარდაქმნა და ჩვენ გვწამს, რომ ეს იყო აღმდგარი მხსნელის ხილვა და სწორედ ამიტომ ვზეიმობთ აღდგომას, რომელიც ზოგიერთისთვის წითელი კვერცხისა და პასკის დღესასწაულია მხოლოდ.

ქრისტეს აღდგომის ფაქტის გარეშე, ქრისტიანობა ყველაზე სახალისო ხუმრობა იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში. მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები ვართ, არ არის ის რომ იესომ ჰუმანური და ეთიკური მოძღვრება იქადაგა, რადგან ქრისტემდე 600 წლით ადრე ლაო-ძიმაც იქადაგა საინტერესო საზოგადოებრივი ეთიკა. მიზეზი იმისა, რატომაც ქრისტიანები ვართ, არის ის რომ ქრისტემ თავისი აღდგომით დაამოწმა თავისი ღვთაებრიობა, ამით კი განსაკუთრებული საზრისი შესძინა მისი ბაგიდან წამოსულ ნებისმიერ სიტყვას. როგორც პავლე მოციქული წერს: „ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (1 კორ. 15:14).

აღდგომის ფაქტი, არ არის წარსულის ნაწილი, მიუხედავად იმისა რომ მისი შედეგები ესქატოლოგიურ მომავალში იპოვის თავის სრულქმნას ჩვენთან მიმართებით, ის ახლაც – აწმყოში პოულობს თავის საზრისს – რომ ბოროტებას არ ეკუთვნის ბოლო სიტყვა, რომ სიკვდილი არ არის დასასრული და რომ სიბნელე ვერ დასძლევს ნათელს. ქრისტე მოკვდა, აღდგა, ის ცოცხალია, ახლა ჩვენს შორისაა, მან დასძლია ხრწნადობა, წყვდიადი და უმეცრება და ჩვენ ვიცით, რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა ჩვენს არსებობაშიც და გვწამს, რომ მისდამი ჩვენი მინდობა ფუჭად არ ჩაივლის მომავალში.

 

ბედნიერი და საზრიანი აღდგომის დღესასწაული ყოველ მის აღმნიშვნელს.

ქრისტე აღდგა, ალელუია!

 

თომა ლიპარტიანი

რამდენიმე სიტყვა ლუკას დონტის, ბელგიელი ქვიარ რეჟისორის შესახებ!

/

31 წლის ბელგიელი რეჟისორი, რომელიც ცდილობს კინემატოგრაფიაში განსხვავებული და გამორჩეული სიტყვა თქვას, კანის კინოფესტივალის, ოქროს გლობუსისა და ოსკარზე ნომინირებული ფილმების შემქნელია. აღსანიშნავია, რომ მას თავდაპირველად სულაც არ სურდა რეჟისორობა, ის გატაცებული იყო ცეკვით, თუმცა, როდესაც კლასელების წინაშე ჰქონდა პერფორმანსი კრისტინა აგილერას სიმღერაზე  “Fighter”, მისი ფემინური მოძრაობების გამო ის ბულინგისა და ჰომოფობიის მსხვერპლი გახდა. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც მას გაუჩნდა სურვილი რომ გადაეღო ფილმები, რომლებშიც თავის სათქმელს მკაფიოდ და ხაზგასმით იტყოდა.

ვუძღვნი ამ ფილმს ყველა იმ მეგობარს, რომელიც დავკარგე წლების განმავლობაში, რადგან მეშინოდა და ვცდილობდი დისტანცია დამეცვა

სწორედ ამ სიტყვებს წარმოთქვამს ლუკას დონტი კანის კინოფესტივალზე  თავისი ფილმის “Close”-ის შესახებ. ის კინემატოგრაფიაში, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. “Close” ,რომელშიც მოთხრობილია ამბავი ორი მოზარდი ბიჭის შესახებ, ძალიან ლამაზად და ესთეტიურად არის დახატული უანგარო, უდანაშაულო, გულწრფელი, ბავშვური და მეგობრული სიყვარულის ისტორია, რომელზეც გავლენას ახდენს სოციუმის სტერეოტიპული და ჰომოფობიური დამოკიდებულება. გაზგასასმელია ლუკასის აზრი, რომ ეს შემოქმედება ბევრ ქვიარ ადამიანს გაუხსნის ღრმა და მტკივნეულ ჭრილობას და გაახსენებს თუ რა გრძნობაა, როდესაც თავს განსხვავებულად გრძნობ შენი თანატოლებისგან, თუმცა არ იცი რატომ.

შეიძლება ითქვას, ბელგიელი რეჟისორი, ლუკას დონტი, ხმაა იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოების მიერ შემოღებულ ჩარჩოებსა და ნორმებში ვერ ექცევიან.

 2018 წელს გამოსული ფილმის “Girl”-ის შექმნის ისტორია ძალიან მომხიბლავია. ლუკასი ჟურნალის კითხვის დროს გადაეყარა სტატიას, სადაც ბელგიელ ტრანსგენდერ გოგონას სურდა ბიჭების ბალეტის ჯგუფიდან გოგონების ჯგუფში გადასვლა. როგორც ლუკასი ამბობს, ის 8 წლის განმავლობაში ტრანზიციის ყველა ეტაპზე გვერდით ედგა ბელგიელ მოცეკვავეს, Nora Monsecou-ს. მისი თანხმობით ლუკასმა მოახერხა შეექმნა ფილმი, რომელიც თავდაპირველად სხვა ქვიარი მწერლების კრიტიკის ობიექტი გახდა გენდერული დისფორიისა და თვითზიანის ასახვის გამო, თუმცა ნათლად და გულწრფელად არის გადმოცემული 15 წლის ლარას ამბავი. ფილმში შეხვდებით ძალიან ძლიერ გოგონას, რომელიც იბრძვის საკუთარი ადგილის პოვნისთვის და  სამაგალითო მშობელს, რომლის გვერდში დგომა და მხარდაჭერა წარმოუდგენლად დიდია და ალბათ, საოცნებო ქართველი ქვიარ ბავშვებისთვის.

ლუკას დონტმა “The guardian”-თან ინტერვიუში ახსენა, რომ მას სურს შექმნას ტიტანიკი, რომლის მთავარ როლში ქვიარ წყვილის სიყვარულის ისტორია იქნება. ვინ იცის, იქნებ მართლაც აჩუქოს უნიჭიერესმა ბელგიემა რეჟისორმა სამყაროს ახალი თერთმეტი ოსკარის ფლობელი ფილმი?!

 

 

პუბლიკაცია მოამზადა ჯუბა კიკვაძემ

გამოყენებული მასალები:

ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

ნიკოტინი წარმოადგენს გამჭვირვალე ზეთოვან ნივთიერებას მძაფრი, მწარე გემოთი, დუღს 140-145 გრადუსზე, იხსნება წყალში და სპირტში. ნიკოტინს დიდი ოდენობით შეიცავს თამბაქოს ფოთლები, ხოლო მცირე ოდენობით ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, მწვანე წიწაკა. ნიკოტინის ალკალოიდებს შეიცავს ასევე კოკას ფოთლები.

ნიკოტინი ნეიროტოქსინია, რომლის მეშვეობით მცენარეები თავს მწერებისგან იცავენ. ადამიანის მიერ თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვის დროს ფილტვებში ხდება ნიკოტინის შეწოვა და ნიკოტინი წამებში აღწევს ადამიანის თავის ტვინს.

ნიკოტინი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – სტიმულატორს, რომელიც იწვეს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, მალე აღწევს ტვინამდე და გავლენას ახდენს ნეირონების მუშაობაზე. ნიკოტინის მცირე დოზით მოხმარება იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას, რის შედეგადაც მატულობს გულისცემა, წნევა, კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

სისტემატურად მოხმარებისას ნიკოტინი ითავსებს ბუნებრივი ნეიორმედიატორის ფუქნციონირებას, რის შედეგადაც იცვლება ნივთიერებათა ბალანსი.

თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეიცავს თამბაქოსა და ნიკოტინს და იწვევს მიჩვევას: სიგარეტი, აიქოსი, სიგარა, ჩიბუხის თამბაქო, თაბაქოს მცენარის ფოთლები, საღეჭი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი (ვეიპები) შეიძლება შეიცავდნენ ნიკოტინს.

