აპრილი 2023 - Page 3

ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები

ალკოჰოლი

ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებააა და მიეკუთვნება დეპრესანტების ჯგუფს. იგი შეიცავს ეთაქნოლს ან ეთანოლის სპირტს, რომელიც იწვევს სიმთვრალის მდგომარეობას

მიღებისას ალკოჰოლის დაახლოებით 20% შეიწოვება კუჭის მეშვეობით, დანარჩენი 80% შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ალკოჰოლი სისხლძარღვის მეშვეობით ხვდება სხვადასხვა ორგანოებში და იწყებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. მიღებული ალკოჰოლის დიდი წილი მეტაბოლიზდება ღვიძლის მეშვეობით, ამიტომ ალკოჰოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ და გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს  ორგანოს დატვირთვა, შედეგად კი, ჯანმრთელობის პრობლემები

თავის ტვინში ალკოჰოლი ურთიერთქმედებს ნეიროტრანსმიტერების მეშვეობით და გავლენას ახდენს განწყობის, ცნობიერების და აღქმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ალკოჰოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ანელებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ალკოჰოლის გამოყენების მოკლევადიანი ეფექტებია:

  • შენელებული მეტყველება
  • კოორდინაციის პრობლემები;
  • ძილიანობა
  • რეალობის აღქმის შეუძლებლობა/დამახინჯება
  • ცნობიერების დაკარგვა;  
  • მეხსიერების პრობლემები;

ალკოჰოლის მოკლევადიანი ეფექტების ინტენსივობა დამოკიდებულია მისი მოხმარების რაოდენობასა და სისწრაფეზე, სასმელის რაოდენობაზე, საკვების მიღებაზე (დალევამდე მიღებული იქნა თუ არა საკვები). აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გადაამუშავებს და მეტაბოლიზდება სხეულში ალკოჰოლი

ალკოჰოლის ხანგრძლივმა და დიდი ოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული საფრთხე. ნივთიერება დაკავშირებულია 200-ზე მეტ დაავადებასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მათ შორისაა: ღვიძლის ციროზი, კიბოდაზიანებები (საკუთარი თავის და სხვების) და დამოკიდებულების (ადქიციის) განვითარება.

ჯანმრთელობის მხრივ სხვა გრძელვადიანი ეფექტებია:

  • ღვიძლის დაავადება
  • მაღალი არტერიული წნევა
  • გულის დაავადება
  • კუჭის წყლული
  • პანკრეატიტი
  • ტვინის და ნერვების დაზიანება
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • საჭმლის მომნელებელი პრობლემები
  • დემენცია

განასხვავებენ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ექსცესიურ სმას (binge drinking). ექსცესიური სმა გულისხმობს ერთჯერადად, დროის მოკლე შუალედში, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას რა  დროსაც სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია დაახლოებით 0.08%- აღწევს

ზომიერი დალევა ითვლება დღეში 1 სტანდარტული ულუფა ქალებისთვის და 2 სტანდარტული ულუფა კაცებისთვის, კვირაშო ორჯერ კი სრული აბსტინენცია სასმელისგანსასმელის პრობლემური მოხმარება კლასიფიცირდება როგორც 3 ან მეტი ულუფა დღეში ქალებისთვის და 4 ან მეტი ულუფა დღეში კაცებისთვის. სასმელის აღნიშნული პატერნი ასევე შეიძლება განისაზღვროს, როგორც 8 ულუფა კვირაში ქალებისთვის და 15 ულუფა კვირაში კაცებისთვის.

ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხასიათდება ალკოჰოლისადმი ლტოლვით და სასმელის რეგულარულად მოხმარების შეწყვეტის უუნარობით, მიუხედავად უარყოფითი ზემოქმედებისა. ქიმიური ცვლილებები ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ტვინში მიმდინარე ქიმიური ცვლილებები იწვევს მისი ნორმალურ ფუნქციონირების შეფერხებას

ალკოჰოლური დამოკიდებულების ნიშნებია:

  • იმაზე მეტი სასმელის მიღება, ვიდრე განზრახული იყო
  • ალკოჰოლური სასმელის მოხმარების შეწყვეტის წარუმატებელი მცდელობები
  • თრობის ეფექტის შესაგრძნობად საჭიროა მეტი ალკოჰოლი
  • აღკვეთის სინდრომის სიმპტომების ქონა, როდესაც წყევტს ალკოჰოლის მიღებას
  • ალკოჰოლი გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც აისახება სამუშაო ან სწავლის პროცესზე
  • სასმელის გამო სხვა აქტივობებისა და ინტერესების გადადება
  • მეტი დროის დახარჯვა ალკოჰოლის მიღებაზე, დალევაზე და მიღების შემდგომ აღდგენაზე
  • ალკოჰოლური სასმელი მიღება ჯანმრთელობის შედეგების მიუხედავად
  • ალკოჰოლური სასმელების მიმართ ძლიერი ლტოლვა

ვინაიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულება პროგრესირებადი მდგომარეობაა, ის როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს. 

მკურნალობა ყველაზე მარტივია ადრეულ ეტაპებზე. მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს  დეტოქსიკაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღკვეთის სინდრომის არასასიამოვნო სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უძილობა და ოფლიანობა. სპეციალურ დაწესებულებაში დეტოქსიკაციის მართვა საშუალებას აძლევს სამედიცინო დარგის პროფესიონალებს დაეხმარონ პაციენტს და პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება უსაფრთხოდ.

დეტოქსიკაციის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული ან სტაციონარის გარეშე რეაბილიტაციით. დამხმარე ჯგუფები და ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში, რათა თავიდან იქნას არიდებული რეციდივი. აჰკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება 12 ნაბიჯის პროგრამა, რომელიც მოიცავს იოფსიქოსოციოსულიერ პროცესებზე მუშაობას. ასევე წარმატებით გამოიყენება კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ორიენტირებულია აზროვნების დამაზიანებელი პატერნების აღმოჩენაშეცვლაზეადაპტური უნარების განვითარებასა და ახალი ქცევის დასწავლაზე

გამოყენებული მასალა:

https://www.addictioncenter.com/alcohol/ 

რუსეთში მცხოვრები გეი წყვილი დააკავეს

/

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებ ორ კაცს ბრალი წაუყენეს “გეი პროპაგანდის კანონის” დარღვევისთვის. პუტინმა გეი პროპაგანდის შესახებ კანონს პირველად ხელი მოაწერა 2013 წელს, რომელიც კრძალავდა “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის”  ნებისიერ გამოხატვას არასრუწლოვანების თანდასწრებით. მოგვიანებით, 2022 წელს კანონი გამკაცრდა და “ორიენტაციის გამოხატვა”  დასჯადი გახდა ნებისმიერ ადგილას. 

რუსეთში მცხოვრები წყვილი – 23 წლის გელა გოგიშვილი და 21 წლის ჰაოიანგ ქსუ პოპულარულობით სარგებლობდნენ ტიკ-ტოკზე, ინსტაგრამსა და იუთუბზე. ამჟამად გოგიშვილი განთავისუფლებულია, მისი პარტნიორი ჰოიანგ ქსუ კი ციხეშია. მას ემუქრება დეპორტაციას ჩინეთში. 

 

გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/russia-propaganda-law-gay-tiktok-couple-arrest

პედრო ალმოდოვარის ახალ, ვესტერნის ჟანრის ქვიარ ფილმში “ცხოვრების უცნაური გზა” მთავარ როლს პედრო პასკალი შეასრულებს

/

პედრო პასკალსა და ეთან ჰოუკს პედრო ალმოდოვარის ახალ, 30 წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარ როლებში ვიხილავთ. ალმოდოვარის თქმით, აღნიშნული ფილმნი იქნება ერთგვარი პასუხი ფილმზე “კუზიანი მთა”.  

ფილმის პრემიერა მიმდინარე წელს იგეგმება კანის კინოფესტივალზე. პედრო პასკალმა განაცხადა, რომ მზად იყო ალმოდოვართან სამუშაოდ ნებისმიერ შემოთავაზებაზე და მოხარულია, რათა შესაძლებლობა მიეცა წვლილი შეიტანოს ვესტერნის ჟანრის გამოცოცხლებაში. 

https://www.instagram.com/p/ChUYGJSIN4r/?utm_source=ig_web_copy_link

ფილმი მოგვითხრობს ორ ერთმანეთზე შეყვარებულ კაცზე, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციის შერიფია. მათი ქცევა ემოციების საპირისპიროდ ვითარდება, თუმცა მთავარი, როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმში ორ კაცს შორის არსებული დიალოგებია, რაც ძალიან აკლია ვესტრენის ჟანრს.

 

გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/strange-way-of-life-pedro-pascal-ethan-hawke-queer-western-by-almodovar

ქვიარის განცხადება

ძვირფასო ქვიარებო და არა მხოლოდ,

2 წელია რაც ონლაინ გამოცემა https://queer.ge/ არსებობს 

ინიციატივა დავიწყეთ საკმაოდ შეზღუდული ფინანსური რესურსით, თუმცა მაინც შევძელით განვითარება. 

გასული დროის განმავლობაში ქვიარისთვის იმუშავა 36-მა ადამიანმა, ხოლო რესპონდენტის სახით ჩართული იყო 200-ზე მეტი ადამიანი. 

გასული 12 თვის განმავლობაში ქვიარის ვებსაიტს ესტუმრა 200 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი 160 ქვეყნიდან (ჩვენი გამოცემა 3 ენაზეა).

ეს რაც დღემდე გაკეთდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ წინაა. ქვიარს აქვს კარგი პოტენციალი გახდეს წარმეტებული მედია, შეიძინოს ჟურნალისტური საქმიანობისთვის აუცილებელი ყველა მახასიათებელი. 

მზად ვართ ამისთვის ბევრი ვიშრომოთ. 

თუმცა დღეს ქვიარს თქვენი დახმარება სჭირდება. მეტი მოხალისეობრივი ჩართულობა იმისთვის რომ ქვიარმა გადალახოს შექმნილი ფინანსური კრიზისი. იმისთვის რომ ქვიარის პლატფორმა რთულ დროში არა თუ არ შეჩერდეს, არამედ გააგრძელოს საკუთარი მიზნებისკენ სვლა, საჭიროა შემდეგი:

  • ქვიარის რუბრიკებისთვის “ქვიარ სიახლეები”, “პოლიტიკა”, “თანასწორი უფლებები”, “ქვიარ ხელოვნება”, “გართობა” ,“ქვიარ ისტორია”, “ქვიარ ზრუნვა” –  პუბლიკაციების შექმნა;
  • ქვიარის რუბრიკისთვის “ქვიარი ამბობს” – ქვიარებთან ინტერვიუების სერიის გაგრძელება და ასევე ბლოგების სერიის გაგრძელება;
  • რესპონდენტების აქტიურობა – ნებისმიერ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ქვიარ მოძრაობის განვითარებას თუ სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებას ეხება;

მარტივად რომ ვთქვათ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება მოხალისეობრივ საწყისებზე:

  1. პუბლიკაციების შექმნით (სტატიები, ბლოგები, ინტერვიუები, ვიდეოები, ილუსტრაციები)

    2. იყოთ ჩვენი რესპონდენტები ქვიარულ თუ ნებისმიერ სხვა საინტერესო საკითხებში.

თქვენი აქტიური ჩართულობის დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს!

იდეებით და შემოთავაზებებით დაგვიკავშირდით შემდეგ მეილზე: [email protected] 

ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკო გვხვდება ბუნებრივ გარემოში.  ადამიანები ჯადოსნურ სოკოს მოიხმარენ მისი ჰალუცინოგენური ეფექტების გამო. ჯადოსნური სოკოს მთავარი ინგრედიენტი არის ფსილოციბინი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფსილოცინად.

ფსოლოცინი, რომელიც არის ქიმიკატი ფსიქოაქტიური თვისებებებით, ზემოქმედებს თავის ტვინზე – კერძოდ გუნება-განწყობაზე, აღქმაზე, შეცნობაზე. მძაფრდება სენსორული შეგრძნებები, დროის შეგრძნება. ჰალუცინოგენები ასევე მოქმედებენ ტვინის იმ რეგიონებზე, რომლებიც არეგულირებს აღგზნებასა და პანიკურ რეაქციებს.

ჯადოსნური სოკო გარეგნულად ჰგავს სხვა დანარჩენ სოკოებს. მათ წარსულში ხშირად იყენებდნენ რელიგიური რიტუალების დროს და თერაპიული მიზნებისთვის. მოიპოვება ძირითადად გამომშრალი სახით, ან დამუშავებული კაფსულებში. ასევე სინთეზური ფსილოციბინი თეთრი ფხვნილის სახით, რომელიც გამოყენებისთვის მუშავდება ტაბლეტებში, კაფსულებში, ან იხსნება წყალში.

ჯადოსნურ სოკოებს ჭამენ უმად, გადამუშავებულს ან ჩაის სახით სვამენ. გამომშრალი ფორმით მას ხანდახან ეწევიან კანაბისთან ან თამბაქოსთან შერეულს.

ფსიქოდელიური საშუალებების ეფექტები დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
  • მიღებული ნივთიერების დოზა
  • ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
  • სოკოს მიღება სხვა მედიკამენტთან ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან ერთად
  • ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ჩვენი ორგანიზმი ფსიქოდელიური ნივთიერების მიღებას)
  • გარემო და განწყობა

სოკოს ეფექტებია:

  • ეიფორია
  • გონებრივი მდგომარეობის, ხასიათის, ფიქრებისა და აღქმის შეცვლა.
  • აღქმის ცვლილებები, ვიზუალური და აუდიო ჰალუცინაციები
  • დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია
  • კუჭის ტკივილი და გულისრევა
  • თავის ტკივილი
  • გაფართოებული გუგები
  • ჩქარი და არარეგულარული გულისცემა
  • სხეულის ამაღლებული ტემპერატურა
  • სწრაფი სუნთქვა
  • ღებინება
  • სახეზე წამოწითლება, ოფლიანობა და შეციება

სოკოს მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედოზირება, რადგან გამხმარ მდგომარეობაში რთულია მიღებული ოდენობის კონტროლი. ზედოზირების სიმპტომებია:

  • გაღიზიანებულობა
  • ღებინება
  • ფაღარათი
  • კუნთების სისუსტე
  • პანიკა ან პარანოია
  • ფსიქოზი
  • კომა

ფსიქოდელიური ნივთიერების მიღება ზოგჯერ იწვევს ე.წ. “ბედ თრიფს”, რომლსაც თან ერთვის ჰალუცინაციები, ძლიერი შფოთვა, შიში, დაძაბულობა და პარანოია.

ჯადოსნური სოკოების მიღების შემდეგ შესაძლებელია გქონდეთ თავის ტკივილი, რომელიც 24 საათამდე გრძელდება. სოკოს მიღების შემდგომ პერიოდიში ასევე შეიძლება გქონდეთ გამოფიტულობის შეგრძნება, ძლიერი შფოთვა.

ჯადოსნური სოკოს გრძელვადიანი მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ფლეშბექები, რაც მოულოდნელი და დამზაფვრელია, რადგან ცოცხლდება “ბედ თრიფის” მოგონებები მკვეთრი ემოციების თანხლებით. მსგავსი ფლეშბექები შესაძლოა მოხდეს სოკოს მიღებიდან ერთი კვირის,  თვის ან წლის შემდეგაც კი.

სოკოების მიღებამ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი და საზიანო ეფექტები.

ჯადოსნური სოკოების მიღება ისეთ ნივთიერებებთან, რფოგორიცაა  კრისტალური მეტამფეტამინი, სპიდი ან ექსტაზი: იზრდება “ბედ თრიფის” შანსი და შეიძლება გამოიწვიოს პანიკა.

სოკოების მიღება არ შეიძლება მათთვის, ვინც იღებს ფსიქიატრის მიერ  დანიშნულ წამლებს, ვინაიდან სოკოს შეიძლება გააუარესოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

სოკოების მიმართ ტოლერანტობა საკმაოდ სწრაფად ყალიბდება, რის შემდეგაც თავდაპირველი ეფექტის მისაღწევად უფრო და უფრო მაღალი დოზაა საჭირო. მათი მოხმარების რისკი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ მათი ნაწილი შხამიან სოკოებს ჰგავს. მიღებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ იცით რა სოკოსთან გაქვთ საქმე.

 

გამოყენებული მასალა:

https://adf.org.au/drug-facts/psilocybin/

 

კიმ კარდაშიანი უერთდება “ამერიკული საშინელებათა ისტორიის” მე-12 სეზონს

//

ორშაბათს კიმ კარდაშიანმა თავის ინსტაგრამ პროფილზე გამოაქვეყნა ვიდეო თიზერი, სადაც მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს:

დაზუსტებული ინფორმაციით, კარდაშიანი შეუერთდება მე-12 სეზონის მსახიობთა გუნდს ემა რობერთსთან ერთად, თუმცა დამატებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი 15 წელიწადზე მეტია, რაც ტელეეკრანზეა ისეთი შოუებით, როგორიცაა Keeping Up With the Kardashians და The Kardashians, მისი სამსახიობო კარიერა რამოდენიმე ეპიზოდური როლით შემოიფარგლებოდა შემდეგ სითქომებში: How I Met Your Mother, 30 Rock, და 2 Broke Girls as herself.

წყარო: https://www.advocate.com/arts-entertainment/kim-kardashian-american-horror-story

ექსტაზი/MDMA

 

ექსტაზის ქიმიური სახელწოდებაა 3,4-მეთილენდოქსიმეტამფეტამინი. ტაბლეტის სახით ცნობილია როგორც ექსტაზი, ხოლო ფხვნილისა და კრისტალური სახით, როგორც მოლი. ექსტაზს წვეულების ნარკოტიკსაც ეძახიან

MDMA სინთეტიური ნარკოტიკია და მოიცავს როგორც სტიმულატორის, ასევე ჰალუცინოგენის ეფექტებს. ის ცვლის გუნებაგანწყობას, დროის შეგრძნებას, აღქმას. თავდაპირველად ექსტაზი პოპულარული იყო ღამის კლუბებშირეივერებისთვის”, თუმცა მომხმარებელთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

MDMA ზრდის ტვინის ქიმიური ნივთიერების აქტივობას და ხელს უწყობს შემდეგი ჰორმონების გამოყოფას:

დოფამინიპასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე.

ექსტაზის მიღების შედეგად წარმოიქმნება ჭარბი ენერგია/აქტივობა, რაც მოქმედებს თავის ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მსგავსი ქმედების განმეორებას მომავალში.

ნორეპინეფრინიზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, რაც განსაკუთრებით სარისკოა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის

სეროტონინიგავლენას ახდენს განწყობაზე, მადაზე, ძილს და სხვა ფუნქციებზე

ექსტაზის ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზე, არამედ მომხმარებლის სხეულის აგებულებაზე, გუნებაგანწყობაზე, და გარემოზე, რომლებშიც ხდება მისი მიღება.

ექსტაზის ზომიერი გამოყენების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს:

  • გაღიზიანებადობა
  • იმპულსურობა და აგრესია
  • დეპრესია
  • ძილის პრობლემები
  • შფოთვა
  • მეხსიერების და ყურადღების პრობლემები
  • დაქვეითებული მადა
  • შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ

შესაძლებელია, რომ ზოგიერთი აღნიშნული ეფექტი გამოწვეული იყოს MDMA- სხვა ნივთიერებებთან, განსაკუთრებით მარიხუანასთან ერთად გამოყენების გამო.

ექსტაზის რისკებია:

  • სხეულის ტემპერატურის მატება და ოფლიანობა. იმის გამო, რომ იგი ძლიერი სტიმულატორია და ახასიათებს სხეულის ჰიპერაქტიურობა, შესაბამისი გაგრილებისა და წყლის გარეშე მარტივად შესაძლებელია, მის მომხმარებელს, მთელი ღამის ცეკვის შედეგად, ჰიპერთემია (სხეულის გადახურება) განუვითარდეს.
  • დიდი დოზით მიღებისას ჰალუცინაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, დაბნეულობა და პანიკური შეტევები.
  • კონკრეტული ფორმა, ფერი, სახელი თუ გამოსახულება არასდროსაა ექსტაზის ხარისხის და/ან შემადგენლობის გარანტია. შესაძლებელია, რომ ორ ერთნაირ ტაბლეტს ჰქონდეს სხვადასხვა შემადგენლობა. იგი შეიძლება შედგებოდეს, მაგალითად, სპიდის (ამფეტამინის ჟარგონული დასახელება), კოფეინისა და მდმა ტიპის სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან, რომელიც უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, თუმცა ექსტაზზე ძლიერია, რაც ზრდის ზედოზირების რისკს.
  • ექსტაზის კომბინაციას ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან შეიძლება თან სდევდეს საშიში ეფექტები. ისინი, ვინც მოიხმარენ ექსტაზისა და ალკოჰოლის კომბინაციას, არიან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) მაღალი რისკის ქვეშ.

