/

ესპანეთმა მიიღო კანონი ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს ლგბტქი უფლებებში

ესპანეთში, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ძალაში შევიდა ახალი კანონი „ტრანსგენდერი ადამიანების რეალური და ეფექტური თვითგამოხატვისთვის“ შესახებ. კანონი საშუალებას იძლევა 16 წლის ასაკიდან, ოპერაციული ან ჰორმონალური თერაპიის ჩატარების მოთხოვნების გარეშე, უბრალო განცხადების საფუძველზე საბუთებში შეიცვალოს სახელი და ინფორმაცია სქესის ჩანაწერის შესახებ. მანამდე საბუთებში მსგავსი ცვლილების შეტანა ორ წლიანი ჰორმონალური თერაპიისა და ფსიქოლოგიური დასკვნის შემდეგ იყო შესაძლებელი.

კანონის მიღებას ესპანეთში არსებული მემარჯვენე სოციალისტებისა და  კონსერვატორების პროტესტი მოყვა.

ევრონიუსის კორესპონდენტი იმ ადანიანებს გაესაუბრა, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდხანს ელოდა.

23 წლის ეზეკიელ რატორრე ფიტნესის მწრთვნელია, რომელიც მეხანძრეობაზე ოცნებობს. ახალ კანონს კი ასე აფასებს: ,, უკვე ორ წელიწადზე მეტია ჰორმონალურ თერაპიის კურსს გავდივარ, გავიკეთე მასტეკტომიაც. ტრანზიცია დავიწყე, რადგან მინდა იმ სხეულში ვიცხოვრო, რომელშიც თავს თვისუფლად ვიგრძნობ და საკუთრი  გენდერული იდენტობის გამოხატვას შევძლებ. ახლა უკვე მადრიდის ერთერთ მუნიციპალიტეტში განაცხადიც შეტანილი მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამ ნაბიჯს მხოლოდ ის ადამიანები დგამენ, რომელებსაც გააზრებული აქვთ რას ნიშნავს სქესის შეცვლა. საბუთებში სქესისა და სახელის შეცვლა იმაზე მეტია, ვიდრე ბიუროკრატიული ფორმალობა ან მინაწერი ID ბარათზე. საბუთებში ჩანაწერის ცვლილება გავლენას ახდენს მომავალზე, უნივერსიტეტში სწავლაზე, სამსახურზე, ოჯახურ ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი ბევრ რამეს ცვლის.“

 

ეზეკიელის თქმით, ახალი კანონის მიღების შედეგად მას აღარ მოუწევს სამსახურში ახსნა-განმარტების მიცემა და სხვა დისკომფორტული კომუნიკაცია. ეს კი ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში და საბოლოოდ ოცნების ახდენაში –  გახდეს მეხანძრე.

ესპანეთის პოლიტიკურ წრეებში ამ საკითხთან მიმართებაში აზრი იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ 16 წლის ასაკში სქესის შეცვლის განაცხადის გაკეთება შესაძლოა ნაადრევი იყოს, რადგან მოზარდებში ამისი ფსიქოლოგიური მზაობა არ არის მყარი, თუმცა ხელისუფლება გადაწყვეტილებას გამართლებულად თვლის და  აცხადებს, რომ მშობლის თანხმობით 12-15 წლის ასაკშიც შეიძლება ამ განაცხადის გაკეთება, რადგან ის არ მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას და ჰორმონალური თერაპიის კურსის გავლას.

ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ანხელ როდრიგესი ამბობს: ,,ესპანეთში თანასწორობის საკითხებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდებ ბრძოლისთვის, ამ კანონის მიღება აუცილებელია და კრიტიკა გაუმართლებელია. თუ ჩვენს ქვეყანაში 16 წლის ასაკში ადამიანებს შეუძლიათ მუშაობის დაწყება, ნებაყოფლობითი სექსუალური პარტნიორის ყოლა, აბორტის გაკეთება, მაშინ 16 წლის ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ საბუთებში ცვლილების განაცხადი გააკეთოს.

ასოციაცია Chrysallis დამფუძნებელი, ენკარნი ბონიია უეტე,  რომელიც ტრანსგენდერ ბავშვთა და მოზარდთ მშობლებს აერთიანებს, ამბობს, რომ პრობლემა გენდერულ იდენტობაში კი არა, საზოგადოებაშია. მისი 12 წლის ტრანსგენდერი შვილი თავს ახლა ბედნიერად გრძნობს, რადგან აქვს მშობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა.

„ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნება ცხოვრება ჰორმონების მიღების შემდეგ, რას იფიქრებენ ჩემზე, როცა სკოლაში წავალ, ან როგორი იქნება მუშაობა, როცა ტრანსგენდერი ადამიანი ხარ. ხვალ შეიძლება სამყარო ძალიან განსხვავებული იყოს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ვცდილობ აწმყოზე გავამახვილო ყურადღება.“ – ამბობს 12 წლის მაქსი.

პუბლიკაცია მოამზადა ნანუკა თევზაძემ

წყარო: https://www.euronews.com/2023/04/06/how-spains-transgender-law-is-changing-the-lives-of-those-affected?fbclid=IwAR0i4RQRgUJGOUBFVqVrxgblcfdjEqms5SPiYtX7PfWP3asHbgkikZHinlY

წინა

დენიელ რედკლიფი მიმართავს ტრანსგენდერი ბავშვების მშობლებს, მეტად ენდონ და მხარი დაუჭირონ თავიანთ შვილებს

შემდეგი

LSD (ელესდე)

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების