საზოგადოება - Page 24

/

ლელა კურტანიძე ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

გუშინ სოციალური ქცელით გავრცელდა ლელა კურტანიძის პოსტი, რომლითაც ის ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ლელა სთხოვდა მედია გამოცემაბს მისი ამბის გაჟღერებას. გთავაზობთ ლელასთან ჩაწერილ ინტერვიუს. ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის

//

პოსტჰუმანიზმი, გენდერის დასასრული და თანასწორობის შესაძლებლობა

“პოსტჰუმანიზმი” ის ტერმინია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ხშირად გვხვდება განვითარებული ქვეყნების როგორც ვიწროდ აკადემიურ, ისე – საჯარო დისკურსში. წლიდან წლამდე ტექნოლოგიის მნიშვნელოვანმა განვითარებამ ურთიერთშედეგობრივად გამოიწვია არა მხოლოდ უშუალუდ ამ მიმართულებით დაინტერესებული, არამედ ყველა იმ ადამიანის ყურადღებაც, ვისაც ინტერნეტსა და ტექნოლოგიასთან

„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – ინტერვიუ მიხეილ აბრამიშვილთან

//

ბიოგრაფია 1983 წელს, თბილისში დავიბადე. წელს 40 წელი შემისრულდა. ოჯახს რაც შეეხება, დედაჩემი რუსული ენის პედაგოგია სკოლაში, მამა – მხატვარი. ძალიან ვღიზიანდები, როცა ამბობენ

ფემინისტური ბრაზი: მნიშვნელობა და შესაძლებლობები

///

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე დეფინიცია და მიზნები ბრაზის განმარტება მრავალწახნაგოვანია, თუმცა იგი ყველაზე ხშირად განისაზღვრება, როგორც უსიამოვნების მძაფრი შეგრძნება, მტრული დამოკიდებულება თავისი ობიექტის მიმართ,

ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა

/

სახალხო დამცველის აპარატი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

აპარატის განცხადებით, აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს.

“2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.

სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.

სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.

შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა ქვიარი – ახლა უკვე აზერბაიჯანულ ენაზეც!

//

 

2023 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან, ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი, კამპანიის ძირითადი გზავნილია Together Always: United in Diversity.  

17 მაისი ლგბტქი თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ, 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 1990 წლის 17 მაისს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ამორიცხა მენტალური დაავადებების სიიდან. 

დღეს ქვიარ აქტივისტები მეტად ალაპარაკდნენ ინტერსექციურ ჩაგვრაზე და აქედან გამომდინარე, ქვიარ პოლიტიკის საჭიროებაზე. ქვიარ თემი მრავალფეროვანია სხვადასხვა იდენტობების გათვალისწინებით. მრავალფეროვნება სხვადასხვა განზომილებას ეხება, მათ შორის იმას თუ სად ცხოვრობს ადამიანი, ქალაქსა თუ სოფელში, ჰყავს თუ არა მხარდამჭერი ოჯახი ან გარემო, არის თუ არა დასაქმებული, უწყობს თუ არა ხელს მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მენტალური ჯანმრთლობა და ა. შ. 

საქართველოში მცხოვრები ქვიარების უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა – ლგბტქი თემის წევრების უმეტესობა მუდმივად განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, დისკრიმინაციის დასაქმების, ჯანდაცვის, სერვისების სფეროში. უსახლკარობა, სიღარიბე და ემიგრაცია ქვიარ ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილია ბევრ ქვეყანაშიც. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ 67 ქვეყენაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია, ზოგ ქვეყანაში კი სიკვდილითაც ისჯება. 

დღეიდან ონლაინ გამოცემა ქვიარი შეეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს ინტერსექციური ჩაგვრის შემსუბუქებაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს ქვიარი მოქალაქეებისთვის. ამისთვის გამოცემა აზერბაიჯანელ ქვიარ აქტივისტებს უთმობს სივრცეს რუბრიკა Səma-ის სახით. Səma აზერბაიჯანულიდან ცას ნიშნავს, ცა  ხომ ყველასთვის ერთია, რაიმე ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად. აქ განთავსდება შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია ქვაირ საკითხებზე. 

 

“რუსული ხომალდით EU-ში ვერ შევალთ!” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

/

“რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

მათი თქმით, იმ დროს, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.

“ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ისინი მსვლელობით Georgian Airways-ის სათაო ოფისთან გადადიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ კომპანია Азимут-მ ფრენის ნებართვა უკვე მიანიჭა, ფრენებს იწყებს ქართული Georgian Airways-იც

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

///

ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას, მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.

“ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მივესალმებით მრავალფეროვნებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.

ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.[1] ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.

თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ, მათ შორის 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის დროს, ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, თემის უფლებბეი დაიცვას.

“საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ: საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

NGO-ები: ევროკომისიის 12 პირობიდან სრულად მხოლოდ 1 შესრულდა

/

8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, “ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ქართული ოცნების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ევროკომისიის პირობების შესრულების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

“პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა”, – ამბობენ ორგანიზაციები.

მათი თქმით, ამ დროისთვის შესრულებულია მე-11 პუნქტი – ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება, მეტწილად შესრულებულია მე-6 და მე-9 პუნქტი – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

რაც შეეხება მე-8 პუნქტს, მოწყვლად ჯგუფებს, NGO-ების შეფასებით, ეს პირობა  ნაწილობრივ შესრულებულია.

დოკუმენტის სრულად ნახვა შესაძლებელია აქ.

დღეს თბილისში რუსეთთან ფრენების დაწყებას გააპროტესტებენ

/

დღეს, 16 მაისს თბილისში რუსეთთან ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის სახელწოდებაა “რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”.

აქცია 19:00 საათზე, პარლამენტის უკან გაიმართება.

“მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.

ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ კომპანია Азимут-მ ფრენის ნებართვა უკვე მიანიჭა, ფრენებს იწყებს ქართული Georgian Airways-იც.

მაკუნა გოჩიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში მესამე შეხვედრას აჯამებს

/

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში მესამე შეხვედრას აჯამებს.

როგორც ის წერს, პროცესი კიდევ ერთი, პატარა ნაბიჯით წავიდა წინ.

“კიდევ ერთი, პატარა ნაბიჯით წავიწიეთ წინ – ექიმების სამუშაო ჯგუფმა წარმოგვიდგინა აქონდროპლაზიის პროტოკოლის მიმდინარე მიმოხილვა პრეზენტაციის სახით.

ამ პრეზენტაციაში ვრცლად იყო აღწერილი სინდრომის თავისებურებები, საჭიროებები და დღესდღეისობით არსებული მედიკამენტები, რომელთა ნაწილი ცდის სხვადასხვა ფაზას გადის.

ამ მედიკამენტებიდან კი, მხოლოდ ერთი, ვოსორიტიდი არის დანერგილი და დარჩენილი აქვს მხოლოდ მდგრადობაზე დაკვირვების ფაზა, რაც არ არის ხელის შემშლელი მკურნალობის უკვე დასაწყებად.

ამის შემდეგ, უკვე იშვიათი დაავადებების ფონდის დირექტორმა, ოლეგ ქვლივიძემ, მიმოიხილა იშვიათი დაავადებების მართვის სტრატეგია, რაც აქამდე არ არსებობდა და ახლა ინერგება ქვეყანაში. ამ პროგრამის დანერგვა კავშირში არ არის კონკრეტულად ჩვენს წამალთან, მაგრამ ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია.

წამლის მწარმოებელ კომპანიასთან biomarin-თან ისევ მიმდინარეობს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მუშაობა და დეტალების შეთანხმება, რაც იმასაც გულისხმობს, რომ დეტალებს ვერ გაგვანდობენ.

შემდეგი შეხვედრა უკვე მაისის ბოლოს გაიმართება. პროტოკოლზე მუშაობა 1-ელ ივნისამდე დასრულდება და ბიომარინთან მოლაპარაკებებიც წესით უკვე წაიწევს წინ შემდეგ შეხვედრამდე და გავიგებთ რაღაც დეტალებს მაინც.
მშობლები ყველა პროცესში ჩართულები ვართ, გარდა ბიომარინთან კომუნიკაციისა და იმედია დროში არაადეკვატურად არ გაიწელება ეს პროცესიც.

მეტი სიახლე ამ ეტაპზე, არ გვაქვს, ველოდებით პროტოკოლის დასრულებულ ვერსიას 1-ელ ივნისამდე”, – დაწერა გოჩიაშვილმა Facebook-ზე.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში პრეპარატ ვოსორიტიდის შემოტანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. აქტიური და უწყეტი პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც საერთო ფოტოს ატვირთვისთვის ქალი მოკლა

პროკურატურის ინფორმაციით, 13 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც საერთო ფოტოს ატვირთვის გამო ქალი მოკლა. კაცი დამნაშვედ ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს.

მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ კაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, “2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა კაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”.

ლევან ბერძენიშვილის სახლთან აგრესიულად განწყობილი პირები მივიდნენ

/

ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე აგრესიულად განწყობილი, ნიღბიანი პირი იმყოფებოდა.

ბერძენიშვილი ყვება, რომ უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ოჯახის წევრმა შეატყობინა, რომ სახლთან ორგანიზებული ჯგუფი იმყოფებოდა. მისი თქმით, შვილმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც უცნობი პირები ტერიტორიიდან წავიდნენ.

ბერძენიშვილი შემთხვევას ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უკავშირებს.

“როგორც მე შემატყობინეს, მოსულა 15-20 კაცი, ათლეტური აღნაგობის შესაბამისი აღჭურვილობით, ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. კითხვაზე, რატომ არიან მოსულები, ძირითადად იგინებოდნენ… აშკარად იყო მარბიელთა აქცია, რომლებიც მელოდებოდნენ. მათ  მშვენივრად იციან ჩემი გადაადგილება, მე არ ვიცი, როდის ვამთავრებ ლექციებს და მაგათ იციან ზეპირად.

მე რომ დროულად მოვსულიყავი, ისინი აქ დამხვდებოდნენ, მე უბრალოდ გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ამასობაში, ვინაიდან არ მიდიოდნენ, აქ იდგნენ, ჩემმა ქალიშვილმა გამოიძახა პატრული. პატრული გამოჩნდა თუ არა, ისინი გაქრნენ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა მთავარ არხთან.

ის ყვება, რომ აუგორეს დეზინფორმაცია, თითქოს 2013 წელს ხევსურებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს არის არის ბერძენიშვილზე მუქარის პირველი შემთხვევა. ის ბოლო დროს არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი. ამ ყველაფრის უკან თავად ბერძენიშვილი ხელისუფლებას ხედავს.

ILGA-Europe-ის Rainbow Europe რუქის 2023 წლის მონაცემები

//

ევროპულმა ორგანიზაცია ILGA-Europe-მა გამოაქვეყნა მისი შეფასების ინსტრუმენტის Rainbow Europe-ის 2023 წლის მონაცემები.

თანასწრობა, ევროპის მასშტაბით წინ მიიწევს, მიუხედავად იმისა, რომ რანდენიმე ქვეყანაში ლგბტქი თემის მიმართ ინტენსიურ თავდასმხებს აქვს ადგილი.

ტრანს ადამიანებთან დაკავშირებით საკმაოდ პოლარიზებული დისკურსის ფონზე, რიგ ქვეყნებში მიღებულია სქესის აღიარების ისეთი მოდელები, რომლებიც თვითიდენტიფიკაციას უჭერენ მხარს. ქვიარ ადამიანების ძლიერმა მხარდაჭერამ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს ბენეფიტებიც მოუტანა. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ქვეყნებში, სადაც ინტერსექსი ადამიანების სასქესო ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა აიკრძალა კანონის დონეზე. 

ესპანეთმა, წლევანდელი რუქის მიხევით,  მე-6 ადგილიდან გადაინაცვლა მე-4 ადგილზე, ფინლანდია შევიდა პირველ ათეულში, საბერძნეთიც აიწია 4 პოზიციით. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით, სიძულვილით მოტივირებული, დანაშუალის დამამძიმებელ გარემოებებად განსაზღვრამ ბელგია, ისლანდია ესპანეთის დონეზე ამოწია. ყველაზე წინ კი მალტაა. 

აღსანიშნავია, რომ მოლდოვას პოზიციები აიწია 14 პუნქტით, რადგან ქვეყნის კანონმდებლობამ დისკრიმინაციის აკრძალვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ენის გარდა, სოგის ნიშნით, მოიცვა დასაქმების, განათლების, ვაჭრობის და სერვისების, ასევე ჯანდაცვის სფეროებიც. 

სლოვენიასა და შვეიცარიაში დაკანონდა ერთიდაიგივე სქესის მქონე ადამიანების ქორწინება და ასევე ბავშვის შვილად ერთობლივი აყვანა. შვეიცარიამ დამატებით დაუშვა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ქვიარ წყვილებისთვის. ქორვატიამ ასევე დაუშვა ბავშვის შვილად აყვანა ქვიარ წყვილებისთვის. 

საქართველო ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს თავის 25%-იან რეიტინგს (2015 წელს ის 36%-ს შეადგენდა), რაც იმას ნიშნავს რომ საკანონმდებლო დონეზე ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულ აღიარებას და პატივისცემას 75%-ით ჩამორჩება. თუმცა ისევ, ჯერ-ჯერობით წინ უსწრებს რიგ ქვეყნებს, როგორიცაა – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა და ლატვია. 

ცხადია კანონმდებლობის არსებობა სულაც არ ნიშნავს მის დაცვას და ამ კუთხით საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის და სათემო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, საკმაოდ მძიმეა. 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით 10-დან 7 ქვიარი ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას, ხოლო რესპონდენტების 68.7% ფსიქოლოგიურ ძალადობას.[1]

ILGA-Europe-ის ინსტრუმენტი Rainbow Europe ყოველწლიურად აფასებს ევროპის 49 ქვეყანას 74 კრიტერიუმის მიხედვით. მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით www.rainbow-europe.org/about

[1] Research: Aghdgomelashvili et al., Assessing the impact of anti-pandemic restrictions and anti-crisis measures on the LGBTQI community due to the new coronavirus, WISG, 2021.