დეკემბერი 2021 - Page 5

„მატრიცას“ პირველი ნაწილიდან Warner Brothers-მა ტრანსგენდერი პერსონაჟი ამოიღო

Entertainment Weekly-სთან მიცემულ ინტერვიუში კიანუ რივზმა თქვა, რომ „მატრიცას“ 1999 წლის ადრეული სცენარიდან Wanren Brothers-მა ტრანსგენდერი პერსონაჟი ამოიღო.

მსახიობის თქმით, პერსონაჟი Switch, რომლის როლსაც პირველ ფილმში ბელინდა მაკლორი ასრულებს, სცენარის თავდაპირველ ვერსიაში ტრანსგენდერი იყო. მისი როლი მატრიცას სამყაროში ქალ მსახიობს უნდა შეესრულებინა, ხოლო რეალობაში – მამაკაცს.

თუმცა, როგორც მსახიობმა დაამატა, ჰოლივუდი 90-იან წლებში ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და ფილმის რეჟისორებს, ლანა და ლილი ვაჩოვსკებს, სცენარის გადაწერა მოუწიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსგენდერმა დებმა ვაჩოვსკებმა 2020 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ,,მატრიცას” ფილმი სინამდვილეში ერთგვარი ალეგორიაა ტრანსგენდერი ადამიანების გამოცდილებაზე.

 

შეგახსენებთ, რომ “მატრიცას” ახალი, მეოთხე ფილმი, სულ მალე გამოვა ეკრანებზე.

მსახიობი ედი რედმეინი „დანიელი გოგონას“ როლზე დღეს უარს იტყოდა

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედი რედმეინი Academy Award-ზე იყო ნომინირებული ტრანსგედერი ქალის როლის შესრულებისთვის. ის ახლა ამბობს, რომ ამ როლს აღარ შეასრულებდა, თუკი ამას დღეს შესთავაზებდნენ.

Focus Features/Universal Pictures

2015 წელს ინგლისელმა მსახიობმა ედი რედმეინმა ბიოგრაფიულ ფილმში – The Danish Girl, ტრანსგენდერი ქალი მხატვრის, ლილი ელბეს როლი შეასრულა, რასაც ჰოლივუდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კამათობდნენ იმასთან დაკავშირებით, უნდა ეთამაშათ თუ არა სისგენდერ მამაკაცებს ტრანსგენდერი ქალების როლი. წლების შემდეგ მსახიობმა ისევ დაიწყო ამ საკითხზე ფიქრი და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ როლის შესრულება მისი მხრიდან შეცდომა იყო.

კამათმა იმის შესახებ, უნდა ეთამაშათ თუ არა სისგენდერ მამაკაცებს ტრანსგენდერი ქალების როლი, დუღილის წერტილს მაშინ მიაღწია, როდესაც რედმეინი ტრანსგენდერი მხატვრის როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, ჯარედ ლეტომ “Dallas Buyers Club”-ში მონაწილეობისთვის ოსკარი აიღო, ხოლო ისეთი სერიალები, როგორიცაა Orange is The New Black და Transparent, კარგად აჩვენებდა იმას, რომ ნიჭიერი ტრანსგენდერი შემსრულებლები ნამდვილად არ აკლდათ.

ასევე, ეს იყო პერიოდი, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების გაშუქება დაიწყეს. ტრანსმიზოგინიისა და ძალადობის ირგვლივ ცნობიერების ამაღლების ფონზე კი მედიასაშუალებებმა ამ თემების მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალეს.

დღეს ჰოლივუდში ძალიან კარგად ესმით, რომ ტრანსგენდერმა მსახიობებმა ტრანსგედერთა როლები უნდა შეასრულონ, მაგრამ ამისათვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. როდესაც მამაკაცები ტრანსგენდერი ქალების როლს ასრულებენ, ეს ამყარებს იმ მცდარ აზრს, რომ ტრანსგენდერი ქალები მხოლოდ მამაკაცები არიან და უბრალოდ მათი ჩაცმულობაა განსხვავებული.

საბედნიეროდ, ჰოლივუდში ტრანსგენდერი მსახიობებისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ფილმი თუ შოუ მოიცავს ტრანს პერსონაჟებს, რაც ნამდვილად სასიხარულოა.

წყარო: pride.com

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი – ფილმები, რომელთა ნახვასაც წლევანდელ ფესტივალზე შეძლებთთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი – ფილმები, რომელთა ნახვასაც წლევანდელ ფესტივალზე შეძლებთ

/

5 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმის – „მეოთხე ბრაიტონი“ – პრემიერით დაიწყო. დღეიდან, 11 დეკემბრის ჩათვლით, დაგეგმილი ფილმების ჩვენებებზე დასწრებას დაინტერესებული აუდიტორიაც შეძლებს.

ფესტივალის განმავლობაში სინეფილები როგორც ახალი ქართული, ისე უცხოური ფილმების ნახვას შეძლებენ. აპიჩატპონგ ვირასეტაკული, პოლ ვერჰოვენი, ფრანსუა ოზონი და ნანი მორეტი სახელოვანი რეჟისორების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა უახლესი ფილმების ნახვასაც 11 დეკემბრამდე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისის კინოფესტივალზე ანიეს ვარდას რეტროსპექტივაც შედგება, პროგრამა ფრანგული კინოს გამორჩეული რეჟისორის 9 ფილმის ჩვენებას ითვალისწინებს.

წლევანდელ ფესტივალზე მრავლად არის ისეთი ფილმები, რომლებიც ქვიარ გამოცდილებებზე, საკუთარი თავის ძიებასა და გამოწვევებზე ჰყვება: To Kill The Beast, The Hill Where Lionesses Roar, All Eyes Off Me, Benedetta, The Girl and The Spider და Great Freedom იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

12 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომელთაც ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე გადაეცემათ. საერთაშორისო ჟიურის წევრები ფრანგი პროდიუსერი, იაელ ფოჟიე, კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, ანდრეი ხალპახჩი და კინოკრიტიკოსი, კრისტიან ფეიგელსონი არიან. ჟიური გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

▪️ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;

▪️ საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;

▪️ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ბანგლადეშში პირველი ტრანსგენდერი მერი აირჩიეს

/

45-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, ბანგლადეშის ერთ-ერთ პატარა ქალაქში პირველი ტრანსგენდერი მერი, ნაზრულ ისლამ რიტუ აირჩიეს!

ნაზრულ ისლამ რიტუს თქმით, მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ „ჰიჯრას“ საზოგადოების მიმართ მიმღემლობა ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდება. ჰიჯრა ბანგლადეშის ქოლგა ტერმინია და აღნიშნავს ერთგვარ მესამე სქესს, როცა ადამიანი იბადება მამაკაცად და არ მიაკუთვნებს თავს არც ქალის და არც კაცის სქესს.

„ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ შუშის ჭერი იმსხვრევა და ამ ადამიანებს ნამდვილად ვუყვარვარ, მთელს ჩემს ცხოვრებას საჯარო საქმეს მივუძღვნი“. თქვა ტრილოჩანპურის ახალმა მერმა.

არაოფიციალური მონაცემებით, ბანგლადეშში დღესდღეობით 1.5 მილიონი ტრანსგენდერი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას. ძლიერი ტრანსფობიური განწყობების გამო, ტრანსგენდერების უმეტესობას ქვეყანაში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და ღია ცის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კი მოწყალების თხოვნაა.

ნაზრულ ისლამ რიტუს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ბანგლადეშის ლგბტ+ საზოგადოებისთვის. რიტუ მუსლიმურ ოჯახში, ტრილოჩანპურში დაიბადა, ცხოვრების გარკვეული ნაწილი დაკაში, ტრანსგენდერთა თემის გაძლიერებაში გაატარა, ხოლო შემდეგ კვლავ თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და გააგრძელა აქტივისტური საქმიანობა.

,,ალ ჯაზირას” ინფორმაციით, რიტუს გამარჯვება იყო სამართლიანი და ღირსეული, განსხვავებით სხვა ქალაქებში გამართული არჩევნებისგან. მისი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება, ქალაქის კორუფციისგან გათავისუფლება და მავნე ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ბრძოლა იყო.

სიყვარულით ტომ დეილისგან – ოლიმპიელმა ქვიარ ჩემპიონმა ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი დააარსა

ოლიმპიელმა ქვიარ ჩემპიონმა, ტომ დეილიმ, ახალი ბიზნესი წამოიწყო, პროფესიონალი მყინთავი თავის მოქსოვილ ჯემპრებს გაყიდის.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური ჩემპიონატი გამორჩეული იყო ქვიარ მონაწილეების სიმრავლით. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 27 წლის ოქროს მედალის მფლობელი, ტომ დეილი აღმოჩნდა, რომელიც ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე ქსოვდა.

როგორც ცნობილი გახდა, 27 წლის სპორტსმენი ქსოვის მარტივად დათმობას არ აპირებს – გადაწყვეტილი აქვს, საყვარელი ჰობი პროფესიად აქციოს და ახალი ბრენდი დააარსოს, რომელსაც Made With Love By Tom Daley (დამზადებულია სიყვარულით ტომ დეილისგან) ერქმევა.

„მთელი ეს პროცესი ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობა იყო, გრძელი გზა გავიარე მას შემდეგ, რაც პირველად გადავწყვიტე ქსოვის დაწყება 2020 წლის მარტში. 18 თვის შემდეგ უკვე თამამად შემიძლია გაგიზიაროთ ის სიამოვნება, რაც ქსოვის პროცესს ახლავს”.

ოლიმპიელმა სპორტსმენმა ასევე თქვა, რომ მისი მიზანია, ადამიანებმა ხელში აიღონ საქსოვი ჩხირები, ძაფები და შეიყვარონ ქსოვა. სწორედ ამიტომ, კომპანია ყიდის არა მარტო ტომ დეილის მოქსოვილ ჯემპრებს და კაშნებს, არამედ საქსოვ კომპლექტებს დამწყებებისა და პროფესიონალებისთვის.

ტომ დეილის პირველ კოლექციაში ვიხილავთ თბილ ჟილეტებს, შარფებს, წინდებს, საბნებს, ზამთრის თბილ ქუდებსა და პლედებს.

 

 

 

ქალი ქვიარ არტისტები, რომელთა შემოქმედებასაც ბევრი არ იცნობს

/

ქვიარ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი თავისუფლად თვითგამოხატვაა, რისი მეშვეობითაც ბოლო საუკუნეებში თამამად იქმნება აქამდე ისტორიისთვის უცხო თვალით დანახული შემოქმედება. ხელოვნების სფერო ამ კუთხით მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა – ხელოვნება ინახავს ამბებს, გრძნობებს, ოცნებებსა და წარმოსახვას, შემქმნელის ფიზიკურ თუ სულიერ ავტოპორტრეტს. მუსიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია თუ პოეზია, ისტორიის ყველაზე გულწრფელი, ადამიანური ნაწილებია.

ქალების, განსაკუთრებით ქვიარ ქალების ისტორიები, თითქმის დაკარგული და უხილავია, რაღა თქმა უნდა, ეს შეეხო ხელოვნების სფეროსაც. სტატიაში წარმოდგენილი იქნება ხელოვანი ქვიარ ქალები, მხატვრები, ფოტოგრაფები, პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც ბევრი არ იცნობს.

Marie Laurencin – მარი ლორანსენი

ფრანგი მხატვარი, პოეტი და ილუსტრატორი, მარი ლორანსენი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მან წინ წამოსწია ქალისა და ქვიარ იდენტობები. 1883 წელს დაბადებული მარი ძირითადად კუბიზმის სტილში ხატავდა. სახელი სწორედ კუბისტთა ასოციაციაში ყოფნისას გაითქვა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მისი ნამუშევრები ზედმეტად ფემინური იყო, მისი შექმნილი სამყარო კი – უკაცო. მარი ღიად გამოხატავდა ქალებისადმი მიზიდულობას და ამას გადმოსცემდა ფერწერაშიც, ხატავდა ავტოპორტრეტებსაც.

,,რატომ უნდა ვხატო მკვდარი თევზები, ნიორი და ლუდის ჭიქები. ქალები ხომ გაცილებით უფრო ლამაზები არიან”

ლორანსენმა ჩამოაყალიბა საკუთარი სტილი და ესთეტიკა, რომელიც თამამად გამოხატავდა ქალებს შორის სექსუალურ დამოკიდებულებას. კრიტიკოსთა თქმით, მისი შემოქმედება მაყურებელს საშუალებას აძლევს, გაიქცეს მამაკაცთა დომინირებული სამყაროდან. მარი ლორანსენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნახატის ესთეტიკურ სილამაზეს, მაშინ როცა ხელოვნების სამყარო იდეური მნიშვნელობისკენ იყო მიმართული. 1983 წელს იაპონიაში გაიხსნა მისი სახელობის მუზეუმი, ეს იყო ერთი ქალი მხატვრისადმი მიძღვნილი პირველი მუზეუმი სამყაროში.

მარის ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოცეკვავეებთან და არტისტებთან, ხშირად მუშაობდა მათთვის გაფორმებასა და დიზაინზე. ისინი მის შემოქმედებაშიც არიან ასახულნი.

ქალი მტრედით

ესპანელი მოცეკვავეები

კოცნა

რეპეტიცია

ბალერინები შესვენებისას

ალეუტის კუნძულები

მარაო

ცხოვრების განმავლობაში არაერთი ავტოპორტრეტი დაუხატავს. ეს თვითრეპრეზენტაციის საუკეთესო ვარიანტი იყო, მით უმეტეს, როდესაც ფერწერა ქალთა ავტოპორტრეტების ნაკლებობას განიცდიდა. საკუთარ თავს ძირითადად სერიოზული სახით, თავდაჯერებული პოზით ხატავდა დამოუკიდებლობის წარმოსაჩენად. ამ ნახატებში მზერა თითქმის ყოველთვის მაყურებლისკენ იყო მიმართული.

ერთ-ერთ ავტოპორტრეტში მასთან ერთად გამოსახულია სესილია მადრაზო, კოლექციონერი და ავტორის ახლო მეგობარი.

,,სიკვდილზე უარესი და პათეტიკურია – იყო დავიწყებული” – მარი ლორანსენის ლექსიდან.

Romaine Brooks – რომანი ბრუკსი

მხატვარი რომანი ბრუკსი 1874 წელს იტალიაში დაიბადა. მისი ცხოვრება მეტად უსიამოვნო მოვლენებით იყო სავსე: რთული ბავშვობა, მენტალური პრობლემები, სუიციდის მცდელობა, გაუპატიურება, საყვარელი ადამიანების სიკვდილი. მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, უმეტესი წლები საფრანგეთში, პარიზში გაატარა

ცხოვრების მემუარებს სათაურად უწოდა – ,,No Pleasant Memories.” (არც ერთი სასიამოვნო მოგონება)

,,ჩემი პირველი მოგონება უდიდესი შიშის განცდაა” – წერდა ის. ეს ცხოვრებისეული ტრაგედიები გამოიხატებოდა მისი ხატვის სტილშიც, იყენებდა ბნელ, გარდამავალ ფერებს, ხატავდა სურრეალიზმის სტილში, მის ნამუშევრებს მელანქოლიური გრძნობა დაჰყვება.

ბრუკსი დაბრკოლებას წააწყდა კაცებით დომინირებული ხელოვნების სფეროში. ამ დროს ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ ისეთივე აღიარება, როგორც მამაკაცებს. თანამედროვეებში რომანი ყურადღებას თავისი ანდროგენული შესახედაობითა და სტილით იქცევდა, მისი ავტოპორტრეტებიც მასკულინური სტილისაა. კრიტიკა მოჰყვებოდა მის დახატულ შიშველი ქალების ფიგურებსაც. ბრუკსი ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარია, რომელსაც ურთიერთობა მხოლოდ ქალებთან ჰქონდა. ლესბოსური იდენტობის მიუხედავად, 1903 წელს დაქორწინდა ასევე ქვიარ კაცზე, რომელთანაც ერთი წლის შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა, ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

რომანის ყველაზე ცნობილი პარტნიორი 50 წლის განმავლობაში იყო ნატალი ბარნი, ამერიკელი პოეტი და ნოველისტი. სურათზე ასახულია ორივე ქალი 1915 წელს.

მისი შემოქმედების ფემინისტური კუთხით გადააზრების შემდეგ, ის გენდერული და სექსუალური თანასწორობის მებრძოლთაგან ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება.

ეს რომანის ყველაზე ცნობილი ავტოპორტრეტია 1923 წლიდან, როცა უკვე თამამად გამოხატავდა თავს ანდროგენულად.

მისი ყველაზე გახმაურებული ნახატია ,,საფრანგეთის ჯვარი”, რომლითაც მან თავისი პოლიტიკური შეხედულება გადმოსცა.

პორტრეტში სახელად ,,ამაზონი” (მითოლოგიაში, მებრძოლი ქალი, იგივე ამორძალი) მისი პარტნიორი, ნატალია ასახული.

ასევე გახმაურებული ნახატებია – ,,თეთრი აზალეა” და ,,გადაკვეთა”.

,,თეთრი აზალეა” ერთ-ერთი პირველი პროვოკაციული ნამუშევარია რომანის შემოქმედებაში, ის ამბობდა, რომ არ მოსწონდა ტრადიციულ მხატვრობაში როგორ გამოიხატებოდა შიშველი ქალის ფიგურა. მან თამამად დაიწყო თავისეული ვარიანტების შექმნა და ქალთა გამოსახვის განსხვავებული სტილი წარმოადგინა.

ნახატის მოდელია მისი იმდროინდელი პატნიორი იდა რუბენშტეინი.

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ასახული ქალის ფიგურა მოცეკვავე იდაა. კრიტიკოსთა გააზრებით, ნახატი გადმოსცემს, რომ ქალის სხეული მხოლოდ სექსუალური კუთხით არ უნდა იყოს აღქმული, მომაკვდაობა უკიდურესი ხერხია, რომ მხატვარს მაყურებელი ეეძულებინა ამის გასააზრებლად.

ნახატი “დაჭერილი” გამოხატავს ქალს და სამ არსებას, რომელიც მას აკავებს. კრიტიკოსთა აზრით, ერთი მათგანი რომანის დედაა, რომლისგანაც, მხატვარის თქმით, ერთი სიკეთეც არ ახსოვს, მეორე არსებაა მისი ძმა, რომელიც მენტალურად არასტაბილური იყო და შეიძლება ძალადობდა კიდევაც მასზე; მესამე – მისი და, რომლის ქმარმაც რომანი გააუპატიურა, მან კი არ ისურვა დახმარებოდა.

,,რამდენადაც უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო, ყველა შესაძლებლობა ვცადე იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი დამოუკიდებელი ხედვა” – რომანი ბრუკსი

Berenice Abbott – ბერენის ებოტი

ამერიკელი ქვიარ ხელოვანი ბერენის ებოტი 1898 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში. პარიზში სასწავლებლად წასულმა, ინტერესი გამოიჩინა ფოტოგრაფიისადმი და ამერიკელი შემოქმედის, მენ რეის დახმარებით, შეისწავლა ეს სფერო. ებოტმა მოღვაწეობა პარიზში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში. მისი ფოტოგრაფია გამოირჩევა რეალისტური, პირდაპირი თემების ასახვით, მას ხშირად დოკუმენტურს ან საინფორმაციოსაც უწოდებენ. ის ასახავს პირად ისტორიას, მის რეალისტურ თვალთახედვას მსოფლიოზე. ქმნის როგორც პორტრეტებს, ასევე ურბანული გარემოს ფოტოებს. 1929 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ასახა ქალაქის ტრანსფორმაცია წლების განმავლობაში და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობა.

მისმა წიგნმა Changing New York (1935-1938)  დადებითი შეფასება მოიპოვა და მისი კარიერული წინსვლაც განაპირობა. ეს წიგნი მეცნიერული ფოტოგრაფიის ჟანრს მიეკუთვნება, ქალაქი ისეა გადმოცემული, რომ მეცნიერული, დოკუმენტული ობიექტები ფოტოგრაფიის დახმარებით ხელოვნების ჟანრად აღიქმება.

ნიუ-იორკი ღამით, 1932

Inserting image...

NYC 1938

Inserting image...

1938 პენსილვანიის სადგური

1938, ქრისლერის შენობა

1940, ბილი გილმორი

1935, sea wall

მისი სიტყვებით, ფოტოგრაფიის ეს ჟანრი მნიშვნელოვანია, რომ დროსა და სივრცეში ასახული მომენტები ზუსტად ისე გადმოსცეს, როგორც მაშინ არსებობდა. ტექსტურა, დეტალები, გარემო არის რეპრეზენტირებული რეალისტური კუთხით, რასაც თავად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

“მე ვცდილობ რომ გადავიღო ილუზიებისა და სენტიმენტების გარეშე, მე მინდა, გადმოვცე კონტრასტი და და წინააღმდეგობები”.

Inserting image...

ჯანეტ ფლანერი 1925, ამერიკელი ქვიარ მწერალი და ჟურნალისტი

Inserting image...

სახლი მისისიპიში, 1933

Inserting image...

Jean Coutou 1927

Inserting image...

Hands of Jean Coutou , 1927

Inserting image...

1958, თვალი

ბერენის ებოტი არ მალავდა ქვიარ იდენტობას. 1935 წელს საცხოვრებლად გადავიდა ელიზაბეტ მაქქაუნსლანდთან, მწერალთან და კრიტიკოსთან. ისინი ელიზაბეტის სიცოცხლის ბოლომდე, 1965 წლამდე, ერთად იყვნენ.

ებოტის ერთ-ერთი დამსახურება, ფრანგი ფოტოგრაფის, იუჯინ ეტგეტის შემოქმედების შეგროვებაა. სწორედ ამის წყალობითაა იუჯინის ფოტოგრაფია შემორჩენილი. მოხუცი ფოტოგრაფის ერთადერთი პროფესიონალური ფოტოც ებოტს ეკუთვნის.

1958 წელს გადაღებული ,,სინათლე პრიზმაში” ებოტის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, სადაც ჩანს, როგორ იშლება შუქი ტალღებად.

Inserting image...

ენერგიის ტრანსფორმაცია 1958

ებოტი 1991 წელს ამერიკაში გარდაიცვალა.

,,ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვეობაში, ის საშუალებაა, გაავრცელო სამყაროს ცოდნა. ფოტოგრაფია განათლების ერთ-ერთი მეთოდია, რომ ყველა ასაკისა და შესაძლებლობების ადამიანს გააცნო დღევანდელი სიმართლე.” – ბერენის ებოტი

Tamara de Lempicka – თამარა დე ლემპიკა

1898 წელს დაბადებული თამარა დე ლემპიკა მეოცე საუკუნის შუა წლების მხატვრებს შორის სითამამითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მისი შემოქმედება ძირითადად “არტ დეკოს” მიმდინარეობას მიეკუთვნება. მისი ნახატები დღესაც ცნობილია და ამ ჩამონათვალში, სხვებისგან განსხვავებით, პოპკულტურის ნაწილია. ღიად ბისექსუალი, თამამი და ხშირად პროტო-ფემინისტად წოდებული არტისტი, ქალურ სექსუალობას თავის შემოქმედებაში გამოხატავდა. შეფასებებით, მისი ნახატები ქალური მზერისთვის იყო მიმართული და არა, როგორც ძირითადად ქალური სექსუალობის გამოსახვა ხდებოდა ხოლმე, მამაკაცის თვალისთვის.

თამარა პოლონეთში დაიბადა, 1911 წელს იტალიაში ბებიასთან სტუმრობისას დაინტერესდა ხელოვნებით. 1917 წელს, იმის შემდეგ, რაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, თამარა და მისი მშობლები პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხელოვნების სფეროში განათლება სწორედ აქ მიიღო.

1962 წელს გამოფენზე კრიტიკა დაიმსახურა და ამის შემდეგ სიცოცხლეში გამოფენა არ მოუწყვია.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტოპორტრეტი მწვანე მანქანაში.

ლამპიკა თავის შემოქმედებაში, როგორც იყო ნახსენები, განსაკუთრებით გამოხატავდა ქალებს და მათ სექსუალობას:

,,მე სოციუმის საზღვარზე ვცხოვრობ, სოციალური ნორმები კი არ ეხებათ მათ, ვინც კიდეზე ცხოვრობენ.” – თამარა დე ლემპიკა

Leonor Fini – ლეონორ ფინი

ლეონორ ფინი მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვარი, ილუსტრატორი, ავტორი და დიზაინერია. ის სურრეალისტურ ჟანრში ხატავდა, მისი შემოქმედება მისტიციზმის ელემენტებს შეიცავს. ელეანორი ღიად ბისექსუალი იყო, ჰქონდა პოლიამორული ურთიერთობაც. ხშირად იცვამდა მასკულინურ ტანსაცმელს. მისი სითამამე გამოიხატებოდა შემოქმედებაშიც, იგი არ ერიდებოდა სექსუალობის გადმოცემას და ექსპერიმენტებს. ელეანორი წინააღმდეგი იყო, დაქვემდებარებოდა კაცებს, რასაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ითხოვდნენ მისგან.

,,მე ყოველთვის მიყვარდა და ვცხოვრობდი საკუთარ თეატრში”

ფინის შემოქმედებაში გამოსახულია უშვილობის თემაც, ამის მიზეზად ითვლება მისი გადაწყვეტილება შვილების არყოლასთან დაკავშირებით, ამის შესაჩერებლად ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) გაიკეთა. მხატვარს მეორე მსოფლიო ომამდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლეონორა კარინგტონთან, ბრიტანელ მხატვართან, რომელიც ასახულია მის ნახატში ,,ინტერიერი სამი ქალით” და ,,ბნელი ოთახი”. კარინგტონი კაცების კომპანიას არჩევდა და საცხოვრებლის შეცვლის გამო მათმა მეგობრობამ მხოლოდ ერთ ზაფხულს გასტანა.

წინა ფლანგზე კარინგტონია, უკან თავად ფინი და ვარო, კიდევ ერთი მხატვარი ქალი, რომელსაც ფინი პირადად არ იცნობდა, თუმცა იზიარებდა მის იდეებს.

თვითნასწავლი მხატვარი ინსპირაციას სხვა არტისტებისგანაც იღებდა. ასევე გატაცებული იყო სიკვდილის თემატიკით, კრიტიკოსთა თქმით, ეს გამოიხატა მის ხელოვნებაში, როგორც საკუთარი ,,უკვდავი რეალობის” შექმნის მცდელობა.

