as they march during the annual Gay Pride Parade in Sao Paulo, Brazil, Sunday, June 18, 2017. (AP Photo/Nelson Antoine)

8 ყველაზე საშიში ქვეყანა LGBT+ ადამიანებისთვის

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს 71 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით აკრძალულია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე მმართველობის სასტიკ ფორმებს ეწირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური მონაცემები და კვლევები, რომელიც ჰომოფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებს აღრიცხავს, რთულია ზუსტი სურათის დახატვა, რომელი ქვეყნები არიან გამორჩეულად სასტიკები LGBT+ თემის მიმართ.

წარმოგიდგენთ 8 ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებით საშიშია LGBT+ ადამიანებისთვის.

1. ნიგერია

ფოტო: CNN

აფრიკის გულში მდებარე ნიგერია, სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად არის მიჩნეული. ნიგერიაში ჰომოსექსუალობა დასჯადია და 14-წლიან პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. LGBT+ უფლებებზე უბრალო დისკუსიც კი მკაცრად არის კონტროლირებული სახელმწიფოს მიერ.

2. კატარი

Photo: AP

ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა კატარი ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა, სადაც შარიათის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი სახის ჰომოსექსუალური აქტი ითვალისწინებს პატიმრობას, გაროზგვასა და სიკვდილით დასჯას. კატარის სახელმწიფო დიდ იმედს ამყარებს 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო თასის ჩემპიონატზე, რომელმაც ტურისტების რაოდენობა უნდა გაზარდოს, სწორედ ამიტომ, აქტივისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ქვეყანა გადახედავდა თავის მკაცრ კანონებს, თუმცა კატარის მმართველი ძალა პოზიციას არ ცვლის.

3. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც ასევე იყენებს შარიათის კანონების თავის ინტერპრეტაციას და სიკვდილით სჯის LGBTQI ადამიანებს. საუდის არაბეთი მტრულად არის განწყობილი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მათი კანონის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც ”იქცევა ქალივით”, 100 შოლტს იღებს და ქვეყნიდან აძევებენ.

4. ტანზანია

ფოტო: Getty

აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ეს ქვეყანა, სერენგეტის ნაციონალური პარკისა და კილიმანჯაროს მთის დამსახურებით, მილიონობით ტურისტს იზიდავს, თუმცა სახელმწიფოს დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ მკვეთრად ჰომოფობიურია. 2015 წელს სახელმწიფოს ლიდერმა უამრავი ამომრჩევლის გული სწორედ ჰომოფობიური დაპირებებით მოიგო და ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა LGBT საზოგადოებასა და ქალებს.

5. ირანი

ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი LGBT+ ადამიანებისთვის ირანია, სადაც 1979 წლის შემდეგ, 5000-ზე მეტი გეი და ლესბოსელი სიკვდილით დაისაჯა. ქვეყნის კანონმდებლობა მამებსა და ბაბუებს ანიჭებს უფლებას, მოკლას შვილი იმ შემთხვევაში, თუ ის ჰომოსექსუალია.

საერთაშორისო ორგანიზაცია Society for Human Rights-ის მიხედვით, LGBT+ საზოგადოების მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება ისლამურ ირანში წარმოუდგენელია.

6. უგანდა

ადამიანების რიცხვი, რომლებიც ტოვებენ თავიანთ სამშობლოს და სხვა ქვეყანას აფარებენ თავს ლტოლვილის სტატუსით, კიდევ ერთი ეფექტური საზომია, ქვეყანაში ჰომოფობიური დონის განსასაზღვრად. 2014-2016 წლის მონაცემებით, უგანდა 1800-ზე მეტმა LGBT+ ადამიანმა დატოვა.

ეს გასაკვირი არც არის, თუ გადავხედავთ ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს – 2014 წელს უგანდის სახელმწიფომ წარადგინა ანტი-ჰომოსექსუალური კანონი, რომელიც ითვალისწინებდა LGBT პირების სიკვდილით დასჯას, რასაც მალევე მოჰყვა საგაზეთო სტატია -”ტოპ 200 ჰომოსექსუალი უგანდაში”.

7. რუსეთი

:

კიდევ ერთი ჰომოფობიური სახელმწიფო რუსეთია, სადაც 2013 წლის შემდეგ მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ”არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” პროპაგანდას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, საჯარო შეკრებას, LGBT+ უფლებებზე საუბარსა და ნებისმიერი LGBT სიმბოლიკის გამოყენებას.

სხვადასხვა ჯგუფებს ქვეყანაში ასევე აეკრძალათ ”ღირსების მარშის” ჩატარება, თუმცა სახელმწიფო მწვანე შუქს უნთებს ნაციონალურ სატელევიზიო არხს, რომელიც სასტიკად უსწორდება გეი მამაკაცებს და მათი წამების კადრებს ონლაინ სივრცეში განათავსებს.

8. ეგვიპტე

ეგვიპტე განსაკუთრებით მკაცრია გეი მამაკაცებისა და ტრანსგენდერების მიმართ, 2013-2017 წლებში ქვეყანაში 500-მდე გეი მამაკაცი აღმოჩნდა ციხეში და დაიწყო LGBT+ საზოგადოების მასობრივი დევნა.

ბევრი ადგილი და გაცნობის აპლიკაცია უსაფრთხო აღარ არის გეი მამაკაცებისთვის. 2014 წლიდან ამერიკული გაცნობის აპლიკაცია Grinder ეგვიპტის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყვნენ აპლიკაციის გამოყენების დროს, რადგან ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა აპლიკაციის საშუალებით, პოლიციის თანამშრომლები მახეს უგებენ გეი მამაკაცებს. ასევე ცნობილია, რომ რეიდების დროს, პოლიცია უკავშირდება სხვადასხვა არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რათა გადაიღონ ჰომოსექსუალი ადამიანების დაპატიმრების კადრები.

წინა

ტრანსგენდერმა ფეხბურთელმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

შემდეგი

თესალონიკი – “ლესბოსი 2021″თესალონიკის პრაიდის კვირეულზე ათასობით ადამიანი იყრის თავს. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, საბერძნეთში, ლგბტქი თემის წევრებთან ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს. მხიარულება ქალაქის ცენტრიდან ზღვის სანაპიროზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და წინააღმდეგობასაც უწევდნენ პრაიდის ფესტივალის ჩატარებას, მთავრობა და სამართალდამცველები მონაწილეების უსაფრთხოებას სათანადოდ უზრუნველყოფენ. ძვ. წ. 315 წელს დაარსებული ქალაქი, რომელსაც სახელი ალექსანდრე დიდის დის პატივსაცემად დაერქვა, დღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრად ითვლება. თესალონიკში პრაიდის ფესტივალის ღონისძიებების ადგილს ”ლესბოსს” უწოდებენ, რაც კუნძულ ლესბოსიდან მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ სტუმრებს ლგბტქი თემისთვის განკუთვნილი კრუიზები და საუნებიც ელოდებათ. სამწუხაროდ, COVID-19-ით გამოწვეული რეგულაციების გამო, 2021 წლის ევროპრაიდი, რომელსაც ორგანიზატორები სამი წლის მანძილზე ამზადებდნენ და თესალონიკში უნდა ჩატარებულიყო, წლის ბოლოსთვის გადაიდო. ევროპრაიდის ჩატარება საბერძნეთში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მას საბერძნეთის, ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების ლგბტქი თემის წევრები უნდა გაეერთიანებინა, რაც მათ საკუთარი ინტერესების გამოხატვაში დაეხმარებოდა.

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook11Tweet0Shares11 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook79Tweet0Shares79 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook9Tweet0Shares9 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook17Tweet0Shares17 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook29Tweet0Shares29 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,