/

რამდენიმე სიტყვა ლუკას დონტის, ბელგიელი ქვიარ რეჟისორის შესახებ!

31 წლის ბელგიელი რეჟისორი, რომელიც ცდილობს კინემატოგრაფიაში განსხვავებული და გამორჩეული სიტყვა თქვას, კანის კინოფესტივალის, ოქროს გლობუსისა და ოსკარზე ნომინირებული ფილმების შემქნელია. აღსანიშნავია, რომ მას თავდაპირველად სულაც არ სურდა რეჟისორობა, ის გატაცებული იყო ცეკვით, თუმცა, როდესაც კლასელების წინაშე ჰქონდა პერფორმანსი კრისტინა აგილერას სიმღერაზე  “Fighter”, მისი ფემინური მოძრაობების გამო ის ბულინგისა და ჰომოფობიის მსხვერპლი გახდა. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც მას გაუჩნდა სურვილი რომ გადაეღო ფილმები, რომლებშიც თავის სათქმელს მკაფიოდ და ხაზგასმით იტყოდა.

ვუძღვნი ამ ფილმს ყველა იმ მეგობარს, რომელიც დავკარგე წლების განმავლობაში, რადგან მეშინოდა და ვცდილობდი დისტანცია დამეცვა

სწორედ ამ სიტყვებს წარმოთქვამს ლუკას დონტი კანის კინოფესტივალზე  თავისი ფილმის “Close”-ის შესახებ. ის კინემატოგრაფიაში, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. “Close” ,რომელშიც მოთხრობილია ამბავი ორი მოზარდი ბიჭის შესახებ, ძალიან ლამაზად და ესთეტიურად არის დახატული უანგარო, უდანაშაულო, გულწრფელი, ბავშვური და მეგობრული სიყვარულის ისტორია, რომელზეც გავლენას ახდენს სოციუმის სტერეოტიპული და ჰომოფობიური დამოკიდებულება. გაზგასასმელია ლუკასის აზრი, რომ ეს შემოქმედება ბევრ ქვიარ ადამიანს გაუხსნის ღრმა და მტკივნეულ ჭრილობას და გაახსენებს თუ რა გრძნობაა, როდესაც თავს განსხვავებულად გრძნობ შენი თანატოლებისგან, თუმცა არ იცი რატომ.

შეიძლება ითქვას, ბელგიელი რეჟისორი, ლუკას დონტი, ხმაა იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოების მიერ შემოღებულ ჩარჩოებსა და ნორმებში ვერ ექცევიან.

 2018 წელს გამოსული ფილმის “Girl”-ის შექმნის ისტორია ძალიან მომხიბლავია. ლუკასი ჟურნალის კითხვის დროს გადაეყარა სტატიას, სადაც ბელგიელ ტრანსგენდერ გოგონას სურდა ბიჭების ბალეტის ჯგუფიდან გოგონების ჯგუფში გადასვლა. როგორც ლუკასი ამბობს, ის 8 წლის განმავლობაში ტრანზიციის ყველა ეტაპზე გვერდით ედგა ბელგიელ მოცეკვავეს, Nora Monsecou-ს. მისი თანხმობით ლუკასმა მოახერხა შეექმნა ფილმი, რომელიც თავდაპირველად სხვა ქვიარი მწერლების კრიტიკის ობიექტი გახდა გენდერული დისფორიისა და თვითზიანის ასახვის გამო, თუმცა ნათლად და გულწრფელად არის გადმოცემული 15 წლის ლარას ამბავი. ფილმში შეხვდებით ძალიან ძლიერ გოგონას, რომელიც იბრძვის საკუთარი ადგილის პოვნისთვის და  სამაგალითო მშობელს, რომლის გვერდში დგომა და მხარდაჭერა წარმოუდგენლად დიდია და ალბათ, საოცნებო ქართველი ქვიარ ბავშვებისთვის.

ლუკას დონტმა “The guardian”-თან ინტერვიუში ახსენა, რომ მას სურს შექმნას ტიტანიკი, რომლის მთავარ როლში ქვიარ წყვილის სიყვარულის ისტორია იქნება. ვინ იცის, იქნებ მართლაც აჩუქოს უნიჭიერესმა ბელგიემა რეჟისორმა სამყაროს ახალი თერთმეტი ოსკარის ფლობელი ფილმი?!

 

 

პუბლიკაცია მოამზადა ჯუბა კიკვაძემ

გამოყენებული მასალები:

წინა

ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

შემდეგი

სააღდგომო რეფლექსია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების