People participate in the San Francisco Pride parade in San Francisco, California on June 25, 2017. / AFP PHOTO / Josh Edelson (Photo credit should read JOSH EDELSON/AFP/Getty Images)

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

ასეთი პოლიტიკა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ლგბტ თემის გაძლიერებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეხმარება სხვადასხვა ქალაქს ტურისტების მოზიდვასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, ჯერ კიდევ არ არის მოგზაურობა ისეთი მარტივი, როგორც აქამდე იყო, გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (ლგბტ კულტურული და გასართობი ღონისძიებების რაოდენობა, პრაიდების მასშტაბები, მოსახლეობის მიმღებლობა, ლგბტ საზოგადოების მრავალრიცხოვნობა), შეგვიძლია, ყველაზე მეგობრულ ქალაქებად მივიჩნიოთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის:

თელ-ავივი – ისრაელი 

შუა აღმოსავლეთში მდებარე ეს ქალაქი მსოფლიოში ცნობილია ყველაზე შემწყნარებლური ლგბტ პოლიტიკით და ლგბტ მოსახლეობის მრავალრიცხოვნობით. ამასთან ერთად, თელ-ავივი ყოველწლიურად მასპინძლობს მასშტაბურ ლგბტ ღონისძიებებს, ლგბტ გამოფენებს, ლგბტ თეატრალურ და კინო ფესტივალს და მსოფლიოში ყველაზე ფერად და მხიარულ ღირსების მარშს.

ბერლინი – გერმანია 

გასული საუკუნის 20-იან წლებში ბერლინი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო მთელს მსოფლიოში, სადაც ლგბტ ადამიანებს მშვიდად შეეძლოთ ცხოვრება და საკუთარი თავის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური ძალების აღორძინებამ და მეორე მსოფლიო ომმა ვითარება შეცვალა, დღესდღეობით ბერლინი მაინც არის ლგბტ ადამიანების თავშესაფარი მთელი მსოფლიოდან.

ნიუ-იორკი – ამერიკის შეერთებული შტატები 

ნიუ-იორკი კიდევ ერთი ქალაქია, სადაც ლგბტ ცხოვრება დუღს და სხვადასხვა სექსუალური იდენტობის თუ ორიენტაციის ადამიანები ბედნიერად თანაცხოვრობენ. ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავიხსენებთ გასული საუკუნის ბობოქარ 60-იან წლებს, სტოუნვოლის აჯანყებას, რომელმაც ლგბტ უფლებებსა და ღირსების მარშის აღნიშვნას დაუდო სათავე.

სან ფრანცისკო – ამერიკის შეერთებული შტატები 

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გადაჭიმულ ქალაქ სან-ფრანცისკოს თამამად შეგვიძლია ქვიარ დისნეილენდი ვუწოდოთ. ამერიკაში რიგით მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში გვხვდება პირველი გეი უბანი და თუ კვლევებს დავუჯერებთ, ღამის ცხოვრებით განთქმული ქალაქის მოსახლეობის 15% საკუთარ თავს ლგბტ ოჯახს მიაკუთვნებს.

ბარსელონა – ესპანეთი 

2014 წელს ბარსელონამ ანტი-ჰომოფობიური კანონი მიიღო, რის მიხედვითაც ლგბტ პირების ფიზიკური თუ მორალური შევიწროვება 140.000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს. ბარსელონაში ყველა ლგბტ ადამიანი იპოვის სათავისო თავშესაქცევს, ქალაქში ყოველწლიურად იმართება გეი კინო-ფესტივალები, LGBT ლიტერატურული ღონისძიებები და რაც მთავარია, Circuit Festival –  ყველაზე დიდი მუსიკალური გეი ფესტივალი მთელს ევროპაში.

ამსტერდამი – ნიდერლანდები

„იცხოვრე და მიეცი საშუალება იცხოვრონ“ – ეს ყველაზე ცნობილი გამოთქმაა ამსტერდამში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამჯდარია ქალაქის მაცხოვრებლების ცნობიერებაში. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი წელია, როგორი პოლიტიკური ამინდი დგას სამყაროში, ამსტერდამელები ყოველთვის ღია არიან სხვადასხვა ცხოვრების წესისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიმართ, რაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური ყოველწლიური ღირსების მარში მეტყველებს.

ლონდონი – დიდი ბრიტანეთი

ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, მულტიკულტურული და ღია ქალაქია, რომელიც პატივს სცემს ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა და სექსუალური პრეფერენციებისა. ამასთან ერთად, გამორჩეულია დაუვიწყარი ღამის ცხოვრებით და კულტურული ღონისძიებებით, რომელიც მთელი მსოფლიოდან მილიონობით ლგბტ ადამიანს იზიდავს.

სან-პაულუ – ბრაზილია

ბრაზილიის ქალაქი სან-პაულუ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს მთლიანად ქვეყნისთვის და ეს დიდადაა დამოკიდებულია იმაზე, რომ ქალაქი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის. მართლაც, ქალაქში პირველი პრაიდის ფესტივალი 1997 წელს ჩატარდა და მას 2000-მდე ადამიანი დაესწრო, დღესდღეობით კი, სან-პაულუს პრაიდი ცნობილია თავისი მასშტაბურობით – პრაიდს სან-პაულუში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.

ტორონტო – კანადა 

სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ლგბტ ადამიანებისთვის კანადაა, მისი ყველაზე დიდი ქალაქი ტორონტო კი უამრავი გეი დასახლებებით, ლგბტ-მეგობრული ბარებით, რესტორნებით, კლუბებით, რეკრეაციული ადგილებით და კულტურული ღონისძიებებით, დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ ლგბტ საზოგადოებას, ასევე ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

წინა

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია

შემდეგი

არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა – გიორგი თაბაგარის განცხადება

ბოლო სიახლეები

ფედრა ცეცხლის ალში — ნინო ხარატიშვილის პიესის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

Facebook2Tweet0Shares2 28, 29 და 30 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook6Tweet0Shares6 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook11Tweet0Shares11 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook2Tweet0Shares2 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და