პოლიტიკა - Page 19

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. “ჩაიარონ, დიახ! არავის

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო

/

პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, ერთი მომხრე დეპუტატი და 35 წინააღმდეგი. კანონის ერთადერთი მომხრე დიტო სამხარაძე იყო, რომლის მხრიდანაც საპროტესტო აქციების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა მუქარა და შეურაცხყოფა მომიტინგეების მიმართ.

პლენარული სხდომის პარალელურად, 11 საათიდან პარლამენტის უკან მორიგი აქცია იმართება, სადაც შეკრებილები კანონის ჩაგდებას ელოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების პოზიცია იყო, რომ მიმდინარე კვირაში სხდომა ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, კანონპროექტის დაუყოვნებლივ ჩაგდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ქართული ოცნების პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო კოდექსი ჩააგდო, მათ განცხადებებს არ ენდობოდნენ და სურდათ, პარლამენტს რუსული კანონი დაუყოვნებლივ ჩაეგდო, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დღეს, 12:00-ზე ჩაინიშნა.

შეკრებილების მეორე მოთხოვნა 7-8 მარტს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება იყო. შსს-ს ინფორმაციით, გაათავისუფლეს ყველა, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, „პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას“ ედავებიან.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, გუშინ, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდნილიყო მეორე მოსმენაზე. სწორედ ამიტომ იყო შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული კანონის დაუყოვნებლივ ჩაგდება.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყვევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ხვალ პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება

/

პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ანონსის მიხედვით, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 პლენარული სხდომა. დღის წესრიგი ამ დროისთვის ვებ გვერდზე განთავსებული არ არის.

განახლება: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი: რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდება.

აღსანიშნვია, რომ დღის განმავლობაში ქართული ოცნების პოზიცია იყო, რომ მიმდინარე კვირაში სხდომა ვერ ჩატარდებოდა.

კანონპროექტის დაუყოვლებლივ ჩაგდება რუსთაველის გამზირზე დღეს შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ისინი აცხადებენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ქართული ოცნების პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო კოდექსი ჩააგდო, მათ განცხადებებს არ ენდობიან და სურთ პარლამენტმა რუსული კანონი დაუყოვნებლივ ჩააგდოს. დღეს შეკრებილების მეორე მოთხოვნა 7-8 მარტს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა. შსს-ს ინფორმაციით, გაათავისუფლეს ყველა, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, “პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას” ედავებიან.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. სწორედ ამიტომაა ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული კანონის დაუყოვნებლივ ჩაგდება.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

სპეცრაზმი გვცემდა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, ეს არ იყო დაკავება, ეს იყო გატაცება — ჯაფარიძე

/

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას და ნიკა მოსიაშვილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემდნენ ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. მისი თქმით, ეს იყო არა დაკავება, არამედ გატაცება. მას დაზიანებები ვიზუალურადაც ეტყობა. ჯაფარიძემ ცემის შესახებ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომელიც დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

“სინამდვილეში, ეს არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე, ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც, კადრებშიც ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს ჩამოვეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან, თან მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ, რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის, თავზე ეს ნაჭდევები რაც მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს. ამის შემდეგ მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რაღაცებს ველაპარაკებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გასაგებად გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ დავამთავრებდი, ამას გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე საუბარი შევწყვიტე. ეს იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ყველას ეკეთა ნიღბები, სახე არ ვიცი არავისი, თვალები მახსოვს.

ამის შემდეგ დაახლოებით საათი ალბათ დავყავით იმ ეზოში. უბრალოდ ჩუმად ვიდექით, რადგან ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით საათის შემდეგ მოვიდნენ კრიმპოლის თანამშრომლები, რომლებიც ამ დაკავებასთან არაფერ შუაში არ არიან, იქცეოდნენ უაღრესად წესიერად, პროფესიონალურად, გადაგვიყვანეს ე.წ. სამმართველოში, სადაც შეავსეს ოქმი, გააფორმეს დაკავება. ამის შემდეგ ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში ორ ღამე და მერე მოგვიყვანეს აქ [სასამართლოში]. ის, რომ ბოლოში ეს ყველაფერი დასრულდა ოქმის გაფორმებით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვაკავეს — ჩვენ გაგვიტაცეს და გვცემეს, მერე აქეთ დაგვაბრალეს კანონდარღვევა. მოსამართლე არის აშკარად ანგაჟირებული, არ უნდოდა პროცესის გადადება. მათ შორის სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა ძალიან მაღალი წნევა და აწუხებდა ძალიან ძლიერი თავის ტკივილი. მიუხედავად ამისა, დაალევინა წამლები და დაელოდა. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ წნევა არ დაუწია და ამის შემდეგ მაინც გააგრძელა პროცესი. საჭირო გახდა სასწრაფოს მოსვლა და სასწრაფოს ექიმებისგან დადასტურება, რომ ამ ადამიანს სჭირდება გადაყვანა გამოკვლევებზე”, — თქვა ჯაფარიძემ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

აქციაზე დაკავებულ ნიკა მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა — ადვოკატი

/

ადვოკატის ინფორმაციით, გირჩი — მეტი თავისუფლების წევრს, ნიკა მოსიაშვილს, რომელიც 7 მარტს აქციაზე დააკავეს, ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციითვე, მოსიაშვილი შაბათამდე ჰოსპიტალიზებული იქნება.

ნიკა მოსიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან. ადვოკატის ინფომაციით, მოსიაშვილს სცემეს და ურტყამდნენ თავში, რის გამოც ორიევ დაკავებულისთვის დაცვის მხარემ მოითხოვა სასწრაფო კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ არ ჩაუტარეს.

ნიკა მოსიაშვილმა დღეს სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ მედიას უთხრა, რომ მას და ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკურად სპეცრაზმელები გაუსწორდნენ.

“დაკავებამდე ვესაუბრებოდით სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს და ზოგადად, პოლიციელებს მთელი ამ ხნოის განმავლობაში. არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ვიღაცები ემოციურად რომ ისვრიდნენ ბოთლებს და ყვიროდნენ, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. რაღაც მომენტში მაგათი ხელმძღვანელი, გენერალი თუ არ ვიცი ვინ იყო, გამოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენ საუბრის უფლება არ გვქონდა და უნდა გავჩუმებულიყავით. მოხდა ესკალაცია, ჩემ წინ ვიღაცას დაარტყეს… ბევრი რაღაც არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ, დარტყმის მომენტში გონება დავკარგე. ის მახსოვს, რომ მის წინ გადავედი. მერე შეგვათრიეს, გვცემეს და ფეხზე რომ წამოვდექით, კიდევ რამდენჯერმე დაგვარტყეს. სპეცრაზმელები იყვნენ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისგან მსგავსი რამ არ ყოფილა”, — თქვა მოსიაშვილმა.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

აქციაზე დაკავებული ყველა პირი, გარდა ერთისა, გათავისუფლებულია — შსს

/

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გათავისუფლდა ყველა ადამიანი, გარდა ერთისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულს, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. უწყების ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანი დააკავეს.

“დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე”, — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, “ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით” გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.

“ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები”, — აცხადებენ უწყებაში.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. ახალ მოთხოვნებს შორის იყო ყველა დაკავებულის გადავისუფლებაც, რაც, ფაქტობრივად, შესრულდა. ამ ეტაპზე დარჩენილია ერთი ადამიანის გათავისუფლება და პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვა, სადაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ჩააგდებენ.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძის განაცხადებით, რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 21 მარტს გავა და ჩავარდება. მისივე თქმით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები — აშშ

/

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალურად უარყოს რუსული კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ამის შესახებ საუბარია საელჩოს ახალ განცხადებაში.

“ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის” შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია”, — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. ახალი მოთხოვნებია ყველა დაკავებულის გათავისუფლება და პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვა, სადაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ჩააგდებენ.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძის განაცხადებით, რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 21 მარტს გავა და ჩავარდება. მისივე თქმით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

“გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა” — პაპუაშვილის წერილი ვენეციის კომისიას

/

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა ვენეციის კომისიას და სთხოვს, რომ აღარ განიხილოს სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე პარლამენტის თხოვნა და შეაჩერონ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი

რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი”, — აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.

პაპუაშვილის წერილი

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძის განაცხადებით ,რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე 21 მარტს გავა და ჩავარდება. მისივე თქმით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

კანონპროექტი გავა მეორე მოსმენაზე და იქ ჩავაგდებთ — მდინარაძე

/

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსულ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, უკან გაიწვევენ და ამის ფორმალური გზაა მეორე მოსმენა გამართვა და კანონის იქ ჩაგდება. მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ.

მდინარაძე ახადებს, რომ კანონპროექტი პირველივე სხდომაზე სამშაბათს, 21 მარტს ჩავარდება, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს და იზიარებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

“რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, მე შემიძლია გითხრათ, უკვე რა მოხდა — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ განიხილოს და დასკვნა წარმოადგინოს.  ასევე, მეორე კანონპროექტი [კანონპროექტის ინიციატორების მტკიცებით, ამერიკული ვერსია], რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, ხალხის ძალის მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ასევე, ფორმალობაა, მაგრამ წერილიც ახლავს მათი, რომ უარს ამბობენ მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ის გავა მეორე მოსმენაზე და ჩავარდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთანავე, მდინარაძე აცხადებს, რომ უარის თქმა უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი ორივე კანონპროექტის მხარდაჭერაზე მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების შესრულების გარანტიად “პოლიტიკური გადაწყვეტილებას უკან ვერ წაღებას” ასახელებს.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხი, ახლა თუ პროტესტზეა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემდეგ, ეს წარმოუდგენელი ამბავია”, – აღნიშნა მდინარაძემ.

გასათვალისწინებელია, რომ მდინარაძის თქმითვე, შესაძლებელია უკვე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაც, “ეს არის წმინდა წყლის დეტალები და ტექნიკური ხასიათი”.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

დაკავებულების გათავისუფლება და კანონის ჩაგდება დაუყოვნებლივ — NGO-ების მოთხოვნები

/

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ორ მოთხოვნას აყენებენ:

  • პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს;
  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.

ისინი განმარტავენ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა,

“ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიებისა და ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაციის პირდაპირი გაგრძელება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება მეორე მოსმენით. შესაბამისად, აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ორგანიზაციები მადლობას უხდიან ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს და ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს. მათი განცხადებით, რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.

დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება აქცია ამ მოთხოვნებით.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

  1. ა(ა)იპ “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”
  2. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  3. ა(ა)იპ “მირაბალდები”
  4. ა(ა)იპ ა ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  5. ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  6. ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი
  7. ააიპ “საათი”
  8. ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
  9. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  10. არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი
  11. ასოციაცია “მერკური”
  12. ასოციაცია HERA XXI
  13. ასოციაცია ცხოვრების შანსი
  14. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  15. ახალგაზრდა დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  16. ახალგაზრდა ფემინისტები
  17. ახალგაზრდების განვითარების ქსელი
  18. ახალი აზროვნების ინსტიტუტი
  19. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  20. ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
  21. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  22. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  23. გორის სათემო რადიო მოზაიკა
  24. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  25. დავიწყოთ ახლა
  26. დემოკრატ მესხთა კავშირი
  27. დემოკრატიის მცველები
  28. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
  29. დემოკრატიული უსაფრთხოების ინსტიტუტი
  30. დემოკრატოული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  31. ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
  32. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  33. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
  34. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
  35. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
  36. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  37. თანასწორობის მოძრაობა
  38. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
  39. ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
  40. კავკასუს პრინციპიუმი
  41. კავშირი ფრეია
  42. კანონის უზენაესობის ცენტრი
  43. კომლი
  44. კომლი/CDC
  45. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  46. ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა
  47. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  48. მარიას სკოლა
  49. მწვანე ალტერნატივა
  50. მწვანე სექტორი
  51. მწვანეები
  52. ნეო ტვ – NeoTv.ge
  53. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
  54. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR
  55. პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის PEC
  56. პედაგოგტა კავშირი “განათლება და სამყარო”
  57. პლატფორმა სალამი
  58. პრევენცია პროგრესისთვის
  59. პროგრესის ცენტრი
  60. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  61. პუბლიკა
  62. რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტი – Regional Sustainable Development Institute
  63. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  64. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  65. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  66. საერთაშორისო ასიციაცია კივიტას გეორგიკა
  67. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
  68. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო
  69. საზოგადოება და ბანკები
  70. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  71. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
  72. საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
  73. სათემო განვითარების პლატფორმა
  74. სათემო განვითარების ცენტრი
  75. საინფორმაციო რესურსების ქსელი (საქართველოს ამბები / მთის ამბები)
  76. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  77. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  78. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
  79. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  80. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  81. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  82. საორსა
  83. საფარი
  84. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  85. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
  86. საქართველოს ახალგაზრდების განვითრებისა და განათლების ასოციაციაა განათლების ასოციაცია
  87. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  88. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  89. საქართველოს მედია-კლუბი
  90. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  91. საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია
  92. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  93. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  94. საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის
  95. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  96. სექტორი 3
  97. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  98. სოლიდარობის თემი
  99. სოლიდარობის მუზეუმი
  100. სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია
  101. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  102. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  103. სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
  104. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  105. უმუშევარი
  106. უფლებები საქართველო
  107. ფემინა
  108. ფონდი “ინტერნიუსი საქართველო”
  109. ფორსეტი
  110. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  111. ქალები საქართველოდან
  112. ქალთა ასოციაცია გვირილა
  113. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  114. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  115. ქალთა ფონდი “სოხუმი”
  116. ქვემო ქართლის მედია
  117. ღია სივრცე კავკასია (COS)
  118. ყვარლის ევროკლუბი
  119. შპს “ქართული კენკრა”
  120. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  121. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”
  122. ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
  123. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
  124. თავისუფალი ასოციაცია
  125. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
  126. “ეკო ცენტრი”
  127. “უფლებებისა და განათლებისათვის”
  128. “ქართული მედია ჯგუფი” / feminism.ge / metalab.ge
  129. “თბილისი პრაიდი”
  130. CENN
  131. GCRT-KUTAISI
  132. HEKS/EPER
  133. public art platform
  134. TRAM
  135. GE

აქციების ძალადობრივი დაშლის და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

7-8 მარტს აქციაზე 134 ადამიანი დავაკავეთ — შსს

/

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, 7-8 მარტს ჯამში 134 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი “პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე”, ხოლოდ 133 ადმინისტრაციული წესით — მათ ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

შსს აცხადებს, რომ “აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, უწყების 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, შემდეგ კი აღნიშნავს: “დაშავდნენ მოქალაქეებიც”. უწყება არაფერს ამბობს იმაზე, რომ აქციაზე შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს მათი წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს ამტკიცეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმები რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით” იყვნენ.

“აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან”.

უწყება ამტკიცებს, რომ “აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს” და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა “კანონიერ მოთხოვნებს”.

“შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებსა და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე მტკიცებით, შსს-ს საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, “სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად”, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

“პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა – აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები”, — აცხადებს შსს.

მათივე მტკიცებით, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

უწყების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთების დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც “პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს”.