LSD (ელესდე)

LSD (ლიზერგინის მჟავა დიეთილამიდი) არის სინთეზური ქიმიური ნივთიერება, მიეკუთვნება ნარკოტიკების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ფსიქოდელიკების სახელით. მცირე დოზების მიღებისას მას შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი ცვლილებები აღქმაში, განწყობასა და აზროვნებაში. უფრო დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური ჰალუცინაციები, ასევე სივრცისა და დროის აღქმის შეცვლა.

ზოგჯერ LSD-ს სახელით იყიდება ნივთიერებები, რომელებიც მოიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა NBOMe ან 2C ოჯახის ნარკოტიკები (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ნაწილი). აღნიშნული ნივთიერებები შეიძლება იყოს საკმაოდ საშიში, რადგან მათი შემადგენლობა არათანმიმდევრული და ხშირად უცნობია. მათმა ზედოზირებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ფატალური ზიანი.

LSD თეთრი უსუნო ნივთიერებაა. მისი დოზის განსაზღვრა რთულია, რადგან LSD-ს ძირითადად სხვა ნივთიერებებით აზავებენ. LSD ყველაზე ხშირად „ბლოტერების“ ფორმით გვხვდება – ესენია ფერადი ქაღალდის პატარა ნაჭრები, რომლებიც საფოსტო მარკებს წააგვანან. ისინი LSD-ს ხსნარითაა გაჟღენთილი, კვადრატული ფორმისაა და მათზე სხვადასხვა სიმბოლოები და გრაფიკული ნახატებია დატანილი. თითო ბლოტერი მოიცავს დაახლოებით 100-დან 400 მიკროგრამამდე LSD-ს.

LSD-ს ყველაზე ხშირად იღებენ ენის ქვეშ დადებით ან გადაყლაპვით, თუმცა შესაძლოა მას  ინექციურადაც მოიხმარდნენ, ასევე იღებდნენ ტაბლეტების და კაფსულების სახითაც.

არ არსებობს ნარკოტიკული ნივთიერების მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

LSD- ეფექტები ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად ზემოქმედებს და ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
  • მიღებული ნივთიერების დოზა
  • ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
  • სხვა ნივთიერებებთან მიღება
  • ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ორგანიზმი ამ ნივთიერების მიღებას)

LSD- ეფექტი მღებიდან დაახლოებით 30 წუთში იგრძნობა და 8-12 საათს გასტანს. ამ დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ:

  • ცვლილებები სამყაროს აღქმაში (ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები)
  • გაძლიერებული სმენა, ყნოსვა და შეგრძნებები
  • ეიფორია
  • დროის აღქმის დარღვევა
  • ძილის სურვილის არქონა
  • გუგების გაფართოება
  • დაბნეულობა
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა
  • სხეულის ამაღლებული ტემპერატურა
  • სწრაფი სუნთქვა
  • ღებინება
  • სიწითლე სახეზე და ოფლიანობა
  • ჰიპერთერმია
  • ჰალუცინაციები
  • ტრემორი (კანკალი)
  • ტემპერატურისა და წნევის მატება
  • გაშეშება
  • გაუცნობიერებელი შიშები
  • არაპროგნოზირებადი ემოციები
  • თვითაგრესია ან აგრესია გარშემომყფების მიმართ
  • ჩაძინების შიში
  • სუიციდური აზრები
  • დეპრესია

LSD- ზედოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო (112) იმ შემთხვევშიც თუ LSD- მომხმარებელს აღმოაჩნდება ეს სიმპტომები (სასწრაფოს ექიმები არ არიან ვალდებულნი დაუკავშირდნენ პოლიციას):

  • პანიკა
  • პარანოია
  • ფსიქოზი
  • ღებინება
  • გულის რითმის დარღვევა
  • ჰიპერთერმია (ტემპერატურის მკვეთრი მატება)

ე.წ. ბედ თრიფი არის არასასურველი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს ადამიანი LSD-ს გამოყენების დროს. შეიძლება განიცადოს ძლიერ არასასიამოვნო შეგრძნებები და ჰალუცინაციები, დაეწყოს შფოთვა და ჩავარდეს პანიკაში. ეს ყველაფერი კი მოქმედებს პიროვნების ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. “ბედ თრიფი” შეიძლება გადაიზარდოს ფსიქოზშიც, რაც ხშირ შემთხვევაში ემართებათ ფსიქოლოგიურად მოწყვლად ადამიანებს. LSD-ს მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ შეიძლება განიცადოთ უძილობა, სისუსტე, სხეულისა და კუნთების ტკივილი და მცირედი დეპრესია. ტოლერანტობა LSD-ს მიმართ საკმაოდ მალე ყალიბდება.

LSD- მიღება სხვა ნებისმიერი ნივთიერებასთან ერთად, ზრდის არაპროგნოზირებადი და სახიფათო ეფექტის რისკებს.

LSD და MDMA-ის(ექსტაზი) ერთად გამოყენება: ზრდის MDMA-ს ეფექტების ინტენსიურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს “ბედ თრიფი” ან სხვა არასასიამოვნო ეფექტები.

LSD  და ალკოჰოლის გამოყენებისას თრობა ნაკლებად იგრძნობა, რის გამოც შეიძლება ადამიანმა დალიოს ზედმეტი – ამან კი გამოიწვიოს გულისრევა და გონების დაკარგვა.

გრძელვადიანი მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს ე.წ. “ფლეშბექები” მისი მიღებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგაც კი. “ფლეშბექის” დროს ცოცხლდება ნივთიერების მიღების გამოცდილება ემოციურ, კოგნიტურ დონეზე და ყველა მოგონება მძაფრად შეიგრძნობა. მსგავსი გამოცდილება ხშირად იწვევს მკვეთრად არასასიამოვნო, დამზაფრველ განცდებსაც კი.

 

გამოყენებული მასალა: Alcohol and Drug Foundation (2022). https://adf.org.au/drug-facts/lsd/

წინა

ესპანეთმა მიიღო კანონი ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს ლგბტქი უფლებებში

შემდეგი

ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების