თებერვალი 2024 - Page 2

ნეპალში პირველი ლესბოსელი წყვილი დაქორწინდა

/

ნეპალში პირველად, დედაქალაქ კატმანდუში ლესბოსელმა წყვილმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ქორწინება. 33 წლის ანჯუ დევი შრესტა და სუპრიტა გურუნგი 11 თებერვალს დაქორწინდნენ.

2023 წელს ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. მალევე, ქვიარ წყვილმა  მაია გურუნგმა და სურენდრა პანდეიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს მათი ქორწინება.

ნეპალის ლგბტქი ორგანიზაციები მრავალწლიანი შრომისა და აქტიური კამპანიების წარმოების შემდეგ გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან გასული წლიდან ქვიარ წყვილებს შესაძლებლობა მიეცათ ოფიციალურად დაარეგისტრირონ ქორწინება, რაც ნიშნავს ბანკში საერთო ანგარიშის გახსნას, საერთო უძრავი ქონების ყიდვას, ბიზნესის წარმოებას, გარდაცვალების შემთხვევაში ცერემონიალის ჩატარებას და ა.შ.

15 ნიშანი იმისა, რომ გიყვარს

სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა დაბნეულობასა და კითხვებს აჩენდეს, მაგალითად, მართლა შეყვარებული ვართ თუ არა. სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობა განსხვავდება უბრალოდ გატაცებისგან და ის მეტად მრავალფეროვანი გამოცდილებაა.

თუ გსურს იცოდე, ნამდვილად შეყვარებული ხარ თუ არა, დააკვირდი შემდეგ ნიშნებს:

  •  თავს გრძნობ კომფორტულად, როცა ხარ ის, ვინც ხარ

ურთიერთობის დასაწყისში ყველა ცდილობს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას და ეს ბუნებრივია. გარკვეული დროის შემდეგ, როცა შეყვარებული ხარ, უკვე აღარ ნერვიულობ და თავს კომფორტულად გრძნობ. შეგიძლია მოდუნდე და მხოლოდ კარგი თვისებების გამოვლენით არ იყო დაკავებული.

  • მზად ხარ ჩადო ძალისხმევა

ურთიერთობა ყოველთვის დადებით და სასიამოვნო მომენტებს არ მოიცავს. ურთიერთობას თან ახლავს გაუგებრობა, უთანხმოება ან კონფლიქტი. თუ სურვილი გაქვს და ცდილობ ასერტიული კომუნიკაციის გზით, მშვიდობიანად მოაგვარო კონფლიქტი და სამომავლოდ  დადებითი დინამიკის შენარჩუნებას ცდილობ, ეს შესაძლოა სიყვარულის ნიშანი იყოს.

  • აღარ ეძებ სხვა ურთიერთობას

როცა შეყვარებული ხარ, შენი ყურადღება და ენერგია ფოკუსირებულია ერთ ადამიანზე, რაც მოითხოვს დროისა და რესურსის მობილიზებას. დიდი ალბათობით, სხვა ადამიანი/ადამიანები კარგავენ ინტერესს.

  • დაინტერესებული ხარ მისით

როცა შეყვარებული ხარ, გაინტერესებს რა მოსწონს და რა ინტერესები აქვს პარტნიორს. შესაძლოა, შენც გაგიჩნდეს სურვილი დაკავდე იმ აქტივობით, რაც პარტნიორს უყვარს/მოსწონს, აქამდე კი აზრად არ მოგსვლია, მსგავსი რამ გამოგეცადა.

  • პარტნიორის საჭიროებები თქვენი პრიორიტეტი ხდება

ერთმანეთის საჭიროებების გათვალისწინება, დაპრიორიტეტება და ზრუნვა სიყვარულისა და ჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია.

  • შენი გრძნობები ძლიერდება

შეყვარებას ახასიათებს გრძნობების გაძლიერება და გაღრმავება. თუ ემოცია არ განელდა და პირიქით, გაძლიერდა, ეს კარგის ნიშანია.

  • გაქვს მადლიერების განცდა

სიყვარულის განცდა მადლიერების გრძნობას აძლიერებს. როდესაც პარტნიორი თუნდაც პატარა და უმნიშვნელო რამეს აკეთებს შენთვის და ზოგადად, თქვენი ურთიერთობისთვის, ყოველთვის მადლიერების გაცდა გაქვს.

  • ფიქრობ, გააცნო შენი პარტნიორი მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს

თუ სურვილი გიჩნდება, რომ შენი პარტნიორი გააცნო ახლობელ ადამიანებს ან ოჯახის წევრებს ეს შყვარების ნიშანია. ე.ი. თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობ ადამიანთან და გინდა ეს სხვებსაც გაუზიარო.

  • მოგწონს არა მხოლოდ მისი გარეგნობა, არამედ სხვადასხვა თვისებები

ცნობილია, რომ ურთიერთობის დასაწყისში მოგვწონს და გარეგნულად გვიზიდავს ადამიანი, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა შეყვარებული ვართ, მისი თვისებები და ჩვევები მოგვწონს.

  • მასთან კომუნიკაცია ადვილია

როცა შეყვარებული ხარ და თავს კომფორტულად გრძნობ, შეგიძლია მასთან აუამრავ რამეზე უსასრულოდ ისაუბრო. გსურს ყველაფერი გაუზიარო, დეტალებიც კი.

  • მისით ამაყობ

შეყვარებულობა იწვევს აღფრთოვანებას გრძნობას როცა ძალიან მოგწონს და ამაყობ მისით, ესეც სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანია.

  • ერთად ძალიან კარგად ატარებთ დროს

მასთან უერთიერთობა ადვილია, კომფორტული და სახალისო. ეს ვრცელდება ისეთ აქტივობაზეც, როგორიც არის პროდუქტების ყიდვა მაღაზიაში. დიახ, ყველაფერი ბედნიერების და ხალისის მომტანი შეიძლება გახდეს, რასაც მასთან ერთად აკეთებ.

  • ყურადღების დიდი ნაწილი მისკენ არის მიმართული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეყვარებულობის დროს შენი ყურადღება და ენერგია ფოკუსირებულია ერთ ადამიანზე. ხშირად, როცა მეგობრებთან ერთად ხარ, მთელი ყურადღება მაინც პარტნიორზე შეიძლება იყოს მიმართული. ბოდიში მეგობრებთან, მაგრამ ეს სიყვარულის ნიშანია. 🙂

  • გეგმავ მომავალ აქტივობებს მასთან ერთად

მომავლის დაგეგმვა მასთან ერთად აქტუალური ხდება, როცა შეყვარებული ხარ. გინდა ყველაფერი გადაგხდეს და გამოსცადო მასთან ერთად. ბუნებრივია, მის გარეშე აღარ გეგმავ მნიშვნელოვან საკითხებს.

  • უთანხმოება არ აუფერულებს სიყვარულის განცდას

უთანხმოება აუცილებლად იქნება, თუმცა ის არ ანელებს სიყავრულის განცდას. როცა შეყვარებული ხარ, ინარჩუნებ ძლიერ გრძნობებს პარტნიორის მიმართ, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

 

სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ყოვედღიურ ცხოვრებაზე და ზოგჯერ რადიკალურადაც ცვლის ჩვენს გეგმებს.  ჯანსაღი ურთიერთობა სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია.

სიყვარული კი, სიყვარულია.

 

 

 

 

მარიო ალკალდე – ქვიარ მატადორის ქამინგ აუთი

მარიო ალკალდე წარმოშობით ესპანელი, 31 წლის მატადორია. ცოტა ხნის წინ მან ცნობილ ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც პანსექსუალმა. მარიო პირველი მატადორია, ვინც ღიად ისაუბრა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე.

პანსექსუალი არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.

მატადორის თქმით, მისი ქამინგ აუთი სპონტანური იყო, რომელსაც არ გეგმავდა, თუმცა ის გულიდან წამოსული იყო და შვების მომგვრელი. მარიო ალკალდეს იმედი აქვს, სხვა მატადორებისთვის იქნება ისპირაციის წყარო, რადგან კორიდა ცალსახად მასკულინური და კონსერვატიული ბრძოლის სახეობაა, რომელიც არ ტოვებს სივრცეს ქვიარებისთვის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

/

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ. ყოფილი პტრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. ექიმები პროტესტს განაგრძობენენ და სასამართლოს სარჩელითაც მიმართეს. დღეს, რესპუბლიკურ საავდმყოფოსთან გამართულ აქციაზე ექიმებმა ერთობლივ წერილს მოაწერეს ხელი, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან. მოთხოვნა უცვლელია – გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის  ჩართულობით განიხილოს. პარალელურად, მედიკოსების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდება.

დივინა დე კამპოს პროტესტი საპარლამენტო წვეულებაზე, ტრანსფობიური განცხადების საპასუხოდ

/

ლგბტქი ისტორიის თვე 1994 წლიდან აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომელიც ქვიარ ადამიანების უფლებების დაარსების ისტორიას და განვითარებას აღნიშნავს.

ლგბტქი ისტორიის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სადღესასწაულო მიღება გამართა. ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის მიერ ტრანსგენდერ ადამიანებზე უხერხული ხუმრობის გამო ის მძაფრად გააკრიტიკეს. სუნაკის ტრანსფობიური კომენტარი ოპოზიციის ლიდერს მიემართებოდა, რომელსაც მისი თქმით “ვერ გაურკვევია ვინ არის ქალი”. მიუხედავად აქტივისტებისა და მოქალაქეების უარყოფითი რეაქციებისა, პრემიერ მინისტრმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ტრანფობიური გამონათქვანი არ იყო პრემიერ მინისტრისთვის პირველი, გასული წლის ოქტომბერში მან განაცხადა, რომ “ქალი ქალია და კაცი კაცი, ამას არ უნდა ბევრი საუბარი.”

პარლამენტის მიღებაზე სტუმრებს შორის მიწვეული იყო დრეგ ქუინი და მომღერალი დივინა დე კამპო, რომელიც ტრანსფობიური განცხადების გამო პროტესტის ნიშნად არ აპირებდა წვეულებაზე  მისვლას, თუმცა გადაწყვიტა, მისი პროტესტის გამოსახატად სპეციალურად შეკერილი კაბის დემონსტრირებისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საპარლამენტო ღონისძიება იყო. დრეგ ქუინის სამოსზე იმ ტრანსგენდერების სახელებია დაწერილი, რომლებიც ბოლო დეკადებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხევრპლი გახდნენ.

დივინა დე კამპო დაესწრო ღონისძიებას და შეძლო მისი პროტესტის ფართო აუდიტორიამდე მიტანა, თუმცა წვეულების მერე აღნიშნა, რომ მიღებაზე თავს უხეხულად და არაკომფორტულად გრძნობდა. “ვიჯექით შესანიშნავად გაფორმებულ და ლამაზ ოთახში, ვსვამდით შამპანურს და პარალელურად, ამ მშვენიერი სივრცის გარეთ არიან ტრანსგენდერები, ვისაც არ აქვს საჭმლის ფული და საცხოვრებელი.”

პატიმრობა და ჯარიმები ლგბტქი სიმბოლიკის გამო – რუსეთში რეპრესიები გრძელდება

/

ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფი და არტისტი ინა მოსინა 1500 რუბლით დაჯარიმდა ინსგარამზე ლგბტქი დროშების დადების გამო.  Associated Press აქვეყნებს სტატიას, სადაც რუსეთში ბოლოდორინდელი ჯარიმებისა და პატიმრობის შესახებ იტყობინება.

მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტქი მოძრაობა “ექსტრემისტულად” გამოცხადდა, მალევე დაიქყო რეპრესიები ქვიარ ადამიანების მიმართ. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ლგბტქი მეგობრულ ბარებსა და კლუბებში ჩატარდა საპოლიციო რეიდები, რა დროსაც პოლიციელები უღებდნენ ფოტოებს სტუმრებს და მათ პირად დოკუემნტებს. ასევე, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო საქმიანობა შეწყვიტეს ლგბტქი უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა და ორგანიზაციებმა.

რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში დაჯარიმდა კაცი სოციალურ ქსელში ლგბტქი დროშის დადების გამო. სასამართლოს განცხადებით, ის “ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდა”.

5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ანასტასია ერშოვას ცისარტყელას ფორმის საყურეების ტარების გამო. კაფეში მასთან მივიდა კაცი, რომელმაც მოსთხოვა საყურეების მოხსნა, უარის მიღების შემდეგ კი ერშოვას ვიდეო გადაუღო და ტელეგრამზე განათავსა. რადიკალურმა ჯგუფებმა აღნიშნული ვიდეო ტელეგრამ არხზე გაავრცელეს, რასაც ანასტასია ერშოვას პატიმრობა მოჰყვა.

 

პროფესიები, რომელიც მოთხოვნადია AI-ის განვითარებასთან ერთად

ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება.  AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა ახალი პროფესიები, რომელიც  პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით.

დღეს ხელოვნური ინტელექტი აღარ არის სურეალისტური და ეფემერული, მას ვიყენებთ ჩვენი გაჯეტებისა და ინტერნეტის მეშვეობით, ასევე სხვადასხვა პლათფორმებზე და ის ხელმისაწვდომია ბევრისთვის.  შეიქმნა მრავალი პროფესია და კარიერული მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო ფართოვდება და მოთხოვნადი ხდება.

თუ ფიქრობთ, დაეუფლოთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში რომელიმე პროფესიას, გთავაზობთ რამდენიმე მოთხოვნად  მიმართულებას:

  • ჩეტბოტის დეველოპერი

ბევრს უკვე შეხება აქვს ჩეტბოტებთან, რომელიც ინოვაციური კომუნიკაციის ფორმაა. მისი ჩაშენება შესაძლებელია ნებისმიერ ჩეტში და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში. ის შესანიშნავი საშუალებაა ინფორმაციის გასაზიარებლად და გასავრცელებლად. ჩეტბოტის დეველოპერები უზრუნველყოფენ ადამიანის მსგავს ინტერაქციას მომხმარებელთან ჩეტბოტის გამოყენებით, რომელიც მყისიერად პასუხობს კითხვებს, აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას და ა.შ.

  • ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი

AI-ის მკვლევარი ფოკუსირებულია ტექნოლოგიების ახალი ალგორითმებისა და მოდელების შესწავლაზე. ამ მიზნით ხორციელდება ტექნიკის კვლევა, მათი მუშაობის, სხვადასხვა მიდგომებისა და ექსპერიმენტების შესწავლა და შედეგების გამოქვეყნება.

  • მონაცემთა მეცნიერი

ამ პროფესიისთვის საჭიროა მათემატიკის, სტატისტიკისა და კომპიუტერული მეცნიერების კარგი ცოდნა. მონაცემთა მეცნიერები ინფორმაციის დიდი მასიდან გამოყოფენ საჭირო ინფორმაციას და ქმნიან ალგორითმებს, რომელიც ეხმარება კომპანიებს განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები მარტივად და გაცილებით მოკლე დროში.

  • AI პროდუქტის მენეჯერი

AI პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია ხელოვნური ინტელექტის მქონე პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე და ზედამხედველობაზე, რაც გულისხმობს მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრას, ასევე პროდუქტის მოთხოვნების განსაზღვრას და მისი განვითარების პროცესის მართვას. ამ პროფესიისთვის საჭიროა ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების კარგი შესწავლა, ასევე პროდუქტის მენეჯმენტის გამოცდილება.

  • ტექნოლოგიის შემსწავლელი ინჟინერი

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ტექნოლოგიის შემსწავლელი ინჟინერი მუშაობს მონაცემთა მეცნიერთან შეთანხმებულად და იკვლევს, ქმნის და მოდელირებას უკეთებს ხელოვნურ ინტელექტს. აღნიშნული პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

  • AI Prompt ინჟინერი

აღნიშნული მიმართულების ინჟინრები ქმნიან ტექსტების ენას, რომელთა ჩაშენება ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიებში, რათა ავტომატურად უპასუხოს მომხმარებელს.

  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტი

ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ პროდუქტის შემუშავება და მისი გამოყენება განხორციელდება ეთიკის პრნციპების დაცვითა და პასუხისმგებლობით. ასვე, ეთიკის სპეციალისტი შეუმუშავებს ეთიკის პრონციპებსა და პოლიტიკას.

  • რობოტექნიკის ინჟინერი

რობოტექნიკის ინჟინერი ახორციელებს რობოტექნიკის პროექტირებასა და შექმნას, რაც მოიცავს მათ შორის, ალგორითმების ჩაშენებას ტექნიკაში და სისტემის მართვას. აღნიშნული პროფესია მოითხოვს ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ინჟინერიის მაღალ დონეზე ცოდნას.

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში მრავალფეროვანი შესაძლებლობები ჩნდება, მათ შორის ცოდნის შეძენისა და განვითარების იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, მაგრამ აპირებენ ახალი კვალიფიკაციის მოპოვებას.

რა პირობებით დაიშვებიან ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე

//

2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე.

ბოლო წლების გამოცდილება ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის არცთუ ისე სახარბიელო იყო, რადგან მათ ბევრი შეზღუდვა შეეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ტრანსგენდერები იღებენ მონაწილეობას და დაიშვებიან ოლიმპიურ თამაშებზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ კონკრეტული მოთხოვნები. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიმდინარე წელს ახალი მოთხოვნები შემოიღო, რომლის თანახმად ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომელთაც ტრანზიციის პროცესი გაიარეს 12 წლამდე. კომიტეტი მიიჩნევს, რომ 12 წლის შემდეგ ტრანზიციის პროცესი ტრანსგენდერ ადამიანებს არ აყენებს თანაბარ პოზიციაზე ცისგენდერ მიონაწილეებთან შედარებით.

2022 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააწესა ტესტოსტერონის მინიმალური ზღვარი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. ათლეტები დაიშვებოდნენ შეჯიბრზე იმ შემთხვევაში, თუ თამაშის დაწყებამდე მათი ტესტოსტერონის დონე სისხლში ნაკლები იყო 10 ნანომილზე. თუმცა, აღნიშნულმა წესმა განაპირობა ის, რომ ცისგენდერმა ქალებმაც ვერ მიიღეს თამაშში მონაწილეობა ბუნებრივად მაღალი ტესტოსტერონის მაჩვენებლის გამო.

ოლიმპიურ თუ სხვა თამაშებსა და სპორტულ ღონისძიებებზე ტრანსგენდერი ადამიანების დაშვების საკითხი ყოველთვის განხილვის საგანია, რადგან მათთვის წლიდან წლამდე ახალი შეზღუდვები და წესები მოქმედებს.

 

“უილი და ჰარპერი” – უილ ფერელისა და მისი ტრანსგენდერი მეგობრის ისტორია

/

მსახიობმა უილ ფერელმა ცოტა ხნის წინ დოკუმენტური ფილმი “უილი და ჰარპერი” წარადგინა. ფილმი დოკუმენტური ისტორიაა, რომლიც თავად მსახიობისა და მისი დიდი ხნის მეგობრის ჰარპერის ისტორიას აღერს.

ჰარპერმა ქამინგ აუთი 2022 წელს გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა. უილ ფერელის თქმით, იმ დროისთვის მისი ცოდნა ტრანსგენდერ ადამიანებზე მინიმალური იყო. უახლოესი მეგობრის ქამინგ აუთმა ფერელს უბიძგა, მეტი გაეგო ტრანსგენდერ და ზოგადად, ქვიარ ადამიანებზე. ასევე, სურდა მხარდაჭერა გამოეხატა და დახმარებოდა ჰარპერს ტრანზიციისა და ქამინგ აუთის პროცესში. სწორედ ამ მიზნით ორმა მეგობარმა გადაწყვიტა ერთობლივად შეექმნათ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ნამდვილ ისტორიაზე დაყრდნობით ყვება მეგობრობის, მხარდაჭერის, ტრანზიციისა და სიყვარულის ამბავს.

დოკუმენტური ფილმი “უილი და ჰარპერი” ნეტფლიქსმა იყიდა. ფილმს დებიუტი სანდენსის ფესტივალზე ჰქონდა.

კიმ ჩი – კორეელი დრეგ ქუინი და კულინარიული ვლოგერი

/

კიმ ჩი რუპოლის შოუს ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული დრეგ ქუინია, რომელსაც შოუს მიღმა აქვს კულინარიული ვლოგი და საკუთარი კოსმეტიკის ხაზი. ის წარმოშობით კორეელია და როგორც ამბობს, კორეული კულტურის ინტეგრირება ქვიარ ღამის ცხოვრებაში მისთვის მნიშვნელოვანია. კიმ ჩი ხშირად ასრულებს კორეულ სიმღერებს სხვადასხვა კლუბში, რუპოლის შოუს მერვე სეზონის ფინალში კი მან თავისი საკულტო სიმღერა “Fat Fem and Asian” შეასრულა.

კიმ ჩიმ დრეგ შოუში მონაწილეობა პირველად 25 წლის ასაკში მიიღო. მონაწილეობაზე ის საუკეთესო მეგობარმა დაიყოლია. შოუზე კიმი მინი მაუსით შთაგონებული კოსტიუმით და სხვა სახელით წარდგა. დრეგ კულტურაში აქტიური შესვლა კი მისთვის სურეალური გამოცდილება იყო, სავსე ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით.

კიმი ხშირად საუბრობს აზიელი ქვიარების დისკრიმინაციაზე ლგბტქი სივცეებში, იქნება ეს სხვადასხვა კლუბები თუ გეი აპლიკაციები. ხშირად მათი წარმოშობის გამო აზიელ ქვიარებს არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა, რაც ზრდის დისტრესსა და შფოთვას.

ამჟამად დრეგ ქუინი აპირებს განავითაროს თავისი კოსმეტიკური ხაზი და იყოს ინკლუზიური. პარალელურად, მისი კულინარიული ვლოგი ტიკტოკზე მეტად პოპულარული ხდება.

@kimchieats