თამბაქოზე დამოკიდებულება განიხილება, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც დამოკიდებული აგრძელებს მოწევას მიუხედავად თამბაქოსთან დაკავშირებული ან მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობისა.

ნივთიერებაზე დამოკიდებულებაეს არის ქრონიკული მორეციდივე მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება:

  • ნივთიერების კომპულსური მიღებით/ძიებით;
  • მიღებული ნივთიერების რაოდენობის შემცირების შეუძლებლობით ან რაოდენობის კონტრულის სრული დაკარგვით;
  • ნეგატიური ემოციური მდგომარეობით, როდესაც ნივთიერების მიღების შესაძლებლობა შეფერხებულია ან შეუძლებელია.

ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ მწეველს ახასიათებს აღკვეთის სინდრომი – სხვადასხვა სიმპტომთა ჯგუფი, რომლებიც გამოვლინდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, რომელსაც პიროვნება მოიხმარდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ნიკოტინური დამოკიდებულების შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი გრძელდება 3-5 დღე და გამოიხატება შემდეგ სიმპტომებში:

  • გაღიზიანება
  • ბრაზი
  • შფოთვა
  • უენერგიობა
  • უძილობა ან ძილიანობა
  • თავის ტკივილი
  • ხველება
  • ყელის სიმშრალე

არ არსებობს ნიკოტინისა და თამბაქოს მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისას სწრაფად ყალიბდება ტოლერანტობა, შედეგად კი ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს:

  • გულისცემისა და წნევის მატებას
  • ფიზიკური დატვირთვის დროს სუნქთვის გაძნელებას
  • ყელის ტკივილსა და ხველას
  • თავბრუსხვევას, თავის ტკივილს
  • დაბუჟებას კიდურებში
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაქვეითებას
  • გასტრო-ენტეროლოგიურ პრობლემებს
  • ზოგად სისუსტეს, უენერგიობას (მუდმივი ჰიპოქსიის გამო)
  • ინტოქსიკაციის, გულისრევის შეგრძნებას
  • სახსრების ტკივილს
  • ძილის დარღვევა

ნიკოტინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები, სწრაფი სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი.

ზოგიერთი მწეველი მიიჩნევს, რომ ვეიპებისა და აიქოსის გამოყენება არ არის საზიანო, თუმცა შესუნთქული ქიმიკატების რაოდენობა დიდად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი სიგარეტისას.

თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზიანი და ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე დადასტურებულია და შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნერვული სისტემის დისფუნქცია
  • ნეიროდეგენერაციული, ავტოიმუნური დაავადებები
  • ინსულტი
  • სიბრმავე, კატარაქტა (თვალის დაავადებები)
  • პერიოდონტიტი (კბილების გაყვითლება, ღრძილების დაავადება)
  • აორტის ანევრიზმი
  • გულის კორონარული დაავადება
  • ონკოლოგიური დაავადებები (20-ზე მეტი სახეობის)
  • პნევმონია, ფილტვის ემფიზემა
  • სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები (ქოშინი, ასთმა, ხველა)
  • შაქრიანი დიაბეტი, პირველი და მეორე ტიპის
  • შემცირებული ნაყოფიერება
  • საშვილოსნოს გარეორსულობა, ორსულობის შეწყვეტა
  • ბარძაყის მოტეხილობები
  • მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია
  • ლიბიდოს დაქვეითება ქალებში
  • რევმატოიდული ართრიტი
  • დაქვეითებული იმუნური ფუნქცია (რეგულარული გაციება და გრიპი)
  • ჯანმრთელობის საერთო დაქვეითება (დაბერება, ზურგის ტკივილი, ჭრილობების შეხორცება, განწყობის ცვალებადობა)
  • ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
  • ფსიქოლოგიური სირთულეები
  • ფინანსური და სოციალური პრობლემები

მეორადი მწეველობა, როდესაც ადამიანი სუნთქვას მწეველების კვამლს, ასევე საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოწევა სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვილებთან, ბავშვებს, ორსულებთან და მეძუძურ ქალებთან. ასევე რესპირატორული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებთან ახლოს.

ნიკოტინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთადმათ შორის ურეცეპტოდ გაცემული ან გამოწერილი მედიკამენტების ჩათვლითშეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი და გამოიწვიოს:

ნიკოტინი + ბენზოდიაზეპინები: ბენზოდიაზეპინების ეფექტურობის დაქვეითება.

ნიკოტინი + კონტრაცეპტული აბი: სისხლის შედედების წარმოქმნის რისკი.

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

 

გამოყენებული მასალა:

ბექაია ნ. (2021). ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

Koob G.F. & Dr. Simon E.J. (2010). The Neurobiology of Addiction: Where We Have Been and Where We Are Going

Alcohol and drug foundation. (2022). https://adf.org.au/drug-facts/nicotine/

 

 

 

LSD (ელესდე)

LSD (ლიზერგინის მჟავა დიეთილამიდი) არის სინთეზური ქიმიური ნივთიერება, მიეკუთვნება ნარკოტიკების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ფსიქოდელიკების სახელით. მცირე დოზების მიღებისას მას შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი ცვლილებები აღქმაში, განწყობასა და აზროვნებაში. უფრო დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური ჰალუცინაციები, ასევე სივრცისა და დროის აღქმის შეცვლა.

ზოგჯერ LSD-ს სახელით იყიდება ნივთიერებები, რომელებიც მოიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა NBOMe ან 2C ოჯახის ნარკოტიკები (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ნაწილი). აღნიშნული ნივთიერებები შეიძლება იყოს საკმაოდ საშიში, რადგან მათი შემადგენლობა არათანმიმდევრული და ხშირად უცნობია. მათმა ზედოზირებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ფატალური ზიანი.

LSD თეთრი უსუნო ნივთიერებაა. მისი დოზის განსაზღვრა რთულია, რადგან LSD-ს ძირითადად სხვა ნივთიერებებით აზავებენ. LSD ყველაზე ხშირად „ბლოტერების“ ფორმით გვხვდება – ესენია ფერადი ქაღალდის პატარა ნაჭრები, რომლებიც საფოსტო მარკებს წააგვანან. ისინი LSD-ს ხსნარითაა გაჟღენთილი, კვადრატული ფორმისაა და მათზე სხვადასხვა სიმბოლოები და გრაფიკული ნახატებია დატანილი. თითო ბლოტერი მოიცავს დაახლოებით 100-დან 400 მიკროგრამამდე LSD-ს.

LSD-ს ყველაზე ხშირად იღებენ ენის ქვეშ დადებით ან გადაყლაპვით, თუმცა შესაძლოა მას  ინექციურადაც მოიხმარდნენ, ასევე იღებდნენ ტაბლეტების და კაფსულების სახითაც.

არ არსებობს ნარკოტიკული ნივთიერების მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

LSD- ეფექტები ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად ზემოქმედებს და ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
  • მიღებული ნივთიერების დოზა
  • ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
  • სხვა ნივთიერებებთან მიღება
  • ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ორგანიზმი ამ ნივთიერების მიღებას)

LSD- ეფექტი მღებიდან დაახლოებით 30 წუთში იგრძნობა და 8-12 საათს გასტანს. ამ დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ:

  • ცვლილებები სამყაროს აღქმაში (ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები)
  • გაძლიერებული სმენა, ყნოსვა და შეგრძნებები
  • ეიფორია
  • დროის აღქმის დარღვევა
  • ძილის სურვილის არქონა
  • გუგების გაფართოება
  • დაბნეულობა
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა
  • სხეულის ამაღლებული ტემპერატურა
  • სწრაფი სუნთქვა
  • ღებინება
  • სიწითლე სახეზე და ოფლიანობა
  • ჰიპერთერმია
  • ჰალუცინაციები
  • ტრემორი (კანკალი)
  • ტემპერატურისა და წნევის მატება
  • გაშეშება
  • გაუცნობიერებელი შიშები
  • არაპროგნოზირებადი ემოციები
  • თვითაგრესია ან აგრესია გარშემომყფების მიმართ
  • ჩაძინების შიში
  • სუიციდური აზრები
  • დეპრესია

LSD- ზედოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო (112) იმ შემთხვევშიც თუ LSD- მომხმარებელს აღმოაჩნდება ეს სიმპტომები (სასწრაფოს ექიმები არ არიან ვალდებულნი დაუკავშირდნენ პოლიციას):

