იანვარი 2024 - Page 2

გეი კაცი ჩეჩნეთიდან, რომელიც წამების მსხვერპლი იყო, ქვეყანას ტოვებს

/

რიზვან დადაევი ჩეჩნეთის მოქალაქეა, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო იმყოფებოდა პატიმრობაში და ექვემდებარებოდა ძალადობრივ მოპყრობას პოლიციის მხრიდან, ტოვებს ქვეყანას. ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ კავკასიის ლბგტქი მხარდამჭერი ორგანიზაცია “SK SOS.”

2022 წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც უცნობი პირები აწარმოებდნენ რივზან დადაევის დაკითხვას, სადაც ის  ამბობს, რომ გეია. ამის შემდეგ დადაევი გაუჩინარდა. აქტვისტებმა მიმართეს შესაბამის ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. 2023 წელს ორგანიზაცია “SK SOS”-ის მოთხოვნითა და დახმარებით, აღმოჩენილი იქნა დადაევის ადგილსამყოფელი და მოხერხდა მისი გამოყვანა საპატიმროდან.

როგორც აღმოჩნდა, დადაევის გავრცელებული ვიდეო გადაღებული იყო ახალგაზრდა კაცების მიერ, რომლებმაც მას შანტაჟის მუქარით აღიარებინეს სექსუალური ორიენტაცია, სანაცვლოდ კი მოითხოვეს 50000 რუბლი და აიფონ 13. ვიდეოს გავრცელების შემდეგ დადაევი და მოძალადეები დაკავებული იქნა პოლიციიის მიერ, სადაც ისინი, (დადაევიცა და მოძალადეებიც) ექვემდებარებოდნენ წამებას და დამამცირებელ მოპყრობას. რიზვან დადაევი დაკავებული იყო მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, ხოლო მის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდა პოლიციის უფროსი და ჩეჩნეთის მეთაურის – რამზან კადიროვის ნათესავი.

რიზვან დადაევი 2017 წელსაც იყო დაკავებული მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, როდესაც ჩეჩნეთში ქვიარ ადამიანების მასობრივი დევნა დაიწყო.

კრისტენ სტიუარტი მისი სარეჟისორო დებიუტისთვის დაფინანსებას ითხოვს

კრისტენ სტიუარტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გააგრძელოს კინო ინდუსტრიაში მუშაობა მანამ, სანამ არ ექნება შესაძლებლობა გადაიღოს საკუთარი რეჟისორობით ფილმი “The Chronology of Water.” აღნიშნული ფილმი შეიქმნება ლიდია იუკნავიჩის მემუარები მიხედვით. იუკნავიჩის ნაწარმოები “The Chronology of Water” გვიყვება ახალგაზრდა ქვიარ გოგონას ცხოვრებაზე, მის სექსუალურ განვითარებასა და ძალადობაზე. ასევე, იდენტობის საკითხების სირთულეებზე, რომელსაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებამდე მიჰყავს მთავარი გმირი. კრისტენ სტიუარტი ამბობს, რომ აღნიშნული ფილმის გადაღება მისთვის ძალიან საინტერესო და  მნიშვნელოვანია.

მსახიობმა ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო ქვიარ თრილერში “Love Lies Bleeding”და საი-ფაი მელოდრამაში “Love Me.” სტიუარტი ამბობს, რომ ექსტრემალური გზით დაფინანსების მოთხოვნა ის უკანასკნელი საშუალებაა, რაც მას დარჩა, ამიტომ მიმართავს უკიდურეს ზომებს და ფიქრობს, აღარ მიიღოს სხვის გადაღებულ ფილმებში მონაწილეობა, სანამ არ განახორციელებს სარეჟისორო მიზანს.

სერიალები, რომელსაც 2024-ში ველოდებით

//

სერაილების მოყვარულები 2024 წელს მეტ ქვიარ პერსონაჟებს და ახალ სეზონებს უნდა ველოდეთ, ასეთია პროგნოზი.

გადავავალოთ თვალი ჩვენთვის საყვარელ და მომლოდინე სერიალებს:

The Traitors

სერიალის ორიგინალური ვერსია ჰოლანდიურია, რომლის პრემიერა 2021 წელს შედგა. სერაილის გმირები ციხესიმაგრეში მცხოვრები ადამიანების ჯგუფია, რომლებიც მათ შორის მოღალატეების აღმოჩენას ისახავს მიზნად, შედეგად კი, ყველა ცდილობს “თავისიანად” მოაჩვენოს თავი. სერიალის პოპულარობიდან გამომდინარე გადაღებული იქნა ინგლისურენოვანი ვერსია, სადაც მთავარ როლს ბისექსუალი მსახიობი ალან კამინგი ასრულებს. მიმდინარე წელს სერიალის მეორე სეზონს ველოდებით.

Sort Of 

სერიალი წელს მესამე სეზონით ბრუნდება. მთავარი გმირი პაკისტანელი წარმოშობის არაბინარულ ადამიანია, რომელიც ტორონტოში ცხოვრობს. ფილმი საკმაოდ შთამბეჭდავია, რომელიც სხავადსხვა რაკურსით გვაცნობს პერსონაჟის გენდერული იდენტობის საკითხებს. სერიალში ბევრი ტედალია წარმოჩენილი, რომელიც უემოციოდ არავის ტოვებს.

Hacks

კომედიური ჟანრის სერიალის დაბრუნებას სიხარულით ველოდით და აი, ისიც! სერიალის მეორე სეზონში გვპირდებიან მეტ ქვიარ თავგადასავლებსა და ისტორიებს.

Doctor Who

ალბათ, მაისში ყველა ველოდებით სერაილის მორიგ სეზონს და  Ncuti Gatwa-ს, რომელიც რიგით მე-15 Doctor Who-ს როლს შეასრულებს.

The Sex Lives of College Girls 

სერიალი მესამე სეზონით ბრუნდება და მის მაყურებელს საინტერესო პერსონაჟებს და ქვიარ ისტორიებს პირდება.

Yellowjackets

სერიალი ახალგაზრდა გოგონების ფეხბურთის გუნდის შესახებ არის, რომელიც კანადის უდაბნოში კანიბალიზმს მიმართავს. სერაილი დიდი პოპულარობით სარგებლობს და წელს მესამე სეზონით ბრუნდება.

გრეის ანატომიის მე-20 სეზონში ექიმი კიმი ბრუნდება

/

გრეის ანატომიის მე-20 სეზონი მარტში გამოვა. კიდევ ერთი სიახლე, რაც ახალ სეზონში გველოდება – ალექს ლანდის დაბრუნებაა. სერიალის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ეკრანზე კვლავ იხილონ ქვიარ ექიმი.

ალექს ლანდი სერიალს მე-15 სეზონიდან შემოურთდა, მისი პერსონაჟი, ექიმი კიმი ღიად გეი კაცია, ხოლო მისი პარტნიორია ექიმი ლევი შმიდტი (ჯეიკ ბორელი). მე-18 სეზონში წყვილი ერთმანეთ შორდება. საინტერესოა, როგორ გავითარდება ურთიერთობა ახალ სეზონში.

ჯეიმს ლანდიმ სერიალში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქვიარ ექიმისა და ამასთან, აზიელი ქვიარ ექიმის როლის თამაში. “აზიელები, ისევე როგორც ლგბტქი ადამიანები, ფილმებში ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ მე შემიძლია წარმოვადგინო ორივე მათგანი, ეს მნიშვნელოვანია.” – ამბობს ლანდი.

აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში პირველად, ელემ პომპეოს პერსონაჟი მერიდიტ გრეი არ იქნება დიდი დოზით და მთავარ ფიგურად წარმოჩენილი.



                    

სექსუალური შევიწროების გამო ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

//

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული.

ოეგანიზაციის განცხადებით, “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს (შემდეგში-კომიტეტი) და მოითხოვა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მწვრთნელებისთვის დროებით,  ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა. ორივე საქმეში, სადაც სასამართლომ დაადგინა ათლეტი გოგოების მიმართ სპორტში სექსუალური შევიწროება, ქალ ათლეტებს PHR-ი წარმოადგენდა.”

“კომიტეტი დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხედველობაში მიიღო მწვრთნელების მხრიდან საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი.  ორივე შემთხვევაში „სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკმაოდ მწვავე ხასიათისაა და ამ საკითხზე სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შემდგომში უმოქმედობამ, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი“-აღნიშნულია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.”

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცახადებით აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცენდენტულია, რადგან კომიტეტმა პირველად მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელებისთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სექსუალური შევიწროების გამო.

სარა ჯოზეფინ ბეიკერი – ქვიარ ქალი, რომელმაც შეძლო ნიუ-იორკში ტიფის გავრცელების შეჩერება

1907 წელს ნიუ-იორკში 3000-მდე ადამიანი დაინფიცირდა სალმონელას ტიფით. ეპიდემია სწრაფად გავცელდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10% იყო. ექიმი, რომელმაც დააიდენტიფიცირა ეპიდემიის თავდაპირველი გამავრცელებელი ადამიანი და ხელი შეუწყო ეპიდემიის შეჩერებას, იყო სარა ჯოზეფ ბეიკერი, ფემინისტი და აქტივისტი ქვიარ ქალი.

მერი მალონი, ირლანდიელი იმიგრანტი აშშ-ში, რომელიც მზარეულად მუშაობდა სხვადასხვა ოჯახში, ტიფის გავრცელების პირველი წყარო აღმოჩნდა. ის განაგრძობდა მუშაობას და დაავადების გავრცელებას. როდესაც ექიმი ბეიკერი მერისთან მივიდა ტიფის ანალიზის გასაკეთებლად, მერიმ მისი დანით დაჭრა სცადა, რის შემდეგაც პოლიციიის გამოძახება გახდა საჭირო. დადებითი პასუხის შემდეგ მზარეული იზოლაციაში გადაიყვანეს. იმ დროს ანტიბიოდიკებით მკურნალობა ჯერ არ იყო აღმოჩენილი, ამიტომ მერის დიდი ხნით იზოლაცია მოუწია დაავადების გავრცელებისგან თავის ასარიდებლად. მერის დაავადება ქრონიკული იყო, ის იძულებით იზოლაციაში ჰყავდათ. ორი წლის შემდეგ მერიმ დაარწმუნა ახალი ჯანდაცვის კომისარი, გაენთავისუფლებინა საავადმყოფოდან. განთავისუფლების შემდეგ დიდი დრო არ დაჭირდა ეპიდემიის კვლავ აფეთქებას, რადგან მზარეულმა მერიმ კვლავ ბევრი ადამიანი დააინფიცირა. ამის შემდეგ ის ცხოვრების ბოლომდე იზოლაციაში იმყოფებოდა.

ექიმმა სარა ჯოზეფ ბეიკერმა მისი კარიერა ნიუ-იორკის ღარიბ მოსახლეობას მიუძღვნა. ის ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას ებრძოდა და დიდწილად მიაღწია კიდეც შედეგს. ბეიკერმა დანერგა სანიტარული ნორმები. ჰიგიენის წესების სწავლებამ შედეგები გამოიღო. ექიმი დადიოდა თითოეულ ოჯახში, სადაც ვაქცინაციის მიმართ ცნობიერების ამაღლლებასა და შემდგომ ვაქცინაციას უზრუნველყოფდა. ის გახდა პირველი ქალი, ვინც მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი. ბეიკერი არ გავიდა პენსიაზე მანამ, სანამ არ უზრუნველყო შტატში ბავშვთა ჰიგიენის სერვისები. 

სარა ჯოზეფ ბეიკერი ახერხებდა დისკრიმინაციულ გარემოში ყოფილიყო წარმატებული ექიმი, დაეცვა ღირსება და მისი იდენტობა. სარა ცხოვრობდა პარტნიორ ქალთან ერთად, მწერალ იდა უილისთან ერთად ცხოვრების ბოლომდე. ექიმი 1945 წელს გარდაიცვალა.

ახალი მიუზიკლი პრინსის როკ მიუზიკლზე(1984) დაყრდნობით გამოვა

/

პროდიუსერმა ორინ ვოლფმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს 1984 წლის საკულტო როკ მიუზიკლის – “Purple Rain-ის”  სასცენო ვარიანტის დადგმას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა NRP ავრცელებს.

ფილმი “Purple Rain” 1984 წელს გამოვიდა, რომელიც პრინსის ბიოგრაფიული მიუზიკლია. ფილმში მთავარ როლს თავად მომღერალი ასრულებს. აღნიშნულმა ფილმმა პრინსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, ის ოსკარისა და გრემის ჯილდო მფლობელი გახდა. 2024 წელს მიუზიკლის 40 წლის იუბილეა.

ახალი მიუზიკლის რეჟისორია ლილეანა ბრეინ-კრუსი, რომელიც ამჟამად ლინკოლნის თეატრალური ცენტრის რეჟისორია. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად სად გაიმართება მიუზიკლის პრემიერა, თუმცა პროდიუსერები საუბრობენ ბროდვეის თეატრთან მოლაპარაკებებზე.

ორგანიზატორების თქმით, მიუზიკლის შესახებ დეტალები მომდევნო თვეში გახდება ცნობილი.

სარა პოლსონი პარტნიორს დაბადების დღის ემოციურ ვიდეოს უზიარებს

მსახიობმა სარა პოლსონმა მის ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მის პარტნიორს, ჰოლანდ ტეილორს დაბადების დღეს ულოცავს. ვიდეო ფოტო კოლაჟისგან შედგება, სადაც მსახიობისა და მისი პარტნიორის მოგონებებია, ფოტოებზე აღბეჭდილი. “დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ერთადერთ სიყვარულს, შენ ხარ ჩემი სამყარო, მიყვარხარ” – წერს ვიდეო მილოცვასთან ერთად სარა პულსონი.

ჰოლანდ ტეილორი და სარა პოლსონი ჰოლივუდის ერთ-ერთ საყვარელ და პოპულარულ ქვიარ წყვილად ითვლებიან. ასევე, ბევრისთვის არიან ინსპირაციის წყარო.

ქვიარ სერიალი “Our Flag Means Death” ორი სეზონის შემდეგ დაიხურა

HBO Max-ის კომედიური ჟანრის სერიალი გეი მეკობრეების შესახებ – “Our Flag Means Death” ორი სეზონის შემდეგ დაიხურა, რასაც მაყურებლებს შორის უკმაყოფილება და იმედგაცრუება მოჰყვა.

ფილმის სიუჟეტი 1717 წელს ვითარდება. მიწების მესაკუთრე მდიდარი სტედ ბონეტი თვლის, რომ მისი ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენია და გადაწყვეტს, გახდეს მეკობრე. თუმცა, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას წარმოედგინა. სერიალის პერსონაჟების ნაწილი და სცენარი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. ფილმის იდეის ავტორი და  რეჟისორია დევიდ ჯენკინსი. მთავარ როლებს ასრულებენ ტაიკა ვაიტიტი, რის დარბი, ვიკო ორტისი და კრისტიან ნაირნი.

სერიალი ქვიარ ისტორიის სიღრმეებში ჩადის და ოსტატურად, იუმორის თანხლებით გვთავაზობს თავბუდამხვევ კადრებს. ფილმის პრემიერა 2022 წელს შედგა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ბოლო სეზონი უფრო კარგად გვაცნობს ფიმლის გმირებს, მათ სასიყვარულო ისტორიას და ბონუსად, უხვად გვხვდება ახალი ზელანდიის ულამაზესი ბუნების კადრები.

სერიალის დახურვის მიზეზი ოფიციალურად უცნობია. ზოგადად, სერიალის დახურვის ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს: მისი დაბალი რეიტინგი ან პროდიუსინგის ძალიან მაღალი საფასური. გამომდინარე იქიდან, რომ მაყურებლისთვის სერიალს “Our Flag Means Death” არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ ჰქონდა დახურვისთვის, ეჭვი ჰომობობიურ მოტივზე მიიტანეს. ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ტაიკა ვაიტიტი ამბობს, რომ მეორე სეზონის დასასრული სერიალის ლოგიკური დასასრულიც არის, “თქვენ ნახეთ ბოლო სერია?” – ამბობს მსახიობი.

 

 

დღეს ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართება

/

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა ჩატარდება. როგორც ცნობილია, ლაზარე დღევანდელ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლებს. სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას გეგმავენ.

გრიგორიადისი და მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და დიდი მოლოდინები არ აქვთ. ასევე არ გამორიცხავენ, რომ შეწყალების მიზნით მიმართონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაზარეს  წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე დაიწყო სიძულვილის კამპანია, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.  22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.