ფოტო: ნეტგაზეთი
/

რუსთაველზე სპეცრაზმი გამოვიდა, მოქალაქეები ამბობენ, რომ გამოიყენეს წიწაკის სპრეი

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანებიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ გამოყენებულია წიწაკის სპრეი.

ამ წუთებში შეკრებილებს მოუწოდებენ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფრთხილებენ, რომ გამოიყენებენ “კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

პარლამენტთან აქციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

პარლამენტმა რუსული კანონპროექტის ერთ ვერსიას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

შემდეგი

საჯარო უწყებები და მათი პროექტები, როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”

ბოლო სიახლეები

ცარიელი ფურცლის გამო დაკავებული სამართალდამრღვევად ცნეს

FacebookTweetLinkedInEmail 2 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერისა

ოპიოიდები/ოპიატები

FacebookTweetLinkedInEmail ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და

ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა

FacebookTweetLinkedInEmail ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ქალთა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული ორდერი

FacebookTweetLinkedInEmail თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის მიმართ