მარტი 2022 - Page 7

GDI კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ალტ-ინფოსთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია – ალტ-ინფო სამართალდამრღვევად სცნოს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს, რის მიზეზადაც რუსეთის უკრაინაში თავდასხმის შემდეგ ტელეკომპანიის მიერ პასუხისმგებლობის უკრაინაზე დაკისრების მცდელობას ასახელებენ.

„მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია ალტ-ინფოს მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით… ალტ-ინფო არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, ალტ-ინფო ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ალტ-ინფოს მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის სამართლებრივ ნაწილზეც აკეთებს აქცენტს.

„2 მარტს, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, 37-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოძიების დასაწყებად. ამდენად, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საქართველოს სუვერენული პოზიციაა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და სჩადის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

ამასთან, გარდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-413-ე მუხლების მიხედვითაც, რომელიც გულისხმობს დანაშაულებს კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროების წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინელი დედები და შვილები ომის დროს – ფოტოები

დღეს საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დედის დღე აღინიშნება, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ყველას ფიქრი უკრაინელი დედებისა და შვილებისკენ, მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ და იმ მებრძოლებისკენ არის მიმართული, რომლებიც სამშობლოს დასაცავად გმირულად იბრძვიან.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, ქალებს მშობიარობა მიწისქვეშა თავშესაფრებში მოუწიათ – ნახეთ უკრაინელი დედებისა და შვილების ფოტოები, რომლებიც რუსული აგრესიის სისასტიკეს კიდევ ერთხელ დაგანახებთ.

39 წლის დიმა კურგაროვი ცოლს და ორ შვილს ემშვიდობება, რომლებიც მატარებელს პოლონეთში მიჰყვებიან / Ivor Prickett / The New York Times

 

უკრაინელი დედა-შვილი ავტობუსში, კიევის დატოვებისას / AP

 

დონბასიდან ევაკუაცია – ოჯახები დროებითი თავშესაფრის ძიებაში / TASS

 

უკრაინელი დედა და ახალშობილი უკრაინის სამშობიაროს სარდაფში მოწყობილ სამშობიარო ბლოკში / Lynsey Addario / The New York Times

 

უკრაინელმა დედა-შვილმა ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ პოლონეთს შეაფარა თავი / Maciek Nabrdalik / Mauricio Lima / The New York Times

 

მია დაბობვისას, კიევის თავშესაფარში დაიბადა / Hanna Hopko / Twitter

 

სამშობიაროს ბუნეკრში დაბადებული ბავშვი და დედა / Старобільська багатопрофільна лікарня

 

Pipa News

„ნამდვილ ჯოჯოხეთში ვართ, არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნეში ეს მოხდებოდა“ – დედა, რომელმაც ბავშვი ომის დროს გააჩინა.

საშა გონშაროვა 8 თვის შვილთან ერთად მიწისქვეშა თავშესაფარში

 

თავშესაფარში მყოფი უკრაინელი ქალი შვილთან ერთად / Lynsey Addario / The New York Times

 

უკრაინის ეროვნული ფიგურული ციგურაობის გუნდის ქორეოგრაფი, ილონა კოვალი უკრაინას შვილთან და მეგობრის ბავშვთან ერთად ტოვებს / Laetitia Vancon / The New York Times

გვანცა – შვილები უპირობოდ უნდა გვიყვარდეს

საქართველოში ქვიარ ადამიანის მშობლობა ურთულესია. მეც საკმაოდ მძიმე გზა გამოვიარე მანამდე, სანამ საკუთარ შვილს ისეთს მივიღებდი, როგორიც არის. ალბათ, ეს იმ გარემოსგანაა გამოწვეული, რომელშიც ვიზრდებოდი. Keep Reading

ლომჯარიამ პოლიტიკურ სპექტრს ევროინტეგრაციის გზაზე ერთსულოვნებისკენ მოუწოდა

/

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ევროკავშირის წვერობაზე განაცხადის გაგზავნის შესახებ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა. ლომჯარიას თქმით, „საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე“.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მისი ხედვა, მათ შორის, ბოლო თვეებისა თუ დღეების განმავლობაში, დასავლელი პარტნიორებისგან მოსმენილის ანალიზს და პოლიტიკურ სპექტრს ერთსულოვნებისკენ მოუწოდა.

„ამისთვის [ევროინტეგრაციისთვის] კრიტიკულად აუცილებელია დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლეთს უჩვენოს ამ იდეის გარშემო სრული ერთსულოვნება! რას ნიშნავს ეს? განაცხადი ოფიციალურად ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პარტნიორ პარტიებს ევროპის პარლამენტში, ყველას, ვისთანაც ხმა მიეწვდინებათ გაუგზავნონ მესიჯები, რომ ამ იდეის გარშემო ყველა ვართ გაერთიანებულები და რომ ეს არის ის, რაც პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრის უმრავლესობას სურს ქვეყანაში! აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო დახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის!“ – დაწერა ლომჯარიამ ფეისბუკზე.

სახალხო დამცველის თქმით, განაცხადის გაგზავნაში გადამწყვეტი როლი ხალხის პროტესტმა შეასრულა.

„ხალხის პროტესტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ განცხადების გაგზავნის საკითხში, ვინაიდან, ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების! ამიტომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში არ უნდა იქნეს შემოტანილი საკითხები, რაც ხალხის ამ ერთიანობას გახლეჩს!“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა და დაამატა, რომ ევროკავშირის რიგებში  სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი უნდა მოვიპოვოთ – „უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში. ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა და, რომ, შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს!“.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის შესახებ დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერა.

„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსვის, ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი ოფიციალური ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე… ჩვენი ქვეყანა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ომი ომში – კიევში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის ისტორია

ცნობილი უკრაინული სასიმღერო კონკურსის Star Factory-ის პოპულარული წევრი, 31 წლის ზი ფამელუ დაიბადა და გაიზარდა უკრაინის რეგიონში, ყირიმში, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო. ამჟამად, ის უკრაინის დედაქალაქში, კიევში ცხოვრობს, რომელიც ერთი კვირაა რუსეთის ალყაშია მოქცეული. Keep Reading

უკრაინა რუს დედებს ტყვედჩავარდნილი შვილების დაბრუნებას სთავაზობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტყვედჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებს შვილების წასაყვანად ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„დედა, შენი ომის მძევალი ვაჟი გელის! უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ტყვეები დედებს დაუბრუნონ, თუ ისინი უკრაინაში ჩავლენ“, – დაწერა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუკზე – „გთხოვთ, ეს გზავნილი ათასობით გაუბედურებულ რუს დედამდე მიიტანოთ, რომელთა შვილებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნენ“.

ფეისბუკ პოსტში მითითებულია ის ინსტრუქციებიც, რომლითაც რუსმა დედებმა უნდა იმოქმედონ, მათ შორის, სატელეფონო ზარით გაგება – ცოცხალია მათი შვილი თუ -არა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალურად გაწერა ის გზა, რომლის გავლაც რუს დედებს შვილების დასაბრუნებლად შეუძლიათ. მათ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან გამგზავრება შეუძლიათ, შემდეგ კი ესკორტის თანხლებით კიევამდე მისვლა.

„ჩვენ, უკრაინელი ხალხი, პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან შედარებით დედებსა და მათ დატყვევებულ შვილებს არ ვეომებით.’’ 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პუტინის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან 6 დღეში 6 ათასამდე რუსი სამხედრო მოკლეს.

„რუსი დედები შვილებს სრულიად უცხო ქვეყანაში კარგავენ. უბრალოდ, დაფიქრდით, 6 დღის განმავლობაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო გარდაიცვალა.’’ – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთს აქამდე არ გაუსაჯაროებია გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. დაუზუსტებელია გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობაც.

წყარო: Insider

უკრაინელი გეი მოხალისეები მზად არიან, იბრძოლონ ანტი-ლგბტქი პუტინის წინააღმდეგ

/

ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ. Keep Reading

გავლენიანი მოდის სახლი Balenciaga უკრაინის მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ დონაციაში, Word Food Program-ში ჩაერთო.

https://www.instagram.com/p/CamHKe7LL6l/

ინფორმაცია ამის შესახებ Balenciaga-ს ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და თანხას ვურიცხავთ WFP-ს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირველადი ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად. უახლოეს დღეებში გავხსნით ჩვენს პლატფრომებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გასავრცელებლად.” –  ვკითხულობთ მოდის სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

Balenciaga 1917 წელს დაარსებული მოდის სახლია, რომლის კრეატიული დირექტორიც 2015 წლიდან ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

 

Balenciaga უკრაინის მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ დონაციაში ჩაერთო

/

გავლენიანი მოდის სახლი Balenciaga უკრაინის მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ დონაციაში, Word Food Program-ში ჩაერთო.

https://www.instagram.com/p/CamHKe7LL6l/

ინფორმაცია ამის შესახებ Balenciaga-ს ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და თანხას ვურიცხავთ WFP-ს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირველადი ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად. უახლოეს დღეებში გავხსნით ჩვენს პლატფრომებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გასავრცელებლად.” –  ვკითხულობთ მოდის სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

Balenciaga 1917 წელს დაარსებული მოდის სახლია, რომლის კრეატიული დირექტორიც 2015 წლიდან ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

 

Disney, Warnen Bros, Pixar და სხვა ჰოლივუდური კინოკომპანიები რუსეთში კინოგაქირავებას წყვეტენ

/

უკრაინაში ბოლო ერთ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო ჰოლივუდის მსხვილი კინოსტუდიები წყვეტენ ფილმების გაქირავებას რუსეთში.

პირველი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, The Walt Disney-ია, რომელმაც ოფიციალური განცხადება ორშაბათს გააკეთა და თქვა, რომ Disney-ისა და Pixar-ის ანიმაციური ფილმის Turning Red-ის პრემიერა რუსეთში აღარ გაიმართება.

Disney-ის ამ განცხადებიდან მალევე Warner Brothers-მა და Sony-მაც შეწყვიტა ფილმების ჩვენება რუსეთის ტერიტორიაზე. სამშაბათს კი ზემოთ ჩამოთვლილ კინოკომპანიებს Paramount Pictures და Universal-იც შეუერთდნენ.

„სამომავლო ბიზნესგადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, –  განაცხადა დისნეიმ –  „ამასთან, ჩვენს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩავერთვებით ჰუმანიტარულ დახმარებაში.”

Warner Bros-მა რუსეთში „ბეტმენის“ პრემიერა გააუქმა, ხოლო Sony-იმ – Morbius-ის.

Comscore-ის მონაცემების მიხედვით, რუსეთის ბაზრიდან ჰოლივუდის კინოკომპანიების მოგების 3% მოდის.