თებერვალი 2024

მამუკა მდინარაძემ „გეი პროპაგანდის“ კანონით აკრძალვა დააანონსა

/

რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ მისივე თქმით, „არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა“ ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევს. „ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლარანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ.“

„შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე. წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე განმარტებით, ფსივდოლიბერალური იდეოლოგია სერიოზულ საფრთხელს შეიცავს საზოგადოებისთვის, რასაც აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს საკანონმდებლო მექანიზმები – მომზადდეს და დაინიცირდეს კანონპროექტი. „ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯოან როულინგმა ანტი-ტრანს ორგანიზაციას 70 000 ფუნტი სტერლინგი გადასცა

/

ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი ცნობილია მისი ნეგატიური დამოკიდებულებით ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რაც არაერთხელ გამხდარა ცნობილი გამოცემების ჰედლაინების მთავარი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხშირად გაუგებრობას უწოდებს მის გამონათქვამებს ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, მისი ქმედებები სხვა რამეზე მიუთითებს.

ამჯერად როულინგმა ყურადღება მიიპყრო მისი დონაციით. კერძოდ, მან გააკეთა 70 000 ფუნტი სტერლინგის შემოწირულობა ანტი-ტრანს ორგანიზაციისთვის “For Women Scotland”, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს სასამრთლო დავას შოტლანდიის მთავრობასთან ქალის დეფინიციასთან და ტრანსგენდერი ქალების გენდერის სამართლებრივ აღიარებსათან დაკავშირებით.

ორგანიზაცია “For Women Scotland” რადიკალურ ფემინისტურ ირგანიზაციად იდენტიფიცირდება და მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერი ქალების გენდერული აღიარება საფრთხის მომტანია სისგენდერი ქალებისთვის, რადგან ტრანსგენდერ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფო სამსახურში დაიკავონ სხვადასხვა თანამდებობა, შეუძლიათ ისარგებლონ ქალების გასახდელით და ა.შ.

ჯოან როულინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელში უკვე გააკრიტიკეს მისი ქმედების გამო. ბევრი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას “For Women Scotland” მეტი შესაძლებლობა ეძლევა გაატაროს ანტი-ტრანს პოლიტიკა შოტლანდიაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოების მხრივ.

საჰარა აზეგი – აქტივიზმის, ხელოვნებისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ

/

ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც კითხულობდა მის პოლიტიკჯურ მანიფესტს “Pas d’écologie validiste” დესანტეს ფესტივალზე. ასევე, მონაწილეობას იღებდა დრეგ შოუებში, ხოლო მისი გამოფენები, რომელიც ძირითადად ჟენევაში ეწყობა, დიდ ინტერესს იწვევს.

არტისტის შეხება აქტივიზმთან ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. მამას ის 6 წლიდან საპროტესტო აქციებზე დაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ აზეგი ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მან სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღების შემდეგ სახვითი ხელოვნების მიმართულებით გააგრძელა სწავლა. ამჟამად არტისტი მუშაობს როგორც მხატვრობის, ასევე ფერწერისა და სპექტაკლების მიმართულებით. აზეგი ცდილობს მისი ხელოვნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს შშმ პორებისთვის. მისი ნამუშევრები თუ პერფორმანსების სივრცე მაქსიმალურად ადაპტირებულია მათ შორის ყრუ-მუნჯთა და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის.

საჰარა აზეგი მის მხატვრობაში ასახავს შშმ პირებისა და ქვიარების ყოვედღიურობას. არტისტის თქმით, ყველას არ აქვს პრივილეგია იმოგზაუროს სხვადასხვა ადგილებში, ან ელემენტარულად, შეძლოს ყოვედღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, რადგან ბევრ ყვეყანაში შშმ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული გარემო. ხელოვნების სფეროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება კი, მით უფრო ქვიარ შშმ ადამიანებისთვის ძალიან რთულია.

ახალი კვლევის მიხედვით ტრანსგენდერი კაცების მესამედს აქვს ოვულაცია მიუხედავად ჰორმონალური თერაპიისა

/

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი კაცების მესამედს, რომლებიც ტრანზიციის პერიოდში ჰორმონალურ თერაპიას გადიან, აქვთ ოვულაცია, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დაორსულება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯოის ასელერი ამბობს, რომ მან შეისწვლა ტრანსგენდერი კაცების საკვერცხეების ქსოვილები, რომელთა ამოღება ხდება ტრანზიციის პროვცესში. საკვერცხეების მოკვეთის პროცედურამდე ყველა პაციენტს ენიშნება ტესტოსტერონი მინიმუმ ერთი წლით ადრე. მიუხედავად ტესტოსტერონის სისტემატურად მიღებისა, კვლევის 52 მონაიწლიდან 17-ს (33%) ჰქონდა ოვულაცია. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ტესტოსტერონი არ იცავს ორსულობისგან.  ჯერჯერობით უცნობია, რა ფაქტორები განაპირობებს ოვულაციას და ასელერის თქმით, აღნიშნული საკითხი შემდგომი კვლევის საგანი უნდა იყოს.

კვლევამ გამოავლინა ტრანსგენდერი კაცების ისეთი საჭიროებები, როგორიცაა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა. ბევრი ტრანსგენდერისთვის დღემდე გამოწვევად რჩება საბაზისო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ექიმთან კონსულტაცია და საჭირო მედიკამენტებზე წვდომა.

 

 

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

/

კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს. “თავს არ ვგრძნობ დაცულად და შვილების გამო მეშინია, მემარცხენე იდეოლოგია ფართოდ გავრცელდა, გარშემო გეი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან. ჩვენ არ ვართ მათი მომხრე, ამიტომ გადავწყვიტეთ, წავიდეთ ქვეყნიდან” – აცხადებდა მის იუთუბ ვიდეოში არენდ ფინსტრა.

ერთ დღეს ქვიარებისგან მობეზრებულმა ფინსტრების ათსულიანმა ოჯახმა დატოვა კანადა და  ერთ-ერთ ყველაზე ანტი-ლგბტქი ქვეყანაში  – რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, სიჩქარეში მათ ვერ მოახერხეს რუსული ენის თუნდაც ელემენტარულ დონეზე სწავლა და თბილი ტანსაცმლის წაღება. როგორც მოგვაინებით, სოციალური ქსელით გახდა ცნობილი, თბილი ტანსაცმელი მათთვის და ბავშვებისთვის მეზობლებმა შეაგროვეს და გადასცეს. ხოლო რუსულის არ ცოდნის გამო არაერთ უხერხულ სიტუაციაში მოუწიათ ყოფნა. გარდა ამისა, კანადელი წყვილი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთში შეუძლებელია ვიზა და მასტერქარდის ბარათით სარგებლობა, ამიტომ ისინი ვერ ახრეხებდნენ ანგარიშწორებას.  ოჯახმა მათი კუთვნილი ფული რუსულ ანგარიშზე გადაიტანა, თუმცა იმის გამო, რომ საკმაოდ დიდი თანხა იყო და ვერ დადგინდა შემოსავლის წყარო, ფინსტრების ანგარიში დაიბლოკა.

პრობლემებით შეწუხებულმა ანისა ფინსტრამ ოჯახის იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ამ ქვეყნით (რუსეთით) და ერთი სული აქვს ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაეცალოს იქაურობას. როგორც ჩანს, რუსეთის კრიტიკა არ გამორჩენია ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს. მოგვიანებით ანისა ფინტრამ ვიდეო წაშალა და ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა მათ იმედები არ გაუცრუა. ხოლო წაშლილი ვიდეოს შინაარსი ადგილობრივებმა სხვანაირად გაიგეს ენობრივი უზუსტობისა და ბარიერის გამო. არენდ ფინსტრამ ვიდეოც კი ჩაწერა, სადაც ბოდიშს უხდის რუსებს გაუგებრობისთვის.

 

 

 

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა

//

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას ადგენდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა.

დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

/

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დეკემბერში პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მღვდლებს ეძლევათ უფლება დალოცონ ქვიარ წყვილები “განსაკუთრებულ შემთხვევებში”, რომელიც არ იქნება სისტემატური, რეგულარული ხასიათის და არ იქნება რელიგიური რიტუალების ნაწილი. ასევე, დალოცვა არ ეხება სამოქალაქო გაერთიანებებსა და ქორწილებს. პაპმა აღნიშნა, რომ ქორწინებას ის კვლავ განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის ერთობას. პაპმა აღნიშნული გადაწყვეტილება 18 დეკემბერს დოკუმენტის სახით დაამტკიცა. მისი თქმით ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ღმერთი მიესალმება და კარს უღებს ყველას”, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვიარ ადამიანების დალოცვის საკითხს თითოეული მღვდელი წყვეტს ინდივიდუალურად. ნომებერში პაპის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ მოინათლონ. ასევე, იყვნენ ნათლია ან მეჯვარე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კათოლიკურ ეკლესიაში წინააღმდეგობა მოჰყვა.

“არავისთვის წარმოადგენს სკანდალს ის ფაქტი, რომ კურთხევას ვაძლევ ბიზნესმენს, რომელიც შესაძლოა ადამიანების ექსპლუატაციით არის დაკავებული და ეს დიდი ცოდვაა. სამაგიეროდ, როცა საქმე ეხება ლგბტქი ადამიანების კურთხევას, ეს სკანდალისა და ღელვის მიზეზი ხდება. აი, ეს არის ფარისევლობა”, – განაცხადა რომის პაპმა იტალიურ კათოლიკურ გამოცემა Credere-თან.

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

/

ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო გუნდზე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. გუნდის შემადგენლობაშია ტრანსგენდერი ფეხბურთელი, რომლის როლს არაბინარული მსახიობი კაიმანა ასრულებს, ხოლო მწვრთენელის თომას რონგენის როლში კი მაიკლ ფასბინდერია.

სამოას საფეხბურთო გუნდი მსოფლიოში ყველაზე სუსტ გუნდად ითვლებოდა. 2001 წელს ის 31-0 დამარცხდა მეტოქესთან. ახალი მწვრთნელის (თომას რონგენის) მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გუნდი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ და შეჯიბრებებს გამარჯვებით ასრულებს. 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

Next Goal Wins” ეფუძნება 2014 წელს შექმნილ დოკუმენტურ ფილს, რომლის რეჟისორები არიან მაიკ ბრეტი და სტივ ჯემისონი. ტაიკა ვაიტიტიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი და იდეა, მოეყოლა სამოას გუნდის არაჩვეულებრივი ამბავი მხატვრული ფილმის სახით.

ფილმის რეიტინგი  Rotten Tomatoes-ზე 84%-ია, ხოლო კრიტიკოსების 44% დაიმსახურა.

 

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ბოდიშს იხდის წარსულში ანტი-ლგბტქი პროპაგანდისთვის

/

პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის,  TVP ინფოს წამყვანმა ბოდიში მოიხადა ქვიარ ადამიანების მიმართ ნათქვამი “სამარცხვინო სიტყვებისთვის” რომელიც მრავალწლიანი ანტი-ლგბტქი კამპანიის ფარგლებში კეთდებოდა ტელევიზიის მხრიდან.

TVP ინფო პოლონეთის წინა ხელისუფლების რუპორად მოიაზრებოდა. ულტრა მემარჯვენე პარტია “კანონი და სამართლიანობა” ქვეყნის ხელისუფლებაში 2015 წლიდან 2023 წლამდე იყო. 2023 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის პარტია მოვიდა, რის შემდეგ TVP ინფოს ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

11 თებერვალს TVP-ს წამყვანმა ვოიჩეხ სელაგმა მის გადაცემაში მოიწვია აქტივისტები ბარტ სტაჟევსკი და მაია ჰებანი, რა დროსაც  საჯაროდ ბოდიში მოიხადა იმ ზიანისთვის, რაც მან და მისმა არხმა მიაყენა ქვიარ ადამიანებს, სიძულვილის ენისა და ანტი-ლგბტქი კამპანიის წარმოების გამო. “ქვიარები არიან ადამიანები და არა იდეოლოგია, მათ ყავთ მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები. მათ ბოდიში უნდა მოვუხადო და ამას აქ გავაკეთებ აქ, საჯაროდ” – განაცხადა ვოიჩეხ სელაგმა.

გადაცემაში მიწვეულმა აქტივისტმა ბარტ სტაჟევსკიმ წამყვანის ბოდიშის მოხდის შემდეგ ატირებულმა დატოვა გადაცემა.

 

საბერძნეთში გეი ქორწინება ლეგალური გახდა

/

15 თებერვალს საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ქვიარ ადამიანების ქორწინება. 300-წევრიან პარლამენტში კანონის მისაღებად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო და ხმების საკმარისი რაოდენობით აღნიშნული კანონი პარლამენტის მიერ მიღებული იქნა. გარდა ამისა, გეი წყვილებს შვილის აყვანის უფლებაც მიეცემათ.

აღნიშნული კანონის მიღების პროცესი არ იყო მარტივი, რადგან მართლმადიდებლური ეკლესია, ულტრა მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და მოსახლეობის ნაწილი ქვიარ ქორწინების რეგისტრაციის წინააღმდეგია.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ქვიარ ქორწინების რეგისტრაციის აღიარებასა და შესაბამის კანონპროექტს მხარს უჭერდა და ამისკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა. ახალი კანონის წინააღმდეგ მიცოტაკისის პარტიიდან ათობით დეპუტატი გამოვიდა. მიაუხედავა ყველაფრისა, კანონი მიღებულია და საბერძნეთის ქვიარ ორგანიზაციები, ქვიარ ადამიანები და მხარდამჭერები მნიშვნელოვან მოვლენას ზეიმობენ.

“ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო უხილავები იყვნენ,  ხილულები გახდებიან, და მათთან ერთად უამრავი ბავშვი საბოლოოდ იპოვის თავის ღირსეულ ადგილს”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა და დაამატა, რომ კანონის მიღებით საბერძნეთმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა როგორც დემოკრატიულმა, პროგრესულმა ქვეყანამ, რომელიც ევროპული ღირებულებების მატარებელია.