თებერვალი 2024 - Page 3

DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8 თვიან შედეგებს აჯამებს

/

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიან შედეგებს აჯამებს. ანგარიშში მიმოხილულია სოციალურ ქსელებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა, შეკრება-მანიფესტაციები, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.

DRI-ის პუბლიკაციის მიხედვით, სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ.

პუბლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას.

ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა,რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა.

ცნობილია, რატომ აღარ არის ბევრი სიმღერა ტიკტოკზე ხელმისაწვდომი

///

შესაძლოა უკვე შეამჩნიეთ, რომ ტიკტოკზე რიგი მომღერლების სიმღერები უეცრად აღარ არის ხელმისაწვდომი და ვიდეოების ნაწილი მუსკის გარეშეა, ხოლო მიზეზად მითითებულია საავტორო უფლებების არ ქონა.  საქმე იმაშია, რომ ტიკტოკს აქვს Universal Music Group-ის მიერ ლიცენზიით მინიჭებული უფლება, გამოიყენოს ამათუიმ მომღერლის მუსიკა პლათფორმაზე.  Universal Music Group-სა და ტიკტოკს შორის შეთანხმება 31 იანვარს ამოიწურა,  ვადის გასვლის შემდეგ კი ორ კომპანიას შორის შეთანხმების ვერ მიღწევის გამო, ლიცენზია ავტომატურად შეჩერდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი სიმღერის გამოყენება პლათფორმაზე შეუძლებელია.

Universal Music Group-მა დაასახელა ძირითადი მიზეზები, რაც ტიკტოკთან შეუთანხმებლობისა საგანი გახდა, მათ შორისაა: კომპოზიტორებისა და მუსიკოსების ანაზღაურება, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ. ტიკტოკი კი Universal Music Group-ს სიხარბესა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ კომპანია საკუთარ ინტერესებს აყენებს წინ, ხოლო მუსიკოსების ინტერესებს უგულებელყოფს.

მუსიკოსების სია, რომელთა სიმღერები ამოღებულია ტიკტოკის პლათფორმიდან, ამჟამად ასე გამოიყურება:

  • Taylor Swift
  • Olivia Rodrigo
  • Drake
  • Bad Bunny
  • SZA
  • Rihanna
  • Adele
  • Billie Eilish
  • Ariana Grande
  • Harry Styles
  • BTS
  • Blackpink
  • J. Cole
  • Demi Lovato
  • Kendrick Lamar
  • The Weeknd
  • Alicia Keys
  • Troye Sivan
  • Nicki Minaj
  • BTS
  • Lana Del Rey

 

ახალგაზრდა ქვიარების მესამედს არ სჯერა, რომ იცოცხლებენ 35 წელზე მეტს

/

2023 წელს ამერიკაში ჩატარებული ლგბქტი ახალგაზრდების მენატალური ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის მიხედვით, ქვიარ ახალგაზრდების 36%-ზე მეტს არ სჯერა, რომ 35 წელზე მეტს იცოცხლებენ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შავკანიანი ქვიარები, ტრანსგენდერები, არაბინარული და ა.შ. მოზარდები, რომელთა ასაკია 13-16 წელი, ნაკლებად ელიან ხანგრძლივ  და სრულყოფილ ცხოვრებას, ზრდასრულ ქვიარებთან შედარებით.

აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულია მონაცემები სუიციდის პრევენციის ყოველწლიური ანგარიშიდან, სადაც გამოიკითხა 28000 ახალგაზრდა ქვიარი, რომელთა ასაკია 13-24 წელი. გამოიკვეთა უმცირესობათა სტრესის უფრო მაღალი მაჩვენებელი  13-16 წლის ასაკის მოზარდებს შორის, 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით. ასევე, მეტად განიცდიან სტრესს ის ქვიარები, რომელთაც მათი კანის ფერის ან ეთნიკურობის გამო არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა ქვიარ ჯგუფების მიმართაც. განსხვავებულია მენტალური ჯანმრთელობისა და სტრესის მაღალი მაჩვენებელი იმის მიხედვითაც, თუ რომელ შტატში ცხოვრობს მოზარდი. რაც უფრო მკაცრი ლგბტქი პოლიტიკაა შტატში, მით მაღალია დისტრესის მაჩვენებელი, ხოლო ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობის მოლოდინი კი დაბალი.