ექტსტაზის გრძელვადიან მოხმარებას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი ეფექტები

  • კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუარესება
  • დეპრესია 
  • ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება
  • დაღლილობისა და წონის დაკლებით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტი შესაძლებელია, გახდეს სხვადასხვა დაავადებისა თუ ინფექციის მიზეზი.
  • ექსტაზის მოხმარებამ შეიძლება გამოწვიოს სხეულის გამოფიტვა.

ექსტაზს აქვს მიჩვევის პოტენციალი. ისევე როგორც სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ფრთხილად მოეკიდეთ MDMA-ის მიღებას

 

გამოყენებული მასალა:

https://nida.nih.gov/publications/drugfacts/mdma-ecstasymolly

https://altgeorgia.ge/drug-info/items/ecstasy-mdma-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90/

 

კანაბინოიდების ეფექტები

კანაბინოიდები

კანაბისის მცენარე 100-მდე კანაბინოიდსა და უფრო მეტ არაკანაბიოიდს მოიცავს. მისი წარმოშობის სავარაუდო ადგილი ჩინეთი და ცენტრალური აზიაა. ჩინეთის ისტორიულ ჩანაწერებში გვხვდება კანაბისის გამოყენების სხვადასხვა მაგალითები როგორც ტანსაცმლის დასამზადებლად, ასევე საკვებად. მოგვიანებით კი ჰალუცინაციების გამომწვევისა და სხვადასხვა რიტუალების დროს.

კანაბინოიდები უერთდება ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში კონკრეტულ რეცეპტორებს და ზემოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე. სხვადასხვა კანაბინოიდებს აქვთ სხვადასხვა ეფექტები, იმის მიხედვით თუ რომელ რეცეპტორებს დაუკავშირდებიან ისინი.

ფართოდ შესწავლილი და გავრცელებული კანაბინოიდებია ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). კანაბინოიდების რაოდენობა მცენარეში განსაზღვრავს კანაფის ეფექტს. THC კანაბინოიდია, რომელიც იწვევს ისეთ ფსიქოაქტიურ ეფექტებს, როგორიცაა: ეიფორია, გამძაფრებული სენსორული გამოცდილება, იწვევს ე.წ. “თრიფს”. CBD იწვევს რელაქსაციას, მეტად აბალანსებს THC-ის მიერ გამოწვეული ფსიქოაქტიურ ეფექტებს.

კანაბინოიდები გვხდება შემდეგი სახით: ფოთლები, ყვავილები (კვირტი), კაფსულები, საკვები (რეზინა, ბრაუნი და ა. შ.), კრემები/ლოსიონები, ზეთები, სპრეი, ნაყენები.

მარიხუანა და ჰაშიში შეიცავს დიდი რაოდენობით THC-ს. კანაბისის ეფექტები დამოკიდებულია მის ნაირსახეობაზე, ხარისხზე და მოხმარების მეთოდზე. ასევე მომხმარებლის მგრძნობელობაზე, წარსულ გამოცდილებასა და გარემოზე.

კანაბინოიდების სახეობებია:

  • კანაბისი – კანაბისის მცენარის გამომშრალი ფოთლები და ყვავილები (კვირტები), რომლებსაც ჯოინთით, ბონგით, ბოთლით ან რაიმე სხვა მეთოდით ეწევიან.
  • კანაფი – კანაბისის მცენარის ბოჭკო, რომელიც მიიღება მცენარის ღეროდან და გამოიყენება თოკის, ქსოვილის, ბოჭკოვანი მუყაოსა და ფურცლის დასამზადებლად.
  • სამედიცინო კანაბინოიდები, მათ შორის ფარმაცევტული კანაბისის პროდუქტები.
  • HU-210 – THC-ს სინთეტიკური ანალოგი, რომელიც პირველად 1988 წელს ისრაელში შეიქმნა და მოიაზრება, რომ THC-ზე მინიმუმ 100-ჯერ ძლიერი.
  • UR-144 – THC-ის მსგავსი ეფექტები, თუმცა ნაკლები სიძლიერით.
  • JWH – 1994 წელს კანაბინოიდური რეცეპტორების შესწავლისთვის სინთეტიკურად შექმნილი კანაბინოიდების სერია.
  • 5F-ADB – სინთეტიკური კანაბინოიდი, რომელიც პირველად იდენტიფიცირდა 2014 წელს იმ გარდაცვლილი ადამიანების სხეულებიდან შეგროვების შემდეგ, ვინც ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტების მიღების შემდეგ გარდაიცვალა.
  • CUMYL-PEGACLONE – 2016 წელს გერმანულ მარკეტზე გამოჩნდა და გააჩნია მრავალი განსხვავებული ეფექტი.

კანაბინოიდების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტებია:

  • წითლდება თვალები
  • ვითარდება თავბრუსხვევა
  • იცვლება დროის შეგრძნება
  • რთულდება კონცენტრაცია და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • THC ზრდის სინათლის, ხმის და სხვა სენსორულ მგრძნობელობას
  • მძაფრდება შიმშილის გრძნობა
  • ხშირია სიცილის შეტევები

ბოლო წლებში შეიქმნა ბევრი სინთეტიური კანაბინოიდი, რომელიც ჰგავს ბუნებრივ კანაბისს, თუმცა მეტად ძლიერია და საკმაოდ მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია.

კანაბინოიდების შერევამ სხვა ნარკოტიკებთან, მათ შორის ალკოჰოლთან და სამედიცინო მედიკამენტებთან, შესაძლოა არაპროგნოზირებადი და სახიფათო ეფექტი იქონიოს. ალკოჰოლისა და კანაბისის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააიძლიეროს არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, შფოთვა და პარანოია. კანაბინოიდების გამოყენება სტიმულატორებთან ერთად (ამფეტამინები, ექსტაზი) იწვევს მეხსიერების პრობლემებს და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას.

კანაბინოიდების გამოყენებისას ჯანმრთელობის დაზიანების რისკი იზრდება თუ:

  • მათ იღებთ ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკებთან ერთად, განსაკუთრებით ამფეტამინთან ან ექსტაზთან ერთად.
  • ხართ მარტო, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
  • გაქვთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
  • გაქვთ გულის პრობლემები.

გრძელვადიანი დაკვირვებების შედეგად დამტკიცდა, რომ კანაბინოიდების რეგულარული მოხმარება, განსაკუთრებით თუ ეს მოზარდობაში დაიწყო, იწვევს გრძელვადიან კოგნიტურ პრობლემებს, ინტერესის დაქვეითებას ცხოვრების მიმართ, განათლების ხარისხის ვარდნას, ცხოვრებით კმაყოფილების შემცირებას და ფსიქოზური აშლილობების გაზრდილ რისკს.

მოკლევადიანი რისკებიდან შესაძლოა განვითარდეს:

  • გუნება-განწყობის გაუარესება;
  • THC-ის ჭარბმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გულისრევა, ხანდახან გულისწასვლაც;
  • THC-ის ჭარბი დოზა ბევრ ნეგატიურ შეგრძნებას იწვევს: შფოთვა, პანიკური შეტევა, დეპრესია, მოუსვენრობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები. ნეგატიური შედეგები შეიძლება დადგეს მოხმარებიდან დღეების ან კვირების გასვლის შემდეგაც;
  • შესაძლოა გაიზარდოს გულისცემა და არტერიული წნევა, ხოლო შემდეგ მკვეთრად შემცირდეს ორივე. მსგავსი რყევები რისკს უქმნის განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისა და სისხლძარღვების სიტემის დაავადებები;
  • ფსიქოზური სიმპტომები. მოხმარებელმა შესაძლოა დაკარგოს კონტაქტი რეალობასთან და განუვითარდეს მწვავე შფოთვა ან პანიკური შეტევა;
  • კანაბინოიდი გავლენას ახდენს მანქანის მართვის უნარებზე. დროში რეაგირება ნელი ხდება, საავტომობილო უნარ-ჩვევები და სიზუსტის შეფასების უნარი ასევე გაუარესებულია.

ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ რისკებს და დაიცავით უსაფრთხოების ზომები. თუ თავს ცუდად გრძნობთ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, კანაბისის მოხმარებამ შესაძლოა გააუარესოს მდგომარეობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები  მოხმარების შემდეგ.

 

გამოყენებული მასალა:

https://adf.org.au/drug-facts/cannabinoids/