თებერვალი 2022 - Page 6

ბისექსუალმა სპორტსმენმა აირინ ვუსტმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა

ღიად ბისექსუალი ჩქაროსნული მოციგურავე, აირინ ვუსტი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 1500-მეტრ დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი ღიად ლგბტქი სპორტსმენია, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

ვუსტისთვის ეს ბოლო ოლიმპიადა იქნება, რადგან ის კარიერის დასრულებას გეგმავს. კარიერის მიწურულს კი კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 1,53 წუთში დაფარული მანძილით ჩქაროსნული ციგურაობის რეკორდული დრო დააფიქსირა. სპორტსმენს სხვა რეკორდებიც მრავლად აქვს – ქალთა ჩქაროსნულ ციგურაობაში მასზე მეტი ოლიმპიური მედალი არავის მოუპოვებია. ასევე, შანსი აქვს, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე კარიერის განმავლობაში მოპოვებული ოლიმპიური მედლების ოდენობით სპორტსმენებს შორის მეორე ადგილი დაიკავოს.

აირინ ვუსტმა პირველი ოლიმპიური ოქრო 2006 წელს მოიპოვა, ამჟამად კი ნიდერლანდების ყველაზე წარმატებული ოლიმპიური სპორტსმენია.

ვუსტის თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს: „ყოველთვის ვამბობ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, მაგრამ 35 წლის ვარ და მინდა, შვილები მყავდეს. უნდა მიხვდე და ერთ დღეს კარიერა დაასრულო“.

წყარო: Out

გაიცანით ჯეიმს ბიდგუდი — ქვიარ ფოტოგრაფიის კოვიდით გარდაცვლილი პიონერი

ჯეიმს ბიდგუდი, ფოტოგრაფი, რომელმაც 1960-70-იან წლებში ეროტიკული გეი ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანა, იანვრის მიწურულს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

88 წლის ასაკში გარდაცვლილი შემოქმედის კარიერა ფანტასმაგორიულ ფოტოებსა და 1971 წლის ფილმ Pink Narcissus-ს აერთიანებდა, რომლის გამოსვლისას, რეჟისორის ვინაობა ანონიმური იყო.

ბიდგუდი გასული საუკუნის 50-იან წლებში დრეგ პერფორმერი იყო, 60-იან წლებში კი ფოტოების გადაღება ისეთი ჟურნალებისთვის დაიწყო, როგორიც Muscleboy იყო. მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ გამოცემების ფოტოები უინტერესო და უსიცოცხლო გამოდიოდა, ამიტომ გადაწყვიტა, სიტუაცია შეეცვალა. ბიდგუდმა დეკორაციების მშენებლობას მიჰყო ხელი და ისეთი ფოტოების გადაღება დაიწყო, რომელთაც ბევრად ღრმა მნიშვნელობა ჰქონდათ. მის ნამუშევრებში შეხვდებოდით მითოლოგიის გავლენას, განათების ახლებურ გამოყენებას და კაცებს, რომლებიც ხშირად სრულიად შიშვლები პოზირებდნენ –  სანახაობა ერთდროულად იყო ეროტიული და კემპ მგრძნობელობით გამორჩეული.

https://www.youtube.com/watch?v=9Zzuk1Sd9Kg

1963 წლის დასაწყისში ბიდგუდმა ფილმის გადაღებაც დაიწყო, რომელიც 1971 წელს Pink Narcissus-ის სახელით გამოვიდა. თავისუფალი ფორმის მქონე ამბავი გეი სექსმუშაკის ფანტაზიების შესახებ იყო. ბიდგუდმა მხოლოდ ფილმის რეჟისურა კი არა, კოსტიუმებისა და სცენის დიზაინიც საკუთარ თავზე აიღო.

ფილმი კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა დაიწუნეს, თუმცა რეჟისორის ვინაობა არავინ იცოდა. მოგვიანებით, როცა ფილმმა პოპულარობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, დაიწყო მსჯელობა იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩანაფიქრის ავტორი და ბევრი რეჟისორად ენდი უორჰოლს თვლიდა.

1999 წელს, ჯეიმს ბიდგუდის ავტორობა საბოლოოდ დადასტურდა, როცა ხელოვანის მონოგრაფია გამოქვეყნდა. ფილმმა კი სხვადასხვა ფესტივალი მოიარა. ბიდგუდის მივიწყებული ფოტოები გაიხსენეს, 2001 წელს მისი ნამუშევრების გამოფენა იტალიასა და ამერიკაში მოეწყო.

ჯეიმს ბიდგუდს გამოფენის შემდეგ უწოდეს „იმ დროის მამაცი პიონერი, როცა ფოტოგრაფიის ფორმალური და სექსუალური შინაარსი სწორხაზოვანი იყო და პიონერი იდეისა, რომ ეროტიკული მგრძნობელობა შეიძლება ნამდვილი ხელოვნების თანმდევიც იყოს“.

ბიდგუდი 80-იანი წლებიდან ფოტოგრაფიას ჩამოშორდა, მაგრამ 2000-იანებში საქმიანობას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და ფოტოშოპი, ციფრული აუდიო დამუშავების ხერხები და სხვა უნარებიც კი შეისწავლა, რათა 3-საათიანი ავტობიოგრაფიული აუდიო პიესა — FAG – The Pretty Good Life of Jimmy Bundle ( FAG – ჯიმი ბანდლის საკმაოდ კარგი ცხოვრება) შეექმნა.

ქვიარ ფოტოგრაფიის პიონერი, გამბედავი ხელოვანი, რომელმაც ეროტიკული ფოტოგრაფია სწორხაზოვნებიდან ხელოვნებამდე დახვეწა, სიცოცხლის ბოლო წლებში განმარტოებული იყო, სახლს თითქმის არ ტოვებდა და ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. მისი დაკრძალვის თანხა საქველმოქმედო გვერდზე შეგროვდა, ასევე აგროვებენ თანხას იმისთვის, რომ მისი ნამუშევრების არქივი შეიქმნას.

„უკნიდან“ / ClampArt

ათწლეულების განმავლობაში კემპის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლებოდა და 2019 წლის ინტერვიუში ამ სიტყვის საუკეთესო განმარტებაც გააკეთა: ,,განა კემპმა სულ მცირე ღიმილი არ უნდა მოგგვაროს? კემპი ჩემთვის იმ სიტუაციას ჰგავს, როცა ცოლი ქმრის დაკრძალვაზე ჭყეტელა ნარინჯისფერი კაბითა და თმაში დამაგრებული გრძელი ბუმბულით მიდის“.

წყარო: The New York Times

Euphoria ეკრანებზე მესამე სეზონით დაბრუნდება

ემის მფლობელი, HBO-ს გახმაურებული სერიალი Euphoria ეკრანებზე მესამე სეზონით დაბრუნდება. ინფორმაცია HBO-ს სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by euphoria (@euphoria)

ამჟამად სერიალის მეორე სეზონი მიმდინარეობს და, როგორც ცნობილია, პირველ სეზონთან შედარებით (6.6 მილიონი), მეორე სეზონის ნახვების რაოდენობა 100%-ით არის გაზრდილი (14 მილიონი).

„სემმა, ზენდეიამ და Euphoria-ს მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანეს სერიალის მეორე სეზონი“ – ამბობს ფრანჩესკა ორსი, HBO-ს ვიცე-პრეზიდენტი.

სერიალი 17 წლის ნარკოდამოკიდებული რუს (ზენდეია) ისტორიას გვიამბობს, რომელიც ცდილობს, თავი გაართვას ცხოვრებისეულ გამოწვევებს. სერიალი ამავე სახელწოდების ისრაელურ სერიალს ეფუძნება. ამერიკული ვერსიის რეჟისორი და შექმნელი სემ ლევისონია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა სერიალის მესამე სეზონი, თუმცა ცნობილია, რომ სერიალის მეორე სეზონის ფინალის 27 თებერვალს ვნახავთ.

 

 

ახალი აივ-შტამი, რომელიც იმუნურ სისტემას ბევრად დიდ დარტყმას აყენებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აივ-ინფექციის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც პოტენციურად ბევრად გადამდებია და იმუნურ სისტემას ბევრად დიდ დარტყმას აყენებს. ამჟამად ვირუსი ნიდერლანდებში მცხოვრებ 109 ადამიანს აქვს, რომელთაც სიმპტომები ორჯერ უფრო სწრაფად გამოუვლინდათ.

მეცნიერთა თქმით, ახალი შტამი – VB ვარიანტი, იმუნურ სისტემას ანგრევს, ასევე, გავრცელებულ ვირუსებთან და დაავადებებთან ორგანიზმის გამკლავების უნარს ბევრად სწრაფად აქვეითებს, ვიდრე აივ-ინფექციის წინა შტამები, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდსის განვითარებაც ბევრად დაჩქარებულია.

მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ VB სისხლში 3,5-5,5-ჯერ დიდი შემცველობითაა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბევრად მარტივად გადამდები იქნება, გარდა ამისა, იმუნური სისტემის დაზიანების ხარისხი ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

აივ-ინფექციასთან, მათ შორის, ახალ შტამთან ბრძოლის საუკეთესო გზა, ხშირი ტესტირებაა, ამიტომ თუ სქესობრივი კავშირი ხშირად და სხვადასხვა პარტნიორთან გაქვთ, აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი კლინიკაში, ხოლო თუ ლგბტქი თემის წარმომადგენელი ხართ ან სექსსამუშაოში ხართ ჩართული – გამოიძახეთ სწრაფი ტესტი Selftest.ge-დან და ჩაიტარეთ ტესტი სახლიდან გაუსვლელად.

აივ-უარყოფით ქვიარ ადამიანებს პრეპ-პროგრამაში ჩართვა სრულიად უფასოდ შეუძლიათ. პრეპი მედიკამენტია, რომელიც აივ-ინფიცირების რისკს 99%-ით ამცირებს.

ტროი სივანი ახალ ფილმში გეი მოზარდის როლს შეასრულებს

ფოტო: MTV

მიკო შახდინარიანი – სანამ სამყაროს გააცნობთ, გაიცანით საკუთარი თავი

მე ვარ მკრტიჩ შახდინარიანი, თუმცა ოჯახის წევრები და მეგობრები მიკოს მეძახიან. დავიბადე თეთრიწყაროში, გავიზარდე სამგორში, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტი. ახლა რამდენიმე სამსახური და უთვალავი ჰობი მაქვს.

Keep Reading

უკრაინელი ქვიარები მზად არიან, სამშობლო დაიცვან

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იმატებს და ლგბტქი ადამიანებსაც უმძაფრდებათ შიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს.

მართალია, უკრაინასა და რუსეთს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო, მაგრამ, შესაძლოა, სიტუაცია უფრო გამწვავდეს. ამის წინაპირობას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან გადაყვანილი ათი ათასობით ჯარისკაცი იძლევა.

Keep Reading

„თბილისი პრაიდი“ 3 წლის გახდა

დღეს „თბილისი პრაიდის“ დაბადების დღეა. ორგანიზაციას 3 წელი შეუსრულდა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დღესდღეობით, უკვე მისი  თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია, ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„ძალიან მძიმე პროცესები გამოვიარეთ ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან დღემდე. თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის მარტივი. არ არის მარტივი დაუპირისპირდე უდიდესი ძალაუფლებისა და ფულის მქონე ინსტიტუტებს, როგორებიცაა საქართველოს საპატრიარქო, შსს, სუსი და ზოგადად, ჰომოფობიური სახელმწიფო სტრუქტურები და ხელისუფლება. ამას ემატება რუსეთის რბილი ძალა. Keep Reading

Victoria’s Secret-მა შავკანიან ტრანსგენდერ მოდელთან პირველად ითანამშრომლა

ტიკტოკის ვარსკვლავი ემირა დი’სფეინი, რომელსაც სოციალურ ქსელებში XOXOEMIRA-ს სახელით იცნობენ, Victoria’s Secret-ის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. 25 წლის მოდელი ქალის საცვლების კომპანიის ვალენტინობის დღის ტიკტოკ ვიდეოში გამოჩნდა და მარტოხელა მომხმარებლებს ვალენტინობის დღის სასიამოვნოდ გატარების გზები შესთავაზა.

„ჩემი პლატფორმა თავდაჯერებასა და საკუთარი თავის სიყვარულზეა დაფუძნებული. მსურს, ახალგაზრდა ტრანსგენდერი გოგოები და ბიჭები გავაძლიერო და დავანახო მათ, რომ სილამაზის და მოდის ინდუსტრია იცვლება, განსაკუთრებით ფერადკანიანი ადამიანებისთვის. ამაყი ვარ, რომ Victoria’s Secret-ისთვის ვმუშაობ და იმედი მაქვს, ეს სხვა ადამიანებისთვისაც შექმნის შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ემირა დი’სფეინმა.

2018 წელს, Victoria’s Secret სკანდალში გაეხვა, რადგან კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ედ რაზეკმა ტრანსფობიური კომენტარები გაავრცელა, ასევე წონის ნიშნით მადისკრიმინირებელი განცხადებები. კომპანია შელახული იმიჯის აღდგენას დღემდე ცდილობს და მეტად ინკლუზიური გახდა. 2019 წელს, ბრაზილიელი მოდელი, ვალენტინა სამპაიო პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელთანაც ბრენდმა ითანამშრომლა, დი’სფეინი კი პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც ბრენდთან კონტრაქტი გააფორმა.

10 ვარსკვლავი, რომელიც 2021 წელს დაქამინგაუთდა

2021 წელს არაერთი ცნობილი ადამიანი ალაპარაკდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე და ფანებისთვის საკუთარ აღმოჩენებზე დეტალების მოყოლა გადაწყვიტა. სტატიაში ჩამოთვლილი 10 ადამიანი იმ ვარსკვლავთა მხოლოდ მცირე ნაწილია, ვინც 2021 წელს დაქამინგაუთდა და გულშემატკივრებს გამბედაობის მაგალითი უჩვენა.

ემა კორინი

ფოტო: Getty Images

The Crown-ის ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა, ემა კორინმა, საკუთარ იდენტობაზე 2021 წელს ისაუბრა. მისი თქმით, გრძელი გზა გაიარა და წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა ელის, მაგრამ მიხვდა, რომ ბინარული იდენტობა არ აქვს.

„ხილვადობა უმთავრესია. ჩემი მოგზაურობა ხანგრძლივი იყო და წინ კიდევ გრძელი გზა მაქვს. ვფიქრობ, განსაზღვრებების ძებნას ვართ შეჩვეული, საზოგადოებას ბინარული განსაზღვრებები სჭირდება და ამის გამო დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ბინარული მოცემულობის მიღმა ვარ და ჯერაც არ ვიცი, ზუსტად – სად. სოციალურ ქსელებში აქტიურად მოსაუბრე ხალხი ამ გზის გავლაში დამეხმარა. როცა საკუთარ იდენტობაზე საჯაროდ წერა დავიწყე, შიში ვიგრძენი, თავს გაშიშვლებულად ვგრძნობდი და არ ვიცოდი, სწორად ვიქცეოდი თუ – არა, მაგრამ ქვიარ ადამიანებისგან მხარდაჭერა ვიგრძენი, სოლიდარობის განცდა გასაოცარია“, – აღნიშნა პრინცესა დიანას როლის შემსრულებელმა.

დემი ლოვატო

ფოტო: Getty Images

მომღერალმა და მსახიობმა დემი ლოვატომ 2021 წელს ფანებს მრავალი გამოწვევის შესახებ აცნობა. მან ღიად ისაუბრა ნარკოდამოკიდებულებაზე, ზედოზირების შემთხვევასა და სექსუალ ძალადობაზე, რისი გადატანაც 15 წლის ასაკში მოუწია. მოგვიანებით კი ფანებს ინსტაგრამზე კიდევ ერთი სიახლე გაუზიარა და აცნობა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გიზიარებთ. სიამაყით ვამბობ, რომ არაბინარული ვარ და ჩემი ნაცვალსახელი ამიერიდან they/them იქნება. ეს აღმოჩენა განკურნების, საკუთარი თავის შეცნობის გზაზე გავაკეთე. ჯერ კიდევ ვსწავლობ და საკუთარი თავის უკეთ დანახვას ვცდილობ, არც ექსპერტად ვთვლი თავს, მაგრამ საუბარი თვითგანკურნებისთვის და იმ ადამიანებისთვის იმედის ჩასახვის მიზნით დავიწყე, რომლებიც საკუთარ იდენტობას საყვარელ ადამიანებთან ჯერ კიდევ ვერ ამხელენ“, – დაწერა ლოვატომ ინსტაგრამის გვერდზე.

ტომი დორფმანი

ფოტო: Time

13 Reasons Why-ს ვარსკვლავმა საკუთარ იდენტობაზე ღიად 2021 წელს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

„განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ტრანს ინდივიდს, რომელმაც მსგავსი გზა გაიარა, ბარიერების გარღვევა სცადა, სასიცოცხლო რისკის ფასად არ დათმო საკუთარი იდენტობა. მადლობა ყველა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც საკუთარი თავი დამანახა, შემაყვარა და თავი ამ სამყაროს ნაწილად მაგრძნობინა“, – აღნიშნა მსახიობმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კელანი

ფოტო: Arturo Shoots

ამერიკელი მუსიკოსის ლესბოსელად ქამინგაუთი ტიკტოკზე შედგა, სახალისო ვიდეოში მომღერალმა აღნიშნა, რომ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში საბოლოოდ გაერკვა.

„მკითხეს, კელანი, რა არის ახალი? მე კი ვუპასუხე, რომ საბოლოოდ მივხვდი, რომ ლესბოსელი ვარ. დიახ, გეი ვარ!“ -ამბობს მომღერალი და ოჯახთან ვერშემდგარ ემოციურ ქამინგაუთსაც იხსენებს – „ვიცით, სულელო. მინდოდა, გაოცებისგან წაქცეულიყვნენ და ეთქვათ, გილოცავ, ვერც კი წარმოვიდგენდით, მაგრამ – არა!“

თიჯეი ოსბორნი

ფოტო: Kristine Potter

ქანთრი მუსიკის შემსრულებელი, თიჯეი ოსბორნი 2021 წელს დაქამინგაუთდა და პირველი ქანთრის შემსრულებელი გეი მუსიკოსი გახდა, რომელსაც წამყვან ქანთრი მუსიკალურ სტუდიასთან აქვს კონტრაქტი, ასევე ერთ-ერთი პირველი მენისტრიმ ქანთრი შემსრულებელია, რომელმაც ქამინგაუთი გააკეთა, რაც დიდი ნაბიჯია. ქანთრის მიმდინარეობა ჯერ ისევ რჩება კონსერვატიულ, ჰეტერონორმატულ სივრცედ.

„საკუთარ იდენტობასთან პრობლემა არასდროს მქონია და ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა იმ თემაზე საუბარი, რაც ჩემთვის სრულად ორგანულია“, – აღნიშნა მომღერალმა Time-თან ინტერვიუში.

ლაგანჯა ესტრანჯა

ფოტო: Entertainment Weekly

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დრეგ ქვინი, რუპოლის დრეგ რეისის მე-6 სეზონის მონაწილე, ლაგანჯა ესტრანჯა, საკუთარ იდენტობაზე 2021 წელს ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

„აღმოჩენების დამალვა აღარ მიწევს, რაც გასაოცარ ძალას მაძლევს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ტრანს მეგობარს, რომელმაც ეს გზა ჩემამდე გაიარა, იბრძოლა იმისთვის, რომ ახლა ჩემი გამოცდილება მხოლოდ ბედნიერებით იყოს სავსე. მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ტრანსი ვარ და საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ“, – აღნიშნა დრეგ ქვინმა, რომელიც ტრანზიციის პროცესს გადის.

კალ პენი

ფოტო: Paper Magazine

Harold & Kumar-ის მსახიობმა, კომიკოსმა კალ პენიმ ღიად თქვა, რომ გეია და დანიშნულია კაცზე, რომელთან ურთიერთობაც 11 წლის განმავლობაში ჰქონდა.

„საკუთარი სექსუალობა საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, მსგავსი მიგნებებისთვის წინასწარდათქმული დრო ხომ არ არსებობს. ყველა გარკვეულ მომენტში აკეთებს აღმოჩენას და მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა“, – აღნიშნა მსახიობმა.

ჯიჯი გუდი

ფოტო: Gigi Goode / Instagram

რუპოლის დრეგ რეისის კიდევ ერთი მონაწილე, ჯიჯი გუდი შოუს ფანებს მე-12 სეზონიდან ახსოვთ. ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქვინი შოუს ფინალისტი გახდა. ჯიჯი გუდმა 2021 წელს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არაბინარული იდენტობის მქონე ტრანსგენდერია და ტრანზიციის პროცესს გადის.

„თითქმის 8 თვის წინ, წლის დასაწყისში, ჰორმონალური თერაპია დავიწყე, რათა ჩემში არსებული ქალი წარმომეჩინა. არაბინარული იდენტობის მქონე ტრანსი ვარ და ჩემი ნაცვალსახელებია she/her“, – აღნიშნა ჯიჯიმ.

კასანდრა პიტერსონი

    ფოტო: Tweeterhead Publications

Elvira-ს საკულტო როლის შემსრულებელი კასანდრა პიტერსონი კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც საკუთარ იდენტობაზე ღიად 2021 წელს ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ უკვე 19 წელია ქალთან აქვს ურთიერთობა.

„ცხოვრებაში პირველად ვარ ადამიანთან, რომელიც თავს დაცულად, იღბლიანად და შეყვარებულად მაგრძნობინებს“, – თქვა მსახიობმა, რომელიც იქამდე 25 წლის განმავლობაში ჰეტერო ქორწინებაში იმყოფებოდა.

ბილი პორტერი

ფოტო: Getty Images

Pose-ის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია, რაც დაქამინგაუთებულია და საკუთარ იდენტობაზე ღიად საუბრობს, თუმცა 2021 წელს კიდევ ერთი დეტალი გაუზიარა ფანებს- მსახიობმა საჯაროდ თქვა, რომ უკვე 14 წელია აივ დადებითია.

„სირცხვილს ვგრძნობდი, რელიგიურ ოჯახში გავიზარდე და აივ-სტატუსი ღმერთის სასჯელად აღიქმებოდა, თანაც, ცხოვრების აწყობას, კარიერის შექმნას ვცდილობდი და ჩემი სტატუსი დისკრიმინაციის კიდევ ერთ შესაძლებლობად ჩავთვალე, ამიტომ ჩუმად ვიყავი, მაგრამ დროა, გავიზარდო. სირცხვილი დესტრუქციულია და თუ ამის დასაძლევად რამე არ ვქენით, ყველაფერს ანადგურებს“, – აღნიშნა მსახიობმა.