Evgeny Simonov

უკრაინელი ქვიარები მზად არიან, სამშობლო დაიცვან

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იმატებს და ლგბტქი ადამიანებსაც უმძაფრდებათ შიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს.

მართალია, უკრაინასა და რუსეთს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო, მაგრამ, შესაძლოა, სიტუაცია უფრო გამწვავდეს. ამის წინაპირობას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან გადაყვანილი ათი ათასობით ჯარისკაცი იძლევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს 8500 ჯარისკაცი ჰყავს მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუ ვითარება უფრო გაუარესდება. ნატომ კი, აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო ბრძოლისთვის მოიერიშე თვითმფრინავები და გემები მოამზადა.

რუსეთის პოტენციური თავდასხმა კატასტროფული აღმოჩნდება ლგბტქი თემისთვისაც. ქვიარ აქტივისტები ფიქრობენ, თუ რა შეიძლება მოხდეს კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში. ისინი შიშობენ, რომ ლგბტქი უფლებების კუთხით პროგრესი შეჩერდება და მათ თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. ლგბტქი ადამიანები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის, რადგან თავიანთი ქვეყნის წინაშე პატრიოტულ მოვალეობას გრძნობენ.

„ამ საკითხში ერთიანი ვართ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს გენდერულ იდენტობას, ან ორიენტაციას – ჩვენ ყველანი ერთად მივიწევთ წინ“, – განაცხადა კიევის პრაიდის დირექტორმა ლენი ემსონმა.

Მან ისიც აღნიშნა, რომ ომის პერიოდში საზოგადოება უმცირესობების წინააღმდეგ აგრესიულადაა განწობილი და ფიქრობს, რომ ეს აგრესია ლგბტქი ადამიანებისკენ უფრო იქნება მომართული.

„უკრაინული ლგბტქი მოძრაობა ძალიან წარმატებულია. გასული წლის სექტემბერში ჩვენთან ერთად მარშზე 7000-მდე ადამიანი გამოვიდა. კიევის გარდა, ჩვენ გვაქვს პრაიდის მარშები რამდენიმე სხვა ქალაქშიც. გვაქვს 30-ზე მეტი ლგბტქი ორგანიზაცია, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ. რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ თემის ყველა წევრი ყოველდღიურად საფრთხეშია“, – ამბობს ლენი ემსონი.

უკრაინაში შექმნილი ვითარება აწუხებთ ადამიანებსაც, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ბოგდან გლობა, უკრაინელი ლგბტქი აქტივისტი, რომელიც 2016 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, შეშფოთებულია სამშობლოში მიმდინარე მოვლენებით. ის ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია, მის სამშობლოს მეტი ტერიტორია წაართვას, რაც უფრო მეტ ლგბტქი ადამიანს დააყენებს საფრთხის წინაშე.

წინა

„თბილისი პრაიდი“ 3 წლის გახდა

შემდეგი

მიკო შახდინარიანი – სანამ სამყაროს გააცნობთ, გაიცანით საკუთარი თავი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების