/

ქალი ქვიარ არტისტები, რომელთა შემოქმედებასაც ბევრი არ იცნობს

ქვიარ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი თავისუფლად თვითგამოხატვაა, რისი მეშვეობითაც ბოლო საუკუნეებში თამამად იქმნება აქამდე ისტორიისთვის უცხო თვალით დანახული შემოქმედება. ხელოვნების სფერო ამ კუთხით მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა – ხელოვნება ინახავს ამბებს, გრძნობებს, ოცნებებსა და წარმოსახვას, შემქმნელის ფიზიკურ თუ სულიერ ავტოპორტრეტს. მუსიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია თუ პოეზია, ისტორიის ყველაზე გულწრფელი, ადამიანური ნაწილებია.

ქალების, განსაკუთრებით ქვიარ ქალების ისტორიები, თითქმის დაკარგული და უხილავია, რაღა თქმა უნდა, ეს შეეხო ხელოვნების სფეროსაც. სტატიაში წარმოდგენილი იქნება ხელოვანი ქვიარ ქალები, მხატვრები, ფოტოგრაფები, პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც ბევრი არ იცნობს.

Marie Laurencin – მარი ლორანსენი

ფრანგი მხატვარი, პოეტი და ილუსტრატორი, მარი ლორანსენი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მან წინ წამოსწია ქალისა და ქვიარ იდენტობები. 1883 წელს დაბადებული მარი ძირითადად კუბიზმის სტილში ხატავდა. სახელი სწორედ კუბისტთა ასოციაციაში ყოფნისას გაითქვა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ მისი ნამუშევრები ზედმეტად ფემინური იყო, მისი შექმნილი სამყარო კი – უკაცო. მარი ღიად გამოხატავდა ქალებისადმი მიზიდულობას და ამას გადმოსცემდა ფერწერაშიც, ხატავდა ავტოპორტრეტებსაც.

,,რატომ უნდა ვხატო მკვდარი თევზები, ნიორი და ლუდის ჭიქები. ქალები ხომ გაცილებით უფრო ლამაზები არიან”

ლორანსენმა ჩამოაყალიბა საკუთარი სტილი და ესთეტიკა, რომელიც თამამად გამოხატავდა ქალებს შორის სექსუალურ დამოკიდებულებას. კრიტიკოსთა თქმით, მისი შემოქმედება მაყურებელს საშუალებას აძლევს, გაიქცეს მამაკაცთა დომინირებული სამყაროდან. მარი ლორანსენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნახატის ესთეტიკურ სილამაზეს, მაშინ როცა ხელოვნების სამყარო იდეური მნიშვნელობისკენ იყო მიმართული. 1983 წელს იაპონიაში გაიხსნა მისი სახელობის მუზეუმი, ეს იყო ერთი ქალი მხატვრისადმი მიძღვნილი პირველი მუზეუმი სამყაროში.

მარის ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოცეკვავეებთან და არტისტებთან, ხშირად მუშაობდა მათთვის გაფორმებასა და დიზაინზე. ისინი მის შემოქმედებაშიც არიან ასახულნი.

ქალი მტრედით

ესპანელი მოცეკვავეები

კოცნა

რეპეტიცია

ბალერინები შესვენებისას

ალეუტის კუნძულები

მარაო

ცხოვრების განმავლობაში არაერთი ავტოპორტრეტი დაუხატავს. ეს თვითრეპრეზენტაციის საუკეთესო ვარიანტი იყო, მით უმეტეს, როდესაც ფერწერა ქალთა ავტოპორტრეტების ნაკლებობას განიცდიდა. საკუთარ თავს ძირითადად სერიოზული სახით, თავდაჯერებული პოზით ხატავდა დამოუკიდებლობის წარმოსაჩენად. ამ ნახატებში მზერა თითქმის ყოველთვის მაყურებლისკენ იყო მიმართული.

ერთ-ერთ ავტოპორტრეტში მასთან ერთად გამოსახულია სესილია მადრაზო, კოლექციონერი და ავტორის ახლო მეგობარი.

,,სიკვდილზე უარესი და პათეტიკურია – იყო დავიწყებული” – მარი ლორანსენის ლექსიდან.

Romaine Brooks – რომანი ბრუკსი

მხატვარი რომანი ბრუკსი 1874 წელს იტალიაში დაიბადა. მისი ცხოვრება მეტად უსიამოვნო მოვლენებით იყო სავსე: რთული ბავშვობა, მენტალური პრობლემები, სუიციდის მცდელობა, გაუპატიურება, საყვარელი ადამიანების სიკვდილი. მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, უმეტესი წლები საფრანგეთში, პარიზში გაატარა

ცხოვრების მემუარებს სათაურად უწოდა – ,,No Pleasant Memories.” (არც ერთი სასიამოვნო მოგონება)

,,ჩემი პირველი მოგონება უდიდესი შიშის განცდაა” – წერდა ის. ეს ცხოვრებისეული ტრაგედიები გამოიხატებოდა მისი ხატვის სტილშიც, იყენებდა ბნელ, გარდამავალ ფერებს, ხატავდა სურრეალიზმის სტილში, მის ნამუშევრებს მელანქოლიური გრძნობა დაჰყვება.

ბრუკსი დაბრკოლებას წააწყდა კაცებით დომინირებული ხელოვნების სფეროში. ამ დროს ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ ისეთივე აღიარება, როგორც მამაკაცებს. თანამედროვეებში რომანი ყურადღებას თავისი ანდროგენული შესახედაობითა და სტილით იქცევდა, მისი ავტოპორტრეტებიც მასკულინური სტილისაა. კრიტიკა მოჰყვებოდა მის დახატულ შიშველი ქალების ფიგურებსაც. ბრუკსი ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარია, რომელსაც ურთიერთობა მხოლოდ ქალებთან ჰქონდა. ლესბოსური იდენტობის მიუხედავად, 1903 წელს დაქორწინდა ასევე ქვიარ კაცზე, რომელთანაც ერთი წლის შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა, ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

რომანის ყველაზე ცნობილი პარტნიორი 50 წლის განმავლობაში იყო ნატალი ბარნი, ამერიკელი პოეტი და ნოველისტი. სურათზე ასახულია ორივე ქალი 1915 წელს.

მისი შემოქმედების ფემინისტური კუთხით გადააზრების შემდეგ, ის გენდერული და სექსუალური თანასწორობის მებრძოლთაგან ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება.

ეს რომანის ყველაზე ცნობილი ავტოპორტრეტია 1923 წლიდან, როცა უკვე თამამად გამოხატავდა თავს ანდროგენულად.

მისი ყველაზე გახმაურებული ნახატია ,,საფრანგეთის ჯვარი”, რომლითაც მან თავისი პოლიტიკური შეხედულება გადმოსცა.

პორტრეტში სახელად ,,ამაზონი” (მითოლოგიაში, მებრძოლი ქალი, იგივე ამორძალი) მისი პარტნიორი, ნატალია ასახული.

ასევე გახმაურებული ნახატებია – ,,თეთრი აზალეა” და ,,გადაკვეთა”.

,,თეთრი აზალეა” ერთ-ერთი პირველი პროვოკაციული ნამუშევარია რომანის შემოქმედებაში, ის ამბობდა, რომ არ მოსწონდა ტრადიციულ მხატვრობაში როგორ გამოიხატებოდა შიშველი ქალის ფიგურა. მან თამამად დაიწყო თავისეული ვარიანტების შექმნა და ქალთა გამოსახვის განსხვავებული სტილი წარმოადგინა.

ნახატის მოდელია მისი იმდროინდელი პატნიორი იდა რუბენშტეინი.

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ასახული ქალის ფიგურა მოცეკვავე იდაა. კრიტიკოსთა გააზრებით, ნახატი გადმოსცემს, რომ ქალის სხეული მხოლოდ სექსუალური კუთხით არ უნდა იყოს აღქმული, მომაკვდაობა უკიდურესი ხერხია, რომ მხატვარს მაყურებელი ეეძულებინა ამის გასააზრებლად.

ნახატი “დაჭერილი” გამოხატავს ქალს და სამ არსებას, რომელიც მას აკავებს. კრიტიკოსთა აზრით, ერთი მათგანი რომანის დედაა, რომლისგანაც, მხატვარის თქმით, ერთი სიკეთეც არ ახსოვს, მეორე არსებაა მისი ძმა, რომელიც მენტალურად არასტაბილური იყო და შეიძლება ძალადობდა კიდევაც მასზე; მესამე – მისი და, რომლის ქმარმაც რომანი გააუპატიურა, მან კი არ ისურვა დახმარებოდა.

,,რამდენადაც უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო, ყველა შესაძლებლობა ვცადე იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი დამოუკიდებელი ხედვა” – რომანი ბრუკსი

Berenice Abbott – ბერენის ებოტი

ამერიკელი ქვიარ ხელოვანი ბერენის ებოტი 1898 წელს დაიბადა ოჰაიოს შტატში. პარიზში სასწავლებლად წასულმა, ინტერესი გამოიჩინა ფოტოგრაფიისადმი და ამერიკელი შემოქმედის, მენ რეის დახმარებით, შეისწავლა ეს სფერო. ებოტმა მოღვაწეობა პარიზში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში. მისი ფოტოგრაფია გამოირჩევა რეალისტური, პირდაპირი თემების ასახვით, მას ხშირად დოკუმენტურს ან საინფორმაციოსაც უწოდებენ. ის ასახავს პირად ისტორიას, მის რეალისტურ თვალთახედვას მსოფლიოზე. ქმნის როგორც პორტრეტებს, ასევე ურბანული გარემოს ფოტოებს. 1929 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ასახა ქალაქის ტრანსფორმაცია წლების განმავლობაში და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობა.

მისმა წიგნმა Changing New York (1935-1938)  დადებითი შეფასება მოიპოვა და მისი კარიერული წინსვლაც განაპირობა. ეს წიგნი მეცნიერული ფოტოგრაფიის ჟანრს მიეკუთვნება, ქალაქი ისეა გადმოცემული, რომ მეცნიერული, დოკუმენტული ობიექტები ფოტოგრაფიის დახმარებით ხელოვნების ჟანრად აღიქმება.

ნიუ-იორკი ღამით, 1932

Inserting image...

NYC 1938

Inserting image...

1938 პენსილვანიის სადგური

1938, ქრისლერის შენობა

1940, ბილი გილმორი

1935, sea wall

მისი სიტყვებით, ფოტოგრაფიის ეს ჟანრი მნიშვნელოვანია, რომ დროსა და სივრცეში ასახული მომენტები ზუსტად ისე გადმოსცეს, როგორც მაშინ არსებობდა. ტექსტურა, დეტალები, გარემო არის რეპრეზენტირებული რეალისტური კუთხით, რასაც თავად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

“მე ვცდილობ რომ გადავიღო ილუზიებისა და სენტიმენტების გარეშე, მე მინდა, გადმოვცე კონტრასტი და და წინააღმდეგობები”.

Inserting image...

ჯანეტ ფლანერი 1925, ამერიკელი ქვიარ მწერალი და ჟურნალისტი

Inserting image...

სახლი მისისიპიში, 1933

Inserting image...

Jean Coutou 1927

Inserting image...

Hands of Jean Coutou , 1927

Inserting image...

1958, თვალი

ბერენის ებოტი არ მალავდა ქვიარ იდენტობას. 1935 წელს საცხოვრებლად გადავიდა ელიზაბეტ მაქქაუნსლანდთან, მწერალთან და კრიტიკოსთან. ისინი ელიზაბეტის სიცოცხლის ბოლომდე, 1965 წლამდე, ერთად იყვნენ.

ებოტის ერთ-ერთი დამსახურება, ფრანგი ფოტოგრაფის, იუჯინ ეტგეტის შემოქმედების შეგროვებაა. სწორედ ამის წყალობითაა იუჯინის ფოტოგრაფია შემორჩენილი. მოხუცი ფოტოგრაფის ერთადერთი პროფესიონალური ფოტოც ებოტს ეკუთვნის.

1958 წელს გადაღებული ,,სინათლე პრიზმაში” ებოტის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, სადაც ჩანს, როგორ იშლება შუქი ტალღებად.

Inserting image...

ენერგიის ტრანსფორმაცია 1958

ებოტი 1991 წელს ამერიკაში გარდაიცვალა.

,,ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვეობაში, ის საშუალებაა, გაავრცელო სამყაროს ცოდნა. ფოტოგრაფია განათლების ერთ-ერთი მეთოდია, რომ ყველა ასაკისა და შესაძლებლობების ადამიანს გააცნო დღევანდელი სიმართლე.” – ბერენის ებოტი

Tamara de Lempicka – თამარა დე ლემპიკა

1898 წელს დაბადებული თამარა დე ლემპიკა მეოცე საუკუნის შუა წლების მხატვრებს შორის სითამამითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მისი შემოქმედება ძირითადად “არტ დეკოს” მიმდინარეობას მიეკუთვნება. მისი ნახატები დღესაც ცნობილია და ამ ჩამონათვალში, სხვებისგან განსხვავებით, პოპკულტურის ნაწილია. ღიად ბისექსუალი, თამამი და ხშირად პროტო-ფემინისტად წოდებული არტისტი, ქალურ სექსუალობას თავის შემოქმედებაში გამოხატავდა. შეფასებებით, მისი ნახატები ქალური მზერისთვის იყო მიმართული და არა, როგორც ძირითადად ქალური სექსუალობის გამოსახვა ხდებოდა ხოლმე, მამაკაცის თვალისთვის.

თამარა პოლონეთში დაიბადა, 1911 წელს იტალიაში ბებიასთან სტუმრობისას დაინტერესდა ხელოვნებით. 1917 წელს, იმის შემდეგ, რაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, თამარა და მისი მშობლები პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხელოვნების სფეროში განათლება სწორედ აქ მიიღო.

1962 წელს გამოფენზე კრიტიკა დაიმსახურა და ამის შემდეგ სიცოცხლეში გამოფენა არ მოუწყვია.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტოპორტრეტი მწვანე მანქანაში.

ლამპიკა თავის შემოქმედებაში, როგორც იყო ნახსენები, განსაკუთრებით გამოხატავდა ქალებს და მათ სექსუალობას:

,,მე სოციუმის საზღვარზე ვცხოვრობ, სოციალური ნორმები კი არ ეხებათ მათ, ვინც კიდეზე ცხოვრობენ.” – თამარა დე ლემპიკა

Leonor Fini – ლეონორ ფინი

ლეონორ ფინი მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვარი, ილუსტრატორი, ავტორი და დიზაინერია. ის სურრეალისტურ ჟანრში ხატავდა, მისი შემოქმედება მისტიციზმის ელემენტებს შეიცავს. ელეანორი ღიად ბისექსუალი იყო, ჰქონდა პოლიამორული ურთიერთობაც. ხშირად იცვამდა მასკულინურ ტანსაცმელს. მისი სითამამე გამოიხატებოდა შემოქმედებაშიც, იგი არ ერიდებოდა სექსუალობის გადმოცემას და ექსპერიმენტებს. ელეანორი წინააღმდეგი იყო, დაქვემდებარებოდა კაცებს, რასაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ითხოვდნენ მისგან.

,,მე ყოველთვის მიყვარდა და ვცხოვრობდი საკუთარ თეატრში”

ფინის შემოქმედებაში გამოსახულია უშვილობის თემაც, ამის მიზეზად ითვლება მისი გადაწყვეტილება შვილების არყოლასთან დაკავშირებით, ამის შესაჩერებლად ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) გაიკეთა. მხატვარს მეორე მსოფლიო ომამდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლეონორა კარინგტონთან, ბრიტანელ მხატვართან, რომელიც ასახულია მის ნახატში ,,ინტერიერი სამი ქალით” და ,,ბნელი ოთახი”. კარინგტონი კაცების კომპანიას არჩევდა და საცხოვრებლის შეცვლის გამო მათმა მეგობრობამ მხოლოდ ერთ ზაფხულს გასტანა.

წინა ფლანგზე კარინგტონია, უკან თავად ფინი და ვარო, კიდევ ერთი მხატვარი ქალი, რომელსაც ფინი პირადად არ იცნობდა, თუმცა იზიარებდა მის იდეებს.

თვითნასწავლი მხატვარი ინსპირაციას სხვა არტისტებისგანაც იღებდა. ასევე გატაცებული იყო სიკვდილის თემატიკით, კრიტიკოსთა თქმით, ეს გამოიხატა მის ხელოვნებაში, როგორც საკუთარი ,,უკვდავი რეალობის” შექმნის მცდელობა.

,,პატარა განდეგილი სფინქსი” ავტორის ომის შემდგომ შექმნილი ნამუშევარია, სადაც გამოიხატება ევროპის ატმოსფერო, ემოციების სიმძაფრე.

ნახატების თემატიკა ხშირად იყო ეგვიპტური, ხატავდა კატებს, საკუთარ თავს აიდენფიცირებდა ეგვიპტური მითოლოგიის გმირ სფინქსთან.

სფინქსების მწყემსი ქალი

,,ავტოპორტრეტი მორიელით” მისი ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარია, აქ ჩანს მისი ხასიათის თვისებები.

ელენორის ნახატებიდან ასევე გამოირჩევა:

Girl friends

იდეალური ცხოვრება

კაცი ნიღბებით

წარსულის ფრაგმენტების მოგონება

ავტოპორტრეტი

აპოსეოსის შესასვლელი

სახე

შეყვარებულები

,,წარმოსახვა იკვებება იმ სურათებით, რასაც გზად ხედავს. აი, რამდენიმე იმ თავგადასავლებიდან, რომელიც ჩემმა წარმოსახვამ განვლო” – ელეანორ ფინი

Annie Leibovitz – ენი ლეიბოვიცი

განსხვავებით ამ სტატიაში განხილული სხვა ქვიარ ქალებისგან, 1949 წელს დაბადებული ამერიკელი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი თანამედროვე ფოტოგრაფიაში საკმაოდ ცნობილია. მისი შემოქმედებიდან ყველაზე გახმაურებულია ცნობად სახეთა პორტრეტები. გასული საუკუნის მეორე ნახევარში მან შექმენა ისეთი ფოტოები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების აზრი ხშირად იყოფოდა. მან ასახა ცნობილი მუსიკოსები, მსახიობები, მოდელები. მუშაობდა მოდის სამყაროსთვისაც. კრიტიკოსთა თქმით, მას შეუძლია, კრეატიულად ასახოს ადამიანის ხასიათი ფოტოში თავისი პერსპექტივიდან. მან შეძლო, კომერციული და ხელოვნების სფეროები გაეერთიანებინა და პოპკულტურის სფერო გადმოეცა კრეატიული ფოტოგრაფიის საშუალებით.

ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფოტოგრაფიულ გამოფენებშიც, რამდენჯერმე დაჯილდოებულიცაა. ახლოს იყო იმ თემთან, რომელსაც ასახავდა, მხარს უჭერდა კრიტიკულ მომენტებში, ხანდახან უსაფრთხოების რისკის ქვეშაც.

ლეიბოვიცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მწერალ და ესეისტ სიუზენ ზონტაგთან, სიუზენის გარდაცვალებამდე, 2004 წელს. მისი სიცოცხლის პერიოდში, არც ერთ მათგანს ურთიერთობა არ გაუსაჯაროებია. 1990-2005-ში ენმა დაწერა: „ჩვენს ლექსიკონში არ არსებობდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,კომპანიონი’”და ,,პარტნიორი”. ჩვენ უბრალოდ ორი ადამიანი ვიყავით, რომელიც ერთმანეთს ეხმარებოდა. ჩემთვის ყველაზე მიახლოებული მნიშვნელობის სიტყვა ,,მეგობარია”,თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტი განსაზღვრება ,,საყვარელი” იყო.  „გვიწოდეთ საყვარლები, მომწონს ეს სიტყვა, რადგან რომანტიკულად ჟღერს. მინდა, ყველაფერი ცხადი იყოს. მე მიყვარს სიუზანი.“

მისი შემოქმედების ყველაზე პოპულარული ფოტოა ჯონ ლენონისა და იოკო იონოს გამოსახულება, რომელიც ლენონის მკვლელობამდე ხუთი საათით ადრეა გადაღებული.

1990-იანებში მან ბოსნიაში იმოგზაურა, როცა იქ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. მოგზაურობისას პატარა ბიჭის მკვლელობას შეესწრო, რომელიც სნაიპერმა დაჭრა და საავადმყოფოსკენ მიმავალი გზაში გარდაიცვალა. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ კადრი მაშინ გადაიღო, როცა ბავშვი სასწრაფომ წაიყვანა. სურათზე ასახულია ველოსიპედი, რომლითაც ბიჭი გადაადგილდებოდა, გვერდით კი სისხლის გუბე.

აქვეა მისი შემოქმედებიდან სხვა საინტერესო ფოტოებიც:

Inserting image...

1999

დემი მური 1992

კით ჰარინგი 1986

ტონი კურტისი და ჯეკ ლემონი 1995

მერილ სტრიპი 1986

ელა ფიცჯერალდი 1988

პატი სმითი 1996

ჯული ვორდენი 1999

ელიზაბეტ მეორე 2007

1991

,,როდესაც ვამბობ, რომ მინდა ვინმეს ფოტო გადავუღო, ეს ნიშნავს, რომ მინდა ის გავიცნო. როდესაც ვინმეს ვიცნობ, მას ფოტოს ვუღებ” – ენი ლეიბოვიცი

წინა

სპორტსმენები ლგბტ თემის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

შემდეგი

სიყვარულით ტომ დეილისგან – ოლიმპიელმა ქვიარ ჩემპიონმა ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი დააარსა

ბოლო სიახლეები

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ

რატომ კლავენ ქვიარებს

FacebookTweetLinkedInEmail ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით ჩადენილი