აგვისტო 2021 - Page 6

მრავალფეროვნების დღესასწაული ბარსელონაში 19 ივნისს იწყება!

PRIDE BCN – უფრო ცნობილი, როგორც Gay Pride Barcelona, ყოველ წელს იმართება კატალონიის დედაქალაქში LGBT პრაიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ბარსელონას პრაიდი ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა – ბოლო პრაიდს 250 000 ადამიანი დაესწრო, წელს კი 280 000 ადამიანს ელიან.

პრაიდის დღეს, ქალაქის ცენტრში, მარია კრისტინას გამზირზე (Avenida María Cristina) ცნობილი მოცეკვავე შადრევნების ფონზე ჩაივლის. სწორედ ეს მისტიკური ადგილი გახდება PRIDE BCN-ის გული ივნისის ბოლო პარასკევსა და შაბათს. პარასკევს გაიმართება ტრადიციული „რბოლა ქუსლებზე“, ხოლო აღლუმი ივნისის ბოლო შაბათს, 17:00 საათიდან დაიწყება.

იქნება სამი ძირითადი სივრცე:

PRIDE VILLAGE LGBT – სადაც მოეწყობა ღონისძიებები და დისკუსიები, გაიხსნება დიდი რესტორანი და წარმოდგენილი იქნება უამრავი ღირსშესანიშნაობა;

PRIDE KIDS – ოჯახური ღონისძიებებისთვის;

მესამე და მთავარი – ბევრი მუსიკა ადგილობრივი და საერთაშორისო სცენის ცნობილი დიჯეებითა და არტისტებით, ცეკვის კონკურსები, 21:00 საათზე დაიწყება საუკეთესო დრეგ ქუინების შეჯიბრი  – ”Barcelona Drag Race”, პრაიდის დედოფლის ტიტულის მოსაპოვებლად.

ეს ყველაფერი: კონფერენციები, დემონსტრაციები, გამოფენები, სპორტული და ოჯახური ღონისძიებები ერთ მიზანს ემსახურება – ყურადღება მიიპყროს LGBT ადამიანების პრობლემებმა და გახდეს საჯარო.

. . .

წელს ღონისძიებები ორ ნაწილად გაიყო: ნაკლებად დატვირთული ნაწილი ივნისის ბოლოს ჩატარდება, ხოლო უფრო მასშტაბური – სექტემბრის ბოლოს.

(სექტემბერში დაგეგმილ ღონისძიებებზე მოგვიანებით მოგიყვებით)

დღეს ათენში პრაიდ ფესტივალი იხსნება!

ათენი პრაიდი 2021

ათენის პრაიდის ფესტივალი წელს მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება. ცხელი სეზონის განმავლობაში, ქალაქი მნიშვნელოვან ღონისძიებებს გამართავს, დასკვნითი საღამო კი 11 სექტემბერს იქნება და წინა წლების გამოცდილებების შეხსენებას დაეთმობა.

გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების გარდა, ღიად ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ პრობლემებზეც. თუმცა, ეს საუბრები ისე შეერწყმება ათენი პრაიდისთვის დამახასიათებელ მხიარულ საღამოებს, რომ ის ერთ ძლიერ იდეად იქცევა.

მიუხედავად წინა წლების გამოცდილებისა (თესალონიკის მერს გეი აღლუმის ჩატარების გამო, ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რადგან მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ლგბტქი თემს), 2021 წლის ათენის პრაიდს ქალაქის მერი, ჯორჯოს კამინისა, საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსა და უცხოელ დიპლომატებთნ ერთად დაესწრება.

ათენის პრიდის ფესტივალი 19 ივნისს, საღამოს 17:00 საათზე გაიხსნება, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კი 19:00 საათზე დაიწყება. გვიან საღამოს ქალაქის მთავარ მოედანზე – სენტაგმაზე, კონცერტი გაიმართება, რომელიც ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება.

ცნობისთვის, ათენის პირველი პრაიდ ფესტივალი ქალაქის ძველ ნაწილში, პარლამენტის შენობის წინ, 2005 წელს გაიმართა.

თესალონიკი – “ლესბოსი 2021” 

თესალონიკის პრაიდის კვირეულზე ათასობით ადამიანი იყრის თავს. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, საბერძნეთში, ლგბტქი თემის წევრებთან ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს.

მხიარულება ქალაქის ცენტრიდან ზღვის სანაპიროზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და წინააღმდეგობასაც უწევდნენ პრაიდის ფესტივალის ჩატარებას, მთავრობა და სამართალდამცველები მონაწილეების უსაფრთხოებას სათანადოდ უზრუნველყოფენ.

