18 არაადაპტური სქემა, რომელიც შეიძლება ცხოვრებას გვიმწარებდეს

 

ყველა ადამიანი, მისი უნიკალური გამოცდილებებიდან და ცოდნებიდან გამომდინარე, გარესამყაროს საკუთარი უნიკალური პრიზმიდან უყურებს. პრიზმა ერთგვარი ფილტრია, რომლის გავლითაც ჩვენ აღვიქვამთ რეალობას.

ასეთ ფილტრს ფსიქოლოგები „სქემა“-ს უწოდებენ.

ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცა მოხდა. ამ მოვლენას ჩვენ წარსულში მიღებული გამოცდილების ფილტრში გავატარებთ და აქედან გამომდინარე, ასევე ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით გვექნება ესა თუ ის რეაქცია. თუ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც წარსულში ვინმე ცუდად გვექცეოდა, შესაძლოა ეს გამოცდილება სხვა ადამიანებზეც განვაზოგადოთ.

მაგალითად, მეგობარმა არ მომილოცა დაბადების დღე და წარსულში მიღებული ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება მე ვიფიქრო, რომ ჩემი მეგობრისთვის ეს ურთიერთობები ღირებული არ არის. ამაზე ფიქრი აძღრავს ჩემში ისეთ ემოციებს, როგორიცაა სევდა, გულგატეხილობა, სიმარტოვის განცდა. სხეულის დონეზე ვგრძნობ შფოთვას ან პირიქით უენერგიობას. თავში მომდის უსიამოვნო ფიქრები: „მე არავის ვჭირდები“, „მე არავის მოვწონვარ“, „მეგობრები ცუდად მექცევიან“ და ა. შ. ყოველივე აღნიშნული მოქმედებს ჩემს ქცევაზე, ვრჩები სახლში, გავურბივარ სოციალიზაციას, ადამიანებთან ურთიერთობას. ასეთ ქცევას  შედეგად მოყვება იზოლაცია და მე კიდევ მეტად ვრწმუნდები, რომ ირგვლივ ადამიანები ჩემით არ არიან დაინტერესებულები და რომ მე მარტო ვარ. ამგვარად კიდევ უდრო მეტად მყარდება ჩემს თავში არსებული სქემა.

სქემა შეიძლება იყოს არაადაპტური, ანუ არ მეხმარებოდეს რეალობასთან ადაპტაციაში და კომფორტულად ყოფნაში. ყველაზე საზიანო სქემები ყალიბდება მიტოვების, უარყოფის, უგუვებელყოფის და ძალადობის შედეგად. თუმცა სქემა შეიძლება იყოს ადაპტურიც, ანუ ჩემთვის სასარგებლო.

არაადაპტური, ხელშემშლელი სქემები

არაადაპტური სქემები ხშირად ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება და ცხოვრების განმავლბოაში ნარჩუნდება. პრაქტიკულად ეს არის რეალობის აღქმის გარკვეული პატერნი. მაგალითად, ბავშვობაში ადამაინმა განიცადა ტრავმული გამოცდილება ცუდი ან სასტიკი მოპყრობის სახით, ხოლო ზრდასრულ ასაკში პრობლემურ სიტუაციებთან შეჯახებისას ის შესაძლოა გაუცნობიერებლად რეაგირებდეს წარსულში მიღებული გამოცდილების შესაბამისად.

სქემები ეფუძნება ბავშვის მიერ გარემოს აღქმაზე და ცხადია, როდესაც სქემები ადამიანს ზრდასრულობამდე მიყვება ისინი აღარც ზუსტია და აღარც ადაპტური. მიუხედავად ამისა, სქემა აქტიურდება ცხოვრებისეული მოვლენით, რომელიც იმ მოვლენებს ჰგავს, რომელიც ბავშვობაში მოხდა. სქემის აქტივაციისას ადამიანი განიცდის ძლიერ ნეგატიურ ემოციებს – სევდას, სირცხვილს, შიშს, ბრაზს. მაგალითად მწვავე კრიტიკის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში აქტიურდება „დეფექტურობის სქემა“ თითქმის ნებისმიერ ადამიანთა კონტაქტით. ავტომატური ფიქრები ამ დროს შეიძლება იყოს „მე განვსხვავდები სხვებისგან“, „მე არასრულფასოვანი ვარ“, „მე სხვებზე უარესი ვარ“ და ა. შ.

