კანაბინოიდების ეფექტები

კანაბინოიდები

კანაბისის მცენარე 100-მდე კანაბინოიდსა და უფრო მეტ არაკანაბიოიდს მოიცავს. მისი წარმოშობის სავარაუდო ადგილი ჩინეთი და ცენტრალური აზიაა. ჩინეთის ისტორიულ ჩანაწერებში გვხვდება კანაბისის გამოყენების სხვადასხვა მაგალითები როგორც ტანსაცმლის დასამზადებლად, ასევე საკვებად. მოგვიანებით კი ჰალუცინაციების გამომწვევისა და სხვადასხვა რიტუალების დროს.

კანაბინოიდები უერთდება ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში კონკრეტულ რეცეპტორებს და ზემოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე. სხვადასხვა კანაბინოიდებს აქვთ სხვადასხვა ეფექტები, იმის მიხედვით თუ რომელ რეცეპტორებს დაუკავშირდებიან ისინი.

ფართოდ შესწავლილი და გავრცელებული კანაბინოიდებია ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). კანაბინოიდების რაოდენობა მცენარეში განსაზღვრავს კანაფის ეფექტს. THC კანაბინოიდია, რომელიც იწვევს ისეთ ფსიქოაქტიურ ეფექტებს, როგორიცაა: ეიფორია, გამძაფრებული სენსორული გამოცდილება, იწვევს ე.წ. “თრიფს”. CBD იწვევს რელაქსაციას, მეტად აბალანსებს THC-ის მიერ გამოწვეული ფსიქოაქტიურ ეფექტებს.

კანაბინოიდები გვხდება შემდეგი სახით: ფოთლები, ყვავილები (კვირტი), კაფსულები, საკვები (რეზინა, ბრაუნი და ა. შ.), კრემები/ლოსიონები, ზეთები, სპრეი, ნაყენები.

მარიხუანა და ჰაშიში შეიცავს დიდი რაოდენობით THC-ს. კანაბისის ეფექტები დამოკიდებულია მის ნაირსახეობაზე, ხარისხზე და მოხმარების მეთოდზე. ასევე მომხმარებლის მგრძნობელობაზე, წარსულ გამოცდილებასა და გარემოზე.

კანაბინოიდების სახეობებია:

  • კანაბისი – კანაბისის მცენარის გამომშრალი ფოთლები და ყვავილები (კვირტები), რომლებსაც ჯოინთით, ბონგით, ბოთლით ან რაიმე სხვა მეთოდით ეწევიან.
  • კანაფი – კანაბისის მცენარის ბოჭკო, რომელიც მიიღება მცენარის ღეროდან და გამოიყენება თოკის, ქსოვილის, ბოჭკოვანი მუყაოსა და ფურცლის დასამზადებლად.
  • სამედიცინო კანაბინოიდები, მათ შორის ფარმაცევტული კანაბისის პროდუქტები.
  • HU-210 – THC-ს სინთეტიკური ანალოგი, რომელიც პირველად 1988 წელს ისრაელში შეიქმნა და მოიაზრება, რომ THC-ზე მინიმუმ 100-ჯერ ძლიერი.
  • UR-144 – THC-ის მსგავსი ეფექტები, თუმცა ნაკლები სიძლიერით.
  • JWH – 1994 წელს კანაბინოიდური რეცეპტორების შესწავლისთვის სინთეტიკურად შექმნილი კანაბინოიდების სერია.
  • 5F-ADB – სინთეტიკური კანაბინოიდი, რომელიც პირველად იდენტიფიცირდა 2014 წელს იმ გარდაცვლილი ადამიანების სხეულებიდან შეგროვების შემდეგ, ვინც ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტების მიღების შემდეგ გარდაიცვალა.
  • CUMYL-PEGACLONE – 2016 წელს გერმანულ მარკეტზე გამოჩნდა და გააჩნია მრავალი განსხვავებული ეფექტი.

კანაბინოიდების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტებია:

  • წითლდება თვალები
  • ვითარდება თავბრუსხვევა
  • იცვლება დროის შეგრძნება
  • რთულდება კონცენტრაცია და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • THC ზრდის სინათლის, ხმის და სხვა სენსორულ მგრძნობელობას
  • მძაფრდება შიმშილის გრძნობა
  • ხშირია სიცილის შეტევები

ბოლო წლებში შეიქმნა ბევრი სინთეტიური კანაბინოიდი, რომელიც ჰგავს ბუნებრივ კანაბისს, თუმცა მეტად ძლიერია და საკმაოდ მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია.

კანაბინოიდების შერევამ სხვა ნარკოტიკებთან, მათ შორის ალკოჰოლთან და სამედიცინო მედიკამენტებთან, შესაძლოა არაპროგნოზირებადი და სახიფათო ეფექტი იქონიოს. ალკოჰოლისა და კანაბისის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააიძლიეროს არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, შფოთვა და პარანოია. კანაბინოიდების გამოყენება სტიმულატორებთან ერთად (ამფეტამინები, ექსტაზი) იწვევს მეხსიერების პრობლემებს და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას.

კანაბინოიდების გამოყენებისას ჯანმრთელობის დაზიანების რისკი იზრდება თუ:

  • მათ იღებთ ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკებთან ერთად, განსაკუთრებით ამფეტამინთან ან ექსტაზთან ერთად.
  • ხართ მარტო, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
  • გაქვთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
  • გაქვთ გულის პრობლემები.

გრძელვადიანი დაკვირვებების შედეგად დამტკიცდა, რომ კანაბინოიდების რეგულარული მოხმარება, განსაკუთრებით თუ ეს მოზარდობაში დაიწყო, იწვევს გრძელვადიან კოგნიტურ პრობლემებს, ინტერესის დაქვეითებას ცხოვრების მიმართ, განათლების ხარისხის ვარდნას, ცხოვრებით კმაყოფილების შემცირებას და ფსიქოზური აშლილობების გაზრდილ რისკს.

მოკლევადიანი რისკებიდან შესაძლოა განვითარდეს:

  • გუნება-განწყობის გაუარესება;
  • THC-ის ჭარბმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გულისრევა, ხანდახან გულისწასვლაც;
  • THC-ის ჭარბი დოზა ბევრ ნეგატიურ შეგრძნებას იწვევს: შფოთვა, პანიკური შეტევა, დეპრესია, მოუსვენრობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები. ნეგატიური შედეგები შეიძლება დადგეს მოხმარებიდან დღეების ან კვირების გასვლის შემდეგაც;
  • შესაძლოა გაიზარდოს გულისცემა და არტერიული წნევა, ხოლო შემდეგ მკვეთრად შემცირდეს ორივე. მსგავსი რყევები რისკს უქმნის განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისა და სისხლძარღვების სიტემის დაავადებები;
  • ფსიქოზური სიმპტომები. მოხმარებელმა შესაძლოა დაკარგოს კონტაქტი რეალობასთან და განუვითარდეს მწვავე შფოთვა ან პანიკური შეტევა;
  • კანაბინოიდი გავლენას ახდენს მანქანის მართვის უნარებზე. დროში რეაგირება ნელი ხდება, საავტომობილო უნარ-ჩვევები და სიზუსტის შეფასების უნარი ასევე გაუარესებულია.

ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ რისკებს და დაიცავით უსაფრთხოების ზომები. თუ თავს ცუდად გრძნობთ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, კანაბისის მოხმარებამ შესაძლოა გააუარესოს მდგომარეობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები  მოხმარების შემდეგ.

 

გამოყენებული მასალა:

https://adf.org.au/drug-facts/cannabinoids/

 

წინა

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

შემდეგი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების