პოლიტიკა - Page 21

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. “ჩაიარონ, დიახ! არავის

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

სერიოზულად ვართ შეშფოთებულები — ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

/

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და საქართველოს პარლამენტს ისეთი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, რაც ქართველი ხალხის ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვას შეაფერხებს.

„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის პირველი ვერსია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პასუხისმგებლობით შეაფასონ ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავონ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც შეაფერხებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიისწრაფვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი რუსულ კანონპროექტს გამოეხმურნენ ტვიტერზეც და დაწერეს, რომ სერიოზულად შეშფოთებულნი არიან კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერის გამო.

„თუ საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირისა და ნატოსკენ პროგრესი გააგრძელოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს პატივი უნდა სცეს“, — ნათქვამია ტვიტში.

პარლამენტმა 7 მარტს, დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის „უცხოეთის გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია იმართებოდა.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

რა? სად? როდის? სუპერლიგის მოთამაშეები — კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

/

რა? სად? როდის? სუპერლიგის მოთამაშეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ რუსულ კანონპროექტს ეხმაურებიან. მოთამაშეები გმობენ ამ გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. “ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში”, — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:
1. გიორგი მოსიძე
2. ლაშა კილაძე
3. გიორგი ბაქრაძე
4. დავით რაფავა
5. ია მეტრეველი
6. ოთარ საბაშვილი
7. ირინა ფრუიძე
8. ბაჩანა შენგელია
9. დავით სიჭინავა
10. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
11. გიორგი მელაძე
12. ლაშა ბოჟაძე
13. ნიკოლოზ ჭურაძე
14. დავით გორგილაძე
15. თორნიკე ჯანგველაძე
16. ანრი კიკნაველიძე
17. ირინა აბულაშვილი
18. ირაკლი სულაძე
19. უჩა გოგოხია
20. ნინო ფერაძე
21. გიგა ნასარიძე
22. მარიამ მახარაძე
23. ირაკლი მოდებაძე
24. ნინო ქურდიანი
25. ლევან ჩხეიძე
26. ლუკა ჭელიძე
27. გიგი გიორგაძე
28. გიორგი კილაძე
29. ანანო ღონღაძე
30. გიგა კვერენჩხილაძე
31. თორნიკე კობალაძე
32. ბაკურ ხუბულავა
33. ლაშა ახალაძე
34. მუხრან მაისურაძე
35. ანა ყიასაშვილი
36. სოსო ბერიკაშვილი
37. ბექა ხოჯავა
38. მაკა ჭითანავა
39. გიორგი კაკაბაძე
40. გიგა პაიჭაძე
41. დავით ბახტაძე
42. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
43. ვაჟა (ბაჩი) კაკაბაძე
44. დავით სიჭინავა
45. ლევან შაყულაშვილი
46. გურამ ღვინჯილია
47. ლევან უჩუმბეგაშვილი
48. კონსტანტინ მაქსიმილიან პეტერი
49. ცოტნე გვასალია
50. ნუკრი გოგიშვილი
51. ლევან ნანობაშვილი
52. გიორგი ცაგარეიშვილი
53. არჩილ მაჭავარიანი
54. ცვატა ბერძენიშვილი
55. სერგი კაპანაძე
56. გიორგი ჭუმბურიძე
57. გოდერძი გორგილაძე
58. გიგა ჩალიგავა
59. ჯონი ოჩხიკიძე
60. ზურაბ კახობერაშვილი
61. შანშე ქენქაძე
62. მანანა თევდორაძე
63. ცოტნე ქირია
64. გიორგი გვეტაძე
65. პანტელეიმონ სოხაძე
66. დავით ლომინაძე
67. გოგა პაპიძე
68. დავით ბალიაშვილი
69. ნოდარ აფხაძე
70. ანტონ ვაჭარაძე
71. აკაკი გვიანიძე
72. გიორგი ჩატიდი
73. რუსო კილაძე
74. ნიკა ჟღერია
75. გიგა გაბრიჭიძე
76. ჯაბა ლომაძე
77. გიორგი ლომინაშვილი
78. ზაალ ხელაძე
79. ანი მარდალეიშვილი
80. დავით ჭკადუა
81. ინგა ნიკაგოსიანი
82. შალვა ჩიკვილაძე
83. ირაკლი თოდრია
84. ბექა ჭულუხაძე
85. ვახტანგ ბოლოთაშვილი
86. საბა კაცაძე
87. გიორგი ხარაიშვილი
88. გაბრიელ მრელაშვილი
89. დავით კვარაცხელია
90. ირაკლი ბიგვავა
91. ბორის თოფურია
92. ლაშა მურუსიძე
93. დავით ფოცხვერაშვილი
94. ანა ჯაფარიძე
95. მირიან ლომოური
96. ლუკა ცისკარიშვილი
97. ანი ჩახნაშვილი
98. თამარ შარაშიძე
99. თემურ ყანჩაველი
100. თორნიკე მესხი
101. ალექსანდრე რაჩკოვსკი
102. იანა ისრაელიანი
103. მათე ჭითანავა
104. კახა მაჩიტიძე
105. შოთა ქუტიძე
106. დავით ქანთარია
107. ლევან ცირეკიძე
108. ტატო გურგენიძე
109. ბექა ადამაშვილი
110. სალომე იზორია
111. ქეთევან მესხიშვილი
112. მებო ნუცუბიძე
113. სოფია ჩერქეზიშვილი
114. გიორგი სიორიძე
115. ილია მეფარიშვილი
116. აკაკი მოსახლიშვილი
117. დავით ბრაგვაძე
118. რევაზ ლომიძე
119. სერგო თევდორაძე
120. რეზო შარაშიძე
121. მიხეილ კვაშალი
122. მარიამ გვარამია
123. თორნიკე თურმანიძე
124. ვალერიან ჩანჩიბაძე
125. პაატა შეთეკაური
126. დავით ზედგინიძე
127. გიგა ხიზანიშვილი
128. შოთა ბერულაშვილი
129. ავთანდილ გაბრიჭიძე
130. მარიამ კერესელიძე
131. დავით არძენაძე
132. ნინო ლეკიაშვილი
133. თორნიკე ქობულაძე
134. თამარ კორახაშვილი
135. გიორგი სილაგაძე
136. გიორგი გამცემლიძე
137. თომა რთველიაშვილი
138. ბექა ჭითანავა
139. ზურაბ ვაშალომიძე
140. გიორგი მარქარიანი
141. ბესიკ ბუთურიშვილი
142. ირაკლი მჭედლიშვილი
143. გოგა ციცაგი
144. სანდრო ქართველიშვილი
145. ფრიდონ ლიპარტელიანი
146. ანუკი ბედინაშვილი
147. ნინო ბერიშვილი
148. ლაზარე ერქომაიშვილი
149. ქეთი კორინთელი
150. თორნიკე კორძაია
151. ლაშა გიგიტელაშვილი
152. ბექა ინანეიშვილი
153. ბესო ჩიხლაძე
154. გიორგი კაპანაძე
155. ლუკა ქირია
156. თინათინ ქაჩლიშვილი
157. ვლადიმერ მინდელი
158. ირენ ბაღდასარიანი
159. ეკატერინე ნაკაშიძე
160. სოსო კუპრაშვილი
161. გიორგი რობაქიძე
162. ანა გიგუაშვილი
163. გიორგი აბულაშვილი
164. დათა ერაძე
165. ვახტანგ რამიშვილი
166. გუგა ნემსიწვერიძე
167. რატი სილაგაძე
168. ნიკოლოზ აგლაძე
169. შოთა ელკანიშვილი
170. ბექა თევდორაძე
171. გიორგი ჩაჩუა
172. გივი ჩორგოლიანი
173. თამაზ დათუნაშვილი
174. ცოტნე მამალაძე
175. ალექსანდრე ჩიხლაძე
176. დავით ბასილაია
177. ბესა ბარაბაძე
178. ირაკლი გულორდავა
179. თორნიკე საური
180. სანდრო თარხან-მოურავი
181. დავით მჭედლიშვილი
182. ნიკა ხომერიკი
183. გიგი გიორგაძე
184. ლიკა ბარაბაძე
185. გიორგი ვარაზაშვილი
186. ანანო ბურდულაძე
187. ცოტნე გუჩუა
188. გურამ ლობჟანიძე
189. ნიკა წიკლაური
190. გიორგი ანდრონიკაშვილი
191. ნიკა ესებუა
192. არჩილ კობახიძე
193. ვანო ადამიშვილი
194. ზაალ ფალავანდიშვილი
195. გიორგი ლომიძე
196. მამუკა ფანიაშვილი
197. გიორგი სესკურია
198. სანდრო ჭიაურელი
199. ნათურა გათენაშვილი
200. ირაკლი შალიბაშვილი
201. ლევან ლასარეიშვილი
202. ნიკოლოზ ჯახველაძე
203. თეიმურაზ პაპასქირი
204. მარიამ ჭაბუკიანი
205. ნატალია კოჭლაშვილი
206. ალექსანდრე გუნია
207. გიორგი ჯანელიძე
208. გოგა ბებია
209. შოთა ვაშაკიძე
210. ლუკა უშვერიძე
211. ამირან რამიშვილი
212. თიკო კილაძე
213. ირაკლი დათეშიძე
214. გიორგი ბალამწარაშვილი
215. მამუკა კიღურაძე
216. ლევან თოფურიძე
217. გრიგოლ ხაჭაპურიძე
218. ავთანდილ ბიწაძე
219. მამუკა ბუბუტეიშვილი
220. საბა სანთაბულო
221. ქეთი ნიკოლეიშვილი
222. დაჩი ქინქლაძე
223. გიორგი დაბრუნდაშვილი
224. ქეთი დიასამიძე
225. დავით კალანდაძე
226. ქეთევან ყანჩაშვილი
227. გეგა წულაია
228. თათული შერვაშიძე
229. სანდრო ბიწაძე
230. დავით სოლომნიშვილი
231. ვალერი მორჩილაძე
232. სანდრო სოლომონია
233. რეზო ბასილაია
234. პაატა ჩახვაშვილი
235. გიორგი ჭუმბურიძე
236. გიორგი აბზიანიძე
237. შალვა ბოჭორიშვილი
238. ხატია დევაძე
239. გიორგი შაკაია
240. გურამ ჭეიშვილი
241. ზურაბ მაღრაძე
242. სალომე ღვინიაშვილი
243. ნინო ტურიაშვილი
244. მიხეილ გელენავა
245. მიხეილ გიგიბერია
246. გიორგი ცინცაძე
247. ლაშა სამჭკუაშვილი
248. მიხეილ სამხარაძე
249. გიორგი შარაძე
250. თორნიკე ივაშენკო
251. მარიამ კვირკვაია
252. ანა აბაშიძე
253. სერგი ხეცურიანი
254. არჩილ საფარიძე
255. ქეთი ბახტაძე
256. ოთარ ცხვიტარია
257. კონსტანტინე ბერულავა
258. ოთარ ხამხაძე
259. სანდრო კომლაძე
260. ანი სუბელიანი
261. ხატია ალანია
262. გიორგი იოსავა
263. გივი კახაბრიშვილი
264. გიორგი მეფარიშვილი
265. თინათინ ხომერიკი
266. მარიამ კოსტავა
267. ქეთი შეთეკაური
268. ილია რევია
269. ვალერი გვათუა
270. ნინო გოგინაშვილი
271. ანი ბაძაღუა
272. თამთა პერტაია
273. ანანო თვაური
274. გიორგი მახარაძე
275. გიორგი ნადარაია
276. ეკატერინე გეგეშიძე
277. ნიკო გიორგაძე
278. ლუკა ტუღუში
279. ლაშა სარალიძე
280. მიხეილ მაღრიანი
281. ლაშა საცერაძე
282. ლუკა ზვიადაური
283. ირაკლი სოზიაშვილი
284. ნინო კაჯილაშვილი
285. აკაკი გოგია
286. გივი ნეფარიძე
287. იონა ხვედელიძე
288. რობერტ კიკვაძე
289. ანტონ სინატაშვილი
290. ანა მარტიაშვილი
291. ლევან აბაშიძე
292. კახა გობრონიძე
293. გიორგი უნდილაშვილი
294. მარიამ გრძელიძე
295. ლექსო ლეკიაშვილი
296. ივლიანე ქარდავა
297. ალექს ლომაძე
298. შოთა ჯანაშია
299. ირაკლი ვეშაგურიძე
300. ლანდა ჩოხელიშვილი
301. ნიკა აბრამიშვილი
302. ლუკა ლომსაძე
303. ნინო დემურია
304. ზურაბ ბაბუაძე
305. სულხან ხალვაში
306. ჯენეტი ქვარცხავა
307. ნიკა თევზაძე
308. სანდრო ქავთარაძე
309. სოსო თეთრაძე
310. ნინო ბიჩინაშვილი
311. ლილიანა რობაქიძე
312. ჯონი ხურცილავა
313. გიორგი ლიპარტაშვილი
314. თამარ გახოკიძე
315. ბექა სარალიძე
316. მარიამ მუმლაძე
317. გიორგი ხაინდრავა
318. მიხეილ მათეშვილი
319. ნიკოლოზ გოგოლაძე
320. ლევან ჭყონია
321. მამუკა ენუქიძე
322. გიორგი ნიბლაძე
323. გიორგი ჯავახიშვილი
324. მაია ლოლაშვილი
325. ლუკა ხიზანიშვილი
326. ალექსი სირბილაძე
327. ილია კურდღელაშვილი
328. გაბრიელ იარაჯული
329. გიორგი გვასალია
330. რეზო რობაქიძე
331. თორნიკე ჩოგოვაძე
332. ნიკა დუმბაძე
333. შალვა ბეგიაშვილი
334. დიმიტრი ქიტოშვილი
335. გიორგი ბერიძე
336. გიორგი ჯიქია
337. გიორგი კერძაია
338. სანდრო სულაბერიძე
339. ბესო ქათამაძე
340. თანანო გურგენიძე
341. გიორგი ჭეიშვილი
342. ლუკა იშხნელი
343. გიორგი ტუღუში
344. არჩილ კალანდაძე
345. ოთარ ირემაძე
346. ნიკა კვარაცხელია
347. თორნიკე გაგნიძე
348. ეკატერინე ბუჩუკური
349. ანა მოლოდინი
350. თემო თექთუმანიძე
351. გიორგი ქათამაძე
352. გიორგი ჯაფარიძე
353. ნათია ცაავა
354. ზაზა მანია
355. თინა გვენეტაძე
356. სიმონ ნატრაძე
357. ვაჟა გვარამია
358. გიორგი შუბლაძე
359. ბექა მარგველაშვილი
360. გიორგი ეზუგბაია
361. ნანა ბერეკაშვილი
362. დიმიტრი დგებუაძე
363. ქეთი ბერაშვილი
364. თეა ჩაგუა
365. ზურაბ კუპატაძე
366. ლიკა ლომთაძე
367. მიხეილ აწყვერელი
368. ირაკლი ისაკაძე
369. ვლასი ვაწაძე
370. ალექსანდრე პერტაია
371. ვანო ბეზარაშვილი
372. ილია ზასოხაშვილი
373. ირაკლი ლორთქიფანიძე
374. თორნიკე გოგისვანიძე
375. რომან ლემონჯავა
376. ლუკა ძიძავა
377. ანასტასია ჯავახიშვილი
378. ვალერიან ლობჟანიძე
379. ბექა გეთიაშვილი
380. თორნიკე ჭაღალიძე
381. თაკო მამადაშვილი
382. მიხეილ ბრეგვაძე
383. დემნა ოზაშვილი
384. გიგა ვაშაკიძე
385. გუჯა კალანდაძე
386. თინა კუპრაშვილი
387. ნელი რუსიეშვილი
388. ნიკა მითაიშვილი
389. კახა კვაშილავა
390. თეა გორდულაძე
391. …….

მოქალაქეები პარლამენტთან ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტების საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

აქციაზე 66 ადამიანი დავაკავეთ — შსს

/

შსს-ს ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამინისტრო ამტკიცებს, რომ აქციაზე პროპოციული ძალა გამოიყენეს.

გარდა ამისა, შსს-ის განცხადებით, “აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით” დაიწყეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც “ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას”.

შსს ამტკიცებს, რომ “შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო”.

“პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა. პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები. მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა“, — წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება მოქალაქეებს, შსს აღნიშნავს, რომ “დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც”.

“სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს”, — აცხადებენ უწყებაში.

მოქალაქეები პარლამენტთან ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტების საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია — ბორელი

/

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

“სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.

ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სერიოზული სავალალო შედეგები მოჰყვეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოქალაქეები პარლამენტთან ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტების საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! — ზაზა ფაჩულია

//

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია რუსულ კანონპროექტს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.

“საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!

მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს 🇬🇪🇪🇺”, — წერს ფაჩულია Facebook-ზე.

სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, მათ შორის, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის. სპეციალური საშუალებების გამოყენება რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა მოქალაქეები არ იშლებოდნენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ტერიტორიაზე რჩება, თუმცა რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი განლაგდა, რასაც მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავებაც.

პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

გირჩი — მეტი თავისუფლება: ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს

/

გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან. ისინი სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში. დაკავებისას ჯაფარიძე და მოსიაშვილი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებთან იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ.

ზურაბ ჯაფარიძის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის მოადგილე,  გიორგი ბურჯანაძე ამ წუთამდე ცდილობს დაკავებულების ადგილსამყოფელის გარკვევას. საქმის კურსშია აშშ-ის საელჩო საქართველოშიც.

განახლება: პარტიის ინფორმაციით, გაირკვა, რომ ჯაფარიძე გადაყვანილია დიღომში, მთავარ სამმართველოში.

არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაკავებულებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.

რუსთაველზე აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ თავდაპირველად, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოიყენა, ხოლო შემდეგ წყლის ჭავლი, რასაც მალევე მოჰყვა ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი — სუხიშვილები

/

ანსამბლი „სუხიშვილები“ რუსულ კანონს და საზოგადოების პროტესტს Facebook-ზე ეხმაურება:

„სუხიშვილების“ ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში.

მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!

ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!

შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!

და ბოლოს, ჩვენ, „სუხიშვილები“ – საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი“.

რუსულ კანონპროექტს და პარლამენტთან მიმდინარე სიტუაციას ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც ეხმაურება.

“საქართველოს მომავალი ევროპაშია. 🇬🇪🇪🇺”, — წერს ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, მათ შორის, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის.

პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

შსს-ს მტკიცებით, „პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“

/

რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეთა სამართლიანი პროტესტის ძალადობრივად დაშლის მორიგი მცდელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამჯერად შსს ამობს, რომ აქციაზე დაშავდნენ მოქალაქეებიც. თუმცა, უწყების მტკიცებით, აქციამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი“ მიიღო:

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.

სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და მათ უკვე გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ეს კანონი არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით და გასაუქმებელია — პრეზიდენტი

/

საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფება, დღეს გაეროში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა და რუსთაველზე შეკრებულ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. პრეზიდენდმა დემონსტრანტებს უთხრა, რომ მათ გვერდით დგას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონი არსაიდან მოდის, “თუ არა მოსკოვის კარნახით” და გასაუქმებელია.

“მე ვარ თქვენს გვერდით, იმიტომ, რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას.

ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით, ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის ვენეციის კომისიაში გასაგზავნი და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს.

პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.

მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ — კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია და პირველ რიგში, მე და ასევე, მთავრობა, ხელისუფლება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს და ყველა, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას.

ჩვენ ყველა ერთად ვართ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ, რომ ეს პირობა ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ”, — აცხადებს ზურაბიშვილი.

ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

პარლამენტთან აქციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ენმ-სთან დაკავშირებული არასამთავრობოების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ბერკეტია — კობახიძე

/

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს” და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. ასე ეხმაურება ის პარლამენტის მიერ 7 მარტს, პირველი მოსმენით მხარდაჭერილ რუსულ კანონს.

“კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში”, — აცხადებს ის.

გარდა ამისა, კობახიძემ ამერიკის საელჩოს განცხადება შეაფასა და თქვა, რომ დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის.

მისივე მტკიცებით, კანონპროექტის ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირება არის “ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია”, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად ივლიან “წინ ევროპისკენ” და ამას გააკეებენ ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.

“ასევე, მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან. იქ არის, რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დააზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო”, — აცხადებს კობახიძე.