რატომ გვაქვს საახალწლო შფოთვა და როგორ შევამციროთ ის

 

შობა-ახალი წელი დასვენების, გართობის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ყოფნის დროა. მიუხედავად იმისა, რა პრიორიტეტები გავაქვს და როგორ აღვნიშნავთ ახალ წელს, დღესასწაულებთან დაკავშირებით გარშემო არსებულმა აჟიოტაჟმა შესაძლოა შფოთვა და სტრესი მოგვგვაროს. მათთვის კი, ვისაც  დეპრესია ან შფოთვა უკვე აქვს, საახალწლოდ ბედნიერად ყოფნისა და აღნიშნის წნეხმა შესაძლოა მეტად დაუმძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი.

საახალწლო შფოთვის სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • შიშის მძაფრი შეგრძნება
  • ჩაძინების პრობლემა, უძილობა
  • მარტოობის, უიმედობის, მოწყენილობის შეგრძნება
  • კვებითი პატერნების ცვლილება
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომატებული/ჭარბი მოხმარება
  • გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა (Mood swings)
  • დაძაბულობა სხეულში
  • გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავი
  • გულის აჩქარება და პირის სიმშრალე

შესაძლოა, მიმდინარე პერიოდში სტრესს განვიცდიდეთ და საახალწლო შფოთვაში აგვერიოს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დისტრესსაც ახასიათებს. თავის მხრივ, შფოთვა იწვევს სტრესს. რაც არ უნდა იყოს, საკუთარ თავზე მეტად დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, უკეთ ვეძიოთ და შევაფასოთ სტრესისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები.

 

რატომ გვახასიათებს შფოთვა ან დეპრესია საახალწლოდ

გარშემო ყველა გვეუბნება (პირდაპირ ან ირიბად), რომ ახალ წელს უნდა ვიყოთ კარგად, მხიარული, ბედნიერი, ენერგიული, კომუნიკალებული და ა.შ. თუ ამ პერიოდში ვგრძნობ ინტენსიურ მოწყენილობას, უიმედობას, უენერგიობას, შფოთვას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, რადგან გარშემო ყველა მხიარულობს და იქმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს მარტო ვართ მოწყენილი ამდენ ბედნიერ ადამიანს შორის.

დღესასწაულები ამძაფრებენ მარტოობის შეგრძნებას. ასევე, წარსული გამოცდილება, რომელიც პირდაპ არც უკავშირდება ახალ წელს, ხშირად იჩენს ხოლმე თავს. თუ მიმდინარე პერიოდში ან ცოტა ხნის წინ ჩვენ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა, მაგალითად: დაშორება, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, სამსახურიდან წამოსვლა და ა.შ. ამ ყველაფერმა შესაძლოა გაამძაფროს მარტოობის შეგრძნება, სტრესი და შფოთვა.

 

როგორ ვმართოთ საახალწლო შფოთვა

მარტოობის შეგრძნება და სტრესი შესაძლოა მენტალურ საკითხებს უკავშირდებოდეს და მას დაკვირვება და სპეციალისტთან ერთად მართვა ჭირდება.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი საახალწლო სტრესი რას უკავშირდება, შეგვიძლია შევამციროთ ის და დღესასწაული მეტად მშვიდად, სტაბილურად გადავიაროთ.

მარტოობის შეგრძნების შემთხვევაში:

გავაღვივოთ მადლიერების შეგრძნება ყველას გვაქვს რამე ან გვყავს ის ადამიანები, რის/ვის გამოც თუნდაც პატარ-პატარა ბედნიერებას ვგრძნობთ დროდადრო. მათი ყოვედღიური გახსენება გვეხმარება გუნება-განწყობის ამაღლებასა და ზოგადად, მეტად პოზიტიური ფიქრების შენარჩუნებაში.

ქველმოქმედება/მოხალისეობაწელიწადის ნებისმიერ დროს კარგია და დამხმარე ყველასთვის, თუმცა დღესასწაულზე ემოციებისა თუ ნივთების გაცემა ორმაგად დამხმარე და ემოციურია. ქველმოქმედება/მოხალისეობაში არა მხოლოდ ფულისა და ნივთების გაცემა მოიაზრება, არამედ ადამიანთან ყოფნა, მასთან დროის გატარებაც.

ადამიანებთან ყოფნა – მარტოობის შეგრძნებას ამსუბუქებს ისეთ ადამიანებთან ყოფნა და კომუნიკაცია, ვისთანაც უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. მიუხედავად იმისა, რომ სტრესმა შესაძლოა გაართულოს ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციისა და ნახვის სურვილი/შესაძლებლობა, კომფორტული საკომუნიკაციო არხის შერჩევითა და პატარა ნაბიჯების გადადგმით სავსებით შესაძლებელია თავი უკეთესად ვიგრძნოთ.  იმ შემთხვევაში, თუ ახლახანს განვიცადეთ ახლობელი ადამიანის დაკარგვა, შესაძლოა კომუნუკაცია დაგვეხმაროს გლოვის შემცირებაში.

 

 

შფოთვისა და დეპრესიის დროს დაგვეხმარება:

  • „სოციალური შედარებისგან“ თავის არიდება – რაც გულისხმობს სოციალურ ქსელში ან ნებისმიერ სივრცეში მხიარული ადამიანებისთვის ჩვენი თავის შედარებას, რაც იწვევს მსგავს ფიქრებს, „ის უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მე,“ „ის უფრო, წარმატებულია“ და ა.შ. ჩვენ რეალურად არ ვიცით სხვისი, ერთი შეხედვით მხიარულების მიღმა რა რეალობაა და ასევე, სხვებთან შედარება ნეგატიურად აისახება ჩვენ თავდაჯერებულობაზე.
  • ოჯახთან მიმართებით რეალისტური მოლოდინების ქონა. თუ შობა-ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდებით, ხშირად ეს დამატებით სტრესს იწვევს. ჩვენ ვიცნობთ ოჯახის წევრებს, ვიცით რას უნდა ველოდოთ და ის მოლოდინი, რომ წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება, დიდწილად არარეალისტურია და იმედგაცრუებას იწვევს.
  • არას“ და „კის“ თქმა გააზრებულად – საკუთარი ჯანმრთელობის, კარგად ყოფნისა და ზოგადად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწვეტილება ნაკლებ სტრესს ჰგვრის და ახალ წელს კი, კომფორტულს ხდის. ახლობელი ადამიანები გაგვიგებენ, რატომ ვამბობთ უარს სადმე წასვლაზე ან რაღაცის არ გაკეთებაზე. თუ ამ ეტაპზე ვერ გვიგებენ, ჩვენ სინდისის ქენჯნასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.
  • დახმარების თხოვნა და მიღება – თუ ვატყობთ, რომ მარტო ვერ ვუმკლავდებით სტრესსა და შფოთვას, ახლობელ ადამიანს ან სპეციალისტს მივმართავთ. ახალ წელს დახმარების თხოვნა არა თუ ბარიერი, არამედ პირიქით, კარგი დროა.
  • დადასტურებულია, რომ შფოთვას ამცირებს აფირმაციები და სუნთქვის სავარჯიშოები. ისინი ადვილად გასაკეთებელია და არ მოითხოვს დიდი დროს.

სუნთქვისას მარტივი სავარჯიშოთი შეგვიძლია დავიწყოთ, როგორიც არის 3-5 წუთით მხოლოდ საკუთარი სუნთქვის მოსმენა და მასზე დაკვირვება. შემდეგ შესაძლოა 4-2-4 სავარჯიშოს გაკეთებაც: ოთხ თვლაზე შესუნთქვა, 2 თვლამდე სუნთქვის შეკავება და 4 თვლაზე ამოსუნთქვა.

აფირმაციები მტკიცებულებითი წინადადებებია, რომელიც ძალიან ეფექტური და ამავდროულად, ძალიან მარტივად შესასრულებელია. პოზიტიური აფირმაციები შეგიძლიათ თავადაც შეადგინოთ. დღეში 5-10 წუთის გამოყოფა საკმარისია. გაიმეორეთ წინადადებები, რომელიც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდეს.

 

გთავაზობთ ზოგიერთ აფირმაციას მაგალითისთვის:

– მე ვარ უსაფრთხოდ;

– ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კარგად და უსაფრთხოდ;

– ჩემი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა დღითი დღე უმჯობესდება;

– თავს ვგრძნობ მშვიდად, კარგად, ბედნიერად;

– ჩემი ღირებულებები ჩემი სიმყარეა;

– მიყვარს საკუთარი თავი და ადამიანები ჩემ გარშემო;

– შემიძლია უბრალოდ ვიყო, საკუთარი თავის განსჯის გარეშე;

– ადამიანები ჩემ ირგვლივ მეხმარებიან;

– მაქვს/მექნება ყველა რესურსი, რაც მჭირდება;

ჩვენი სიმშვიდე და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გვაქვს. ამისთვის პატარა ნაბიჯების გადადგმა კი, ნამდვილად ღირს, წელიწადის ნებისმიერ დროს.

 

 

 

 

წინა

LGBTQI+ ტერმინების განმარტება ახალი ტენდენციების გათვალისწინებით

შემდეგი

რა სერვისებს სთავაზობენ ქვიარებს ორგანიზაციები საქართველოში

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების