ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკო გვხვდება ბუნებრივ გარემოში.  ადამიანები ჯადოსნურ სოკოს მოიხმარენ მისი ჰალუცინოგენური ეფექტების გამო. ჯადოსნური სოკოს მთავარი ინგრედიენტი არის ფსილოციბინი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფსილოცინად.

ფსოლოცინი, რომელიც არის ქიმიკატი ფსიქოაქტიური თვისებებებით, ზემოქმედებს თავის ტვინზე – კერძოდ გუნება-განწყობაზე, აღქმაზე, შეცნობაზე. მძაფრდება სენსორული შეგრძნებები, დროის შეგრძნება. ჰალუცინოგენები ასევე მოქმედებენ ტვინის იმ რეგიონებზე, რომლებიც არეგულირებს აღგზნებასა და პანიკურ რეაქციებს.

ჯადოსნური სოკო გარეგნულად ჰგავს სხვა დანარჩენ სოკოებს. მათ წარსულში ხშირად იყენებდნენ რელიგიური რიტუალების დროს და თერაპიული მიზნებისთვის. მოიპოვება ძირითადად გამომშრალი სახით, ან დამუშავებული კაფსულებში. ასევე სინთეზური ფსილოციბინი თეთრი ფხვნილის სახით, რომელიც გამოყენებისთვის მუშავდება ტაბლეტებში, კაფსულებში, ან იხსნება წყალში.

ჯადოსნურ სოკოებს ჭამენ უმად, გადამუშავებულს ან ჩაის სახით სვამენ. გამომშრალი ფორმით მას ხანდახან ეწევიან კანაბისთან ან თამბაქოსთან შერეულს.

ფსიქოდელიური საშუალებების ეფექტები დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
  • მიღებული ნივთიერების დოზა
  • ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
  • სოკოს მიღება სხვა მედიკამენტთან ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან ერთად
  • ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ჩვენი ორგანიზმი ფსიქოდელიური ნივთიერების მიღებას)
  • გარემო და განწყობა

სოკოს ეფექტებია:

  • ეიფორია
  • გონებრივი მდგომარეობის, ხასიათის, ფიქრებისა და აღქმის შეცვლა.
  • აღქმის ცვლილებები, ვიზუალური და აუდიო ჰალუცინაციები
  • დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია
  • კუჭის ტკივილი და გულისრევა
  • თავის ტკივილი
  • გაფართოებული გუგები
  • ჩქარი და არარეგულარული გულისცემა
  • სხეულის ამაღლებული ტემპერატურა
  • სწრაფი სუნთქვა
  • ღებინება
  • სახეზე წამოწითლება, ოფლიანობა და შეციება

სოკოს მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედოზირება, რადგან გამხმარ მდგომარეობაში რთულია მიღებული ოდენობის კონტროლი. ზედოზირების სიმპტომებია:

  • გაღიზიანებულობა
  • ღებინება
  • ფაღარათი
  • კუნთების სისუსტე
  • პანიკა ან პარანოია
  • ფსიქოზი
  • კომა

ფსიქოდელიური ნივთიერების მიღება ზოგჯერ იწვევს ე.წ. “ბედ თრიფს”, რომლსაც თან ერთვის ჰალუცინაციები, ძლიერი შფოთვა, შიში, დაძაბულობა და პარანოია.

ჯადოსნური სოკოების მიღების შემდეგ შესაძლებელია გქონდეთ თავის ტკივილი, რომელიც 24 საათამდე გრძელდება. სოკოს მიღების შემდგომ პერიოდიში ასევე შეიძლება გქონდეთ გამოფიტულობის შეგრძნება, ძლიერი შფოთვა.

ჯადოსნური სოკოს გრძელვადიანი მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ფლეშბექები, რაც მოულოდნელი და დამზაფვრელია, რადგან ცოცხლდება “ბედ თრიფის” მოგონებები მკვეთრი ემოციების თანხლებით. მსგავსი ფლეშბექები შესაძლოა მოხდეს სოკოს მიღებიდან ერთი კვირის,  თვის ან წლის შემდეგაც კი.

სოკოების მიღებამ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი და საზიანო ეფექტები.

ჯადოსნური სოკოების მიღება ისეთ ნივთიერებებთან, რფოგორიცაა  კრისტალური მეტამფეტამინი, სპიდი ან ექსტაზი: იზრდება “ბედ თრიფის” შანსი და შეიძლება გამოიწვიოს პანიკა.

სოკოების მიღება არ შეიძლება მათთვის, ვინც იღებს ფსიქიატრის მიერ  დანიშნულ წამლებს, ვინაიდან სოკოს შეიძლება გააუარესოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

სოკოების მიმართ ტოლერანტობა საკმაოდ სწრაფად ყალიბდება, რის შემდეგაც თავდაპირველი ეფექტის მისაღწევად უფრო და უფრო მაღალი დოზაა საჭირო. მათი მოხმარების რისკი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ მათი ნაწილი შხამიან სოკოებს ჰგავს. მიღებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ იცით რა სოკოსთან გაქვთ საქმე.

 

გამოყენებული მასალა:

https://adf.org.au/drug-facts/psilocybin/

 

წინა

კიმ კარდაშიანი უერთდება “ამერიკული საშინელებათა ისტორიის” მე-12 სეზონს

შემდეგი

ქვიარის განცხადება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების