დეკემბერი 2023 - Page 3

რუსეთში პატიმრობა ემუქრება ქვიარების დამცველ ადვოკატებსაც

/

 

გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს საკუთარი ქვიარ მოქალაქეების მიმართ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ლგბტქი მეგობრულ ბარებსა და კლუბებში ჩატარდა საპოლიციო რეიდები, რა დროსაც პოლიციელები უღებდნენ ფოტოებს სტუმრებს და მათ პირად დოკუემნტებს.

ასევე, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო საქმიანობა შეწყვიტეს ლგბტქი უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა და  ორგანიზაციებმა.

გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ:

საპოლიციო ღონისძიებები, მათი ფართო მასშტაბის გათვალისწინებით, მიზნად ისახავენ რუსეთში მცხოვრები ლგბტ თემის წევრების დაშინებას.

სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი ქვიარები რჩებიან სამართლებრივი დაცვის გარეშე და მართლმსაჯულების მიღმა.

„რუსეთის პრეზიდენტის გაცხადებული მიზანი შეინარჩუნოს ანტი ლგბტ პოზიცია საკუთარი პოლიტიკური პროგრამის წამყვან საყრდენად, მიუთითებს რუსეთში ლგბტ ადამიანების უფლებების უკანასკნელი გარანტიების მსხვრევას,“ – ამბობენ გაეროს ექსპერტები.

 

გამოყენებული მასალა: https://news.un.org/en/story/2023/12/1144522

 

 

იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს

/

იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს,  ჯულია ჩეკეტინს, 22 წლის სტუდენტს ვენეციის მიმდებარე პატარა ქალაქიდან.  ჯულია ბიო სამედიცინო ინჟინერიის სტუდენტი იყო და 6 დეკემბერს უნივერსიტეტს ამთავრებდა. ის 5 დეკემბერს ყოფილმა მეგობარმა კაცმა მოკლა.

მკვლელობა შოკისმომგვრელი იყო იტალიელებისთვის, რამაც მასობრივ ეროვნულ პროტესტს დაუდო საფუძველი. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ ქალების დაცვას და ცვლილებებს, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
მკვლელმა დანაშაულის დაკავების შემდეგ ბრალი აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ვერ მიიღო ის ფაქტი, რომ ჯულიამ მათი ურთიერთობა დაასრულა.

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აპირებს სკოლებში ჩაატაროს საგანმანათლებლო კამპანია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იტალიაში ღრმად ფესვგამდგარი მიზოგინია.

ნეპალში პირველი ქვიარ ქორწინება დარეგისტრირდა

/

ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. ცოტა ხნის წინ ქვიარ წყვილმა, მაია გურუნგმა და სურენდრა პანდეიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს მათი ქორწინება.

წყვილმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2017 წელს მათ ჰქონდათ ქორწინების ცერემონია, თუმცა არ იყვნენ ოფიციალურად რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეეძლოთ ბანკში საერთო ანგარიშის გახსნა, საერთო უძრავი ქონების ყიდვა, ბიზნესის წარმოება, როგორც წყვილს. ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაშიც კი, მათ არ შეეძლოთ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება. “როგორც იქნა, ჩვენი ერთობა სრულყოფილია” – ამბობს მაია გურუნგი.

ნეპალი პირველი ქვეყანაა სამხრეთ აზიაში და მეორე აზიაში, ტაივანის შემდეგ, რომელმაც აღიარა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

რომის პაპი გეგმავს ანტი ლგბტქი კარდინალისთვის პენსიისა და საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევას

/

როგორც Associated Press თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომის პაპი აპირებს პენსიაზე მყოფი ანტი ლგბტქი კარდინალის, რეიმონდ ბურკეს პენსიისა და საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევას, რომელიც ვატიკანის საკუთრებაშია.

რეიმონდ ბურკე ერთ-ერთი კარდინალია იმ ხუთიდან, რომლებმაც მოუწოდეს პაპს, მიჰყოლოდა კათოლიკურ ტრადიციებს, მათ შორის ლგბტქი ადამიანების მიმართ და მხარი არ დაუჭირეს პაპის ახალ ინიციატივებს, რომლის მიხედვით კათოლიკე მღვდლებს შეუძლიათ აკურთხონ ერთნაირსექსიანი წყვილები, ასევე ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ მოინათლონ, იყვნენ ნათლია ან მეჯვარეები.

ვატიკანის სპიკერი მატეო ბრუნი არც ადასტურებს და არც უარყოფს Associated Press-ის განცხადებას. იტალიის ყოვედღიური გაზეთი “Il Corriere della Sera” ასევე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაპი რეიმონდ ბურკეს წინააღმდეგ აპირებს გარკვეული “ეკონომიკური სახის ღონისძიებების” გატარებას.

თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, კარდინალი ბურკე არ იქნება პირველი, ვისაც შეზღუდვები შეეხება. 11 ნოემბერს პაპმა ოფიციალურად გასცა ბრძანება ტეხასის ეპისკოპოსის ჯოზეფ სტრიკლენდის გადაყენებაზე მას შემდეგ, რას ეპისკოპოსმა რომის პაპი ეკლესიის დოქტრინის მოდერნიზებაში დაადანაშაულა ლგბტქი ადამიანების სასარგებლოდ, რაც მისი თქმით, ძირს უთხრის რწმენასა და ეკლესიას.

პაპის ბოლო დროინდელ განცხადებები, რომლებიც ეკლესიის კარს მეტად უხსნის ქვიარ ადამიანებს, პოზიტიურად შეფასდა ქვიარებისა და აქტივისტების მხრიდან, თუმცა მიიჩნევენ, რომ მეტად რადიკალური ცვლილებებიც არის შესაძლებელი ქვიარ ადამიანების სასარგებლოდ.

 

 

გამოყენებული წყარო: https://www.them.us/story/pope-punishing-anti-lgbtq-cardinal

ქვიარი შპს „პოლიგრაფის“ მიმართ დისკრიმინაციის დადგენას  ითხოვს

/

 

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შპს “პოლიგრაფი”-ს დირექტორმა გოჩა კამკამიძემ დისკრიმინაციული მოტივით უარი თქვა ჟურნალ „ქვიარი“-ს ბეჭდვაზე. მან განაცხადა რომ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი მონაწილეობას ვერ მიიღებს ე. წ. გეი პროპაგანდის ხელშეწყობაში:

„მე ამ ჟურნალს ვერ დავბეჭდავ. მე გახლავართ მორწმუნე ადამიანი, მართლმადიდებელი. თქვენ აქ რაღაც სხვა პროპაგანდას ეწევით. მე არ შემიძლია ამას ხელი მოვკიდო, მითუმეტეს რომ შობა მოდის.“  – მომსახურეობაზე უარს ამგვარად ასაბუთებს გოჩა კამკამიძე.

ფაქტი, რომ მომსახურეობაზე უარი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არის განპირობებული დასტურდება შპს „პოლიგრაფი“-ს დირექტორის  შემდეგი სიტყვებით: „ვისაც უნდა ისეთი ორიენტაციის იყოს, როგორიც უნდა რელიგიური მრწამსი თუ მსოფლმხედველობა ჰქონდეს,  უბრალოდ მე არ ვმონაწილეობ იმაში, რაშიც არ მინდა მონაწილეობის მიღება.”

ბატონი გოჩა დარწმუნებულია რომ კომპანიას აქვს უფლება უარი თქვას მომსახურეობის გაწევაზე დისკრიმინაციული მოტივით: „ბოლოს და ბოლოს დავბეჭდავთ რამეს თუ არა ჩვენი უფლებაა და არა თქვენი!“ – აცხადებს ის ქვიარის ბეჭდვასთან დაკავშირებულ მიმოწერაში.

