დეკემბერი 2023 - Page 2

რომის პაპის თქმით კათოლიკე მღდვლებს შეუძლიათ ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა

/

რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ფრამცისკემ განაცხადა, რომ მღვდლებს ეძლევათ უფლება დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები “განსაკუთრებულ შემთხვევებში”, რომელიც არ ექნება სისტემატური, რეგულარული ხასიათის და არ იქნება რელიგიური რიტუალების ნაწილი. ასევე, დალოცვა არ ეხება სამოქალაქო გაერთიანებებსა და ქორწილებს. პაპმა აღნიშნა, რომ ქორწინებას ის კვლავ განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის ერთობას.

პაპმა აღნიშნული გადაწყვეტილება 18 დეკემბერს დოკუმენტის სახით დაამტკიცა. მისი თქმით ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ღმერთი მიესალმება და კარს უღებს ყველას”, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვიარ ადამიანების დალოცვის საკითხს თითოეული მღვდელი წყვეტს ინდივიდუალურად.

 

გამოყენებული წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-67751600

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

//

კოსოვოს დედქალაქ პრიშტინაში ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას ორი ქართველო სპორტსმენი, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი იღებდა. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამარცხდა.

ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში კოსოვოელი ოლიმპიური ჩემპიონი ნორა გჯაკოვა, ხოლო ფინალში ისრაელელი ტიმნა ნელსონ-ლევი დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. ოქროს მედალთან ერთად სპორტსმენმა 55 ათასი ევრო მოიგო.

 

2024 წლის ევროვიზიაზე ბრიტანეთს ოლი ალექსანდერი წარმოადგენს

//

 

 

ცნობილია მომავალი წლის ევროვიზიის კონკურსზე ბრიტანეთის წარმომადგენლის ვინაობა. ოლი ალექსანდერი ევროვიზიაზე ბრიტანეთის სახელით იმღერებს. “ძალიან მიყვარს ევროვიზიის კონკურსი. ოცნებები ხდება, ძალიან ბედნიერი ვარ” – აცხადებს მომღერალი და მის ინსტაგრამ პროფილზე გრაფაში “ბიო” წარწერას ცვლის: “being gay for Eurovision 2024.”

ევროვიზიის ღონისძიება შვედეთში, ქალაქ მალმოში გაიმართება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსანდერის გულშემატკივრები გახარებული არიან და სოციალური ქსელში აქტიურობენ.

PornHub-ის წლიური ანგარიში კვლავ საინტერესოდ გამოიყურება

//

PornHub-მა წლიური ანგარიში გამოქვეყნა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია მსოფლიოში პორნოს მოხმარების ტენდენციების შესახებ. აღმოჩნდა, რომ 2023 წელს საიტზე მომხმარებელი კაცები ყველაზე მეტად ეძებდნენ პორნო მასალას, სიტყვებით: “Mature”, “Milf” და “Granny”. ასევე, მიმდინარე წელს აქტიურად შემოვიდა საძიებო სიტყვა “AI Robot”.

რაც შეეხება დემოგრაფიულ მონაცემებს, PornHub-ზე გაიზარდა მომხმარებელი “ბუმერების” (55+) რაოდენობა. მათი ნახევარზე მეტი (55%) ეძებდა ტრანსგენდერი ადამიანების პორნო ვიდოებს.

საიტის ქვიარ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ ვიდეო მასალას სიტყვებით: “Twink”, “Anime”, “Furry” და  “curious straight friends”. საინტერესოა, რომ სიტყვა “straight”-ით პორნო მასალის ძიების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 2023 წელს გაზრდილია.

პორნო საიტზე ზოგად პოპულაციაში კვლავ აქტიურად ეძებენ უნიფორმების შემცველ ვიდოებს, სიტვყვებით: “Uniform”, “Soldier”, “Gay soldier”, “Therapy”, “Therapy Sex”. დომინირებს საძიებო სიტყვები: “Big”, “Biggest”, “Huge tits”, “Huge cock”. წინა წლების მსგავსად, ერთ-ერთი პოპულარული საძიებო სიტყვაა “Lesbian”.

 

გამოყენებული წყარო: https://www.pornhub.com/insights/2023-year-in-review

რა სერვისებს სთავაზობენ ქვიარებს ორგანიზაციები საქართველოში

 

მოცემული პუბლიკაციის მომზადების პროცესში ჩვენ ვეცადეთ საქართველოს მასშტაბით შეგვეგროვებინა სპეციფიურად ლგბტქი თემის წევრებისთვის გათვალისწინებული,  ძირითადად გადასახადისგან თავისუფალი სერვისების შესახებ ინფორმაცია. შესაძლებელია ქვიარებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ისეთი სერვისებიც, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი ან ისეთი სერვისები, რომელიც მოსახლეობის უფრო ფართო პოპულაციაზეა გათვალილი.

თუ თქვენ რაიმე სახის დახმარება გჭირდებათ სერვისების მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მოგვწერეთ ონლაინ გამოცემა ქვიარის ელ. ფოსტის მეშვეობით [email protected]  და ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაში.

საქართველოში სპეციფიურად ლგბტქი თემის წევრებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები და მათი გამწევი ორგანიზაციებია:

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

სათემო ორგანიზაცია ქვიარ ადამიანებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

უფასო და ანონიმური ტესტირება აივ ინფექციაზე

  • ტესტირებამდე და ტესტირების შემდგომ გათვალისწინებულია ნებაყოფლობითი კონსულტირება, რომლის დახმარებით მიიღებთ აივ ინფექციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს;
  • სწრაფი ტესტირება (დაახლოებით 20 წუთში გაიგებთ თქვენს აივ სტატუსს).
  • დამატებით შეგიძლიათ მიიღოთ ლუბრიკანტი, კონდომი და PrEP-ი.

მომსახურეობის გაწევის ადგილია თანასწორობის მოძრაობის ოფისი მისამართზე – თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19. მომსახურეობის გაწევის საათებია 12:00 – 19:00 (წინასწარი ჩაწერის გარეშე). ვიზიტამდე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას ტელეფონით (0322 47 97 48), ან ფეისბუკით Equality Movement ან ელ. ფოსტის მეშვეობით [email protected]

გაითვალისწინეთ, რომ აივ ინფექციის სწრაფი ტესტით აღმოჩენა ინფიცირებიდან 3 თვის განმავლობაში შეიძლება ვერ მოხერხდეს, ვინაიდან აივ-ს სხვა ვირუსების მსგავსად ინკუბაციის პერიოდი (ფანჯრის პერიოდი) გააჩნია.

თანასწორობის მოძრაობაში ასევე შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისები:

             ექიმის უფასო კონსულტაცია:

  • თერაპევტი
  • ფსიქიატრი
  • ენდოკრინოლოგი
  • დერმატოლოგი

            ფსიქოლოგის მომსახურება, რომელიც მოიცავს:

  • 6-დან 12 სესიამდე ფსიქოთერაპიას
  • ფსიქო კონსულტირებას
  • ინდივიდუალურ თერაპიას
  • მხარდამჭერი გეგმის შემუშავებას მულტიდისციპლინარული გუნდთან ერთად

             იურისტის მომსახურება:

  • ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით ადვოკატირება.
  • უფასო იურიდიული დახმარება თუ თქვენი უფლებები ილახება სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ან ექსპრესიის საფუძვლით – ხართ ძალადობის, დისკრიმინაციის, შანტაჟის, მუქარის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ირღვევა თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ან/და სხვაგვარად ილახება თქვენი უფლებები.

             სოციალური მუშაკის ჩართულობით:

  • მომსახურეობის მიმღებთა საჭიროებების შეფასება
  • მათი კონსულტირება და სოციალური ფუნქციონირების ამაღლება
  • მხარდაჭერა/გაძლიერება
  • საჭიროებისას სხვადასხვა სერვისებში გადამისამართება
  • დოკუმენტების მომზადება

სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ორგანიზაციის ვებ გვერდს https://equality.ge/

თანასწორობის მოძრაობის სერვისების მისაღებად მიმართეთ ორგანიზაციას შემდეგ მისამართზე – უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19 ან დაუკავშირდეთ ორგანიზაციას ტელეფონით (0322 47 97 48), ფეისბუკით Equality Movement ან ელ. ფოსტის მეშვეობით [email protected]

Prep

ორგანიზაციაში ხელმისაწვდომია მედიკამენტი პრეპი (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექციის/შიდსის პრევენციისთვის. პრეპარატი აივ ინფექსიისგან დაცვის 99%-მდე გარანტიას უზრუნველყოფს. მედიკამენტის მიღების რეჟიებია – ყოველდღიურად და სიტუაციურად.

სიტუაციურად მიღება რეკომენდირებულია, როდესაც სქესობრივი კავშირის სიხშირე არ აღემატება კვირაში 2-ს და შესაძლებელია მისი წინასწარ პროგნოზირება.

PEP 

პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა აივ ინფექციის/შიდსის პრევენციისთვის მოიცავს მკურნალობის 28 დღიანი კურსის გავლას მათთვის, ვინც არ არის აივ დადებითი, მაგრამ ჰქონდა სარისკო კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში.

        გამოიწერე აივ-ის სწრაფი ტესტი Grindr-ის მეშვეობით:

  • თვითტესტების, კონდომების და ლუბრიკანტების შეკვეთა
  • სპეციალურად შექმნილი Selftest Express სისტემა მომხმარებლებს გამარტივებული შეკვეთის საშუალებას აძლევს.

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თვითტესტირებაზე სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე: https://www.selftest.ge/ka

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

სათემო ორგანიზაცია ძირითადად ქვიარ ქალთა და ტრანს თემის გაძლიერებაზე მუშაობს. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე https://wisg.org/ka გამოქვეყნებულია შემდეგი სერვისების აღწერა:

             სოციალური მუშაკი

  • მომსახურეობის მისაღებად მისული ადამიანის საჭიროებების შეფასება
  • სასურველი ცვლილებების გეგმის შედგენა
  • საჭიროებების მიხედვით ორგანიზაციის შიგნით თუ სხვა ორგანიზაციაში გადამისამართება
  • თანხლება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღებაში დახმარება
  • რეალიზებასა და დასაქმებაში დახმარება
  • საჭიროებისას და ბენეფიციარის თანხმობის შემთხვევაში ოჯახის წევრებთან მუშაობა
  • არასრუწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში მშობლის ან/და კანონიერი სხვა წარმომადგენლის თანხმიბით მუშაობა

             იურისტი

  • სამართლებრივი დახმარება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე (სახელმწიფო უწყებებსა და სასამართლოში)
  • სტრატეგიული სამართალწარმოება (საკონსტიტუციო სასამართლო, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და გაერო)

             ფსიქოლოგი

  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
  • ფსიქოკონსულტირება, ფსიქოგანათლება, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის
  • კონფიდენციალური, უსაფრთხო სივრცის შექმნა სერვისის მიმღებთათვის

 

სექსოლოგის კონსულტირება

 

  • გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • პარტნიორულ ურთიერთობების ნიუანსებზე
  • მიმღებლობის დიაპაზონსა და რეპერტუარზე
  • სექსუალური დარღვევების გამორიცხვასა და პრევენციაზე
  • საკუთარი სექსუალობის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ინდივიდუალური თავისებურებების შეფასება ექიმთან ერთად
  • სრულიად კონფიდენციალურია და დაცულია ეთიკის საერთაშორისო სტანდატრებით

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ მოწოდებული სერვისებით სარგებლობისთვის უნდა დაუკავშირდეთ ორგანიზაციას ტელეფონით: 595 19 03 03 ან ელ. ფოსტით: [email protected] დეტალური ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე https://wisg.org/ka

თემიდა (Temida)

სათემო ორგანიზაცია ძირითადად ტრანს და ქვიარ თემის უფლებების, ასევე ინტერესების დაცვაზე მუშაობს. თემიდა-ს ვებ-გვერდზე https://temida.org.ge/ შემდეგი სერვისების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული:

დროებითი საცხოვრისი

ძალადობის მსხვერპლი ან სხვა კრიზისულ მდგომარეობაში ლგბტქი თემის წევრებისთვის:

  • საცხოვრებელში განთავსება
  • სამჯერადი კვება
  • სოციალური მუშაკის მომსახურება
  • ფსიქოლოგის მომსახურება
  • სამედიცინო მომსახურება
  • დასაქმების კონსულტაცია

სერვისის მისაღებად 24/7 დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონზე: 599 42 83 31 ან მიწერეთ [email protected]

დასაქმების კონსულტაცია ტრანს და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირთათვის

  • დასაქმების შესაძლებლობებზე
  • შრომით უფლებებზე
  • უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების ხელშეწყობა
  • პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალური მომსახურება

ჯგუფური კონსულტაციები იმართება თვეში ერთხელ. დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

სოციალური სამუშაო ქვიარებისთვის

კრიზისულ სიტუაციებში ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის:

  • სოციალური თანხლება ნებისმიერ დაწესებულებაში (კლინიკა, სახელმწიფო დაწესებულება, პოლიცია და ა. შ.)
  • გადაუდებელი სამედიცინო ხარჯების ან/და მედიკამენტების თანადაფინანსება
  • საკვებით უზრუნველყოფა
  • დასაქმების კონსულტაცია
  • საცხოვრისის პოვნა
  • ჰორმონალური თერაპიის კონსულტაცია
  • ოჯახის წევრების კონსულტაცია გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე

სერვისის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონით: 555 958 116 ან ელ. ფოსტით [email protected] სამუშაო დროები: სამშაბათი – შაბათი, 12:00-დან 18:00 საათი.

უფასო იურიდიული დახმარება

  • სასამართლო წარმომადგენლობა
  • სამართლებრივი კონსულტაცია
  • სამართლებრივი დახმარება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე

თუ სექსუალური ორიენტაციისა ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ხართ დისკრიმინაციის და ძალადობის, ან დისკრიმინაციის მსხვერპლი დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონზე: 555 95 81 16 ან ელ. ფოსტით [email protected] სამუშაო დროები: სამშაბათი – შაბათი, 12:00-დან 18:00 საათი.

თანასწორთა კონსულტაცია

გენდერულ ტრანზიციაზე ინფორმაციის მიღება სხვა ტრანს/არაბინარული ადამიანისგან, რომელსაც თანასწორ განმანათლებელსაც უწოდებენ. კონსულტაცია შესაძლებელია ონლაინ ან ოფისში მოსვლით შემდეგ საკითხებზე:

  • ჰორმონალური თერაპია
  • მკერდის რეკონსტრუქცია
  • გენიტალიების რეკონსტრუქცია
  • მეგობრული კლინიკები და ექიმები
  • მეტყველების თერაპია
  • რესურსები სექსოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონზე: 555 95 81 16 ან ელ. ფოსტით [email protected] სამუშაო დროები: სამშაბათი – შაბათი, 12:00-დან 18:00 საათი.

აივ პრევენციის პაკეტი

ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის აივ და სხვა სქესობრივი ინფექციების პრევენციულ პაკეტში შედის:

  • კონდომები (პრეზერვატივები).
  • ლუბრიკანტები
  • აივ ინფექციის სწრაფი ტესტი

შესაძლებელია მეგობრულ ექიმთან/კონსულტანტთან ჩაიტაროთ ტესტირება და მკურნალობა სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე:

  • სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, სოკოვანი დაავადებები
  • B და C ჰეპატიტები

სერვისის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონზე: 555 95 81 16 ან ელ. ფოსტით [email protected] სამუშაო დროები: სამშაბათი – შაბათი, 12:00-დან 18:00 საათი.

ფსიქოლოგის კონსულტაცია

  • ფსიქოლოგის უფასო მომსახურება კონფიდენციალურობის სრული დაცვით
  • ფსიქო-დიაგნოსტიკა, თერაპია
  • საჭიროებისას შესაბამის სპეციზლისტთან გადამისამართება

მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონზე: 599 42 83 31 ან ელ. ფოსტით [email protected]

სახელის შეცვლის სერვისი

პირადობაში სახელის შეცვლის მსურველთათვის უფასო სერვისი მოიცავს:

  • იუსტიციის სახლსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ვიზიტის დროს თანხლებას
  • პირადობის დოკუმენტებში და სხვა საბუთებში ცვლილებებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯის დაფინანსება

სერვისის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზაციას ტელეფონზე: 555 95 81 16 ან ელ. ფოსტით [email protected] სამუშაო დროები: სამშაბათი – შაბათი, 12:00-დან 18:00 საათი.

 

Tbilisi Pride

ორგანიზაციის ძირითადი მისიაა საქართველოში ლგბტქი თემის ხილვადობის ხელშეწყობა და უფლებების ადვოკატირება თბილისი პრაიდის ყოველწლიური საჯარო ღონისძიებების ორგანიზებით. ამასთან ორგანიზაცია ქვიარებს შემდეგ შესაძლებლობებსაც სთავაზობს:

The Drag Ball – ღონისძიებების სერია, რომლის მიზანია ლგბტქ+ ხელოვანების მხარდაჭერა.

ამაყი ოჯახები – ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ოჯახებს სიყვარულსა და ერთმანეთის მხარდაჭერას დააფუძნონ ურთიერთობები.

აქტივისტური ბანაკები – საგანმანათლებლო პრაქტიკა, მიმართული ლგბტქი თემის წევრების, ლიდერებისა და აქტივისტების გაძლიერებაზე.

ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდს https://tbilisipride.ge/ 

საქართველოს მასშტაბით სხვა ორგანიზაციები, სადაც შესაძლებელია მიიღოთ სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებული სერვისები:

 

თანადგომა  – სგგდ ტესტირება, აივ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

თბილისი, არჩილ ქურდიანის ქ. 21, ტელ. 235 63 21, 235 63 12, 235 21 32 ელ. ფოსტა:

[email protected] ვებ-გვერდი: www.tanadgoma.ge

ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. 206, ტელ. 0415 22 92 99

ყვარელი, სოფ. გრემი, ტელ. 599 98 63 68

თელავი, ერეკლე II გამზ. 21, ტელ. 0350 27 83 82

ქუთაისი, ოცხელის ქ. 2, ტელ. 0431 26 50 27

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი – აივ ტესტირება, არვ თერაპია, C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამა

თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, ტელ. 032 239 80 18, ელ. ფოსტა: [email protected] ვებ გვერდი https://www.aidscenter.ge/index.php

 

შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულიოზის რეგიონალური ცენტრი – აივ-ის და ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკა, არვ თერაპია

ბათუმი, თაბუკაშვილის 17, ტელ. 422294571

 

შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“ – C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამა

თბილისი, ლიუბლიანას 18/20, ტელ. 032 243 11 11

 

ტუბერკულიოზის ცანტრი – ტუბერკულიოზის მკურნალობა

თბილისი, აჭარის ქ. 8, ტელ. 032 291 02 51

 

იდენტობა – აივ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

ბათუმი, რუსთაველის ქ. 21, ტელ. 557 68 59 69

ქუთაისი, თამარ მეფის #98 | 577 10 28 47

 

ახალი გზა – აივ ტესტირება, სგგდ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

სამტრედია, ჭავჭავაძის 1. 52, ტელ. 558 278 683

ფოთი, ბ. კოკაიას 1. 39, ტელ. 577 454 595

 

ასოციაცია ქსენონი – აივ ტესტირება, სგგდ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

ზუგდიდი, პეტრე იბერის ქ. 1, ტელ. 599 719 757

 

ახალი ვექტორი – აივ ტესტირება, სგგდ კონდომები, ლუბრიკანტები

რუსთავი, მერაბ კოსტავას ქ. 8/2, ტელ. 595 93 09 59

 

ფემინქსი – 2009 – აივ ტესტირება, სგგდ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

ოზურგეთი, 26 მაისის ქ. 20, ტელ. 599 11 64 01

 

ახალი გზა – აივ ტესტირება, სგგდ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

ქუთაისი, პუშკინის ქ. 10, ტელ. 595 616 115

 

კავშირი „იმედი“ – აივ ტესტირება, სგგდ ტესტირება, კონდომები, ლუბრიკანტები

ბათუმი, მელიქიშვილის ქ. 35, ტელ. 595 272 154

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რატომ გვაქვს საახალწლო შფოთვა და როგორ შევამციროთ ის

 

შობა-ახალი წელი დასვენების, გართობის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ყოფნის დროა. მიუხედავად იმისა, რა პრიორიტეტები გავაქვს და როგორ აღვნიშნავთ ახალ წელს, დღესასწაულებთან დაკავშირებით გარშემო არსებულმა აჟიოტაჟმა შესაძლოა შფოთვა და სტრესი მოგვგვაროს. მათთვის კი, ვისაც  დეპრესია ან შფოთვა უკვე აქვს, საახალწლოდ ბედნიერად ყოფნისა და აღნიშნის წნეხმა შესაძლოა მეტად დაუმძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი.

საახალწლო შფოთვის სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • შიშის მძაფრი შეგრძნება
  • ჩაძინების პრობლემა, უძილობა
  • მარტოობის, უიმედობის, მოწყენილობის შეგრძნება
  • კვებითი პატერნების ცვლილება
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომატებული/ჭარბი მოხმარება
  • გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა (Mood swings)
  • დაძაბულობა სხეულში
  • გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავი
  • გულის აჩქარება და პირის სიმშრალე

შესაძლოა, მიმდინარე პერიოდში სტრესს განვიცდიდეთ და საახალწლო შფოთვაში აგვერიოს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დისტრესსაც ახასიათებს. თავის მხრივ, შფოთვა იწვევს სტრესს. რაც არ უნდა იყოს, საკუთარ თავზე მეტად დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, უკეთ ვეძიოთ და შევაფასოთ სტრესისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები.

 

რატომ გვახასიათებს შფოთვა ან დეპრესია საახალწლოდ

გარშემო ყველა გვეუბნება (პირდაპირ ან ირიბად), რომ ახალ წელს უნდა ვიყოთ კარგად, მხიარული, ბედნიერი, ენერგიული, კომუნიკალებული და ა.შ. თუ ამ პერიოდში ვგრძნობ ინტენსიურ მოწყენილობას, უიმედობას, უენერგიობას, შფოთვას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, რადგან გარშემო ყველა მხიარულობს და იქმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს მარტო ვართ მოწყენილი ამდენ ბედნიერ ადამიანს შორის.

დღესასწაულები ამძაფრებენ მარტოობის შეგრძნებას. ასევე, წარსული გამოცდილება, რომელიც პირდაპ არც უკავშირდება ახალ წელს, ხშირად იჩენს ხოლმე თავს. თუ მიმდინარე პერიოდში ან ცოტა ხნის წინ ჩვენ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა, მაგალითად: დაშორება, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, სამსახურიდან წამოსვლა და ა.შ. ამ ყველაფერმა შესაძლოა გაამძაფროს მარტოობის შეგრძნება, სტრესი და შფოთვა.

 

როგორ ვმართოთ საახალწლო შფოთვა

მარტოობის შეგრძნება და სტრესი შესაძლოა მენტალურ საკითხებს უკავშირდებოდეს და მას დაკვირვება და სპეციალისტთან ერთად მართვა ჭირდება.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი საახალწლო სტრესი რას უკავშირდება, შეგვიძლია შევამციროთ ის და დღესასწაული მეტად მშვიდად, სტაბილურად გადავიაროთ.

მარტოობის შეგრძნების შემთხვევაში:

გავაღვივოთ მადლიერების შეგრძნება ყველას გვაქვს რამე ან გვყავს ის ადამიანები, რის/ვის გამოც თუნდაც პატარ-პატარა ბედნიერებას ვგრძნობთ დროდადრო. მათი ყოვედღიური გახსენება გვეხმარება გუნება-განწყობის ამაღლებასა და ზოგადად, მეტად პოზიტიური ფიქრების შენარჩუნებაში.

ქველმოქმედება/მოხალისეობაწელიწადის ნებისმიერ დროს კარგია და დამხმარე ყველასთვის, თუმცა დღესასწაულზე ემოციებისა თუ ნივთების გაცემა ორმაგად დამხმარე და ემოციურია. ქველმოქმედება/მოხალისეობაში არა მხოლოდ ფულისა და ნივთების გაცემა მოიაზრება, არამედ ადამიანთან ყოფნა, მასთან დროის გატარებაც.

ადამიანებთან ყოფნა – მარტოობის შეგრძნებას ამსუბუქებს ისეთ ადამიანებთან ყოფნა და კომუნიკაცია, ვისთანაც უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. მიუხედავად იმისა, რომ სტრესმა შესაძლოა გაართულოს ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციისა და ნახვის სურვილი/შესაძლებლობა, კომფორტული საკომუნიკაციო არხის შერჩევითა და პატარა ნაბიჯების გადადგმით სავსებით შესაძლებელია თავი უკეთესად ვიგრძნოთ.  იმ შემთხვევაში, თუ ახლახანს განვიცადეთ ახლობელი ადამიანის დაკარგვა, შესაძლოა კომუნუკაცია დაგვეხმაროს გლოვის შემცირებაში.

 

 

შფოთვისა და დეპრესიის დროს დაგვეხმარება:

  • „სოციალური შედარებისგან“ თავის არიდება – რაც გულისხმობს სოციალურ ქსელში ან ნებისმიერ სივრცეში მხიარული ადამიანებისთვის ჩვენი თავის შედარებას, რაც იწვევს მსგავს ფიქრებს, „ის უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მე,“ „ის უფრო, წარმატებულია“ და ა.შ. ჩვენ რეალურად არ ვიცით სხვისი, ერთი შეხედვით მხიარულების მიღმა რა რეალობაა და ასევე, სხვებთან შედარება ნეგატიურად აისახება ჩვენ თავდაჯერებულობაზე.
  • ოჯახთან მიმართებით რეალისტური მოლოდინების ქონა. თუ შობა-ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდებით, ხშირად ეს დამატებით სტრესს იწვევს. ჩვენ ვიცნობთ ოჯახის წევრებს, ვიცით რას უნდა ველოდოთ და ის მოლოდინი, რომ წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება, დიდწილად არარეალისტურია და იმედგაცრუებას იწვევს.
  • არას“ და „კის“ თქმა გააზრებულად – საკუთარი ჯანმრთელობის, კარგად ყოფნისა და ზოგადად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწვეტილება ნაკლებ სტრესს ჰგვრის და ახალ წელს კი, კომფორტულს ხდის. ახლობელი ადამიანები გაგვიგებენ, რატომ ვამბობთ უარს სადმე წასვლაზე ან რაღაცის არ გაკეთებაზე. თუ ამ ეტაპზე ვერ გვიგებენ, ჩვენ სინდისის ქენჯნასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.
  • დახმარების თხოვნა და მიღება – თუ ვატყობთ, რომ მარტო ვერ ვუმკლავდებით სტრესსა და შფოთვას, ახლობელ ადამიანს ან სპეციალისტს მივმართავთ. ახალ წელს დახმარების თხოვნა არა თუ ბარიერი, არამედ პირიქით, კარგი დროა.
  • დადასტურებულია, რომ შფოთვას ამცირებს აფირმაციები და სუნთქვის სავარჯიშოები. ისინი ადვილად გასაკეთებელია და არ მოითხოვს დიდი დროს.

სუნთქვისას მარტივი სავარჯიშოთი შეგვიძლია დავიწყოთ, როგორიც არის 3-5 წუთით მხოლოდ საკუთარი სუნთქვის მოსმენა და მასზე დაკვირვება. შემდეგ შესაძლოა 4-2-4 სავარჯიშოს გაკეთებაც: ოთხ თვლაზე შესუნთქვა, 2 თვლამდე სუნთქვის შეკავება და 4 თვლაზე ამოსუნთქვა.

აფირმაციები მტკიცებულებითი წინადადებებია, რომელიც ძალიან ეფექტური და ამავდროულად, ძალიან მარტივად შესასრულებელია. პოზიტიური აფირმაციები შეგიძლიათ თავადაც შეადგინოთ. დღეში 5-10 წუთის გამოყოფა საკმარისია. გაიმეორეთ წინადადებები, რომელიც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდეს.

 

გთავაზობთ ზოგიერთ აფირმაციას მაგალითისთვის:

– მე ვარ უსაფრთხოდ;

– ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კარგად და უსაფრთხოდ;

– ჩემი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა დღითი დღე უმჯობესდება;

– თავს ვგრძნობ მშვიდად, კარგად, ბედნიერად;

– ჩემი ღირებულებები ჩემი სიმყარეა;

– მიყვარს საკუთარი თავი და ადამიანები ჩემ გარშემო;

– შემიძლია უბრალოდ ვიყო, საკუთარი თავის განსჯის გარეშე;

– ადამიანები ჩემ ირგვლივ მეხმარებიან;

– მაქვს/მექნება ყველა რესურსი, რაც მჭირდება;

ჩვენი სიმშვიდე და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გვაქვს. ამისთვის პატარა ნაბიჯების გადადგმა კი, ნამდვილად ღირს, წელიწადის ნებისმიერ დროს.

 

 

 

 

LGBTQI+ ტერმინების განმარტება ახალი ტენდენციების გათვალისწინებით

/

არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებას განიცდის და მეტად ზუსტი – ქვიარ თემის წევრების პერსპექტივისა და ხედვის ამსახველი ხდება.

აგენდერი  —  ადამიანი, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს რომელიმე გენდერთან.  

„აუთინგი“ (Outing ინგლ.) ვინმეს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მისი თანხმობის გარეშე. აუთინგმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს, იქნება ეს პერსონალური (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), ინტერპერსონალური (მაგ. კონფლიქტი ოჯახის წევრებთან) თუ ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით (მაგ. სამსახურის დაკარგვა). 

ასექსუალიადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ნაწილობრივ ან საერთოდ არ აქვს. 

არა-ბინარული ადამიანი, რომელიც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს როგორც კაცს ან ქალს. ხანდახან არაბინარული ადამიანები აიდენტიფიცირებენ საკუთარ გენდერს სადღაც შუაში ორ გენდერს შორის ან საერთოდ ბინარული კატეგორიების მიღმა. არა-ბინარული შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც ქოლგა ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ იდენტობებს, როგორიცაა აგენდერი, ბიგენდერი, გენდერქვიარი და გენდერფლუიდი.

ბისექსუალი  — ადამიანი, რომელსაც ემოციური, რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების და ერთ გენდერზე მეტი ადამიანების მიმართ. მიზიდულობა შეიძლება იყოს თანაბარი ან არ იყოს თანაბარი. ხანდახან ამ ტერმინს ანაცვლებენ პანსექსუალით. 

ბიფობია შიში, ზიზღი, არაკეთილგანწყობა, უარყოფითი წინასწარგანწყობა ან დისკომფორტი ბისექსუალი ადამიანების მიმართ. 

გეი ადამიანი, რომელსაც ემოციურად, რომანტიკულად ან/და სექსუალურად იზიდავენ იმავე სქესის ადამიანები. კაცები, ქალები და არა-ბინარული ადამიანები შეიძლება აღწერდნენ საკუთარ თავს ამ ტერმინით. 

გენდერიადამიანის სქესის მიხედვით სოციალური როლების, გამოხატვის, წარმოდგენების, ქცევების მიმართ საზოგადოების მხრიდან არსებულ მოლოდინთა ერთობლიობა. გენდერის განსაზღვრა ხდება თავად ადამიანისა და საზოგადოების მიერ. 

გენდერული იდენტობა  — ადამიანის შინაგანი აღქმა, როგორც ქალის ან კაცის, ორივეს ერთად და არც ერთის – თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები და რას უწოდებენ საკუთარ თავს. გენდერული იდენტობა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს დაბადებისას მინიჭებულ სქესს. 

გენდერული ექსპრესიაგენდერული იდენტობის გარეგნული გამოხატვა, როგორც წესი ქცევის, ჩაცმულობის, ხმის, სახელის, სხეულის მახასიათებლების და სხვა მახასიათებლების საშუალებით. 

დაბადებისას მინიჭებული სქესიადამიანის დაბადებისას მისი სქესის შესახებ სამედიცინო შეფასება, როგორც ქალის, კაცის ან ინტერსქესის. 

დრეგი (Drag ინგლ.)  — ხელოვნების ფორმა, რომელიც მოიცავს მასკულინურობის ან ფემინურობის ექსპრესიის განზრახ გაზვიადებას, ჩაცმულობის, მაკიაჟის, ვარცხნილობის, სხეულის ენის, ცეკვის, სიმღერის და სხვა საშუალებებით. დრეგი გამოიყენება როგორც გენდერული თვითგამოხატვისთვის, ლგბტქ+ სიამაყის აღსანიშნავად და უფლებების ადვოკატირებისთვის, ასევე გართობის მიზნით.  

ინტერნალიზებული ჰომოფობია/ბიფობია/ტრანსფობია დისკომფორტი, შიში, არაკეთილგანწყობა, ზიზღი, რომელსაც განიცდის ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი ადამიანი ლგბტქ+ ადამიანების მიმართ, საზოგადოებაში ამ ჯგუფის მიმართ არსებული ნეგატიური წინასწარგანწყობების ინტერნალიზების შედეგად, რა დროსაც ინდივიდი მიიჩნევს ასეთ წინასწარგანწყობებს როგორც საკუთარსა და ნორმალურს. ასეთ დროს ლგბტქი+ თემის წევრი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, შეიძლება მიმართავდეს ლგბტქი+ ჯგუფისადმი ზიზღს საკუთარი თავის მიმართაც, რასაც შეიძლება მოყვეს მისი ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგები. ამავდროულად ის შეიძლება გრძნობდეს საჭიროებას მოერგოს ჰეტერონორმატიულ წესრიგს და შეასრულოს საზოგადოებაში არსებული მოლოდინები. 

ინტერსქესი ქოლგა ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ადამიანებს, რომელთა სექსუალური და რეპროდუქციული ანატომია განსხვავდება იმ მახასიათებლებისგან, რომელთა მიხედვითაც ხდება ინდივიდის „ქალად“ თუ „კაცად“ განსაზღვრა. განსხვავება შეიძლება იყოს ქრომოსომების, ჰორმონების, ასევე რეპროდუქციული ორგანოების ანატომიის დონეზე. ინტერსქესი ადამიანები გაცილებით ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ეს მიიჩნევა მედიცინაში, რომელიც ძირითადად მხოლოდ ანატომიურ განსხვავებებს აფიქსირებს. დაბადებისას ინტერსქეს ადამიანს, ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე, უკეთებენ ოპერაციას, რათა მოაქციონ „ქალის“ ან „კაცის“ კატეგორიაში. თავად ინტერსქესი ადამიანი საკუთარ თავს შეიძლება აიდენტიფიცირებდეს დაბადებით მინიჭებული სქესის მიხედვით ან საპირისპირო სქესის მიხედვით ან იდენტიფიცირდებოდეს, როგორც ინტერსქესი.

ლგბტქი+აკრონიმი, რომელიც მოიცავს შემდეგ ტერმინებს: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსქესი. ნიშანი „+“ ასახავს ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ქვიარ თემს, თუმცა მითითებული აკრონიმი არ ასახავს მათ იდენტობას. 

ლესბოსელიქალი, რომელსაც ემოციურად, რომანტიკულად ან/და სექსუალურად იზიდავს ქალები.

მხარდამჭერი ან მოკავშირე  (Ally ინგლ.)ადამიანი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ლგბტქი+ ადამიანებს. ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება როგორც ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი მოკავშირე -ები, ასევე ლგბტქი+ თემის წევრები, ვინც ერთმანეთს აქტიურად უჭერენ მხარს (მაგალითად ლესბოსელი, რომელიც ბისექსუალთა თემის აქტიური მხარდამჭერია).

სექსიზმი სქესის და გენდერული იდენტობის საფუძვლით წინასწარგანწყობები ან დისკრიმინაცია, ხშირად ვლინდება ქალების და გოგონების მიმართ. სექსიზმი ეფუძნება მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვით ერთი სქესი მეტად ღირებულია ვიდრე სხვა, ასევე იმას თუ რისი კეთების უფლება აქვთ ან არ აქვთ ბიჭებს და გოგონებს. 

სექსუალური ორიენტაცია ემოციური, სექსუალური ან/და რომანტიკული მიზიდულობის მყარი მოდელი. სექსუალური ორიენტაცია მოიცავს სამ კომპონენტს: ლტოლვა, ქცევა და თვითიდენტიფიკაცია. ყველაზე ხშირად სექსუალურ ორიენტაციას აღწერენ შემდეგნაირად: ჰეტეროსექსუალობა – მიზიდულობა საპირისპირო სქესის მიმართ; ჰომოსექსუალობა – მიზიდულობა იმავე სქესის მიმართ; ბისექსუალობა – მიზიდულობა სხვადასხვა სქესის თუ გენდერის მიმართ, ასექსუალობა – მიზიდულობის ან არ არსებობა ან ნაკლებად გამოხატული მიზიდულობა, არომანტიკულობა – რომანტიკული მიზიდულობის არ არსებობა. 

სისგენდერი ტერმინი გამოიყენება იმ პირთა მიმართ, ვისი გენდერული იდენტობაც შესაბამისობაშია დაბადებისას მინიჭებულ სქესთან.  

ტრანსგენდერიადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა განსხვავდება დაბადებისას მინიჭებული სქესისგან. 

ტრანსფობია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ნეგატიური წინასწარგანწყობები და დამოკიდებულება, შიში, დისკომფორტი და ზიზღი.

ტრანზიცია გენდერის საკუთარი, შინაგანი, განცდის მიხედვით გენდერული ექსპრესიის (მაგ. ჩაცმულობის, ვარცხნილობის, ხმის ტემბრის, სხეულის ენის), პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში სახელის ან/და გენდერის შესახებ ჩანაწერის ცვლილება,  ზოგიერთ შემთხვევაში ასევე სასქესო ნიშნების ცვლილება ჰორმონალური თერაპიის, ქირურგიული ჩარევის საშუალებით. 

ქამინგ აუთი (Coming Out ინგლ.)პროცესია, რომელსაც გადიან ლგბტქი+ ადამიანები, საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიღების და სხვა ადამიანებთან გაზიარების გზაზე. თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი ძალიან ინდივიდუალურია ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის. 

ქვიარი ქოლგა ტერმინი, რომელიც გამოიყენება ლგბტქი+ ადამიანების აღსანიშნავად, ჯგუფის ყველაზე ფართო სპექტრის მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

ჰეტერონორმატიულობაისეთი წარმოდგენების, დამოკიდებულებების, რწმენების და ქცევების ნორმალიზება, რომელთა მიხედვით ყველა ადამიანი უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი,  არსებობს მხოლოდ ორი საპირისპირო გენდერი (ქალის და კაცის), ხოლო სექსუალური ურთიერთობები, ასევე ქორწინება მხოლოდ საპირისპირო გენდერის მქონე ადამიანებს შორისაა მისაღები.  

ჰეტეროსექსუალი ადამიანი, რომელსაც ემოციური, რომანტიკული ან/და სექსუალური  მიზიდულობა აქვს საპირისპირო სქესის ან გენდერი ადამიანების მიმართ. 

ჰომოსექსუალი ადამიანი, რომელსაც ემოციური, რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს თავისი სქესის ან გენდერის ადამიანების მიმართ. 

ჰომოფობია ნეგატიური წინასწარგანწყობები და დამოკიდებულება, შიში, დისკომფორტი, ზიზღი ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ადამიანების მიმართ. 

 

2026 წლის Gay Games ვალენსიაში ჩატარდება

/

Gay Games – საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებაა, რომლის მიზანია სხვადასხვა გამოცდილებების მქონე ადამიანების გაერთიანება სპორტის საერთაშორისო ენის მეშვეობით.

გეი თამაშები ღიაა ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის ადამიანისთვის. თამაშების მონაწილეები ჩამოდიან იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია.

თავდაპირველად ინიციატივა ჩატარდა 1982 წელს სან-ფრანცისკოში გეი ოლიმპიადის სახით. იდეის ინიციატორი იყო ექიმი და სპორტსმენი თომას ვედელი.  რამდენიმე წლით ადრე, 1976 წელს ტომას ვედელი და მისი პარტნიორი ჩარლს დიტონი ჟურნალ People -ის გარეკანზე გამოჩნდნენ, როგორც გეი წყვილი.

Gay Games 1982 და 1986 წლებში სან-ფრანცისკოში ჩატარდა, 1986 წელს ვანკუვერში, 1994 წელს ნიუ-იორკში, 1998 წელს ამსტერდამში, 2002 წელს სიდნეიში, 2006 წელს ჩიკაგოში, 2010 წელს კიოლნში, 2014 წელს კლივლენდ-აკრონში, 2018 წელს პარიზში, 2023 წელს ჰონგ-კონგსა და გუადალახარაში.

2026 წლის თამაშები ესპანეთში, ვალენსიაში იგეგმება.

საერთაშორისო ორგანიზაცია The international Federation of Gay Games (FGG) პასუხისმგებელია თამაშების ორგანიზებასა და ინიციატივის გაგრძელებაზე.

Participants of the French team march onto the field during the opening ceremony of the 2018 Gay Games edition at the Jean Bouin Stadium in Paris on August 4, 2018.
French capital, Paris, hosts the Gay Games from August 4 to 12, 2018, bringing together participants from around the world for a week of sport and culture in a carnival atmosphere. Paris will welcome more than 10,000 participants from 90 countries around the world, including some where homosexuality is illegal or repressed. / AFP PHOTO / Lucas Barioulet

 

10 ფილმი საახალწლო ქვიარ არდადეგებისთვის

//

 

ბოლო წლების განმავლობაში, სადღესასწაულო ფილმების სიუჟეტებში ლგბტქი ადამიანების ინკლუზია მეტად აქტიურად ხდება, გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც უქმეების და საშობაო არდადეგების საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

 A Holiday I Do (2023) 

მარტოხელა დედა (Lindsay Hicks) ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს და თანხმდება მის საშობაო ქორწილში საუკეთესო მეგობრის როლზე. სრულიად მოულოდნელად, ქორწილისთვის მზადების პროცესში მას შუყვარდება დღესასწაულის ორგანიზატორი ქალი (Rivkah Reyes). ფილმი ქვიარ ქალების საშობაო ისტორიაზე ფოკუსირდება.

The Holiday Sitter (2022)

სადღესასწაულო რომანტიკული კომედია ეძღვნება ქვიარ წყვილს. სემი (Jonathan Bennett) ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სთხოვენ ცოტა ხნით დისშვილებთან დარჩეს მომვლელად. ამ დროს ის გაიცნობს ჯეისონს (George Krissa), რომელიც მეზობლად ცხოვრობს.

 Single All the Way (2021)

პიტერს (Michael Urie) მობეზრდა ოჯახის მხრიდან მუდმივი ზეწოლა მის მარტოხელობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტს სახლში მიიყვანოს საუკეთესო მეგობარი ნიკი (Philemon Chambers), რომელმაც მისი ბოიფრენდის როლი უნდა ითამაშოს.

The Bitch Who Stole Christmas (2021)

დრეგ ქვინი და აიქონი რუპოლი RuPaul თამაშობს რედაქტორის როლს.   საშობაო მზადების გასაშუქებლად ის  ჟურნალისტს (Krysta Rodriguez) პატარა ქალაქში აგზავნის, თუმცა მოულოდნელად თავად ხდება საშობაო შეჯიბრის მონაწილე.

Under the Christmas Tree (2021)

ეს ჯადოსნური, ლესბოსური ამბავი შტატ მენის ულამაზესი ხედების ფონზე ვითარდება. ჩარლი ეძებს იდეალურ საშობაო ნაძვის ხეს და პოულობს მას ალმას ეზოში. ახალგაზრდა ქალებს შორის გაჩენილი რომანტიკლი  ნაპერწკალი ღვივდება და ფილმის ძირითად ამბად იქცევა.

A Jenkins Family Christmas (2021)

პატრიარქალურ ოჯახში მამის გარდაცვალების შემდეგ დები ბენეატა და ბევერლი (Regina Taylor and Kim Coles) ცდილობენ გააგრძელონ ოჯახის საშობაო ტრადიციები, წყენების მიუხედავად. ამავდროულად ბენეატას გეი შვილი კენი (Anthony Chatmon II) ბოიფრენდს ლოგანს  (Derek Chadwick) არდადეგებზე თავისთან დაპატიჟებს. საინტერესოა გაუძლებს თუ არა კენი ავტორიტარული დედის მხრიდან მოსალოდნელ ზეწოლას.

Christmas at the Ranch (2021)

ჰეილი (Laur Allen) გამოწვევის წინაშეა, მან უნდა გადაარჩინოს ოჯახის რანჩო გაყიდვისგან. რანჩოზე დაბრუნებლს იქ დამხმარე ქეითი (Amanda Righetti) ხვდება და მათ შორის სრულიად ახალი ისტორია იწყება.

Happiest Season (2020)

ქვიარ აიქონი Clea DuVall, Abby (Kristen Stewart) აპირებს შეყვარებულს (Mackenzie Davis) ქორწინება შესთავაზოს მისი ოჯახის თანდასწრებით. თუმცა ირკვევა, რომ მის გოგოს ოჯახთან ქამინგ აუთი ჯერ არ აქვს გაკეთებული.

A New York Christmas Wedding (2020)

ახლოვდება ჯენიფერის ქორწინება ნიუ-იორკში, თუმცა მას ეძლევა შესაძლებლობა გადააფასოს წარსული. მას ეძლევა შესაძლებლობა დაინახოს რა მოხდებოდა თუ… მისი პირველი სიყვარული დარჩებოდა მასთან.

 

The Christmas Setup (2020)

ნიუ-იორკელი იურისტი ჰიუგო (Ben Lewis) არდადეგების გასაარებლად მილუოკიში ჩადის, სადაც მის ყოფილ კლასელს და საიდუმლო სიყვარულს პატრიკს (Blake Lee) ხვდება. აშკარაა, რომ ბიჭებს ერთმანეთი მოსწონთ, თუმცა ჰიუგო რთული არჩევანის წინაშე დგება აირჩიოს კარიერა თუ სასიყვარულო ურთიერთობები.

 

 

 

ცნობილი დრეგ შოუ RuPaul’s Drag Race მე-16 სეზონით ბრუნდება

//

 

ემის პრემიით დაჯილდოვებული, ცნობილი დრეგ შოუ “RuPaul’s Drag Race”  მე-16 სეზონით ბრუნდება 5 იანვრიდან.

სეზონში მონაწილე 14 დრეგ ქვინიდან მხოლოდ ერთი გამარჯვებული  მიიღებს ფულად პრიზს 200 000 დოლარის ოდენობით და ამერიკის დრეგ – სუპერსტარის ტიტულს.

ახალი სეზონის თვითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობა 90 წუთს შეადგენს.

ასე რომ დაუვიწყარი წუთები გველის!