ევროპარლამენტარები

რუსულ კანონთან დაკავშირებით 16 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

რუსულ კანონთან დაკავშირებით 16 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.

“ჩვენ, ხელმომეწერი ევროპარლამენტარები, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საქართველოს პროევროპულ გზას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის მომზადებაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციის და შეზღუდვის სამომავლო მცდელობებისგან და სანაცვლოდ, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ სწრაფვაში — მიზანი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ მის მისაღწევად დახმარებისთვის”, — აცხადებენ ევროპარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პეტრას აუსტრევიჩიუსი — ლიტვა
  2. მაიკლ გალერი — გერმანია
  3. სვენ მიკსერი — ესტონეთი
  4. ვიოლა ფონ კრამონი — გერმანია
  5. ანა ფოტიგა — პოლონეთი
  6. ნატალი ლუაზო — საფრანგეთი
  7. ანდრიუს კუბილიუსი — ლიტვა
  8. მარინა კალიურანდი — ესტონეთი
  9. ჰილდე ვაუტმანსი — ბელგია
  10. მირიამ ლექსმანი — სლოვაკეთი
  11. თაის როიტენი — ნიდერლანდები
  12. მარკეტა გრეგოროვა — ჩეხეთი
  13. კარენ მელქიორ — დანია
  14. რაფაელ გლუკსმანი — საფრანგეთი
  15. ურმას პაეტი — ესტონეთი
  16. იოზას ოლეკასი — ლიტვა

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქცია გაიმართა გუშინაც, სადაც ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.

 

წინა

ჩვენი გაჩუმება, დაშინება და მითუმეტეს, დამარცხება შეუძლებელია — თამთა მელაშვილი

შემდეგი

პარლამენტთან აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

ბოლო სიახლეები

რა არის BDSM? — მისი ტიპები, ტერმინები, დადებითი მხარეები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის: ბონდაჟი (ინგლ. Bondage)

ოთხი ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

FacebookTweetLinkedInEmail თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს.

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

FacebookTweetLinkedInEmail სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას