ნოემბერი 2023 - Page 5

ძველ წიგნს ვხურავ და ახალს ვშლი, რომელსაც მე თვითონ დავწერ – ინტერვიუ დავით კელბერაშვილთან (David Kelber) 

/

 

ოჯახი

დავიბადე თბილისში 1989 წლის 22 ნოემბერს. თავიდან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. როგორც ამბობენ ხოლმე, ნორმალურ ოჯახში ვიზრდებოდი. რაღაცა პერიოდი მე და ჩემს დას ბებია გვზრდიდა და ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება დედის ემიგრაციიდან დაბრუნებაა. ალბათ, როგორც ბევრ გეი ბიჭს, მეტად გოგოებთან მსიამოვნებდა თამაში. ამის გამო ბულინგის მსხვერპლიც ვყოფილვარ არა მხოლოდ თანატოლებისგან, არამედ ოჯახის წევრების მხრიდანაც. ამიტომ ხშირად ვიკეტებოდი საკუთარ ოთახში. გარეთ გასვლა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ მინდოდა. თუმცამ ამან სხვა რაღაცები აღმომაჩენინა, მაგალითად, საკუთარ თავთან ყოფნით მიღებული სიამოვნება. ბევრს ვკითხულობდი და ძირითადად ვხატავდი, ჩემი სამყარო მქონდა ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლაღი ბავშვი ვიყავი, ამავდროულად ძალიან სენსიტიური და სითბოს მოყვარული, სითბოს ნაკლებობა მქონდა და მის ძიებაში ვიყავი სულ – განსაკუთრებით ოჯახური სითბო მენატრებოდა. 

ახლა უკვე ორივე მშობელი გარდაცვლილი მყავს. 3 წლის წინ ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ. მამა მოქანდაკე მხატვარი  იყო. დედაც ხელოვანი იყო – მსახიობი, რეჟისორი და ასევე ინგლისური ენის სპეციალისტი. ორივემ საკუთარ საქმიანობაში რეალიზება წარმატებით მოახერხა. დედა შრომით ემიგრაციაში იყო წასული ჩემი ბავშვობის ადრეულ პერიოდში, დაბრუნების შემდეგ კი აქ გააგრძელა მუშაობა. მამასთან ურთიერთობა ვერ აეწყო. თუმცა იყო რაღაც მომენტები, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როდესაც ავად გახდა და მასთან გადავედი საცხოვრებლად.  

საკუთარი თავის მიღება

ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი. კარგად მახსოვს ის სტრესი, როდესაც დავრწმუნდი, რომ სხვანაირი ვიყავი, დაახლოებით 13-14 წლის ასაკში. თავიდან ბიჭების მიმართ გაჩენილ სიმპათიებს, მოწონებებს ვბლოკავდი. ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა… ეკლესიას ვაფარებდი თავს, ვფიქრობდი რომ ეს მიშველიდა და გადამარჩენდა. 

საქართველოში, ქვიარ ადამიანს, სტრესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაქვს. დასაწყისში ეს შენივე ოჯახში კონფლიქტებიდან მოდის, ნათესავებთან, შემდეგ ქუჩაში გასვლის დროს, შენი გარეგნობის, ჩაცმულობის გამო. იმდენ ნეგატივს იღებ. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე და პიროვნებაზე – საკუთარ თავთან გამომკეტა, ძალიან მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია, ადამიანებთან კონტაქტის, ურთიერთობის შიშიც კი მქონდა. ასევე ქუჩაში გავლის შიში, განსაკუთრებით თუ მარტო ვიყავი, მიჭირდა. 

სკოლას რომ ვამთავრებდი ამ პერიოდში გავიცანი რამდენიმე ქვიარ ადამიანი და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი დედამიწაზე, როგორც ხდება ხოლმე. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და იქ ვიგრძენი ძალიან დიდი თავისუფლება, მივხვდი, რომ ყველაფერი სისულელე იყო რასაც აქამდე ვფიქრობდი, ეკლესიაში სიარულიც და სუიციდზე ფიქრიც. სხვათაშორის აქტიურად მეფიქრებოდა სუიციდზე. მივხვდი, რომ ნორმალური ვიყავი და არ ხდებოდა ჩემს თავს არანაირი კატასტროფა. 

ასეთ გარემოში ძალიან გაძლიერებს ის, რომ შენ თავად ირჩევ შენ საკუთარ ქვიარ ოჯახს. მეც ასე მოვძებნე ჩემი ოჯახი, ჩემი ქვიარ მეგობრები, რომლებმაც მიმიღეს, თავდაჯერებულობა შემმატეს. 

 

სწავლა 

სამხატვრო აკადემიაში ყველა მაინც როგორც მამაჩემის შვილს, ისე მიცნობდა და ეს არ იყო სასიამოვნო. როდესაც მამაშენი სამხატვრო აკადემიაში ლექტორად მუშაობს ამ დროს შენგან უფრო მეტს ელიან, უფრო მეტს ითხოვენ. 

ლექტორებიდან ერთი ფერწერის ლექტორი დამამახსოვრდა კარგად, რომელსაც სხვა ლექტორებისგან განსხვავებული სწავლების მიდგომები ჰქონდა. ის ცდილობდა ფსიქოლოგიც ყოფილიყო ჩვენთვის, ფერწერის გარდა ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით. ვფიქრობ, რომ თვითონაც ქვიარი იყო, უბრალოდ ამას არ ამჟღავნებდა. ჩვენზეც, რა თქმა უნდა, ბევრზე ხვდებოდა და ჩვენთან, ქვიარებთან რაღაცნაირი უფრო ახლო დამოკიდებულება ჰქონდა და ისეთი, უფრო ღრმა საუბრები გვქონდა. 

 

შემოქმედება

როგორც არტისტი სხვადასხვა მედიუმებში ვმუშაობ – ვარ ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი და სთრით არტისტი. მიყვარს ქუჩაში ხატვა, მიყვარს დიდ ფორმატებზე და დიდ კედლებზე ხატვა. ქუჩაში ხატვა იმით არის განსხვავებული, რომ ყველას შეუძლია შენი ნამუშევრის ნახვა, შეფასება. ქუჩაში პირველი ნახატი 2015 წელს ფაბრიკის კედელზე დავხატე. ამის შემდეგ უკვე აქტიური პერიოდი დამეწყო, როდესაც სულ ვცდილობდი ქუჩაში რამე დამეხატა. შევუერთდი შემოქმედებით ჯგუფს ნიკოს და მათთან ერთად მოვხატე რამდენიმე კედელი საქართველოში. 

აქტიური მუშაობის მიუხედავად, მაინც არ მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებამდე ჩემი მესიჯების მიტანა მოვახერხე. ძალიან ბევრ წინაღობას ვაწყდებოდი მუშაობისას, ვიზღუდებოდი. თუნდაც პატარა ფესტივალებზეც კი არ შემეძლო ერთი სქესის ადამიანების დახატვა რომანტიკულ, სასიყვარულო კონტექსტში. მერიის მხრიდანაც ხშირად იბლოკებოდა ისეთი ვიზუალები, რაც ცოტა ოდნავაც შეიძლებოდა ქვიარ თემასთან დაკავშირებულიყო. ჩემი, როგორც არტისტის, მთავარი მიზანია გამოვხატო ის რაც მაწუხებს, ასევე გავუზიარო ადამიანებს პოზიტივი. ჩემი ხატვის სტილი საკმაოდ ფერადია, ამდაგვარად შემიძლია ადამიანებს თან გავუზიარო ჩემი წუხილები თან გამოვიწვიო მათში პოზიტიური ემოციები. მაგრამ საქართველოში ეს, ხშირად, შეუძლებელია. 

მაგალითად, ერთ-ერთ კვირა დღეს გავედი ხილიანზე და ავტოპორტრეტი დავხატე, რომელსაც შუბლზე მესამე თვალი ჰქონდა, რომელშიც ლგბტქი დროშა იყო. მეორე დღეს მირეკავს მეგობარი, ნახე შენ ნახატს რა უქნესო – ეს მესამე თვალი წითლად გადაღებეს. კიდევ ბახტრიონზეა ერთი ნახატი, ორი ადამიანის სიყვარულზე. არც ერთის სქესი არ ჩანს, უბრალოდ ორი ადამიანი სიყვარულში ცურავს და ეს ნახატიც გააფუჭეს – ერთს თმა მიახატებს ფეხებზე და ა. შ. ეს თავისთავად არ არის პრობლემა, როდესაც ქუჩაში ხატავ მსგავსი რამისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ თუ რაიმე ქვიარ სიმბოლიკა იხატება, დროშა თუ სხვა, ის ნახატი განწირულია, აუცილებლად წაიშლება. 

პრაიდის თვე იყო, ცისარტყელის დროშის ფერებში ვხატავდი ლისის ტერიტორიაზე რაღაცას. პროცესიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო იყო –  ავტომობილებს აჩერებდნენ, იგინებოდნენ, შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა, უფრო აგრესიული ინცინდენტებიც იყო – ვიღაცამ ბოთლი ისროლა. 

ერთ-ერთი მიზეზიც თუ რატომაც დავტოვე ქვეყანა ის არის რომ აქ შეუძლებელია ვაკეთო ის რისი კეთებაც მსურს  როგორც არტისტს, რაც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი თემისთვის. 

ემიგრაცია 

აქამდე საქართველოში იმიტომ ვჩერდებოდი, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა. სამეგობრო წრე მყავდა, ვცდილობდი რაღაცა შემეცვალა. საქართველოში მთელი ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება უკავშირდებოდა საპროტესტო აქციებს. მთელი ცხოვრება რაღაცა ბრძოლაში ვართ. ბრძოლას ცხადია ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არ ვიცი ბოლო პერიოდში რა მოხდა. მგონი გადავიწვით. არ მინდა ვთქვა რომ ფარ-ხმალი დავყარე, არასოდეს ვიქნები ამ მდგომარეობაში, მაგრამ ვგრძნობ რომ მე ვეღარაფერს შევძლებ. თბილისი პრაიდის ლისის ტბის ღონისძიება რომ გავიხსენოთ, იმდენი ადამიანი მუშაობდა, ვემზადებოდით. ამდენი ადამიანის შემოქმედება და შრომა განადგურდა. 

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულია. 

მე და ჩემს პარტნიორს ბოლო დროს გვექმნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემები ოჯახში, ნათესავებში, ნაცნობებში, გარეთ ქუჩაში. მძიმე ისტორიებს არ მოვყვები, არც ისე ადვილი მოსასმენია და მაგალითისთვის გავიხსენებ უფრო მსუბუქს. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რესტორანში შევედით, გვინდოდა სასიამოვნო გარემოში გვევახშმა. მახსოვს ჩემ პარტნიორს ვუთხარი:  “ისეთ ადგილას ვჭამოთ, სადაც არ შეგვაწუხებენ”. შესაბამისად, შევარჩიეთ არა ქართული არამედ იტალიური სამზარეულოს მქონე რესტორანი. ჩვენ შემდეგ შემოვიდნენ ვიღაც ღიპიანი კაცები და მიმტანის კითხვაზე თუ რომელ მაგიდას მიუსხდებოდნენ, ჩვენ გასაგონად უთხრეს: “სადმე, სადაც ამათ ვერ დავინახავთ.” – და ჩვენკენ გაიშვირეს ხელი. 

ჩემი ყველა ქვიარ მეგობარი წავიდა საქართველოდან, პრაქტიკულად არავინ დარჩა. 

რაღაც ასაკში ხვდები, რომ არ გინდა შენი დარჩენილი ცხოვრება მუდმივ ნეგატივში და სტრესში გაატარო. ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობა საქართველოში უმძიმესია და ვიცით ეს ყველამ ძალიან კარგად. ამადვროულად არც გეი კაცების მდგომარეობაა მსუბუქი. ფსიქოთერაპია რამდენჯერმე გავიარე, მაგრამ შეუძლებელია ყოველდღიური, დაუსრულებელი წნეხი აიტანო. 

მიუხედავდ ამისა, ქვეყნის დატოვების პროცესი ძალიან სტრესული აღმოჩნდა ჩემთვის. ბოლო დღეებში, თბილისის ქუჩებში მარტო ვსეირნობდი. რუსთაველზე, მთაწმინდაზე, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მაქვს გატარებული. მელანქოლიური, პესიმისტური განწყობის ფონზე გამოვემშვიდობე იქაურობას.  

პარტნიორი 

ჩემ პარტნიორს რაც ეხება, ის ორი წლის წინ გავიცანი. ჩემი ნამუშევრები ჰქონია ნანახი, შორიდან მიცნობდა და რაღაც მომენტში სოციალურ ქსელში დამამატა და შემეხმიანა. შემდეგ ცოტა ხანი ვისაუბრეთ, შევხვდით, როგორც ხდება ხოლმე. საკმაოდ მალე გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში და ურთიერთობაც მალე ჩამოყალიბდა. ძალიან მალე დავინახე მასში ადამიანი, რომელთანაც ის ვიქნები, ვინც ვარ და მასაც იდენტური განცდა აქვს.  ორი წელია, რაც ნდობაზე და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მხიარული, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. რაც არ უნდა სტრესული სიტუაცია გვქონდეს მაინც ახერხებს ჩემ გაცინებას. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე პატარაა, ძალიან ჩამოყალიბებულია აზროვნებით, სიმყარეს მაძლევს. ვფიქრობ მზად ვართ ერთად ახალი ცხოვრება დავიწყოთ ნიდერლანდებში. 

გეგმები

ახალ გარემოში ადაპტაცია არის გამოწვევა, თუმცა რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი, როდესაც ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფთან დავგეგმეთ კოლაბორაცია. 19 ნოემბერს ამსტერდამში მაქვს ვორკშოპი რა დროსაც მოყვარული არტისტებისთვის გიდი ვიქნები. ასეთი ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა პროფესიულ წრეში ადამიანების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივისთვის, გამოცდილებისთვისაც ასევე კარგია. 

ამ ახალ პერიოდზე რომ ვფიქრობ, ასეთი ასოციაცია მომდის, რომ ძველ წიგნს ვხურავ და ახალს ვშლი, რომელსაც მე თვითონ დავწერ. 

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქვიარებისადმი მიმართვა

მესმის, რომ თქვენ შესაძლოა ყველაზე რთულ პირობებში გიწევთ ცხოვრება. ძლიერები უნდა იყოთ, იმიტომ რომ თუ ძლიერები არ იქნებით, სიბნელე ჩააქრობს თქვენში ნათებას, რომელიც გაქვთ.  ეს ფერადი ნათება უნდა გაზარდოთ და გააძლიეროთ. შემდეგ სხვებსაც გაუნათებთ. რეალურად ამას აკეთებენ ის ადამიანები და ჯგუფები ვინც ქვიარ საკითხებზე ინფორმაციას და ცოდნას აზიარებს. მოაგროვეთ ცოტა ფული, ჩამოდით თბილისში ღონისძიებებზე, იარეთ ქვიარ ბარებში, გაიცანიით ქვიარ თემის წევრები, დაესწარით  ტრენინგებს, გაავარჯიშეთ სხვადასხვა უნარები, მიიღეთ ახალი ინფორმაცია რომ მაქსიმალურად გაძლიერდეთ. იპოვეთ თქვენი ქვიარ ოჯახი. 

 

 

 

 

 

რამდენად დაცულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები საქართველოში

//

 

კოალიცია თანასწორობისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს მოუწოდებდა სახელმწიფოს ეფექტურად გამოეძიებინა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები და აღეკვეთა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ რეპრესიული და დისკრიმინაციული მოპყრობა.

კიალიციამ ასევე გასცა რეკომენდაციები:

  • იუსტიციის სამინისტროს გენდერის სამართლებრივი აღიარებია  დაეფუძნებინა ჰუმანურ და არამადისკრიმინირებელ მიდგომებზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რათა მათ შეემუშავებინათ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექიანი სტრატეგია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაითვალისწინებდა პოლიციის და პროკურორებისთვის დეტალურ ოპერატიულ სახელმძღვანელო დოკუმენტების მიღებას და უწყებების მიერ ამ დოკუმენტის აღსრულების მონიტორინგის ეფექტიან მეთოდების შემუშვებას.
  • ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მოგროვება და ანალიზი.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სექსმუშაკი პირების მიმართ რეპრესიული და ჰომო/ტრანსფობიური პოლიტიკის აღმოფხვრა და მისი საქმიანობის ადამიანის უფლებების სტანდარტების განუხრელი დაცვის მიდგომებზე დაფუძნება.

საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის სპეციალური ანგარიში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.

ანგარიშში მითითებულია, რომ:

  • ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში განსაკუთრებით მძიმეა, ხოლო სახელმწიფოს ამ ჯგუფისთვის შემამსუბუქებელი და უფლებების დაცვის ადეკვატური გარანტიების შემქმნელი ზომები არ მიუღია;
  • ტრანსგენდერი ადამიანები, გენდერის სამართლებრივი აუღიარებლობის გამო, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე იმყოფებიან – სხვების თანასწორად ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებებით.
  • შემუშავდეს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რათა ტრანსგენდერ პირებს შეეძლოთ თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებით სახელისა და რეგისტრირებული სქესის შეცვლა დაბადების მოწმობაში, პასპორტში და სხვა დოკუმენტებში.
  • გააუქმონ სტერილიზაციისა და სხვა იძულებითი სამედიცინო მკურნალობის მოთხოვნები, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი, როგორც სავალდებულო მოთხოვნა/წინაპირობა ადამიანის გენდერული იდენტობის საღიარებლად;
  • გააუქმონ ყველა აკრძალვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, დარჩნენ არსებულ ქორწინებაში მათი გენდერის აღიარებამდე, უზრუნველყონ, რომ მეუღლეები ან ბავშვები ამ პროცედურით არ დაკარგავენ გარკვეულ უფლებებს;
  • იმუშაონ შესაძლებლობაზე, რომ მათთვის, ვისაც ეს სურს, მოქალაქეთა იდენტიფიკაციის დოკუმენტებში მესამე გენდერი ჩაემატოს.

გამოყენებული მასალები და წყაროები:

https://www.ombudsman.ge/res/docs/2022042914343766642.pdf

http://www.osgf.ge/files/2016/Publications/doc.pdf

შეფ-მზარეულები თანასწორობისთვის – ღონისძიება, რომელშიც 150-ზე მეტი შეფ-მზარეული და მცხობელი მონაწილეობდა

 

ვაშინგტონში მნიშვნელოვანი გასტრონომიული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ლგბტქი უფლებებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე ფულადი სახსრების მოძიებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ორგანიზატორი იყო Human Rights Campaign – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტქი ორგანიზაცია.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო 150-ზე მეტი შეფ-მზარეული და მცხობელი. ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების გამო ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანეზე, აღნიშნული კამპანიის სახით ორგანიზაცია კიდევ უფრო აქტიურად  აგრძელებს ბრძოლას ქვიარ ადამიანების უფლებებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის.

ღონისძიებაზე მზარეულებმა შექმნეს დაუვიწყარი კერძები, რომლებიც სტუმრებმა დააგემოვნეს. იყო ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების სიტყვით გამოსვლა და აუქციონი. სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ცნობილი დრეგ ქუინები, ასევე სხვა ქვიარ ადამიანები

Human Rights Campaign Foundation celebrates the tenth annual Chefs for Equality event as they continue to advance LGBTQ+ rights and equality for all on Monday, Oct. 30, 2023 in Washington. (Joy Asico/AP Images for Human Rights Campaign)

წყარო: https://www.hrc.org/press-releases/chefs-for-equality-event-featuring-over-150-dc-based-chefs-bakers-and-mixologists-returns-oct-30?fbclid=IwAR3dsZsU6xI8OjE2Lr6WCInxzN5FmEB-_A_gr_lR7e48-JcWkpBEf1xN964 

169 ორგანიზაცია ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მიმართავს

/

საქართველოში მომუშავე, 169 საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევროკომისიას განცხადებით მიმართავს და ეროპული საბჭოსთვის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიენიჭების რეკომენდაციას სთხოვს. გთავაზობთ განცხადების  ტექსტს უცვლელად:

“საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია – დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად – მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.

ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს.

2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.

მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
3. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი (Lag Mestia)
4. ასოციაცია ‘ევროპის დროით”
5. ასოციაცია მერკური
6. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

7. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
8. ახალგაზრდული ალტერნატივა
9. ახალი აგორა
10. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
11. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
12. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
13. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
14. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი
15. ბათომი
16. განათლება და სამყარო
17. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
18. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
19. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი (CEPE)
20. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
21. გურიის სამოქალაქო ცენტრი
22. დემოკრატ მესხთა კავშირი
23. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
24. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
25. დემოკრატიის მცველები
26. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
27. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
28. ევროპის ფონდი
29. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
30. ეკო ცენტრი
31. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
32. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
33. თანასწორობის მოძრაობა
34. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
35. თბილისის მედიაკლუბი

36. თემი ქედელი
37. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
38. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
39. იურიდიული განათლების ფონდი
40. კავშირი “რეა”
41. კანონის უზენაესობის ცენტრი
42. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
43. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
44. კომლის თემი
45. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
46. ლომეკი
47. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
48. მაისის მოძრაობა
49. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
50. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
51. მედია ომბუდსმენი
52. მედია ცენტრი კახეთი Media Center Kakheti MCK
53. მედიის განვითარების ფონდი
54. მედიის ინსტიტუტი
55. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
56. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი მედიახმა
57. მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება
58. მთის თემი
59. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
60. მომავლის ჭიათურა
61. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი
62. მშვიდობის ქარტია
63. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
64. მშობლები განათლებისთვის

65. ნეოგენი
66. ნინოწმინდის სათემო რადიო
67. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
68. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
69. პრევენცია პროგრესისთვის
70. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია
71. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
72. ჟურნალისტები ბორჯომის ხეობის გადასარᲩენად
73. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
74. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
75. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
76. საერთაშორისო ბიზნესის განვითრების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი
77. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
78. საზოგადოება ბილიკი
79. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის საბუკო
80. საზოგადოება და ბანკები
81. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე”
82. საინიციატივო ჯგუფი ,,თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისათვის”
83. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
84. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
85. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
86. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
87. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
88. სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი
89. სამოქალაქო განვითარების ცენტრი
90. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
91. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
92. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF)
93. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

94. სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენდერული განათლების ასოციაცია “ოაზისი”
95. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი
96. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი
97. საორსა
98. საუნჯე
99. საფარი
100. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი
101. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
102. საქართველოს ბავშვები
103. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
104. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
105. საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია ” აღორძინება 2002 ”
106. საქართველოს მომავლის აკადემია
107. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
108. საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
109. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
110. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
111. საქართველოს სასოფლო დარბაზი (Georgian Rural Council)
112. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
113. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
114. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
115. სექტორი 3
116. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
117. სოლიდარობის თემი
118. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
119. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
120. ტელე-რადიო კომპანია “ბორჯომი”
121. ტოლერანტობის სამყარო
122. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი

123. უფლებები საქართველო
124. ფემინა
125. ფონდი აფხაზინტერკონტი
126. ფონდი პროდემოსი
127. ფონდი ტასო
128. ფრანკლინის კლუბი
129. ფუსფუსი – შენი უსაფრთხო სირვცე
130. ქალები რეგიონების განვითარებისათვის
131. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
132. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად,,
133. ქალთა ასოციაცია გვირილა
134. ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე
135. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
136. ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”
137. ქალთა ფონდი საქართველოში
138. ქართული მედია ჯგუფი
139. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
140. ღია საზღვრები
141. ღია სივრცე კავკასია (COS)
142. ყაზბეგის განვითარების ფონდი
143. ყვარლის ევროკლუბი
144. შენმოქმედი
145. შშმ ქალთა ალიანსი
146. შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
147. ჩართულობის და განვითარების ცენტრი CPD
148. ჩემი ხარაგაული
149. ცოდნის კაფე
150. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

151. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის
ცენტრი GCRT
152. წითელი ხიდი
153. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
154. ჰეპა პლიუსი
155. Bridge-Innovation and Development
156. Caucasus Dialogue
157. Chavchavadze Center
158. Civic Education and Rehabilitation Center
159. cognitive center of georgia
160. Freedom Community Center
161. Georgian Association of Children Mental Health
162. ICGE-België
163. Institute of Democracy
164. International Centre for Geopolitical Studies
165. Promote Georgia
166. Real People Real Vision
167. Save the Children Georgia
168. Woman and Development
169. Z.axis

გემბლინგი – რა ნიშნებით ამოიცნობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშების სახეობები ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასევე გაიზარდა თამაშით გამოწვეული ზიანიც. კომერციული თამაშები ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით, რაც აადვილებს თამაშს და ზრდის მის ხელმისაწვდომობას.   

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა შესულია ამერიკის ფსიქიატრთა ასოცოაციის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმრღვანელოში (DSM-5) და განისაზღვრება, როგორც მუდმივი და განმეორებადი სახის პრობლემური თამაშის ქცევა, რომელიც თამაშში ჩართული პირისთვის იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუარესებას ან დისტრესს. 

დიაგნოსტირებისთვს საჭიროა პირს აღენიშნებოდეს ჩამოთვლილ სიმპტომთაგან სულ მცირე 4 სიმპტომი, ბოლო 12 თვის განმავლობაში:

  • სასურველი ემოციური აღგზნების მისაღწევად საჭიროებს თამაშს ფულის მზარდი რაოდენობით.
  • განიცდის მოუსვენრობასა და გაღიზიანებას, როდესაც ცდილობს თამაშის შეწყვეტას ან შემცირებას.
  • ჰქონია თამაშის გაკონტროლების, შემცირების ან შეწყვეტის მრავალჯერადი წარუმატებელი მცდელობა.
  • მისი გონება ხშირად არის მოცული თამაშთან დაკავშირებული ფიქრებით (მაგალითად, მუდმივად ფიქრობს თამაშის წარსულ გამოცდილებაზე, გეგმას შემდეგ აქტივობას, ფიქრობს სათამაშოდ საჭირო ფულის შოვნის გზებზე).
  • ხშირად თამაშობს მაშინ, როდესაც განიცდის დისტრესს (მაგალითად, უმწეობას, ბრალეულობას, შფოთვას ან უხალისობას).
  • თამაშში თანხის წაგების შემდეგ ხშირად უბრუნდება თამაშს, რომ უკან ამოიღოს წაგებული.
  • ამბობს ტყუილს, რომ დამალოს თამაშში ჩართულობის ხარისხი/ზომა.
  • თამაშის მიზეზით საფრთხის ქვეშ დაუდგა ან დაკარგა მნიშვნელოვანი ურთიერთობები, სამსახური, საგამანათლებლო ან კარიერული შესაძლებლობები.
  • სხვა ადამიანების იმედი აქვს, რომ დააღწიოს თავი თამაშით გამოწვეულ გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობას. 

გამოყოფენ აზარტული თამაშების შემდეგ კლასიფიკაციას:

  • კომერციული აზარტული თამაშები – სადაც შედის კაზინო, ლატარიის თამაშები. სათამაშო აპარატები, საცხენოსნო დოღი და სხვა. 
  • რეკრეაციული აზარტული თამაში – წარმოადგენს თამაშს დასვენებისა და გართობის მიზნით, რომელიც შეიცავს დაბალ რისკებს.
  • გეიმინგი – მოიცავს კომპიოტერულ/ვიდეო თამაშებს. 
  • პირადი სახის აზარტული თამაშები – გულისხმობს ფსონების დადებას სპორტულ შეჯიბრებებზე, ბანქოს თამაშზე და ა.შ.

აზარტული თამაშის ქცევა და სიხშირე შესაძლოა გაძლიერდეს სტრესის ან დეპრესიის დროს. ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად. 

გემბლინგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, რისკ ფაქტორებს შორის არის:

  • პიროვნული მახასიათებლები – მაგალითად, იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა.
  • ასაკი – მოზარდები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში ერთვებიან აზარტულ თამაშებში, დამოკიდებულების განვითარების მაღალი რიკის ქვეშ არიან.
  • ინტერპერსონალური ურთიერთობები – ოჯახის წევრების ქცევა გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია მზრუნველობისა და სოციალური მხარდაჭერის დონე ოჯახის მხრიდან.
  • თანატოლები – მეგობრები ასევე დიდ გავლენას ახდენენ მოზარდის ქცევასა და განვითარებაზე. ხშირად მოზარდებში გემბლინგი ხდება მისაღებ ქცევად, რომელიც ამავედროს, მომხიბვლელიც არის. 
  • მარკეტინგი – აზარტული თამაშების პოპულარიზაციისთვის რეკლამირების სხვადასხვა არხები გამოიყენება. გემბლინგის მიწოდება ხდება როგორც გამდიდრების, იოლი ფულის შოვნისა და გართობის საშუალება. 

კვლევების შედეგები

აზარტულ თამაშებში ჩართულობა ზიანის მომტანია როგორც ჩართული პირისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. გემბლინგი იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას, ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ ხარისხს. მაღალია გაკოტრების, განქორწინებისა და სუიციდის მაჩვენებელი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის. 

საქართველოში, კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარებულია ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ 2015 წელს, ზოგადი მოსახლეობის 9.4%-ს უთამაშია აზარტული თამაშები გასულ თვეს, ბოლო წელს 16%-ს, ხოლო ცხოვრების მანძილზე აზარტულ თამაშში ერთხელ მაინც ჩართულა მოსახლეობის 31.3%. 50 წლის და ზემოთ რესპონდენტები მეტად ტამაშობდნენ ლატარიას და ლოტოს, ხოლო 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მეტად ონლაინ თამაშებს.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობის სამკურნალოდ ძირთადად გამოიყენება ფსიქო-სოციალური სახეობის მკურნალობა. რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპიას, მათ შორის კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიას და მოტივაციურ ინტერვიუირებას. ასევე, აქტიურად გამოიყენება 12 ნაბიჯის პროგრამა. 

 

გამოყენებული მასალა:

ქუთელია ლ. (2020). აზარტული თამაშები, რას გვეუბნება ადქიციის მეცნიერება.

 

რა გავლენას ახდენს ოფისის გარემო თანამშრომლებზე 

 

ოფისის თანამშრომლები დიდ დროს ატარებენ შენობაში, გარემოში, რომელიც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობაზე, სამუშაოს შესრულებაზე და პროდუქტიულობაზე. მიჩნეულია, რომ რაც უფრო მეტად კმაყოფილნი არიან თანამშრომლები ფიზიკური გარემოთი, მით უკეთესად გრძნობენ თავს და ეს აისახება მათ მუშაობაზეც. ფიზიკურ გარემოში იგულისხმება: ჰაერის ტემპერატურა ოფისში, ჰაერის ხარისხი, განათება, ფანჯრების ქონა, ხმაური, ავეჯის განლაგება/კომფურტულობა, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ა.შ.

რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ფიზიკური გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს თანამშრომლების ქცევაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და მათ კეთილდღეობაზე. აღნიშნულ სტატიაში გთავაზობთ იმ ფაქტორების მიმოხილვას, რომლებიც გავლენას ახდენს თანამშრომლებზე და სამუშაო პროცესზე. 

სამუშაო ადგილის/გარემოს დიზაინი და მისი ეფექტი

სამუშაო ოფისების სივრცე ძირითადად ორ ტიპად იყოფა: ღია ტიპის ოფისი (Open-plan design) და დახურული/კაბინეტური ტიპის ოფისი (Closed floor plans). 

ღია ტიპის ოფისები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეტად პოპულარული გახდა, სადაც ერთ საერთო სივრცეში განლაგებულია საოფისე მაგიდები, რომლებიც განცალკევებულია ერთმანეთისგან ტიხარით (მცირე კედელით), ან არ არის განცალკევებული. ასეთი ტიპის ოფისების უპირატესობებია –  მეტი მოქნილობა, მეტი თანამშრომლის განთავსებისა და სივრცის დაზოგვის შესაძლებლობა, გათბობისა და კონდიცირების ხარჯების შემცირება, თანამშროლებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე. თუმცა, ღია ტიპის ოფისებს აქვს თავისი მინუსებიც, კერძოდ: ხმაური, კონცენტრაციის სირთულე და პირადი სივრცის არ არსებობა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ღია ტიპის ოფისების გარემო დაკავშირებულია თანამშრომლების სამუშაო კმაყოფილების შემცირებასთან და დაბალ მოტივაციასთან. ასევე თანამშრომლები აღნიშნავდნენ დაღლილობას, დისტრესსა და გაღიზიანებას. 

ოფისის გარემო და დიზაინი გავლენას ახდენს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის სტილზეც. მოქნილი და კომფორტული გარემო აისახება კომუნკაციის სისწრაფესა და სიმარტივეზე. 

გარდა დიზაინისა, ოფისის გარემოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო ნივთების ხელმისაწვდომობა, მაგალითად ფურცლები, კალმები, პრინტერი თუ სხვა საჭირო ინვენტარი მარტივად გამოსაყენებელი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვენტარის ქონა, არამედ მათი განლაგებაც. მნიშვნელოვანია ასევე ოფისის განათება, რომელიც  უნდა იყოს საკმარისი. 

ოფისის ტემპერატურა და მისი გავლენა 

დადასტურებულია, რომ იფისში ტემპერატურა გავლენას ახდენს თანამშრომლების არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ მათი მუშაობის ხარისხზეც. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კონდიცირების სისტემის ქონა ზაფხულში ზრდის თანამშრომლების კმაყოფილებასა და სამუშაოს შესრულებას 5-15%-ით. 25C ზევით რამდენადაც იწევს ტემპერატურა ოფისში, მით უფრო მცირდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა. ოფისისი ხშირი განიავება, ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნება და თანამშრომლებზე ზრუნვა ჯანსაღი გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ოფისის ფერები და მათი გავლენა

თითოეული ფერი სხვადასხვანაირად აღიქმება ადამიანის მიერ და სხვადასხვა გავლენა აქვს მის  განწყობაზე და სხეულზეც კი. აღმოჩნდა, რომ ფერებს გარკვეული გავლენა აქვს მუშაობის ხარისხსა და პროდუქტიულობაზეც. ზოგიერთი ფერი მეტად ამშვიდებს, ზოგი კი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. 

მაგალითად, გრძელი, ვიწრო ოთახი მეტად კომფორტულად გამოიყურება, თუ ორი პატარა კედელი შეღებილია თბილ და ინტენსიურ ფერებში, ხოლო დანარჩენი ორი გრძელი კედელი მეტად ღია, მსუბუქ ფერებში. დაბალი ჭერი ნაკლებად დამთრგუნველია, თუ ის ღია ფერისაა, ამის საპირისპიროდ, მუქი ფერის მაღალი ჭერი მეტად მყუდროს გახდის საოფისე გარემოს. სასურველია ოფისის ოთახები ნეიტრალურ ფერენში იყოს შეღებილი, თუ სამუშაო სპეციფიკა მეტ კონცენტრირებას მოითხოვს თანამშრომლების მხრიდან. ასეთია, მაგალითად ბუღალტერია და იურიდიული-საკონსულტაციო ოფისი. ტელევიზიაში, ჟურნალისტებისთვის შესაძლებელია მეტად ეფექტური იყოს მკვეთრი და ხალისიანი ფერის ინტერიერი. ლურჯი ფერი ითვლება სასურველ სტიმულად კონცეტრაციისთვის, ხოლო მწვანე ფერი მენეჯერული საქმიაონობისთვის, ყვითელი ფერი კი, გაყიდვების დეპარტამენტისთვის. 

ფერების შერჩევა ოფისში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტული გარემოს შესაქმნელად, არამედ თანამშრომლების ემოციური სტაბილურიბისთვის. 

ხმაური, როგორც ფსიქო-სოციალური სტრესი და მისი გავლენა

დადასტურებულია, რომ მუდმივი ხმაური ართულებს კონცეტრირებას და საოფისე გარემოში ქმნის დამატებით დისტრესისა და დაძაბულობის საფუძველს. ხმაურში იგულისხმება როგორც ოფისის შიგნით ადამიანების საუბარი და მისგან გამოწვეული ხმაური, ასეევ გარედან შემომავალი მანქანებისა თუ მშენებლობის ხმაური. 

არსებული კვლევები ხმაურის გავლენაზე არაერთგვროვანია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად მის სიხშირეზე, ინტენსივობასა და ტიპზე. 

არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენება ამცირებს ხმაურს ოფისში და გარემოს მეტად კომფორტულს ქმნის, მაგალითად:

  • ჭერზე დამონტაჟებული სპეციალური ხმაურის ჩამხშობი მასალა
  • სქელი ფარდების/ჟალუზების დამონტაჟება ქუჩიდან შემოსული ხმაურის შესამცირებლად
  • თანამშრომლების ტელეფონების “ჩუმ რეჟიმზე” გადაყვანა
  • ხალიჩების დაფენა იატაკზე, რომელიც ასევე, ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას

მცენარეების ქონა და მათი გავლენა ოფისში მუშაობაზე

მცენარეებს ბევრ ოფისში აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით ღია ტიპის ოფისებში, სადაც მცენარე მაგიდებს შორის ერთგვარი ტიხრის როლსაც შეიძლება ასრულებდეს. 

მცენარეები პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანზე, მათ შორის ოფისში. არსებობს დადებითი კორელაცია მცენარეების ქონასა და თანამშრომლებში სტრესის შემცირებას შორის, ასევე მცენარეების ქონასა და კეთილდღეობას შორის. თანამშრომლები, რომელთაც აქვთ ოფისში ხედი და მცენარეები, აღნიშნავდნენ ნაკლებ დაღლილობასა და სტრესის ქონას. 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გარემო ფაქტორებს, როგორებიცაა: ხმაური, დიზაინი, ტემპერატურა, განათება, ფერები და მცენარეების ქონა ოფისში, გავლენას ახდენს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და აისახება მათ შრომისუნარიანობაზე. გამოწვევა შეიძლება იყოს ოფისის ისე მოწყობა, რომ ყველა აღნიშნული ფაქტორი იქნას გათვალისწინებული, თუმცა სამსახურში, სადაც ადამიანები დღისა და ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ, საბაზისო საჭიროებას წარმოადგენს გარემოს კეთილმოწყობა და თანამშრომლებზე ზრუნვა.  

 

გამოყენებული მასალა:

Kamarulzaman N. et al. (2011). An Overview of the Influence of Physical Office Environments towards Employees.  

ქვიარ კანონმდებლებმა ლგბტქი+ მუზეუმის შექმნა შესთავაზეს კონგრესს

//

 

ღიად გეი დეპუტატმა, მარკ პოკანმა Mark Pocan კონგრესში წარადგინა ორი კანონპროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტქი კულტურის კვლევის ნაციონალური მუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით.

პირველი კანონი ითვალისწინებს კომისიის შექმნას, რომელიც განსაზვღრავს მომავალი მუზეუმის ადგილმდებარეობას, ასევე შეიმუშავებს ფინანსური რესურსების მობილიზების გეგმას და წარუდგენს კონგრესს შესაბამის სამოქმედო გეგმას. კომისიამ უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა მუზეუმი სმითსონის ინსტიტუტის Smithsonian Institution, მსაფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმის და კვლევითი ცენტრის ნაწილი. მეორე კანონი ფორმალურად ითვალისწინებს მუზეუმის შექმნას.

კანონპროექტი მხარდაჭერილია თანასწორობის ფრაქციის Equality Caucus  8 ლგბტქი+ თანათავმჯდომარის მიერ, მათ შორის მარკ პოკანი Mark Pocan (დემოკრატი ვისკონსის შტატიდან), ბეკა ბალინტ Becca Balint (დემოკრატი ვირჯინიის შტატიდან), ენჯი კრეიგი Angie Craig (დემოკრატი მინესოტიდან), შარის დევიდსი Sharice Davids (დემოკრატი კანზასის შტატიდან), რობერტ გარსია Robert Garcia (დემოკრატი ილინოისის შტატიდან), კრის პაპასი Chris Pappas (დემოკრატი კალიფორნიის შტატიდან) და რიჩი ტორესი Ritchie Torres (დემოკრატი ნიუ-იორკის შტატიდან).

„ეს მუზეუმი, დიდწელად იმის მსგავსია, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ აფროამერიკელების, მკვიდრი ამერიკელების, ლათინოამერიკელების და ბოლო დროს აზიელი ამერიკელების აღიარებისთვის“ – განმარტა პოკანმა ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით.

წყარო: https://www.lgbtqnation.com/2023/10/queer-legislators-introduce-bill-to-create-national-lgbtq-history-museum/?utm_content=bufferd3940&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer&fbclid=IwAR19voLzHT8Hm4gV90RZv6F2vk5GJPxmFlxDTUr24bbrM9lAmtqwKBB9Cas

საქართველომ და ე. წ. “დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა” – აფხაზეთმა და “სამხრეთ ოსეთმა” რუსეთში ჯიდაობის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

/

 

რუსეთში ჩატარდა ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც აფხაზეთიდან სპორტსმენები გამოდიოდნენ აფხაზეთის დროშის ქვეშ. ამავე ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოდან.

“ტურნირში მონაწილეობას იღებს 30 დელეგაცია  აზერბაიჯანიდან, სამხრეთი ოსეთიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, მონღოლეთიდან, ტაჯიკისტანიდან, უზბეკესტანიდამ და რუსეთის 17 სუბიექტიდან. ” – ნათქვამია აფხაზეთის ე. წ. ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის საჯარო განცხადებაში, რომელიც განთავსებულია “კომიტეტის” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

წყარო:  https://www.facebook.com/photo?fbid=628442492823918&set=pcb.628442519490582