არ არის აუცილებელი რაღაცა განსაკუთრებული მოხდეს იმისთვის რომ ჩვენში სქემა გააქტიურდეს. ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ათასობით ფიქრი და რეაქცია აქვს მნიშვნელოვან და უმნიშვნელო მოვლენასთან დაკავშირებით, რაც ნორმალურია. ამასთან, ჩვენი პრიზმა განაპირობებს ამა თუ იმ ფიქრებს, ემოციებს, სხეულებრივ შეგრძნებებს და ქცევებს. ადამიანების უმეტესობისთვის ეს პროცესები გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. თუმცა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ამ სქემების ამოცნობა, გადასიჯნვა და თუ სასურველია შესწორებაც. სწორედ ამაში შეიძლება დაგვეხმაროს  კოგნიტურ ქცევითი თერაპია CBT (Cognitive Behavioral Therapy).

კოგნიტურ-ბიჰეივიორული თერაპია სქემების რეკონსტრუქციისთვის

CBT გვეხმარება ამოვიცნოთ ჩვენი არაადაპტური სქემები, ქცევის პატერნები და შევცვალოთ ისინი. CBT თერაპიის ფარგლებში მუშაობა მიდის ადამიანის ბაზისური რწმენების, სქემების, ფიქრების, გრძნობების, იგივე ემოციების, სხეულებრივი შეგრძნებების და ქცევების დონეზე, მათი შემჩნევის, გამოხატვის (ემოციების შემთხვევაში) და კორექციის მიმართულებით.

CBT თერაპიის ძირითადი მიზნები, ზემოაღნიშნულის გარდა, შეიძლება იყოს კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, ასევე ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულების თუ ქცევითი ადიქციის (მაგალითად გემბლინგი) დაძლევა, ახალი სასარგებლო ქცევის პატერნების დასწავლა.

ფსიქოთერაპიის სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, CBT იძლევა შესაძლებლობას კოგნიტური და ქცევითი პრობლემები ნაკლებ დროში, უფრო სწრაფად იყოს გადაჭრილი, თერაპიის დასრულებამდეც.

CBT თერაპიის ფარგლებში ფსიქოთერაპევტები ხშირად იყენებენ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, გამოცდილ ფსიქოლოგიურ ტესტებსა და კითხვარებს. სქემებთან დაკავშირებით გამოიყენება ჯეფრი იანგის კითხვარი Young Schema Questionnaire, რომელიც არაადაპტური სქემების გამოვლენას ისახავს მიზნად.

აღნიშნული კითხვარის მიხედვით შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი არაადაპტური სქემები:

მიტოვება – „არ მიმატოვო!“ – რწმენა იმისა, რომ ახლო ურთიერთობები ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს.

უნდობლობა – „მე შენ არ გენდობი“ – მოტყუების და მანიპულაციის მოლოდინი.

ემოციური დეპრივაცია – „ჩემზე არავინ ზრუნავს“ – ემოციური სიახლოვის სირთულეები, შიში იმისა, რომ ვერ გამიგებენ და არ იზრუნებენ ჩემზე სათანადოდ.

სოციალური გარიყულობა – „მე განსხვავებული ვარ, სხვებს არ ვგავარ“ – ყველასგან განსხვავებულობის შეგრძნება, რომ არსად არიან ჩემიანი ადამიანები, იზოლირებულობის განცდა.

დეფექტურიბა – „რაღაცა მჭირს“ – არაადეკვატურობის, არასწორობის შეგრძნება, რისი გამოსწორებაც არ გამოვა და მხოლოდ დამალვაა შესაძლებელი.

უძლურება – „წარუმატებელი ვარ“ – სხვებთან შედარებით წარუმატებლობის განცდა.

მოწყვლადობა – „რამე რომ მოხდეს“ – კატასტროფის, ავადმყოფობის, ცუდი ამბების მუდმივი მოლოდინი.

განუვითარებელი იდენტობა – „უშენოდ მეც არ ვარსებობ“ – სუსტი ინდივიდუალობა და გადაჭარბებული კავშირი სხვა ადამიანთან.

დამოკიდებულება – „მე ვერ შევძლებ“ – ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის შეუძლებლობა, სხვაზე დამოკიდებულება.

ნეგატივიზმი – „არაფერი კარგი არ ხდება“ – პრობლემებზე ფოკუსირება, პოზიტიური მოვლენების გაუფასურება.

ემოციების დათრგუნვა – „ემოციების ადგილი/დრო არაა“ – ემოციების კონტროლის საჭიროება, ემოციების გამოხატვის, ასევე უშუალობისა და სპონტანურობის შიში.

მკაცრი სტანდარტები – „უკეთესად გაკეთებაც შეიძლებოდა“ – რწმენა იმისა, რომ ყოველთვის შეიძლებოდა საქმის უკეთესად გაკეთება და შიში იმისა, რომ ტყუილად დაიკარგა დრო.

დამსჯელობა – „შეცდომების პატიება არ შეიძლება“ – შეცდომის დაშვების შემთხვევაში საკუთარი თავის მიმართ ბრაზი, ზიზღი. სხვა ადამიანების მიმართ, თუ ისინი უშვებენ შეცდომებს, მრისხანება.

მორჩილება – „შენ როგორც გინდა ისე მოვიქცევი“ – საკუთარი საჭიროებების იგნორირება, სხვა ადამიანების დამორჩილება შიშის გამო.

თავგანწირვა – „ყველაფერს გავაკეთებ შენთვის“ – რწმენა იმისა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მიუღებელია და პირველ რიგში სხვებზე უნდა ვიზრუნოთ.

სხვების მოწონების ძიება – „ხომ კარგი ვარ?“, „ხომ კარგად მოვიქეცი?“ – თვითშეფასების დამოკიდებულება სხვების შეფასებაზე, თუ რა აზრის არიან ჩემ შესახებ ადამიანები.

პრივილეგირებულობა – „ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა!“ – განსაკუთრებულობის შეგრძნება და განცდა, რომ რეალობის მიუხედავად ყველამ თავისი უნდა მიიღოს. ფრუსტრაციის მიმართ დაბალი ტოლერანტობა.

კონტროლის ნაკლებობა – „ვერ ვითმენ“ – მოწყენილობის აუტანლობა, საზიანო მოხმარება.

არაადაპტური სქემების შესახებ ინფორმაციის მიღებაც კი გვეხმარება მათ გაცნობიერებასა და შესუსტებაში. მეტად ინტენსიური, ხელშემშლელი სქემების დაძლევა შესაძლებელია კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთან მუშაობით.

საინტერესოა, თუ როგორ მივიდა ჯეფრი იანგი სქემა კითხვარის შედგენის საჭიროებამდე მის პროფესიულ საქმიანობაში. ქვემოთ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

გამოყენებული მასალა: მტკიცებულებებზე დაფუძნებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პრაქტიკა დებორა დობსონი ქის. ს დობსონი

 

 

 

 

 

 

 

 

წინა

ქვიარ ადამიანების ვინტაჟური ფოტოები, რომელიც დროში გამოგზაურებთ

შემდეგი

ახალმა კანონმა შესაძლოა ფლორიდაში ლგბტქი ორგანიზაციების საქმიანობა აკრძალოს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების