ტრანსგენდერი მსახიობი ლავერნ კოქსი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას. სერიალი, რომლის ტრეილერიც ახლახანს გავრცელდა ინტერნეტში, ნამდვილ ისტორიას ეფუძნება და რუსი თაღლითის, ანა სოროკინას ისტორიას გვიამბობს. ანა სოროკინა 1991 წელს დაიბადა რუსეთში
გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც ქვიარებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლებას, საჯაროდ შეკრების და საჯაროდ ხმის ამოღების უფლებას ართმევს.
ისე დაემთხვა, რომ იმავე დღეს გამოვაქვეყნე სტატია, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა მიზეზებსა და შედეგებს ეძღვნებოდა. სტატიის სათურად შევარჩიე პირველი რაც აზრად მომივიდა – „თქვენი სიძულვილი გვკლავს“. პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე ცოტა ვიყოყმანე, ზედმეტად პათეტიკური იყო თითქოს ეს ფრაზა, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემთვის ნაცნობი, გარდაცვლილი გეების და მოკლული ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გახსენებამ ორჭოფობა გააქრო.
18 სექტემბერს კი კესარია მოკლეს. 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ იცნობენ მთელ საქართველოში ახალგაზრდები თუ ხანში შესულები, ქალაქში თუ სოფლად მაცხოვრებლები.
იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის კესარია საკუთარი თავის მიღების თვალსაზრისით სიმყარე, მაგალითი იყო. მივეჩვიეთ მის საჯაროობასაც, წლების განმავლობაში მის გამოჩენას სატელევიზიო გადაცემებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სოციალურ ქსელებში. ამ დღეებში აღმოვაჩინე კესარიას მონაწილეობით უამრავი ვიდეო, რომელიც არ მქონდა ნანახი. იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა მისი საჯაროდ გამოჩენა, ცეკვა, სიმღერა, სიხარულის თუ ტკივილის გამოხატვა, რომ მეგონა აწი სულ ასე იქნებოდა, აწი მხოლოდ კარგ ამბებს გავიგებდით კესარიას შესახებ. დედის, დის მხრიდან მიღებული და მხარდაჭერილი, მეგობრების სიყვარულით გარემოცული. საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობდა და რეალიზებულიც იყო. თითქოს მას ვერ, ვეღარ შეეხებოდა ის სიძულვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ქვიარების და ქალების მიმართ არსებობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი შემართება, თვითირონია და შესანიშნავი იუმორი თურმე როგორი საყრდენი ყოფილა ჩემთვისაც.
გასული 10 წლის განმავლობაში, საქართველოში საჯაროდ ცნობილი თითქმის ყველა ტრანსგენდერი ქალი მოკლეს ან გარდაცვლილი იპოვეს. ერთიც მკურნალობის არ/ვერ მიღების გამო გარდაიცვალა:
2014 წლის 10 ნოემბერს – 23 წლის საბი ბერიანი (მკვლელმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა).
2016 წლის 4 თებერვალს – 22 წლის ბიანკა შიგუროვა (გამოძიების ვერსიით გარდაიცვალა გაზის გაჟონვის გამო, თუმცა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია).
2016 წლის 23 ნოემბერს – 32 წლის ზიზი შეყილაძე (მას თავის და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ გარდაიცვალა).
2018 წლის 19 ივლისს – 24 წლის ლიკა კონცელიძე (სათანადო მკურნალობის მიუღებლობის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებით. მხოლოდ ბაბუა იყო ლიკას გვერდით ბოლო წუთამდე).
2023 წლის 6 იანვარს – 26 წლის ლიზა ქისტაური (ბელგიაში ბინაში მარტო გარდაცვლილი იპოვეს).
კიდევ ორი ახალგაზრდა ქვიარი მოკლეს 2018 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა საზარელი სისასტიკით იყო ჩადენილი, ოჯახის წევრებმა ამბის გასაჯაროვება არ მოისურვეს.
2019 წელს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით დაუფარავი სატელეფონო ნომრებიდან, სავარაუდოდ შსს-ს ან სუსის თანამშრომლები. აქტივისტების ნაწილმა მიმართა გამოძიებას, თუმცა შედეგი ამას არ მოჰყოლია.
ქვიარების წინააღმდეგ მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გადავა ნეგატიური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ქვიარებს სახელმწიფო არ გვიცავდა და ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ აღვივებდა ზიზღს, ახლა თავად იძალადებს მორალის და სიკეთის სახელით.
ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმის მაგივრად, რომ მოინანიოს და დაიცვას დევნილი ადამიანები გააგრძელებს სიძულვილის ქადაგებას, რადგან აღარაფერი აკავშირებს ამ ეკლესიას ღმერთთან.
ღმერთი ახლა სულ სხვაგან არის. მჯერა რომ ის ჩვენ გვერდითაა.
გუშინ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში კესარიის სულის მოსახსენებელი მსახურება ჩატარდა. მეგობრებმა გაიხსენეს კესარია, მისი კეთილი საქმეები, რომელთა შესახებ საჯაროდ არასოდეს საუბრობდა – თუ როგორ ეხმარებოდა სხვა ტრანსგენდერ ადამიანებს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.
ბევრი ქვიარისთვის ასეთ რთულ დროს ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ვუყვარვართ ყველანაირი შუამავლების გარეშე, თუმცა ადამიანური სითბო და გვერდში დგომა, ერთად ყოფნა, ერთად ლოცვა გვაძლიერებს.
გვაპატიე კესარია, რომ ვერ დაგიცავით. გპირდებით რომ ბევრი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების ნაწილს იმ საქმეს დაუთმობს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ უფსკრულს შეამცირებს.
Don't Miss
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებ ორ კაცს ბრალი წაუყენეს “გეი პროპაგანდის კანონის” დარღვევისთვის. პუტინმა გეი პროპაგანდის შესახებ კანონს პირველად ხელი მოაწერა
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა.
კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა და აქტივისტების გამოცდილებას მიმდინარე კრიზისების ფონზე, რომელთა შორისაა Covid-19 პანდემიის შედეგები და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
კვლევის შედეგები ფემინისტმა მკვლევარმა და აქტივისტმა, ნუკრი ტაბიძე წარადგინა.
კვლევა 2022 წლის მარტი-დეკემბრის შუალედში ჩატარდა და უკრაინაში, ბულგარეთსა და საქართველოში 70-მდე აქტივისტი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი გამოიკითხა.
ნაშრომი შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს:
- უკრაინის ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ზოგადი გამოცდილება 2022 წელს, მათი მდგომარეობა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე და მის შემდეგ;
- როგორ ფუნქციონირებს საქართველოში ქალების მართული სახელოვნებო, ფემინისტური, ქვიარ და პოლიტიკური სივრცეები? აღნიშნული კრიზისების გავლენა მათ ცხოვრებაზე და თანამშრომლობა საქართველოში მოქმედ სხვა აქტივისტურ კოლექტივებთან;
- როგორი იყო სსო-ების რეაგირება პანდემიითა და ომით გამოწვეულ კრიზისზე ბულგარეთში, მათი ურთიერთობა მთავრობასთან და პროფესიული გადაწვის პრევენცია.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებ ორ კაცს ბრალი წაუყენეს “გეი პროპაგანდის კანონის” დარღვევისთვის. პუტინმა გეი პროპაგანდის შესახებ კანონს პირველად ხელი მოაწერა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს.
გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით ხელისუფლება სტატუსის მიღების საბოტაჟს ეწევა.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია.
ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ამგვარი დემარში უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს, რამაც უკვე მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ევროკავშირში და არა რუსეთში.
ჩვენი მოსახლეობა უკვე ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომლის ერთ-ერთი შედეგი რუსული იმიგრაციის ზრდაა საქართველში. ფასების მკვეთრი მატება და ინფლაცია ამ პოლიტიკით გამოწვეული დამატებითი საფასურია, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, დაუყოვნებლივ თქვას უარი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ”, – წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ა(აიპ) ” ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- ა/ო “ვიმეგობროთ”; მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
- ააიპ “ურბანული განვითარების ინსტიტუტი”
- ააიპ „მთის თემი“
- ააიპ ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC
- ასოციაცია “სოციალური ქოლგა
- ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
- ახალგაზრდები ზესტაფონისთვის
- ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
- ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
- ბრეს საქართველო
- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
- განათლებისა და განვითარების სივრცე
- გარემოდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
- გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
- გურიის სამოქალაქო ცენტრი
- დევნილები დევნილებისათვის
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- დემოკრატიის მცველები
- Რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
- ევროპის დროით
- ეზოტოპია
- ეკო ცენტრი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- თავისუფალი მედია სივრცე
- თანასწორობის მოძრაობა
- თბილისი პრაიდი
- ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
- ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- კაქტუს მედია
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი
- კომლის თემი
- ლომეკი
- მაისის მოძრაობა
- მედია ცენტრი კახეთი
- მედიაომბუდსმენი
- მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
- მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
- მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- ოზურგეთი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
- პრევენცია პროგრესისთვის
- პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
- რეპროდუქციული განათლების ჰაბი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- საზოგადოება ბილიკი
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
- საზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა”
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
- სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
- სამოქალაქო ინიციატივა
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
- საორსა
- საუნჯე
- საფარი
- საქართველო -დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ( GDI)
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- სენტირე
- სოლიდარობის მუზეუმი
- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
- სოციალური კეთილდღეობის ლიგა
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები
- უფლებები საქართველო
- ფორსეტი
- ფრანკლინის კლუბი
- ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
- ქალთა სათემო რადიო WW
- ქალი და განვითარება
- ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია
- ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
- ქვიარ ასოციაცია – თემიდა
- ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- ყვარლის ევროკლუბი
- შავი ზღვის ეკო აკადემია
- შშ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი
- ჩემი ხარაგაული
- წამების მსვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილოტაციის ცენტრი GCRT
- წერტილი
- ProActive Group Georgia
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებ ორ კაცს ბრალი წაუყენეს “გეი პროპაგანდის კანონის” დარღვევისთვის. პუტინმა გეი პროპაგანდის შესახებ კანონს პირველად ხელი მოაწერა
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა ვიყოთ მეტად მხარდამჭერი ტრანსგენდერი შვილების მიმართ და მივცეთ მათ საშუალება ღიად ისაუბრონ საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების შესახებ.
დენიელ რედკლიფმა ღიად დაუჭირა მხარი ტრანსგენდერებს მაშინაც, როდესაც ჰარი პოტერის ავტორმა – ჯოან როულინგმა ტრანსფობიური განცხადება გააკეთა.
Six trans and nonbinary young people sat down with Daniel Radcliffe in a candid and heartfelt conversation about their journeys and what genuine allyship looks like.
🎥The first episode of #SharingSpace premieres on YouTube tomorrow at 12 PM ET. ➡️ https://t.co/nlE3HxCkKn pic.twitter.com/nSjLLB5OZO
— The Trevor Project (@TrevorProject) March 30, 2023
გამოყენებული მასალა: https://www.thepinknews.com/2023/04/12/daniel-radcliffe-trans-kids-trevor-project/
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებ ორ კაცს ბრალი წაუყენეს “გეი პროპაგანდის კანონის” დარღვევისთვის. პუტინმა გეი პროპაგანდის შესახებ კანონს პირველად ხელი მოაწერა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებ ორ კაცს ბრალი წაუყენეს “გეი პროპაგანდის კანონის” დარღვევისთვის. პუტინმა გეი პროპაგანდის შესახებ კანონს პირველად ხელი მოაწერა 2013 წელს, რომელიც კრძალავდა “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” ნებისიერ გამოხატვას არასრუწლოვანების თანდასწრებით. მოგვიანებით, 2022 წელს კანონი გამკაცრდა და “ორიენტაციის გამოხატვა” დასჯადი გახდა ნებისმიერ ადგილას.
რუსეთში მცხოვრები წყვილი – 23 წლის გელა გოგიშვილი და 21 წლის ჰაოიანგ ქსუ პოპულარულობით სარგებლობდნენ ტიკ-ტოკზე, ინსტაგრამსა და იუთუბზე. ამჟამად გოგიშვილი განთავისუფლებულია, მისი პარტნიორი ჰოიანგ ქსუ კი ციხეშია. მას ემუქრება დეპორტაციას ჩინეთში.
გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/russia-propaganda-law-gay-tiktok-couple-arrest
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
პედრო პასკალსა და ეთან ჰოუკს პედრო ალმოდოვარის ახალ, 30 წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარ როლებში ვიხილავთ. ალმოდოვარის თქმით, აღნიშნული ფილმნი იქნება ერთგვარი პასუხი ფილმზე “კუზიანი მთა”.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წელს იგეგმება კანის კინოფესტივალზე. პედრო პასკალმა განაცხადა, რომ მზად იყო ალმოდოვართან სამუშაოდ ნებისმიერ შემოთავაზებაზე და მოხარულია, რათა შესაძლებლობა მიეცა წვლილი შეიტანოს ვესტერნის ჟანრის გამოცოცხლებაში.
https://www.instagram.com/p/ChUYGJSIN4r/?utm_source=ig_web_copy_link
ფილმი მოგვითხრობს ორ ერთმანეთზე შეყვარებულ კაცზე, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციის შერიფია. მათი ქცევა ემოციების საპირისპიროდ ვითარდება, თუმცა მთავარი, როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმში ორ კაცს შორის არსებული დიალოგებია, რაც ძალიან აკლია ვესტრენის ჟანრს.
გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/strange-way-of-life-pedro-pascal-ethan-hawke-queer-western-by-almodovar
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
პუტინის რუსეთის უკრაინაში გამოცხადებული ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. უკრაინელი მებრძოლები, მოქალაქეები თუ საერთაშორისო მოხალისეები რუსულ აგრესიას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და უკრაინის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვიან.
უკრაინის დახმარებას აქტივისტები, ხელოვანები, მოქალაქეები, პოლიტიკური წრეები – ყველა ადამიანი, რომელიც რუსეთის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას სწორად აფასებს, სხვადასხვა გზებით ცდილობენ.
უკრაინელმა ილუსტრატორებმა და ხელოვანებმა სხვა ქვეყნიდან საკუთარი ნამუშევრებით გადაწყვიტეს უკრაინელი ხალხის დახმარება და საიტი – SupportUkrainePIC შექმნეს, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ილუსტრაციები ქვეყნდება, მითითებულია ის გზებიც, რომლებითაც უკრაინის დახმარება შეგიძლიათ.
ამ სტატიაში უკრაინელი ხელოვანების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს ნახავთ, რომლებიც პუტინის რუსეთის მიერ გამოცხადებული ომის საშინელებას ასახავს.
პუტინის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოცხადებული ომია, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. იბომბება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამშობიარო კლინიკები, შშმ პირთა საცხოვრისები. მარიუპოლის ალყა ამ დროისთვის ყველაზე დიდი სამხედრო დანაშაულია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ქალაქის მერის მოადგილის თქმით, ქალაქზე გამუდმებულ იერიშებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის მხარეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა მოუსპო და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, მედიკამენტების, წყლის გარეშე დატოვა.
ბავშვების სიცოცხლის დაცვა ომის დროსაც კი უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ არა რუსეთისთვის – უკრაინული ოფიციალური წყაროების თანახმად, ომს 109 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაიჭრა.
პუტინის ომმა მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია – ქვეყნის შიგნით 6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლის დატოვება, უკრაინის ტერიტორია კი 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ამასთან, ათიათასობით უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა და რუსეთის აგრესიას დაუპირისპირდა. მშვიდობიანი მოქალაქეები არმიაში ეწერებიან, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მონაწილეობენ და ერთობლივი ძალებით ომის ზიანის შემცირებას ცდილობენ.
მიუხედავად ომის საშინელებებისა, უკრაინელები მხნეობას არ კარგავენ და ყველაზე მძიმე მომენტებში კიდევ უფრო ერთსულოვანნი არიან. როგორც უკრაინელი აქტივისტი, ვერა ჩერნიგინა ამბობს, „ყველას ერთი მიზანი გვაქვს – უნდა გავიმარჯვოთ“.
უკრაინის ქალაქები განუწყვეტლივ იბომბება, ნადგურდება სამოქალაქო ნაგებობები, რუსეთის აგრესიის მიერ მოტანილი ზარალი მილიარდებს შეადგენს, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მაგრამ უკრაინელებმა ერთი მთავარი გამარჯვება მოიპოვეს – საბოლოოდ დაამარცხეს რუსული გავლენა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ გამარჯვების შემდეგ დანგრეულ ქალაქებს ხელახლა ააშენებენ და იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
პუტინმა სცადა მსოფლიოსთვის თვალი აეხვია და ეთქვა, რომ „ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უცოდინრობა კი ძალა“, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერების გარდა ამ პროპაგანდის არავის სჯერა. რუსული საბჭოთა წარსულის ხატებით გულანთებული ლიდერი ზუსტად იმეორებს საბჭოთა ლიდერების თუ ნაცისტური რეჟიმის ბოროტებებს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო აქტიურად წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი პუტინის მარცხისკენ მიმავალი გზაა.
ომი დასრულდება, მაგრამ ომის ტრავმის გადასალახად ბევრად დიდი დრო იქნება საჭირო, მსოფლიო კი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო აგრესია ყველა ადამიანს შეეხო. აღდგება ქალაქები, ლტოლვილები სახლებს დაუბრუნდებიან, მაგრამ ვეღარ დავაბრუნებთ ათასობით დაკარგულ სიცოცხლეს, იმ ბავშვების დანგრეულ მომავალს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
„გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, კუ ჯონათანი 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე ხნიერი არსების ტიტულს მიიღებს.
კუ ჯონათანი, რომელსაც 2022 წელს 190 წელი შეუსრულდება ყველაზე ხნიერი არსებაა ჩვენს მიწაზე. აქამდე ამ ტიტულს კუ ტუ’ი მალილა ფლობდა, რომელიც 188 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კუ ჯონათანი ატლანტის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე 1882 წლიდან ცხოვრობს. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1882 წელს, როცა ის წმინდა ელენეს კუნძულზე იპოვეს, დაახლოებით 50 წლის იყო.
ჯონათანის მომვლელის თქმით, გიგანტურ კუს თავისი ასაკის გამო უკვე მთლიანად დაკარგული აქვს მხედველობა და ყნოსვის უნარი თუმცა ამის მიუხედავად, მის საყვარელ აქტივობაში მაინც შედის ჭამა, ძილი და სექსი.
კუნძულზე ჯონათანთან ერთად კიდევ სამი გიგანტური კუ, ფრედერიკი, ემა და დეივიდი ბინადრობენ.
31 წლის კუ ფრედერიკი ჯონათანის სექსუალური პარტნიორია, რომელსაც 2017 წლამდე ფრედერიკას სახელით იცნობდნენ, თუმცა ნიჟარის დაზიანების შემდეგ ვეტერინარმა აღმოაჩინა, რომ ფრედერიკა სინამდვილეში მამრობითი სქესის იყო.
ფრედერიკი არ არის ჯონათანის ერთადერთი სექსუალური პარტნიორი, როგორც კუნძულ ელენას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ჯონათანი პოლიგამიურ ურთიერთობაში იმყოფებოდა კუნძულზე მცხოვრებ მესამე გიგანტურ კუ ელენასთან.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
9 იანვარს კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოება გაიმართა. ისტორიაში პირველად, ოქროს გლობუსი სატელევიზიო შოუში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ტრანსგენდერ მსახიობ, ემჯეი როდრიგესს გადაეცა.
ემჯეი როდრიგესს ოქროს გლობუსი რაიან მერფის გახმაურებულ სერიალ Pose-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა. სერიალში 31 წლის მსახიობი ექთანი ბლანკას როლს ასრულებს, რომელიც აივ/შიდსის ეპიდემიის დროს ინფიცირებულ პაციენტებს უწევს დახმარებას.
ისტორიულ გამარჯვებას მსახიობი ინსტაგრამის პოსტით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამარჯვება ერთგვარი კარია, რომელიც დღეიდან უკვე მრავალი ნიჭიერი ადამიანისთვისაა ღია – „ისინი დაინახავენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ისინი დაინახავენ, რომ ახალგაზრდა ფერადკანიანი ლათინო გოგონა ნიუ ჯერსიდან, რომელიც ოცნებობდა, შეეცვალა ადამიანების გონება, შეცვლის მას სიყვარულით. სიყვარული იმარჯვებს. ეს გამარჯვება ყველა ლგბტ+ ადამიანს ეძღვნება. ჩვენ აქ ვართ, კარი ღიაა, მიწვდით ვარსკლავებს!!!!”
ემჯეი როდრიგესთან ერთად, ოქროს გლობუსისთვის იბრძოდნენ: უზო ადუბა, ჯენიფერ ენისტონი, ქრისტინ ბარანსკი და ელიზაბეტ მოსი.
ამასთან ერთად, ემჯეი როდრიგესი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც გასულ წელს Emmy-იზე იყო ნომინირებული.
გახმაურებული სერიალი Pose 2018 წელს გამოვიდა ეკრანებზე და 80-იან წლებში ნიუ-იორკში მცხოვრები ტრანსგენდერი და ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებაზე გვიამბობს. სერიალში დიდი ადგილი ეთმობა ბოლრუმის კულტურასა და აივ/შიდსის ეპიდემიას.
Don't Miss
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ქვიარ კოლექტივებისა
108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით
დენიელ რედკლიფმა მონაწილეობა მიიღო 20 წუთიან სადისკუსიო პანელში, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ტრანსგენდერების მიერ. რედკლიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა
18 იანვარს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოდის სამყაროს გავლენიანი პირი, ანდრე ლეონ ტალი გარდაიცვალა.
73 წლის მოდის კრიტიკოსი და ვოგის ყოფილი რედაქტორი ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა და ბავშვობიდან მოდით იყო დაინტერესებული. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბრაუნის უნივერსიტეტში, ფრანგული ლიტერატურის მიმართულებით ჩააბარა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლეონ ტალიმ სტაჟირება ვოგის ასევე ლეგენდარულ დირექტორთან, დაიანა ვრილანდთან დაიწყო MoMA-ში. მუზეუმის შემდეგ მოდის ახალგაზრდა კრიტიკოსმა ენდი ვორჰოლის ჟურნალში გადაინაცვლა, შემდეგ კი Women’s Wear Daily-ში. მას შემდეგ, რაც სამუშაო გამოცდილება დააგროვა, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი კარიერა მოდის ისეთ გავლენიან დიზაინერებს დაუკავშირდა, როგორებიც Karl Lagerfeld და Yves Saint Laurent არიან.
მის კარიერაში გარდამტეხი 80-იანი წლების მიწურული იყო, როცა ის ანა ვინტურთან ერთად უძღვებოდა ყოველთვიურ ჟურნალ Vogue-ს. მოდის ისტორიკოსების შეფასებით, ეს საუკეთესო წლები იყო ჟურნალის ისტორიაში.
ანდრე ლეონ ტალიმ ერთი წელი Numero Russia-ს რედაქტორადაც იმუშავა, თუმცა რუსეთის ანტი-ლგბტ კანონის გამო, მან საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ანდრე ლეონ ტალიმ სიცოცხლეში ორი მემუარი დაწერა, რომელშიც მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს. ის მიშელ და ბარაკ ობამების პირად სტილისტადაც მუშაობდა.