ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

ნიკოტინი წარმოადგენს გამჭვირვალე ზეთოვან ნივთიერებას მძაფრი, მწარე გემოთი, დუღს 140-145 გრადუსზე, იხსნება წყალში და სპირტში. ნიკოტინს დიდი ოდენობით შეიცავს თამბაქოს ფოთლები, ხოლო მცირე ოდენობით ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, მწვანე წიწაკა. ნიკოტინის ალკალოიდებს შეიცავს ასევე კოკას ფოთლები.

ნიკოტინი ნეიროტოქსინია, რომლის მეშვეობით მცენარეები თავს მწერებისგან იცავენ. ადამიანის მიერ თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვის დროს ფილტვებში ხდება ნიკოტინის შეწოვა და ნიკოტინი წამებში აღწევს ადამიანის თავის ტვინს.

ნიკოტინი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – სტიმულატორს, რომელიც იწვეს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, მალე აღწევს ტვინამდე და გავლენას ახდენს ნეირონების მუშაობაზე. ნიკოტინის მცირე დოზით მოხმარება იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას, რის შედეგადაც მატულობს გულისცემა, წნევა, კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

სისტემატურად მოხმარებისას ნიკოტინი ითავსებს ბუნებრივი ნეიორმედიატორის ფუქნციონირებას, რის შედეგადაც იცვლება ნივთიერებათა ბალანსი.

თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეიცავს თამბაქოსა და ნიკოტინს და იწვევს მიჩვევას: სიგარეტი, აიქოსი, სიგარა, ჩიბუხის თამბაქო, თაბაქოს მცენარის ფოთლები, საღეჭი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი (ვეიპები) შეიძლება შეიცავდნენ ნიკოტინს.

თამბაქოზე დამოკიდებულება განიხილება, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც დამოკიდებული აგრძელებს მოწევას მიუხედავად თამბაქოსთან დაკავშირებული ან მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობისა.

ნივთიერებაზე დამოკიდებულებაეს არის ქრონიკული მორეციდივე მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება:

  • ნივთიერების კომპულსური მიღებით/ძიებით;
  • მიღებული ნივთიერების რაოდენობის შემცირების შეუძლებლობით ან რაოდენობის კონტრულის სრული დაკარგვით;
  • ნეგატიური ემოციური მდგომარეობით, როდესაც ნივთიერების მიღების შესაძლებლობა შეფერხებულია ან შეუძლებელია.

ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ მწეველს ახასიათებს აღკვეთის სინდრომი – სხვადასხვა სიმპტომთა ჯგუფი, რომლებიც გამოვლინდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, რომელსაც პიროვნება მოიხმარდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ნიკოტინური დამოკიდებულების შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი გრძელდება 3-5 დღე და გამოიხატება შემდეგ სიმპტომებში:

  • გაღიზიანება
  • ბრაზი
  • შფოთვა
  • უენერგიობა
  • უძილობა ან ძილიანობა
  • თავის ტკივილი
  • ხველება
  • ყელის სიმშრალე

არ არსებობს ნიკოტინისა და თამბაქოს მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისას სწრაფად ყალიბდება ტოლერანტობა, შედეგად კი ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს:

  • გულისცემისა და წნევის მატებას
  • ფიზიკური დატვირთვის დროს სუნქთვის გაძნელებას
  • ყელის ტკივილსა და ხველას
  • თავბრუსხვევას, თავის ტკივილს
  • დაბუჟებას კიდურებში
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაქვეითებას
  • გასტრო-ენტეროლოგიურ პრობლემებს
  • ზოგად სისუსტეს, უენერგიობას (მუდმივი ჰიპოქსიის გამო)
  • ინტოქსიკაციის, გულისრევის შეგრძნებას
  • სახსრების ტკივილს
  • ძილის დარღვევა

ნიკოტინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები, სწრაფი სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი.

ზოგიერთი მწეველი მიიჩნევს, რომ ვეიპებისა და აიქოსის გამოყენება არ არის საზიანო, თუმცა შესუნთქული ქიმიკატების რაოდენობა დიდად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი სიგარეტისას.

თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზიანი და ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე დადასტურებულია და შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნერვული სისტემის დისფუნქცია
  • ნეიროდეგენერაციული, ავტოიმუნური დაავადებები
  • ინსულტი
  • სიბრმავე, კატარაქტა (თვალის დაავადებები)
  • პერიოდონტიტი (კბილების გაყვითლება, ღრძილების დაავადება)
  • აორტის ანევრიზმი
  • გულის კორონარული დაავადება
  • ონკოლოგიური დაავადებები (20-ზე მეტი სახეობის)
  • პნევმონია, ფილტვის ემფიზემა
  • სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები (ქოშინი, ასთმა, ხველა)
  • შაქრიანი დიაბეტი, პირველი და მეორე ტიპის
  • შემცირებული ნაყოფიერება
  • საშვილოსნოს გარეორსულობა, ორსულობის შეწყვეტა
  • ბარძაყის მოტეხილობები
  • მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია
  • ლიბიდოს დაქვეითება ქალებში
  • რევმატოიდული ართრიტი
  • დაქვეითებული იმუნური ფუნქცია (რეგულარული გაციება და გრიპი)
  • ჯანმრთელობის საერთო დაქვეითება (დაბერება, ზურგის ტკივილი, ჭრილობების შეხორცება, განწყობის ცვალებადობა)
  • ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
  • ფსიქოლოგიური სირთულეები
  • ფინანსური და სოციალური პრობლემები

მეორადი მწეველობა, როდესაც ადამიანი სუნთქვას მწეველების კვამლს, ასევე საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოწევა სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვილებთან, ბავშვებს, ორსულებთან და მეძუძურ ქალებთან. ასევე რესპირატორული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებთან ახლოს.

ნიკოტინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთადმათ შორის ურეცეპტოდ გაცემული ან გამოწერილი მედიკამენტების ჩათვლითშეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი და გამოიწვიოს:

ნიკოტინი + ბენზოდიაზეპინები: ბენზოდიაზეპინების ეფექტურობის დაქვეითება.

ნიკოტინი + კონტრაცეპტული აბი: სისხლის შედედების წარმოქმნის რისკი.

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

 

გამოყენებული მასალა:

ბექაია ნ. (2021). ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

Koob G.F. & Dr. Simon E.J. (2010). The Neurobiology of Addiction: Where We Have Been and Where We Are Going

Alcohol and drug foundation. (2022). https://adf.org.au/drug-facts/nicotine/

 

 

 

წინა

LSD (ელესდე)

შემდეგი

რამდენიმე სიტყვა ლუკას დონტის, ბელგიელი ქვიარ რეჟისორის შესახებ!

ბოლო სიახლეები

ახალი კვლევის მიხედვით ტრანსგენდერი კაცების მესამედს აქვს ოვულაცია მიუხედავად ჰორმონალური თერაპიისა

FacebookTweetLinkedInEmail ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი კაცების მესამედს, რომლებიც ტრანზიციის პერიდში ჰორმონალურ თერაპიას

ქვიარ ადამიანებისგან “მობეზრებული”კანადელი ულტრა-მემარჯვენე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად

FacebookTweetLinkedInEmail კანადელმა ულტრა-მემარჯვენემ არენდ ფინსტრამ გადაწყვიტა, რომ მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ქვიარ ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეზრეს.

რომის პაპი ფარისევლობას უწოდებს მის მიმართ კრიტიკას ქვიარ ადამიანების დალოცვის შესახებ

FacebookTweetLinkedInEmail რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ფარისევლობაა მისი კრიტიკა ლგბტქი წყვილების დალოცვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დეკემბერში პაპმა

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო