Tbilisi Pride

„თბილისი პრაიდი“ 3 წლის გახდა

დღეს „თბილისი პრაიდის“ დაბადების დღეა. ორგანიზაციას 3 წელი შეუსრულდა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დღესდღეობით, უკვე მისი  თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია, ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„ძალიან მძიმე პროცესები გამოვიარეთ ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან დღემდე. თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის მარტივი. არ არის მარტივი დაუპირისპირდე უდიდესი ძალაუფლებისა და ფულის მქონე ინსტიტუტებს, როგორებიცაა საქართველოს საპატრიარქო, შსს, სუსი და ზოგადად, ჰომოფობიური სახელმწიფო სტრუქტურები და ხელისუფლება. ამას ემატება რუსეთის რბილი ძალა.

დღეს „თბილისი პრაიდი“ და მისი ღონისძიებები არის უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის, რომ საქართველოში პრაიდ ფესტივალი ღიად, დაანონსებულად ჩატარდა, ეს არის მოვლენა, რომელზეც მთელი რეგიონი საუბრობს, მათ შორის, ფაქტობრივად, საუბრობენ რუსეთშიც.

წინ დიდი გეგმები გვაქვს, არც ერთი წამით არ ვაპირებთ გაჩერებას, უკან დახევას. რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის, რომ ორგანიზაციაში წევრებად გვიერთდება ასობით ქვიარ ადამიანი და მხარდამჭერი. ჩვენ დიდი ძალა ვართ, რაც უკვე ჩანს, მაგრამ თანდათანობით უფრო მეტად ცხადი გახდება.

შემოგვიერთდით თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“

წინა

Victoria’s Secret-მა შავკანიან ტრანსგენდერ მოდელთან პირველად ითანამშრომლა

შემდეგი

უკრაინელი ქვიარები მზად არიან, სამშობლო დაიცვან

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების