/

კანონპროექტი გავა მეორე მოსმენაზე და იქ ჩავაგდებთ — მდინარაძე

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსულ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, უკან გაიწვევენ და ამის ფორმალური გზაა მეორე მოსმენა გამართვა და კანონის იქ ჩაგდება. მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომლისთვისაც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის მიერ.

მდინარაძე ახადებს, რომ კანონპროექტი პირველივე სხდომაზე სამშაბათს, 21 მარტს ჩავარდება, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს და იზიარებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

“რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, მე შემიძლია გითხრათ, უკვე რა მოხდა — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ განიხილოს და დასკვნა წარმოადგინოს.  ასევე, მეორე კანონპროექტი [კანონპროექტის ინიციატორების მტკიცებით, ამერიკული ვერსია], რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, ხალხის ძალის მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ასევე, ფორმალობაა, მაგრამ წერილიც ახლავს მათი, რომ უარს ამბობენ მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ის გავა მეორე მოსმენაზე და ჩავარდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთანავე, მდინარაძე აცხადებს, რომ უარის თქმა უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი ორივე კანონპროექტის მხარდაჭერაზე მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების შესრულების გარანტიად “პოლიტიკური გადაწყვეტილებას უკან ვერ წაღებას” ასახელებს.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხი, ახლა თუ პროტესტზეა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემდეგ, ეს წარმოუდგენელი ამბავია”, – აღნიშნა მდინარაძემ.

გასათვალისწინებელია, რომ მდინარაძის თქმითვე, შესაძლებელია უკვე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაც, “ეს არის წმინდა წყლის დეტალები და ტექნიკური ხასიათი”.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პლენარული სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას და რუსული კანონის ოფიციალურად ჩაგდებას, ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

დაკავებულების გათავისუფლება და კანონის ჩაგდება დაუყოვნებლივ — NGO-ების მოთხოვნები

შემდეგი

“გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა” — პაპუაშვილის წერილი ვენეციის კომისიას

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების