ომი ომში – კიევში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის ისტორია

ცნობილი უკრაინული სასიმღერო კონკურსის Star Factory-ის პოპულარული წევრი, 31 წლის ზი ფამელუ დაიბადა და გაიზარდა უკრაინის რეგიონში, ყირიმში, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო. ამჟამად, ის უკრაინის დედაქალაქში, კიევში ცხოვრობს, რომელიც ერთი კვირაა რუსეთის ალყაშია მოქცეული. მას საკვები უთავდება, რადგან სროლის გამო რამდენიმე დღეა გარეთ არ გასულა. ის ამბობს, რომ საცხოვრებელს ვერ დატოვებს.

ზიმ, რომელიც ტრანსგენდერი ქალია, ამბობს, რომ ტრანსფობია ფართოდ არის გავრცელებული ქალაქსა და მეზობელ ქვეყნებში. ის შიშობს, თუკი წავა, მიმდინარე კონფლიქტისა და დაძაბულობის გამო ძალადობისადმი უფრო მოწყვლადი გახდება.

„ზოგჯერ გვგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარია და რაღაც ვიდეოთამაშში ვართ ჩარჩენილი. ცხოვრობ წყნარ საზოგადოებაში, შემდეგ გესმის დაბომბმის ხმა და იღვიძებ ამ ხმაზე. მეშინია, რომ სიცოცხლეს დავკარგავ.“

ფამელუს დღეების განმავლობაში უწევდა ბინაში ფანჯრების დახურვა და სიბნელეში ყოფნა. ის მარტო ცხოვრობს. მისმა ყველა მეგობარმა ქალაქი დატოვა და ამბობს, რომ შეიძლება ერთადერთი ადამიანი იყოს, რომელიც ამ შენობაში დარჩა. ერთ-ერთ შენობას მასთან ახლოს, ბომბი მოხვდა. ეშინია, რა შეიძლება ელოდებოდეს გარეთ.

„ბევრ ადამიანს აქვს იარაღი. ეს შეიძლება ძალადობის საბაბი გახდეს. საშინელი სიტუაციაა.“

ფამელუმ არ იცის, რა გააკეთოს. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ძალადობის მსხვერპლი რომც არ გახდეს, არ არის დარწმუნებული, ქვეყნიდან გასვლის ნებას მისცემენ თუ არა. მეზობელი ქვეყნის საზღვრამდე მისვლის შემთხვევაში, რომელიც თავშესაფარს სთავაზობს, არ არის დარწმუნებული, რომ შეუშვებენ, რადგან მისი პასპორტის საიდენტიფიკაციო მონაცემები მის სქესს არ ემთხვევა. ლგბტქი თემი წლების განმავლობაში უფრო თვალსაჩინო და მისაღები გახდა, მაგრამ ტრანსგენდერების შემთხვევაში, მაინც დარჩა სირთულეები.

„ეს არ არის ქვიარ მეგობრული ადგილი. ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება ძალიან ბუნდოვანია. თუ პასპორტში მამრობითი სქესი გიწერია, საზღვარგარეთ არ გაგიშვებენ.“

უკრაინაში ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, კანონიერი აღიარება მიეღოთ, ამისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადმა უწევდათ. Human Rights Watch-ის თანახმად, მთავრობის დავალებით, იურიდიული დოკუმენტების მიღებისთვის, რომელიც მათ სქესს შეესაბამება, უნდა გაევლოთ ფსიქიატრიული დაკვირვება და გაეკეთებინათ სქესის შეცვლის ოპერაცია. ფამელუს ეს დამამცირებლად მიაჩნდა, ამიტომ შეინარჩუნა თავისი პასპორტი, რომელშიც მამრობითი სქესია მითითებული.

2021 წელს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერთა ჯანდაცვის ახალი პროტოკოლის მიღება შეფერხდა და ლგბტქი თემი უკრაინაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმებისა და დაშინების წინაშე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ, 49 ევროპულ ქვეყანას შორის ლგბტქი ადამიანების მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, უკრაინა 39-ე ადგილზე დაასახელა.

ზი ფამელუს შიშებს უკრაინაში მცხოვრები სხვა ლგბტქი ადამიანებიც იზიარებენ. იულიამ, 18 წლის ხარკოველმა სტუდენტმა, განაცხადა, რომ რუსეთში ლგბტქი ადამიანებს დევნიან და თუ წარმოვიდგენთ უკრაინის ოკუპაციას, მათ აღარ მიეცემათ მშვიდობიანად არსებობისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის საშუალება.

ფამელუს სიტუაციას მისი მშობლებიც ამძიმებენ, რომლებიც ჯერ კიდევ ყირიმში ცხოვრობენ. ისინი არ იჯერებენ, რომ რუსეთი მათი ქალიშვილის ქალაქშიც შეიჭრა.

„მსოფლიო ხედავს მთლიან სურათს, მაგრამ ისინი ამ შემთხვევაში ბრმები არიან. ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ყალბია. ჰგონიათ, რომ საკუთარ თავებს ვიბომბავთ და დრამას ვქმნით.“

ყველაფრის მიუხედავად, ფამელუ ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს და ფიქრობს, რომ იპოვის გზას ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებისთვის. იმედს იტოვებს, უკრაინა მოახერხებს რუსული შემოჭრისგან თავის დაცვას.

„უკრაინელებში არის რაღაც განსაკუთრებული, ისინი ოპტიმისტები და მხიარულები არიან და არასდროს ნებდებიან. შენ არ იცი, ცოცხალი იქნები თუ არა მეორე დილით. რას ვაპირებ? სიმართლე გითხრათ, თუ ეს ბოლო მომენტია, მე უბრალოდ სამზარეულოში ცეკვა მირჩევნია.“

 

წყარო: CBS News

წინა

უკრაინა რუს დედებს ტყვედჩავარდნილი შვილების დაბრუნებას სთავაზობს

შემდეგი

ლომჯარიამ პოლიტიკურ სპექტრს ევროინტეგრაციის გზაზე ერთსულოვნებისკენ მოუწოდა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების