იანვარი 2024 - Page 3

ნამსა ლუბას ფერადი სამყარო

/

ნამსა ლუბა – ფოტოგრაფი და არტ დირექტორი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. გვინეელი დედისა და შვეიცარელი მამის გავლენა მის ნამუშევრებზეა ასახული.

ნამსა ლუბამ ფოტოგრაფია შეისწავლა შვეიცარიის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურა ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით. არტისტი არაერთი ჯილდოს მფლობელია, ის თანამშრომლობდა დიორის სახლთან.

პროექტით  “Tropicadelic” არტისტი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს კოლონიალური ხედვა  აფრიკელი და პოლინეზიელი ადამიანების მიმართ, რომელიც ეგზოტიციზმით არის გაჯერებული. აღნიშნული პროექტი მოცავს ფანტასმაგორიულ და ფსიქოდელიურ ელემენტებს. სამყარო, რომელიც სავსეა ფანტაზიებით, რიტუალებითა და ფეტიშებით. ფოტოგრაფი ცდილობს ჩვენამდე მოიტანოს მაორელი ხალხის პერსპექტივა გენდერულ იდენტობაზე, ქალისა და კაცის აღქმაზე, ასევე ტრანსგენდერ ქალებზე. აღქმა, რომელიც ათავისუფლებს საკუთარ თავს დასავლური სტანდარტებისგან.

ჰომოფობიური მუქარებისა და ტრავმის შემდეგ ჯოშ კავალო ფეხბურთს უბრუნდება

8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა და ოპერაცია გაიკეთა. საფეხბურთო მოედანზე გამოჩენისას გულშემატკივრებმა კავალოს დაბრუნება ოვაციებით აღნიშნეს. ფეხბურთელი მადლობას უხდის მის პარტნიორს და ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარნენ ერთწლიანი რეაბილიტაციის პროცესში. მოთმინებითა და სხვების დახმარებით მან შეძლო კვლავ დაბრუნება ფეხბურთში.

ჯოშ კავალომ ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა. მას შემდეგ ბევრი ჰომოფობიური მუქარები მიიღო, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის. ქამინგ აუთის შემდგომ ის აქტიურ კამპანიაშია ჩართული, რაც ქვიარ სპორტსმენების მხარდაჭერას მოიცავს. ფეხბურთელმა არაერთხელ გააკრიტიკა FIFA-ს, მათ შორის იმ გადაწვეტილების გამო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა კატარში გადაწყდა, სადაც ჰომოსექსუალობა დასჯადია.

რუსი მომღერალი “ლგბტქი პროპაგანდის” გამო დააპატიმრეს

/

8 იანვარს ჯგუფი “შენკის” სოლისტი მაქსიმ ტესლი სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მომღერალი ერთ-ერთ შოუში გამოსვლისას მაყურებლის წინაშე შიშველი წარდგა. მას მხოლოდ წინდა უფარავდა გენიტალიებს. მომღერლის პერფორმანსი სწრაფად გავცელდა ინტერნეტში, მეორე დღეს კი ის დააკვეს 10 დღით, ხულიგნობის ბრალდებით.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა მაქსიმ ტესლის საჯარო გამოსვლა რეპერი ნიკოლაი ვასილიევის მხარდასაჭერად განხორციელებული. ცოტა ხნის წინ რეპერი დააკვეს ღამის კლუბში “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდისთვის”, სადაც ის შოუზე მაქსიმ ტესლის მსგავსად, მხოლოდ წინდააფარებული გენიტალიებით, შიშველი გამოჩნდა. ნიკოლაი ვასილიევი 15 დღით დააკავეს და ჯარიმის სახით 200 000 რუბლი დააკისრეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტქი მოძრაობა “ექსტრემისტულად” გამოცხადდა, მასობრივი რეპრესიები დაიწყო, მათ შორის გეი ბარების დარბევა და  ქვიარებისა და აქტივისტების დაკავება. ზოგიერთი ლგბტქი ორგანიზაცია იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა.

9 იანვარს თბილისში მორიგი ფემიციდი მოხდა

/

9 იანვარს კაცმა მძინარე ცოლი 4 თვის ბავშვის თანდასწრებით მოკლა. ქალს 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ბინაში სავარაუდოდ იმყოფებოდა მკვლელის მამაც. ოჯახი დმანისიდან ჩამოვიდა თბილისში ბავშვის ასაცრელად.

ცოლის დაჭრის შემდეგ დამნაშავემ თვითდაზიანება მიიყენა. ასევე ცნობილია, რომ ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის კაცი ადრეც იყო შემჩნეული, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით.

 

გებრიელ ატალი – საფრანგეთის პირველი ქვიარ პრემიერ მინისტრი

/

9 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გებრიელ ატალი – 34 წლის განათლების მინისტრი საფრანგეთის ახალ პრემიერ მინისტრად დაასახელა. ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და ღიად გეი პრემიერ მინისტრია. მან შეცვალა ელიზაბეტ ბორნი, რომელიც 8 იანვარს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მის გადადგმომას წინ უძღოდა არაპოპულარული საპნესიო რეფორმები და მასობრივი საპროტესტო აქციები.

გებრიელ ატალი მაკრონის გუნდში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მან პარიზის პრესტიჟული კერძო სკოლა დაამთავრა, სადაც მისი თქმით, ჰომოფობიური ბულინგის მსხვერპლი იყო. 17 წლის ასაკში კი სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა. ის მუშაობდა საფრანგეთის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, როგორც მთავრობის სპიკერი და განათლების მინისტრი.

ატალის პრემიერ მინისტრად დანიშნვას მაკრონის პოლიტიკის ერთგვარ “გადატვირთვად” აფასებენ. საფრანგეთი პარიზის ოლიმპიადის მოლოდინშია, ასევე მაკრონი ძლიერ წნეხს განიცდის ულტრა-მემარჯვენე პარტიის მხრიდან. ატალი კი მაკრონის გუნდში ყველაზე პოპულარულ წევრად არის მიჩნეული.

 

“ოქროს გლობუსი” 2024

//

ლოს-ანჯელესში “ოქროს გლობუსის” რიგით 81-ე დაჯილდოება გაიმართა.

  • კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა კილიან მერფი, დრამაში “Oppenheimer” 
  • საუკეთესო ფილმი (დრამა) –  “Oppenheimer”
  • კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (დრამა) – კილიან მერფი, ფილმი “Oppenheimer”
  • ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი (დრამა) – ლილი გლადსტონი, ფილმი “Killers of the Flower Moon”
  • საუკეთესო სერიალი (დრამა) – “Succession”
  • კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება  – ფილმი “Barbie”
  • საუკეთესო რეჟისორი – კრისტოფერ ნოლანი, ფილმი “Oppenheimer”
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “The Boy and the Heron”
  • საუკეთესო სცენარი – “Anatomy of a Fall”
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი – რობერტ დაუნი უმცროსი, ფიმლი “Oppenheimer”
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი – დავინ ჯოი რენდოლფი, ფილმი “The Holdovers”

ირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო ქალი გაამათრახეს

/

გამოცემა Telegraph წერს, რომ 33 წლის როია ჰეშმატი თეირანში ჰიჯაბის გარეშე რამდენჯერმე გამოჩნდა, რის შემდეგაც ის “საჯარო მორალის დარღვევისთვის” დაადანაშაულეს და ბრალი “გარყვნილების წახალისებისთვის” წაუყენეს. ასევე, ქალს ჯარიმის სახით 225 ევროს გადახდა დააკისრეს.

ირანის მთავრობამ ბოლო დროს ჰიჯაბისა და ზოგადად, ჩაცმის კოდექსის წესების დარღვევის გამო სასჯელს უფრო ხშირად იყენებს.  2022 წელს ირანში საპროტესტო ტალღა გამოიწვია მორალის პოლიციის მიერ 22 წლის სტუდენტზე, მაჰსა ამინზე ძალადობამ – ის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავეს და სცემეს, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა – სოლიდარობის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი კი “ქალი, ცხოვრება, თავისუფლება” გახდა. უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

2023 წლის ოქტომბერში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო კიდევ ერთ მოზარდს სცემა – არმიტა გერავანდის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო, მორალის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, თუმცა ამ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფს და აცხადებს, რომ ის თეირანის მეტროში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მიყენებული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღე კომაში იყო და გარდაიცვალა.

ბრიტნი სპირსი: “მუსიკალურ ინდუსტრიას არასოდეს დავუბრუნდები!”

//

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ მუსიკალურ ინდუsტრიაში ბრუნდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობდა და დუეტს წერდა Charli XCX და Julia Michaels-თან ერთად.

ბრიტნი სპირსმა მის ინსტაგრამ პოსტში განაცხადა, რომ არ მუშაობს ახალ ალბომზე, არც დუეტის ჩაწერას აპირებს და არც მომავალში გეგმავს დაუბრუნდეს მუსიკალურ ინდუსტრიას. თუმცა აღნიშნა, რომ სიმღერებს წერს სხვებისთვის და “საკუთარი სიამოვნებისთვის.”

მომღერალმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები მის მემუარებთან დაკავშირებით, თითქოს წიგნი “The Woman in Me” მისი თანხმობის გარეშე, არალეგალურად გამოიცა. ბრიტნი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია “ძალიან შორს არის სიმართლისგან.”

ბერლინში ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

///

23 თებერვალს ბერლინის „დოიჩეს თეატრში”  გაიმართება ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა. „Penthesilea: Ein Requiem / პენთესილეა: რეკვიემი” ასეთია სპექტაკლის სახელწოდება, რომელსაც ქართველი მწერალი, რეჟისორი და დრამატურგი ბერლინში წარადგენს. ტექსტის ავტორი თავად ნინო ხარატიშვილია, სპექტაკლი კი ორენოვანია. ტექსტის ქართული თარგმანი ეკუთვნის მაია ფანჯიკიძეს.

გერმანელ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები ანანო მახარაძე და ეკა ნიჟარაძე.

სპექტაკლი ბერძნებისა და ამაზონელი მეომრების ბრძოლას მოგვითხრობს და ანტიკური მითის ნინო ხარატიშვილისეული ინტეპრეტაციაა.