  • პანიკა
  • პარანოია
  • ფსიქოზი
  • ღებინება
  • გულის რითმის დარღვევა
  • ჰიპერთერმია (ტემპერატურის მკვეთრი მატება)

ე.წ. ბედ თრიფი არის არასასურველი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს ადამიანი LSD-ს გამოყენების დროს. შეიძლება განიცადოს ძლიერ არასასიამოვნო შეგრძნებები და ჰალუცინაციები, დაეწყოს შფოთვა და ჩავარდეს პანიკაში. ეს ყველაფერი კი მოქმედებს პიროვნების ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. “ბედ თრიფი” შეიძლება გადაიზარდოს ფსიქოზშიც, რაც ხშირ შემთხვევაში ემართებათ ფსიქოლოგიურად მოწყვლად ადამიანებს. LSD-ს მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ შეიძლება განიცადოთ უძილობა, სისუსტე, სხეულისა და კუნთების ტკივილი და მცირედი დეპრესია. ტოლერანტობა LSD-ს მიმართ საკმაოდ მალე ყალიბდება.

LSD- მიღება სხვა ნებისმიერი ნივთიერებასთან ერთად, ზრდის არაპროგნოზირებადი და სახიფათო ეფექტის რისკებს.

LSD და MDMA-ის(ექსტაზი) ერთად გამოყენება: ზრდის MDMA-ს ეფექტების ინტენსიურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს “ბედ თრიფი” ან სხვა არასასიამოვნო ეფექტები.

LSD  და ალკოჰოლის გამოყენებისას თრობა ნაკლებად იგრძნობა, რის გამოც შეიძლება ადამიანმა დალიოს ზედმეტი – ამან კი გამოიწვიოს გულისრევა და გონების დაკარგვა.

გრძელვადიანი მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს ე.წ. “ფლეშბექები” მისი მიღებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგაც კი. “ფლეშბექის” დროს ცოცხლდება ნივთიერების მიღების გამოცდილება ემოციურ, კოგნიტურ დონეზე და ყველა მოგონება მძაფრად შეიგრძნობა. მსგავსი გამოცდილება ხშირად იწვევს მკვეთრად არასასიამოვნო, დამზაფრველ განცდებსაც კი.

 

გამოყენებული მასალა: Alcohol and Drug Foundation (2022). https://adf.org.au/drug-facts/lsd/

ესპანეთმა მიიღო კანონი ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს ლგბტქი უფლებებში

/

ესპანეთში, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ძალაში შევიდა ახალი კანონი „ტრანსგენდერი ადამიანების რეალური და ეფექტური თვითგამოხატვისთვის“ შესახებ. კანონი საშუალებას იძლევა 16 წლის ასაკიდან, ოპერაციული ან ჰორმონალური თერაპიის ჩატარების მოთხოვნების გარეშე, უბრალო განცხადების საფუძველზე საბუთებში შეიცვალოს სახელი და ინფორმაცია სქესის ჩანაწერის შესახებ. მანამდე საბუთებში მსგავსი ცვლილების შეტანა ორ წლიანი ჰორმონალური თერაპიისა და ფსიქოლოგიური დასკვნის შემდეგ იყო შესაძლებელი.

კანონის მიღებას ესპანეთში არსებული მემარჯვენე სოციალისტებისა და  კონსერვატორების პროტესტი მოყვა.

ევრონიუსის კორესპონდენტი იმ ადანიანებს გაესაუბრა, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდხანს ელოდა.

23 წლის ეზეკიელ რატორრე ფიტნესის მწრთვნელია, რომელიც მეხანძრეობაზე ოცნებობს. ახალ კანონს კი ასე აფასებს: ,, უკვე ორ წელიწადზე მეტია ჰორმონალურ თერაპიის კურსს გავდივარ, გავიკეთე მასტეკტომიაც. ტრანზიცია დავიწყე, რადგან მინდა იმ სხეულში ვიცხოვრო, რომელშიც თავს თვისუფლად ვიგრძნობ და საკუთრი  გენდერული იდენტობის გამოხატვას შევძლებ. ახლა უკვე მადრიდის ერთერთ მუნიციპალიტეტში განაცხადიც შეტანილი მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამ ნაბიჯს მხოლოდ ის ადამიანები დგამენ, რომელებსაც გააზრებული აქვთ რას ნიშნავს სქესის შეცვლა. საბუთებში სქესისა და სახელის შეცვლა იმაზე მეტია, ვიდრე ბიუროკრატიული ფორმალობა ან მინაწერი ID ბარათზე. საბუთებში ჩანაწერის ცვლილება გავლენას ახდენს მომავალზე, უნივერსიტეტში სწავლაზე, სამსახურზე, ოჯახურ ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი ბევრ რამეს ცვლის.“

 

ეზეკიელის თქმით, ახალი კანონის მიღების შედეგად მას აღარ მოუწევს სამსახურში ახსნა-განმარტების მიცემა და სხვა დისკომფორტული კომუნიკაცია. ეს კი ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში და საბოლოოდ ოცნების ახდენაში –  გახდეს მეხანძრე.

ესპანეთის პოლიტიკურ წრეებში ამ საკითხთან მიმართებაში აზრი იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ 16 წლის ასაკში სქესის შეცვლის განაცხადის გაკეთება შესაძლოა ნაადრევი იყოს, რადგან მოზარდებში ამისი ფსიქოლოგიური მზაობა არ არის მყარი, თუმცა ხელისუფლება გადაწყვეტილებას გამართლებულად თვლის და  აცხადებს, რომ მშობლის თანხმობით 12-15 წლის ასაკშიც შეიძლება ამ განაცხადის გაკეთება, რადგან ის არ მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას და ჰორმონალური თერაპიის კურსის გავლას.

ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ანხელ როდრიგესი ამბობს: ,,ესპანეთში თანასწორობის საკითხებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდებ ბრძოლისთვის, ამ კანონის მიღება აუცილებელია და კრიტიკა გაუმართლებელია. თუ ჩვენს ქვეყანაში 16 წლის ასაკში ადამიანებს შეუძლიათ მუშაობის დაწყება, ნებაყოფლობითი სექსუალური პარტნიორის ყოლა, აბორტის გაკეთება, მაშინ 16 წლის ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ საბუთებში ცვლილების განაცხადი გააკეთოს.

ასოციაცია Chrysallis დამფუძნებელი, ენკარნი ბონიია უეტე,  რომელიც ტრანსგენდერ ბავშვთა და მოზარდთ მშობლებს აერთიანებს, ამბობს, რომ პრობლემა გენდერულ იდენტობაში კი არა, საზოგადოებაშია. მისი 12 წლის ტრანსგენდერი შვილი თავს ახლა ბედნიერად გრძნობს, რადგან აქვს მშობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა.

„ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნება ცხოვრება ჰორმონების მიღების შემდეგ, რას იფიქრებენ ჩემზე, როცა სკოლაში წავალ, ან როგორი იქნება მუშაობა, როცა ტრანსგენდერი ადამიანი ხარ. ხვალ შეიძლება სამყარო ძალიან განსხვავებული იყოს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ვცდილობ აწმყოზე გავამახვილო ყურადღება.“ – ამბობს 12 წლის მაქსი.

პუბლიკაცია მოამზადა ნანუკა თევზაძემ

წყარო: https://www.euronews.com/2023/04/06/how-spains-transgender-law-is-changing-the-lives-of-those-affected?fbclid=IwAR0i4RQRgUJGOUBFVqVrxgblcfdjEqms5SPiYtX7PfWP3asHbgkikZHinlY

დენიელ რედკლიფი მიმართავს ტრანსგენდერი ბავშვების მშობლებს, მეტად ენდონ და მხარი დაუჭირონ თავიანთ შვილებს

/

დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა ვიყოთ მეტად მხარდამჭერი ტრანსგენდერი შვილების მიმართ და მივცეთ მათ საშუალება ღიად ისაუბრონ საკუთარი ემოციებისა და  საჭიროებების  შესახებ.

დენიელ რედკლიფმა ღიად დაუჭირა მხარი ტრანსგენდერებს მაშინაც, როდესაც ჰარი პოტერის ავტორმა – ჯოან როულინგმა ტრანსფობიური განცხადება გააკეთა.

 

გამოყენებული მასალა: https://www.thepinknews.com/2023/04/12/daniel-radcliffe-trans-kids-trevor-project/