,,პატარა განდეგილი სფინქსი” ავტორის ომის შემდგომ შექმნილი ნამუშევარია, სადაც გამოიხატება ევროპის ატმოსფერო, ემოციების სიმძაფრე.

ნახატების თემატიკა ხშირად იყო ეგვიპტური, ხატავდა კატებს, საკუთარ თავს აიდენფიცირებდა ეგვიპტური მითოლოგიის გმირ სფინქსთან.

სფინქსების მწყემსი ქალი

,,ავტოპორტრეტი მორიელით” მისი ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარია, აქ ჩანს მისი ხასიათის თვისებები.

ელენორის ნახატებიდან ასევე გამოირჩევა:

Girl friends

იდეალური ცხოვრება

კაცი ნიღბებით

წარსულის ფრაგმენტების მოგონება

ავტოპორტრეტი

აპოსეოსის შესასვლელი

სახე

შეყვარებულები

,,წარმოსახვა იკვებება იმ სურათებით, რასაც გზად ხედავს. აი, რამდენიმე იმ თავგადასავლებიდან, რომელიც ჩემმა წარმოსახვამ განვლო” – ელეანორ ფინი

Annie Leibovitz – ენი ლეიბოვიცი

განსხვავებით ამ სტატიაში განხილული სხვა ქვიარ ქალებისგან, 1949 წელს დაბადებული ამერიკელი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი თანამედროვე ფოტოგრაფიაში საკმაოდ ცნობილია. მისი შემოქმედებიდან ყველაზე გახმაურებულია ცნობად სახეთა პორტრეტები. გასული საუკუნის მეორე ნახევარში მან შექმენა ისეთი ფოტოები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების აზრი ხშირად იყოფოდა. მან ასახა ცნობილი მუსიკოსები, მსახიობები, მოდელები. მუშაობდა მოდის სამყაროსთვისაც. კრიტიკოსთა თქმით, მას შეუძლია, კრეატიულად ასახოს ადამიანის ხასიათი ფოტოში თავისი პერსპექტივიდან. მან შეძლო, კომერციული და ხელოვნების სფეროები გაეერთიანებინა და პოპკულტურის სფერო გადმოეცა კრეატიული ფოტოგრაფიის საშუალებით.

ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფოტოგრაფიულ გამოფენებშიც, რამდენჯერმე დაჯილდოებულიცაა. ახლოს იყო იმ თემთან, რომელსაც ასახავდა, მხარს უჭერდა კრიტიკულ მომენტებში, ხანდახან უსაფრთხოების რისკის ქვეშაც.

ლეიბოვიცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მწერალ და ესეისტ სიუზენ ზონტაგთან, სიუზენის გარდაცვალებამდე, 2004 წელს. მისი სიცოცხლის პერიოდში, არც ერთ მათგანს ურთიერთობა არ გაუსაჯაროებია. 1990-2005-ში ენმა დაწერა: „ჩვენს ლექსიკონში არ არსებობდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,კომპანიონი’”და ,,პარტნიორი”. ჩვენ უბრალოდ ორი ადამიანი ვიყავით, რომელიც ერთმანეთს ეხმარებოდა. ჩემთვის ყველაზე მიახლოებული მნიშვნელობის სიტყვა ,,მეგობარია”,თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტი განსაზღვრება ,,საყვარელი” იყო.  „გვიწოდეთ საყვარლები, მომწონს ეს სიტყვა, რადგან რომანტიკულად ჟღერს. მინდა, ყველაფერი ცხადი იყოს. მე მიყვარს სიუზანი.“

მისი შემოქმედების ყველაზე პოპულარული ფოტოა ჯონ ლენონისა და იოკო იონოს გამოსახულება, რომელიც ლენონის მკვლელობამდე ხუთი საათით ადრეა გადაღებული.

1990-იანებში მან ბოსნიაში იმოგზაურა, როცა იქ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. მოგზაურობისას პატარა ბიჭის მკვლელობას შეესწრო, რომელიც სნაიპერმა დაჭრა და საავადმყოფოსკენ მიმავალი გზაში გარდაიცვალა. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ კადრი მაშინ გადაიღო, როცა ბავშვი სასწრაფომ წაიყვანა. სურათზე ასახულია ველოსიპედი, რომლითაც ბიჭი გადაადგილდებოდა, გვერდით კი სისხლის გუბე.

აქვეა მისი შემოქმედებიდან სხვა საინტერესო ფოტოებიც:

Inserting image...

1999

დემი მური 1992

კით ჰარინგი 1986

ტონი კურტისი და ჯეკ ლემონი 1995

მერილ სტრიპი 1986

ელა ფიცჯერალდი 1988

პატი სმითი 1996

ჯული ვორდენი 1999

ელიზაბეტ მეორე 2007

1991

,,როდესაც ვამბობ, რომ მინდა ვინმეს ფოტო გადავუღო, ეს ნიშნავს, რომ მინდა ის გავიცნო. როდესაც ვინმეს ვიცნობ, მას ფოტოს ვუღებ” – ენი ლეიბოვიცი

სპორტსმენები ლგბტ თემის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

ფეხბურთელები, მორაგბეები, ჟოკეიები და სპორტის სხვა წარმომადგენლები ლგბტ+ თემის გაძლიერებისთვის Stonewall-ის ყოველწლიურ კამპანიაში ჩაერთნენ, რომელიც Rainbow Laces-ის სახელით არის ცნობილი და 2013 წლიდან დიდ ბრიტანეთში ტარდება.

სპორტსმენებმა სოლიდარობის გამოსახატად ცისარტყელას ფერებში გაწყობილი თასმები და სამკლაურები მოირგეს.

ლივერპულის მენეჯერმა, იურგენ კლოპმა და ქალთა კლუბის ფეხბურთელმა, მეიკაილა მურმა, Rainbow Laces-ის კამპანიის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. მურმა აღნიშნა, რომ სურდა წაეხალისებინა ადამიანები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მაგრამ არ საუბრობენ ამაზე: ,,ქალების ფეხბურთში ძალიან გამიმართლა, რადგან ლგბტქ+ ადამიანად ყოფნა ისეთი უჩვეულო არ არის, როგორც ეს კაცების სპორტშია – ძალიან მისაღებია და გარშემო გაერთიანებული საზოგადოებაც ძლიერია.”

კლოპმა საკუთარ თავს  „შესანიშნავი მაგალითი“ უწოდა იმისა, თუ როგორ უბიძგა Rainbow Laces-მა უფრო ინფორმირებული გამხდარიყო ლგბტ უფლებების შესახებ სპორტში: ,,54 წლის ვარ. ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდი გამოვიარე, მაგრამ არის პრობლემები, რომელიც საკუთარ თავზე არასდროს გამომიცდია. ბევრი გეი მეგობარი მყავს, მაგრამ არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორია, როდესაც გარშემომყოფებისთვის გიწევს თქმა, რომ შეიძლება ისეთი არ იყო, როგორც ეს მათ წარმოედგინათ.”

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც Rainbow Laces კამპანია დაიწყო, მასში უამრავი სპორტსმენი ჩაერთო – კალათბურთიდან დაწყებული, ეტლით მოსარგებლე მორაგბეებით დასრულებული. ისინი მოუწოდებენ სპორტულ გუნდებს, მხარდაჭერა გამოხატონ ლგბტ თემის მიმართ და სპორტი უფრო ინკლუზიური გახადონ.

კამპანიას ინგლისის რაგბის ნაკრებიც შეუერთდა.

საფეხბურთო კლუბებს შორის, რომლებიც კამპანიაში ჩაერთნენ, ჩელსის ქალთა გუნდიც არის. მათ განაცხადეს, რომ ეს მხარდაჭერა საამაყოა.

Racing Foundation-მა ტვიტერში ლგბტ+ თემის მხარდასაჭერად ფოტო შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნები ჩექმებზე თასმებს არ ატარებენ, ფონდმა იზრუნა, რათა ეჩვენებინა ცისარტყელას ფერები ჟოკეიების ქურთუკებზე და ტრანსგენდერთა დროშის ფერები ჩაფხუტებზე ფოტოშოპის საშუალებით.

Stonewall-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი საკულტო თასმები სპორტისა და ფიტნესის გარშემო ჩართულობის სიმბოლოდ იქცა.

კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება.

Rupaul-ის შოუს ახალ სეზონში პირველი ჰეტერო დრეგ ქვინი მიიღებს მონაწილეობას

Rupaul-ის დრეგ ქვინების ახალი სეზონის მონაწილეები ცნობილია! ახალი დრეგ ქვინები 7 იანვარს მე-14 სეზონით დაბრუნდებიან ეკრანებზე!

თუმცა ეს არ არის ერთადერთი სიახლე – როგორც ცნობილი გახდა, ახალ სეზონში შოუს ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობას სისგენდერი მამაკაცი, Maddy Morphosis მიიღებს.

ინფორმაცია არკანზასელმა დრეგ ქვინმა ინსტაგრამის პირადი გვერდის საშუალებითაც დაანონსა: „თამაში დაიწყო და ძალიან მოხარული ვარ, გაცნობოთ, ახალი სეზონში მონაწილეობას მეც მივიღებ! შოუ აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო!

სეზონების განმავლობაში Rupaul-ის  შოუს პოლიტიკა იცვლებოდა. აქამდე რუპოლის ბრიტანულ შოუში უკვე მონაწილეობდა სისგენდერი ქალი, რომელიც ბისექსუალად აიდენტიფიცირებდა თავს. თუმცა მეთოთხმეტე სეზონი პირველია შოუს ისტორიაში, როცა დრეგ ქვინებს შორის აღმოჩნდა ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, რომელიც არ არის ლგბტ+ საზოგადოების წევრი.

ახალ სეზონში ასევე ორ ტრანსგენდერ მონაწილესაც ვიხილავთ.

გაიცანით რუპოლის ახალი სეზონის მონაწილეები:

ALYSSA HUNTER

ANGERIA PARIS VANMICHAELS

BOSCO

DAYA BETTY

DEJA SKYE

JASMINE KENNEDIE

JORGEOUS

JUNE JAMBALAYA

KERRI COLBY

KORNBREAD ‘THE SNACK’ JETE

LADY CAMDEN

MADDY MORPHOSIS

ORION STORY

WILLOW PILL

კანადელმა დეპუტატებმა გარდაქმნის თერაპიის აკრძალვას მხარი დაუჭირეს

ოთხშაბათს კანადის თემთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი ლგბტ გარდაქმნის თერაპიის (კონვერსიული თერაპიის) აკრძალვას, რომელიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის შეცვლას ცდილობს. თერაპია პროფესიონალმა მედიკოსებმაც დაგმეს.

კანონპროექტი პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ლიბერალურმა მთავრობამ წარმოადგინა და ის სენატის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს. კანონპროექტის ადრინდელი ვერსია ივნისის თვეშიც წარადგინეს, მაგრამ მაშინ სენატში გასვლა ვერ შეძლო.

,,ეს მნიშვნელოვანი დღეა საკუთარი თავის გამოსახატად და იმის გასაგებად – როგორები ხართ, ან როგორები გსურთ, რომ იყოთ”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა, დევიდ ლამეტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდაქმნის თერაპია მოიცავს როგორც საუბრით თერაპიას, ასევე, ელექტროშოკის გამოყენებას, ჰიპნოზსა და მარხვას, რასაც ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ ,,არაეფექტური და მავნებლური” უწოდა.

ლიბერალმა გეი აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ ეს კენჭისყრა ლგბტ თემის წევრებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს თავიდან ააცილებს.

ბრიტნი სპირსი 40 წლისაა: პოპ პრინცესას ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

2 დეკემბერს ლეგენდარული პოპ ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დაბადების დღეა. 40 წლის ბრიტნი წელს პირველად ხვდება დაბადების დღეს მამამისის, ჯეიმი სპირსის მეურვეობის გარეშე.

ბრიტნი სპირსი 90-იან წლებში, დისნეის შოუში გამოჩნდა და მთლიანად შეცვალა პოპ სამყარო. დისნეის შოუს მალე მოჰყვა მომღერლის სადებიუტო ალბომი, …Baby One More Time,  რომელმაც გაყიდვების არაერთი რეკორდი მოხსნა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქვიარ საზოგადოების გულებში.

გთავაზობთ პოპ-ვარსკლავის საუკეთესო მომენტებს გვიანი 90-იანებიდან და 2000-იანი წლებიდან:

…Baby One More Time-ის პრემიერა

 

 

1998 წელს, 17 წლის ბრიტნიმ პირველი სინგი ...Baby One More Time გამოუშვა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა პოპის ისტორია. პოპის პრინცესამ სწრაფად შეიძინა უამრავი გულშემატკივარი და დღემდე სინგლის 10 მილიონზე მეტი დისკი გაიყიდა.

1999 წლის Rolling Stone-ის გარეკანი 

 

1999 წელს ბრიტნიმ ჟურნალ Rolling Stone-ისთვის იპოზიარა და ყველას დაუმტკიცა, რომ ის აღარ იყო სკოლის უნიფორმიანი პატარა გოგონა.

2000 წლის MTV-ის დაჯილდოება 

2000-იანი წლები MTV-ისთვის ოქროს ხანა იყო, რაშიც თავისი უდიდესი წვლილი ბრიტნისაც მიუძღვის, რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი შესრულება გვაჩუქა ფანებს MTV-ის სცენიდან.

ბრიტნი Super Bowl Halftime Show-ზე 

 

2001 წელს ბრიტნი Super Bowl Halftime Show-ზე ისეთ შემსრულებლებთან ერთად წარსდგა, როგორებიც არიან  Aerosmith, NSYNC, Nelly, Mary J. Blige და სამუდამოდ შეცვალა Super Bowl-ის ისტორია.

 

ჯინსი ჯინსზე 

 

ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ბრიტნის წყვილზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ეს ლეგენდარული ლუქიც წითელი ხალიჩიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელია ორივე არტისტის კარიერაში.

ბრიტნი გველების შიშს ამარცხებს

 

 

2001 წლის ერთ-ერთ დაჯილდოებაზე ბრიტნიმ გველების შიშის დაძლევა გადაწყვიტა და Im slave 4 u გველთან ერთად შეასრულა.

 

ბრიტნის პირველი კინოროლი 

 

2002 წელს ეკრანებზე ბრიტნის პირველი ფილმი გამოვიდა, რომელიც სამი მეგობრის მანქანით მოგზაურობაზე გვიამბობს, ბრიტნის სიმღერა I’m Not A Girl Not Yet A Woman კი ნამდვილი ჰიტი გახდა.

 

 

ბრიტნი პეპსის რეკლამაში 

 

 

ბრიტნი სპირსი არაერთხელ გამოჩნდა პეპსის რეკლამაში, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კი გლადიატორების თემატიკის რეკლამაა, რომელშიც ბრიტნისთან ერთად ბიონსე, პინკი და ენრიკე იგლესიასი მონაწილეობენ.

 

 

ბრიტნის და მადონას კოცნა 

 

2003 წლის MTV-ის კიდევ ერთ დაჯილდოებაზე, მადონამ, ბრიტნიმ და ქრისტინა აგილერამ ერთად იმღერეს, შოუს ყველაზე ცხელი მომენტი კი ბრიტნის და მადონას მოულოდნელი კოცნა იყო.

Toxic… 

როცა გვეგონა, რომ ვეღარაფერი გაგვაკვირვებდა, ბრიტნიმ ახალი სინგლი, Toxic გამოუშვა, რომლითაც მომღერლის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.

 

ბრიტნი სპირსი How I Met Your Mother-ში 

ბრიტნისთვის მუსიკალური და კინოკარიერა საკმარისი არ აღმოჩნდა და 2008 წელს ლეგენდარული სიტკომის, HIMYM-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მოგვევლინა. ბრიტნის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ეპიზოდია შოუს ისტორიაში.