ძვ. წ. 315 წელს დაარსებული ქალაქი, რომელსაც სახელი ალექსანდრე დიდის დის პატივსაცემად დაერქვა, დღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრად ითვლება.

თესალონიკში პრაიდის ფესტივალის ღონისძიებების ადგილს ”ლესბოსს” უწოდებენ, რაც კუნძულ ლესბოსიდან მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ სტუმრებს ლგბტქი თემისთვის განკუთვნილი კრუიზები და საუნებიც ელოდებათ.

სამწუხაროდ, COVID-19-ით გამოწვეული რეგულაციების გამო, 2021 წლის ევროპრაიდი, რომელსაც ორგანიზატორები სამი წლის მანძილზე ამზადებდნენ და თესალონიკში უნდა ჩატარებულიყო, წლის ბოლოსთვის გადაიდო.

ევროპრაიდის ჩატარება საბერძნეთში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მას საბერძნეთის, ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების ლგბტქი თემის წევრები უნდა გაეერთიანებინა, რაც მათ საკუთარი ინტერესების გამოხატვაში დაეხმარებოდა.

8 ყველაზე საშიში ქვეყანა LGBT+ ადამიანებისთვის

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს 71 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით აკრძალულია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე მმართველობის სასტიკ ფორმებს ეწირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური მონაცემები და კვლევები, რომელიც ჰომოფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებს აღრიცხავს, რთულია ზუსტი სურათის დახატვა, რომელი ქვეყნები არიან გამორჩეულად სასტიკები LGBT+ თემის მიმართ.

წარმოგიდგენთ 8 ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებით საშიშია LGBT+ ადამიანებისთვის.

1. ნიგერია

ფოტო: CNN

აფრიკის გულში მდებარე ნიგერია, სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად არის მიჩნეული. ნიგერიაში ჰომოსექსუალობა დასჯადია და 14-წლიან პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. LGBT+ უფლებებზე უბრალო დისკუსიც კი მკაცრად არის კონტროლირებული სახელმწიფოს მიერ.

2. კატარი

Photo: AP

ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა კატარი ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა, სადაც შარიათის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი სახის ჰომოსექსუალური აქტი ითვალისწინებს პატიმრობას, გაროზგვასა და სიკვდილით დასჯას. კატარის სახელმწიფო დიდ იმედს ამყარებს 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო თასის ჩემპიონატზე, რომელმაც ტურისტების რაოდენობა უნდა გაზარდოს, სწორედ ამიტომ, აქტივისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ქვეყანა გადახედავდა თავის მკაცრ კანონებს, თუმცა კატარის მმართველი ძალა პოზიციას არ ცვლის.

3. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც ასევე იყენებს შარიათის კანონების თავის ინტერპრეტაციას და სიკვდილით სჯის LGBTQI ადამიანებს. საუდის არაბეთი მტრულად არის განწყობილი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მათი კანონის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც ”იქცევა ქალივით”, 100 შოლტს იღებს და ქვეყნიდან აძევებენ.

4. ტანზანია

ფოტო: Getty

აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ეს ქვეყანა, სერენგეტის ნაციონალური პარკისა და კილიმანჯაროს მთის დამსახურებით, მილიონობით ტურისტს იზიდავს, თუმცა სახელმწიფოს დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ მკვეთრად ჰომოფობიურია. 2015 წელს სახელმწიფოს ლიდერმა უამრავი ამომრჩევლის გული სწორედ ჰომოფობიური დაპირებებით მოიგო და ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა LGBT საზოგადოებასა და ქალებს.

5. ირანი

ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი LGBT+ ადამიანებისთვის ირანია, სადაც 1979 წლის შემდეგ, 5000-ზე მეტი გეი და ლესბოსელი სიკვდილით დაისაჯა. ქვეყნის კანონმდებლობა მამებსა და ბაბუებს ანიჭებს უფლებას, მოკლას შვილი იმ შემთხვევაში, თუ ის ჰომოსექსუალია.

საერთაშორისო ორგანიზაცია Society for Human Rights-ის მიხედვით, LGBT+ საზოგადოების მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება ისლამურ ირანში წარმოუდგენელია.

6. უგანდა

ადამიანების რიცხვი, რომლებიც ტოვებენ თავიანთ სამშობლოს და სხვა ქვეყანას აფარებენ თავს ლტოლვილის სტატუსით, კიდევ ერთი ეფექტური საზომია, ქვეყანაში ჰომოფობიური დონის განსასაზღვრად. 2014-2016 წლის მონაცემებით, უგანდა 1800-ზე მეტმა LGBT+ ადამიანმა დატოვა.

ეს გასაკვირი არც არის, თუ გადავხედავთ ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს – 2014 წელს უგანდის სახელმწიფომ წარადგინა ანტი-ჰომოსექსუალური კანონი, რომელიც ითვალისწინებდა LGBT პირების სიკვდილით დასჯას, რასაც მალევე მოჰყვა საგაზეთო სტატია -”ტოპ 200 ჰომოსექსუალი უგანდაში”.

7. რუსეთი

:

კიდევ ერთი ჰომოფობიური სახელმწიფო რუსეთია, სადაც 2013 წლის შემდეგ მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ”არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” პროპაგანდას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, საჯარო შეკრებას, LGBT+ უფლებებზე საუბარსა და ნებისმიერი LGBT სიმბოლიკის გამოყენებას.

სხვადასხვა ჯგუფებს ქვეყანაში ასევე აეკრძალათ ”ღირსების მარშის” ჩატარება, თუმცა სახელმწიფო მწვანე შუქს უნთებს ნაციონალურ სატელევიზიო არხს, რომელიც სასტიკად უსწორდება გეი მამაკაცებს და მათი წამების კადრებს ონლაინ სივრცეში განათავსებს.

8. ეგვიპტე

ეგვიპტე განსაკუთრებით მკაცრია გეი მამაკაცებისა და ტრანსგენდერების მიმართ, 2013-2017 წლებში ქვეყანაში 500-მდე გეი მამაკაცი აღმოჩნდა ციხეში და დაიწყო LGBT+ საზოგადოების მასობრივი დევნა.

ბევრი ადგილი და გაცნობის აპლიკაცია უსაფრთხო აღარ არის გეი მამაკაცებისთვის. 2014 წლიდან ამერიკული გაცნობის აპლიკაცია Grinder ეგვიპტის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყვნენ აპლიკაციის გამოყენების დროს, რადგან ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა აპლიკაციის საშუალებით, პოლიციის თანამშრომლები მახეს უგებენ გეი მამაკაცებს. ასევე ცნობილია, რომ რეიდების დროს, პოლიცია უკავშირდება სხვადასხვა არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რათა გადაიღონ ჰომოსექსუალი ადამიანების დაპატიმრების კადრები.

ტრანსგენდერმა ფეხბურთელმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

კანადელმა ფეხბურთელმა ქუინმა ისტორია შექმნა და როგორც პირველმა ღიად ტრანსგენდერმა სპორტსმენმა, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

კანადის გუნდის გამარჯვებით, ქუინი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი ოლიმპიური მედლის მფლობელი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. მან  ქამინგაუთი 2020 წელს გააკეთა და ინსტაგრამის გვერდზე დაწერა: ‘’ქამინგაუთი რთულია (და ასეც არის)… ყოველთვის მაინტერესებდა, როდის გამოვიდოდი საჯაროდ. მინდოდა, ერთ პოსტში ჩამეტია ის გრძნობები, რაც მქონდა ჩემი ტრანს იდენტობის მიმართ. მინდა, ხილული ვიყო ქვიარ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ მათთნაირ ადამიანებს.’’

ქუინს მიენიჭა 2020 GAY TIMES ღირსების ჯილდო.

‘’ეს ძალიან დიდი პატივია. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის ის, რაც ვარ და ვთამაშობ სპორტს, რომელიც მიყვარს’’ – ამბობს ქუინი. ‘’ვგრძნობ, რომ ბევრს ვაკეთებ ქვიარ ადამიანებისთვის, თუმცა მეც მათნაირი გზა გავიარე, ამ წერტილამდე რომ მოვსულოყავი და მე მაქვს პრივილეგია, გამოვიყენო სპორტული პლატფორმა, რათა ბევრ ქვიარს მივაწვდინო ხმა.’’

LGBT+ სამყარო ქვიარ ფოტოგრაფების ობიექტივში

/

ფოტოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ისტორიის შემონახვისთვის, ადამიანებზე დაკვირვებისთვის, მათი ემოციების აღბეჭდვისა და სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური პროცესის უკეთ გააზრებისთვის.

ქვიარ საზოგადოებას ძალიან დიდი გზის გავლა მოუწია იმისთვის, რომ LGBT+ ადამიანების ხმებi თუ პრობლემები ფართო მასებამდე მისულიყო და ადამიანების წარმოდგენები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ დაცლილიყო არასწორი ინტერპრეტაციებისგან.

სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ონლაინ გამოცემამ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ 35 ქვიარ ფოტოგრაფს სთხოვა, წარმოეჩინათ LGBT+ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება.

1.

Matthew Papa ”ჰავაი 50”

2.

David Uzochukwu ”მანიფესტი”

3.

Myles S. Golden ”რობერტ მეპლთორპი: ეს არ არის შენი ისტორია”

4.

Lia Clay ”კრისი და ჰანი”

5.

Res ”ყვავილები (ლურჯი, იასამნისფრი, ვარდისფერი)”

6.

Laurence Philomene ”იღბლის დაბადება”

7.

Campbell Addy ”შავი თოჯინები”

8.

Matthew Morrocco ”როლფის კოცნა”

9.

Groana Melendez ”პიერინა ალაგებს, ჰარლემი, ნიუ-იორკი”

10.

Zen Piet Astrud ”დარწმუნების ირიბი მოწყობილობა”

11.

Diane Russo ”ფემინური გული, ბაჩი სხეული”

12.

Elliott Jerome Brown Jr. ”რთული საქმიანობა”

13.

Ryan Duffin ”ფიოდორი ვარსკვლავია”

14.

Andrew Jarman ”ლყობაშეპარული ბროწეული”

15.

Alexis Ruiseco უსათაურო (auto-retrato con mi padre)

16.

Vanessa Rondon ”David”

17.

James Caruthers ”კოცნა”

18.

Alvin Baltrop ”მეგობრები”

19.

Jenna Houston ”ბრიჯიტი და მაია დილას”

20.

Sofia Colvin ”ჟურნალი #44”

21.

Mikaela Lungulov Klotz ”ლუქსი და ჰელოუინი”

22.

Emily Manning ”პროტესტი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ”

23.

Nelson Morales ”დედოფალი ხმელეთზე”

24.

Meg Turner „Griffin“

25.

Guanyu Xu ”მუტაციის ადგილი”

26.

Savana Ogburn ”ევა”

27.

Yael Malka ”ქლოი ლოს-ანჯელესში”

28.

Kito Muñoz ”Os quiero, gracias”

29.

Jake Naughton ”როცა უცნობები ვიყავით”

30.

Lauren Withrow ”დასაწყისები (ტეხასი)”

31.

Jess T. Dugan ”კელი და ჯენი”

32.

Chris Smith ”უსათაურო”

33.

Mayan Toledano ”ბიჭები ისლანდიაში”

34.

Peyton Fulford ”ტრევორი საძინებელში”

35.

Luis Alberto Rodriguez ”ჯოში და ჯერმინი”

ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმში ბერლინელ მუსიკოსს თავს დაესხნენ

ბერლინელ მუსიკოსს, DJ Phase Fatale-ის, ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმში თავს დაესხნენ.

ამის შესახებ მან Instagram-ზე დაპოსტა, გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს მისთვის მიყენებული დაზიანებებიც. მუსიკოსის თქმით, მას თავს იმ კლუბის დაცვის წევრი დაესხა, სადაც უნდა დაეკრა.

გადაღება საქართველოში ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმეს – სოფო ჭყონია

/

MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია ფეისბუზე წერს:

‘მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!’

როგორც სოფო ჭყონია წერს, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელსაც გადაღებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ჩამოსვლაზე უარი შიშის გამო თქვა.

ლაურელ ჰაბარდი – ტრანსგენდერი ძალოსანი

ამ კვირაში ოლიმპიურ სცენაზე პირველად იასპარეზა 43 წლის ღიად ტრანს ქალმა, ძალოსანმა ახალი ზელანდიიდან, ლაურელ ჰაბარდმა. ჰაბარდის პერსონალური საუკეთესო შედეგი ატაცში 132 კილოგრამია, თუმცა ამჯერად მან 125 კილოგრამის აწევა ვერ შეძლო.

სცენის დატოვებისას, ჰაბარდმა მაყურებლებს გაუღიმა და გული გაუგზავნა. ”ჩემი შედეგი არ იყო ის, რისი იმედიც მქონდა, მაგრამ მე ძალიან მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერით, რაც მივიღე ამდენი ადამიანისგან ახალ ზელანდიაში” – განაცხადა ჰაბარდმა ჟურნალისტებთან. ძალოსანმა ასევე დაამატა, რომ მან იცოდა, მისი მონაწილეობა ოლიმპიადაში ”საკამათო” რომ იყო. სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ინკლუზიურობისადმი ერთგულებისთვის.

Chris Graythen/Getty Images

2012 წელს, ჰაბარდის ჰორმონალური თერაპიისა და ქამინგაუთის შემდეგ, ის გახდა პირველი საჯარო ტრანს ათლეტი, რომელმაც 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იმ დროს ის გააკრიტიკეს ქალთა შორის კონკურენციის გამო, რამაც გამოიწვია დებატები, რამდენად სამართლიანია ასეთი მონაწილეობა და ეს დისკუსია დღემდე გრძელდება. შეზღუდვა, რომლის მიხედვით ქალთა განყოფილებაში მონაწილეობა ეკრძალებათ სპორტსმენებს, რომელთა სისხლშიც ლიტრზე 10 ნანომოლი ტესტოსტერონია, ასევე ზიანს აყენებს ცისგენდერ სპორტსმენებსაც, რომლებიც არ შეესაბამებიან ამ სტანდარტებს. ეს შეზღუდვა შეეხო, მაგალითად, კასტერ სემენიას, ქრისტინ მბომას და ბეატრის მასლინგის – შავკანიან მორბენლებს, რომლებსაც აუკრძალეს ოლიმპიური შეჯიბრება ტესტოსტერონის სავარაუდო ამაღლებული დონის გამო.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუშვა ოლიმპიადაზე სხვა ტრასნი სპორტსმენი – მორბენალი სესე ტელფერი, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა დაწესებული სტანდარტი ჰორმონების დონესთან დაკავშირებით. თუმცა ოლიმპიური კომიტეტი აღიარებს, რომ ეს შეზღუდვა ჰორმონებთან დაკავშირებით, მოძველებულია. ”ადრე ჩვენ ვფიქრობდით, რომ მამაკაცებისთვის 10 ნანომოლი ჰორმონების დაბალი დონეა, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ისინი 7-მდეც დადიან და ქალებშიც შეიძლება უფრო მაღალი მაჩვენებელი იყოს” – განაცხადა ახალი ამბების ბრიტანულ გამოცემასთან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მედიცინისა და მეცნიერების დირექტორმა, რიჩარდ ბაგეტმა. ”სხვა რიცხვებზე შეთანხმებაც შეუძლებელია და არარელევანტური. ამაზე დებატი შეიძლება დაუსრულებლად.”

წყარო: them.us

ტრანსგენდერის დედა ადვოკატი გახდა, შვილის უფლებები რომ დაეცვა

ქეით ჯენიფერი, ორი შვილის დედა, ვერასდროს იფიქრებდა, რომ სამართლის სკოლაში ისწავლიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი შვილი დაქამინგაუთდა, როგორც ტრანსგენდერი, გადაწყვიტა, რომ მას აუცილებლად დასჭრიდებოდა უფლებების დაცვა.

ქამინგაუთიდან 8 წელი გავიდა, 5 წლის შემდეგ კი ქეით ჯენიფერმა იურისტის ლიცენზია მიიღო. ‘’ჩემი შვილი, მედი, ამაყობს ჩემით და ვფიქრობ, იცის, რომ მე მის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ’’ – ამბობს ქეითი.

მედიმ სოციალური ტრანზიცია 5 წლის ასაკში დაიწყო, როცა ის ბაღიდან პირველ კლასში გადიოდა. სკოლაში წასვლის პირველივე დღეს, ადგილობრივი მედია გამოჩნდა კითხვით, თუ როგორ გრძნობდნენ ბავშვები თავს სკოლაში ტრანსგენდერი ბავშვის გვერდით. მაშინ ქეითი მიხვდა, რომ მედის ადვოკატი დასჭრიდებოდა.

‘’ერთ-ერთი მიზეზი, რამაც იურისტობის სწავლის სურვილი გამიჩინა, იყო შიში იმისა, რომ ვიღაცას არ მოეწონებოდა, თუ როგორ ვზრდიდით მედის და შეატყობინებდნენ სოციალურ სამსახურებს,’’ – ამბობს ქეითი. ‘’ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შიში – როგორ დავიცავდი მას, რომ ჩვენგან არ წაეყვანათ.’’

მიუხედავად იმისა, რომ  ქეითი ამჟამად იურისტად არ მუშაობს, მას იმედი აქვს, რომ მალე სრულ განაკვეთზე იმუშავებს ტრანს ჯანდაცვის საქმეებზე. ამავდროულად, ის მუშაობს კონვერსიული თერაპიის გაუქმების ქსელში, რომელიც ეხმარება/მხარს უჭერს კონვერსიულ თერაპიას გადარჩენილ ადამიანებს.

“მე ვიცი, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს მშობლებისთვის. მაგრამ ჩვენი საქმეა, გვიყვარდეს ჩვენი შვილები და მივაწოდოთ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ისინი იყვენენ ინფორმირებულები არჩევანის გაკეთებისას.’’ – ამბობს ქეითი.

წყარო: them.us