პოლიტიკა - Page 20

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. “ჩაიარონ, დიახ! არავის

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

ევროკავშირი მიესალმება “ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონპროექტის გაწვევაზე

/

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეხმიანება ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოსმიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსულ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე. განცხადების თანახმად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება აღნიშნულ გადაწვეტილებას და მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით.

მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით“, — ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადების მეშვეობით ვრცელდება, აღნიშნულ განცახადებას კი ტელეკომპანია იმედი აქვეყნებს.

მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ 9 და 10 მარტს იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე. ინფორმაცია იმის შესახებ, როდის გეგმავს მმართველი პარტია პირველი მოსმენით მიღებული კანონის მეორე მოსმენაზე გატანას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

აქციების ძალადობრივი დაშლის და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ორი კანონპროექტიდან პირველი, რუსულთან მიმსგავსებული, პირველი მოსმენითაა მიღებული, ხოლო მეორე, აშშ-სთან მიმსგავსებული — ჯერ არ განხილულია.

“პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შესაძლებელია). ასევე, მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი, ხოლო ანტიდასავლურმა მოძმარაობა ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე”, — წერს ვახუშტი მენაბდე.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

შსს-ს ინფორმაციით, 7 და 8 მარტს აქციაზე ჯამში 134 მოქალაქეა დაკავებული. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

“ოცნების” დაპირებით, რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ და განხილვას არ გააგრძელებენ

/

საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადების მეშვეობით ვრცელდება, აღნიშნულ განცახადებას კი ტელეკომპანია იმედი აქვეყნებს.

“ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ 9 და 10 მარტს იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე. ინფორმაცია იმის შესახებ, როდის გეგმავს მმართველი პარტია პირველი მოსმენით მიღებული კანონის მეორე მოსმენაზე გატანას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებას იურისტები ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ორი კანონპროექტიდან პირველი, რუსულთან მიმსგავსებული, პირველი მოსმენითაა მიღებული, ხოლო მეორე, აშშ-სთან მიმსგავსებული — ჯერ არ განხილულია.

“პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შესაძლებელია). ასევე, მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი, ხოლო ანტიდასავლურმა მოძმარაობა ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე”, — წერს ვახუშტი მენაბდე.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

შსს-ს ინფორმაციით, 7 და 8 მარტს აქციაზე ჯამში 134 მოქალაქეა დაკავებული. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

პარლამენტთან გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც

/

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშვეთის ტაძარს შეაფარა თავი, ნაწილმა კი — მეტროსადგურ თავისუფლებას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ცრემლსადენი გაზი იგრძნობა მეტროშიც.

ამას წინ უძღოდა წყლის ჭავლის გამოყენება — თავდაპირველად პარლამენტის ეზოდან, შემდგომ კი, შენობიდან და ბოლოს ქუჩაზეც. მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართული დროებითი რკინის ჯებირი დაშალა, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენების დროს თავადვე ჩიტაძის ქუჩაზე გადაიტანეს.

ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ჭავლთან ერთად, გაშვებული იყო, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც და გართულებული იყო სუნთქვა, აქვთ თვალების წვა. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს მოუწოდებენ, ნუ გამოიყენებენ ძალას და გადავიდნენ მოქალაქეების მხარეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა, რომ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა გავიდა.

პარლამენტთან აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

/

თავდაპირველად პარლამენტის ეზოდან, შემდგომ კი, შენობიდან, აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს. ჩიტაძის ქუჩაზე გამოჩნდა სპეცრაზმიც, ამის შემდეგ კი, წყლის ჭავლი გაუშვეს ჩიტაძის ქუჩაზეც. ამას წინ უძღოდა აქციის მონაწილეების ნაწილის მიერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართული დროებითი რკინის ჯებირის დაშლა, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენების დროს აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე გადაიტანეს.

ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ჭავლთან ერთად, გაშვებულია, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც და გართულებულია სუნთქვა, აქვთ თვალების წვა. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს მოუწოდებენ, ნუ გამოიყენებენ ძალას და გადავიდნენ მოქალაქეების მხარეს.

უშუალოდ ქუჩაში წყლის ჭავლის გამოყენებამდე გაისმა გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სპეციალური ზომების გამოყენების შესახებ აფრთხილებდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა, რომ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა გავიდა.

რუსულ კანონთან დაკავშირებით 16 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

/

რუსულ კანონთან დაკავშირებით 16 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.

“ჩვენ, ხელმომეწერი ევროპარლამენტარები, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საქართველოს პროევროპულ გზას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის მომზადებაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციის და შეზღუდვის სამომავლო მცდელობებისგან და სანაცვლოდ, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ სწრაფვაში — მიზანი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ მის მისაღწევად დახმარებისთვის”, — აცხადებენ ევროპარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პეტრას აუსტრევიჩიუსი — ლიტვა
  2. მაიკლ გალერი — გერმანია
  3. სვენ მიკსერი — ესტონეთი
  4. ვიოლა ფონ კრამონი — გერმანია
  5. ანა ფოტიგა — პოლონეთი
  6. ნატალი ლუაზო — საფრანგეთი
  7. ანდრიუს კუბილიუსი — ლიტვა
  8. მარინა კალიურანდი — ესტონეთი
  9. ჰილდე ვაუტმანსი — ბელგია
  10. მირიამ ლექსმანი — სლოვაკეთი
  11. თაის როიტენი — ნიდერლანდები
  12. მარკეტა გრეგოროვა — ჩეხეთი
  13. კარენ მელქიორ — დანია
  14. რაფაელ გლუკსმანი — საფრანგეთი
  15. ურმას პაეტი — ესტონეთი
  16. იოზას ოლეკასი — ლიტვა

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქცია გაიმართა გუშინაც, სადაც ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.

ჩვენი გაჩუმება, დაშინება და მითუმეტეს, დამარცხება შეუძლებელია — თამთა მელაშვილი

//

დღეს, 8 მარტს გამართულ ქალთა მარში, “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ” გაიმართა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციაზე სიტყვით გამოვიდა თამთა მელაშვილიც. გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:

“ჩვენი გაჩუმება, დაშინება და მითუმეტეს, დამარცხება შეუძლებელია.

იმიტომ, რომ ჩვენ:

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც საუკუნეების განავლობაში ქმნიდა, აზიარებდა და გადასცემდა ცოდნას;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც ყველაზე მეტად იცოდა მეგობრობის, მხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასი;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც ასრულებდა მძიმე და დაუფასებელ შინ შრომას და მაინც შეეძლო თავდაუხრელი ყოფილიყო;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც იბრძოდა განათლებისათვის. იმ მასწავლებლების, სრულიად ახალგაზრდა ქალების, ვინც თვითონ ისწავლიდა თუ არა წერა-კითხვას, მაშინვე სხვას ასწავლიდა; ვინც ყველა სოფელსა და ქალაქს მოედო და საქართველოს წერა-კითხვა ასწავლა საუკუნენახევრის წინ;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წერდა და ლაპარაკობდა თავისუფლებაზე, თანასწორობასა და საარჩევნო ხმის უფლებაზე და ვინც ნამდვილად იცოდა ამ ყველაფრის ფასი;

ჩვენ იმ მშრომელი ქალების შთამომვლები ვართ, ვინც საუკუნეზე მეტი ხნის წინ იფიცებოდა ქარხნებსა და ფაბრიკებში;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც ტრიბუნაზე ძალის გამოყენებით ადიოდა, მერე სიბრაზისგან აკანკალებული ხმით რომ ელაპარაკა უსამართლობაზე;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც გარიყული, აუღიარებელი, შრომით დაქანცული, ღამით, შვილების დაძინების შემდეგ, კაბის კალთაზე დადებულ ფურცლის ნაგლეჯზე წერდა პოეზიას;

იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც გულაგი გამოიარა და ცხოვრება გააგრძელა.

ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც საათობით ვიდექით პურის რიგში, თითქმის არაფრისგან ვაკეთებდით სადილს და მაინც შეგვეძლო ოჯახის გამოკვება;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც ლამფის შუქზე ვსწავლობდით და ვისწავლეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა ამ ქვეყნის მომავალი;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც დავკარგეთ სახლი, უახლოესი ადამიანები, საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ომი და დღემდე ვიბრძვით ღირსეული ცხოვრებისთვის;

ის ქალები ვართ, ვინც ვცხოვრობთ, ვშრომობთ და შვილებს ვზრდით საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც არც კი მოახლოებიან ის ადამიანები, ვისაც დღეს უნდა, რომ ჩვენი ბედი თავად გადაწყვიტოს;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც წლობით და ათწლულობით ვცხოვრობთ სამშობლოსგან შორს, უმძიმეს შრომაში და ჩვენი გზავნილებით მხოლოდ საკუთარ ოჯახს კი არა, ქვეყანას ვარჩენთ;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვისთვისაც რიონის ხმა იავნანაა და ვინც ასე დავიცავით რიონის ხეობა;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც 2013 წლის 17 მაისს და მას შემდეგ, არაერთ 17 მაისს გამოვედით ჩვენი თავისთვის, ჩვენი სიყვარულისთვის,

ჩვენი მეგობრების სიყვარულისთვის;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც ბრძოლით მოვიპოვეთ პანდუსები საჯარო სივრცეებში;

ჩვენ ის ქალები ვართ, ვისაც საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის შეუძლებელის გაკეთება შეგვიძლია;

ის ქალები ვართ, ვის თავზეც გადაიარა პანდემიამ, შინ თუ გარეთ, სახლებსა თუ საავადმყოფოებში;

ის ქალები ვართ, ვინც ზუსტად ვიცით, როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ შევეწინააღმდეგოთ მას;

ის ქალები ვართ, ვინც ზუსტად ვიცით თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი გამოხატვის ფასი.

და როგორ ფიქრობთ, ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს წინაშე მდგარ ამ ბოროტ ძალას შეუძლია ჩვენი დამარცხება?

არა!

არასოდეს!

არცერთ შემთხვევაში!

გამარჯვება მხოლოდ ჩვენია!”.

დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ, ყველაზე მძიმედ ჯაფარიძეა — ომბუდსმენი

/

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ახლადარჩეულმა ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი და მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები მოინახულეს.

“სახალხო დამცველი პირადად შეხვდა და ესაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ 25 მოქალაქეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა მოძრაობის გართულება, თუმცა, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული”, — აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს არ ჰყავს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატი მათ ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და კომუნიკაციაში ეხმარება.

გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.

კანონის გახმობა და დაკავებულების გათავისუფლება — ვაშაძემ მოთხოვნები გამოაცხადა

/

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე ხელისუფლების მიმართ ორი მოთხოვნა წამოაყენა და შესასრულებლად ერთსაათიანი ვადა მისცა.

“დაუყოვლებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან და ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული”, — თქვა მან.

მისი განცხადებით, სხვა შემთხვევაში იქნება შემდგომი ნაბიჯები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქცია გაიმართა გუშინაც, სადაც ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.

ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია — აშშ

/

ამერკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია.

“მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად”, — აცხადებენ საელჩოში.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქცია გაიმართა გუშინაც, სადაც ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას — შარლ მიშელი

/
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს.
“ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. “უცხოური გავლენის” შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის გასაღები“, — დაწერა მიშელმა Twitter-ზე.

განცხადება ასევე გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

პარლამენტმა 7 მარტს, დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის „უცხოეთის გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია იმართებოდა.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.