ქვიარი მიმართავს სახალხო დამცველს შპს “პოლიგრაფი”-ს წინააღმდეგ განცხადებით, რომლითაც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

ჟურნალი „ქვიარი“ სხვა კომპანიამ დაბეჭდა, ხოლო ჟურნალის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine

 

 

რუსეთში გეი ბარების დარბევა დაიწყო

/

მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტქი მოძრაობა “ექსტრემისტულად” გამოცხადდა, პოლიციამ მალევე დაიწყო მოსკოვში გეი ბარების დარბევა. კლუბებსა და ბარებში შესვლისას პოლიცია ითხოვს დოკუმენტებს, მათ შორის იქ მყოფი სტუმრების ID ბარათებს. რეიდები ძირითადად ნარკოტიკების ძებნის საბაბით ტარდება, რომელიც არცერთ ბარში აღმოუჩენიათ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ლგბტქი მოძრაობა, რომელიც ახლა უკვე “ექსტრემისტულად” არის შეფასებული და გზას უხსნის ძალოვან სტრუქტურებს, ჩაატაროს უსაფუძვლო რეიდები, რომელიც დიდი ალბათობით მომავალშიც გაგრძელდება და აქტივისტების ვარაუდით, მეტად რთულ ფორმებს მიიღებს.

ზოგიერთი ლგბტქი ორგანიზაცია იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა, რაც ნიშნავს მათ შორის აუცილებელი სერვისების შეწყვეტას ქვიარ ადამიანებისთვის. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთში რეპრესიები გაგრძელდება და ქვიარ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უკვე საფრთხეშია.

 

გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2023/12/02/russia-lgbtq-bars-raid/

ქამინგ აუთის შემდეგ ბილი აილიშს ინსტაგრამზე 100 000 მიმდევარი გამოაკლდა

//

გრემის მფლობელმა მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ ქამინგ აუთი გააკეთა და განაცხადა, რომ ქალები იზიდავს. მომღერლის ქამინგ აუთს  მისი გულშემატკივრები და კრიტიკოსებიც კი დადებითად აფასებდნენ, თუმცა  აღმოჩნდა, რომ გულახდილი ინტერვიუს შემდეგ ბილი აილიშს ინსტაგრამზე 100 000 მიმდევარი გამოაკლდა.

Variety-სთან ინტერვიუში მომღერალმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მას ფიზიკურად იზიდავენ და მოსწონს ქალები, “მათ გვერდით ყოფნოისას დაძაბული ვარ” – თქვა აილიშმა. მას შემდეგ არ წყდება მუსიკოსთან კითხვები მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, თუმცა ბილი აილიში ამჟამად არ იყენებს კონკრეტულ ტერმინებს მისი სექსუალური ირიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამოსახატად. ასევე უკვირს, რატომ გახდა მისი ორიენტაცია ასეთი გაკვირვებისა და აჟიოტაჟის საგანი. “რა, ეს ცხადი არ იყო? მეგონა ყველამ ისედაც იცოდა” – ამბობს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბილი აილიშმა დაკარგა ბევრი მიმდევარი ინსტაგრამზე. ორი წლის წინ დაახლოებით 100 000 “ფოლოვერი” დაკარგა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ვოგში მომღერალი კორსეტში ჩაცმული წარსდგა.

 

 

გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2023/12/04/billie-eilish-lost-followers-coming-out/

 

ქვიარის პირველი ბეჭდური ვერსია გამოიცა

//

 

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) მხარდაჭერით გამოიცა ქვიარის პირველი ბეჭდური ჟურნალი, რომლის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine

ჟურნალის გამოცემა იგეგმება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ლგბტქი საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ქვიარებსა და მათ მხარდამჭერებში.

2 დეკემბერს გაიმართა ჟურნალის პირველი ბეჭდური გამოცემის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ  საკითხებზე:

  • საქართველოში ახალგაზრდა ქვიარების წინაშე არსებული გამოწვევები;
  • ქვიარების ემიგრაცია უცხო ქვეყნებში;
  • ქამინგ აუთთან, აქტივიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჭიროებები;
  • ქვიარ აქტივიზმის ზოგადი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

 

საინტერესო ფაქტები ჯორჯ მაიკლის “Last Christmas”-ის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

//

“Last Christmas” მრავალი წელია საახალწლო ჰიტია, რომელიც ჩაგვესმის მაშინაც კი, როცა არ არის ჩართული. სინგლი 1984 წელს გამოვიდა. მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა და ახალი წელი ამ სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია.

ჯორჯ მაიკლმა ცნობილი ჰიტი მისი მშობლების სახლში ყოფნისას დაწერა. იმ პერიოდში ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი ბენდ Wham!-ის წევრები იყვნენ. მათ უკვე გამოშვებული ჰქონდათ ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა “Wake Me Up Before You Go-Go”, “Careless Whisper” და “Freedom”. საინტერესოა, რომ “Last Christmas” მალევე არ გახდა ისეთი ცნობილი, როგორც დღეს არის.

ჰიტის ვიდეო კლიპის ჩაწერისას ჯორჯ მაიკლი და კლიპის ყველა მონაწილე ნასვამი იყო. ვიდეოში მონაწილეობენ: ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი (Wham!), “ბექ-აფ” მომღერლები პესპი და შირლი, მოდელი კეტი ჰილი, მოცეკვავე მარტინ კემპი და ჯორჯ მაიკლის რამდენიმე მეგობარი. კლიპი გადაღებულია შვეიცარიაში, სათხილამურო რეზორტზე.

სიმღერის გამო ჯორჯ მაიკლის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეტანეს, თუმცა მას მსვლელობა არ მიეცა. “Last Christmas”-ს ადარებდნენ რამდენიმე სიმღერას, ყველაზე ხშირად სიმღერას  –  “Can’t Smile Without You”. ჯორჯ მაიკლს პლაგიატიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა სარჩელის განხილვაზე დიკ ჯეიმსს (“Can’t Smile Without You”-ს ავტორს) უარი ეთქვა, რადგან დადასტურდა, რომ სხვა ბევრ სიმღერასაც ჰქონდა მსგავსი მელოდია, როგორც სიმღერას “Can’t Smile Without You”.

“Last Christmas” ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე გამოშვების დროს იყო. სიმღერაზე გაკეთებულია ათასობით ქავერ ვერსია და განაგრძობს ახალი წლის ჩარტებში პირველ ადილებზე ყოფნას.

 

გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2023/12/01/last-christmas-facts-george-michael-wham/#page/7

 

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლოს მსოფლიო დღეა

/

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ის 1988 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ყოველწლიური აღნიშნვა ემსახურება კიდევ ერთხელ შეხსენებას იმისა, რომ დასრულდეს შიდსთან დაკავშირებული სტიგმა მსოფლიო მასშტაბით და პატივი მივაგოთ მათ, ვინც აივთან ბრძოლაში დამარცხდა. ასევე, მივმართოთ ძალისხმევა იქით, რომ მომავალში აივი აღარ იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე. 2023 წლის კამპანიის მთავარი გზავნილია „თემის ლიდერობით“ — რაც ხაზს უსვამს საზოგადოების, თემებისა და ინდივიდების ჩართულობის მნიშვნელობას შიდსთან ბრძოლაში.

2022 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 29 მილიონი ადამიანს აქვს აივი. აქედან ახალი ინფიცირებულია 1,3 მილიონი. 1995 წლიდან, როდესაც აივით ინფიცირების პიკი იყო, აივის მქონე ადამიანთა რიცხვი 56%-ით არის შემცირებული. მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს. აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10500-ს უტოლდება. აქედან 5,344 ადამიანი (51,7%) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტით, 3,324 (32,1%) დაინფიცირდა ინექციური მოხმარების შედეგად, ხოლო 1382 (13,4%) მსმ ჯგუფში შემავალი ადამიანები არიან (კაცები, რომელთაც აქვთ სექსი კაცებთან).