ქვიარი

ქვიარები გაცნობის საიტებზე მიღებულ გამოცდილებას აფასებენ

Ხშირად, გაცნობის აპლიკაციები ქვიარ ადამიანებისთვის ერთადერთი გაცნობის საშუალებაა. არსებობს ქვიარ მეგობრული სივრცეები, სადაც სოციალური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მეგობრებთანაც კი არ საუბრობენ, სხვადასხვა სოციალური სივრცეც

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია აიკრძალა

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია კანონის ძალით აიკრძალა. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვიარ ადამიანების გარდაქმნის პროცესში არიან ჩართული პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. კანონის ძალით უფლებადამცველებსაც შეეძლებათ საჩივრის მომზადება, რაც იმ ადამიანების კეთილდღეობის დაცვას უზრუნველყოფს, რომელთაც საკუთარი უფლებების  სამართლებრივი დაცვის ბერკეტებით სარგებლობა

რას ნიშნავს ლგბტქი?

აკრონიმი ლგბტქი ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს აღნიშნავს. აღნიშნული აბრევიატურის დამკვიდრებამდე, ლგბტქი თემის აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებდნენ სიტყვას გეი, მოგვიანებით კი ლგბ-ს.

გაიცანით ჯეიმს ბიდგუდი — ქვიარ ფოტოგრაფიის კოვიდით გარდაცვლილი პიონერი

ჯეიმს ბიდგუდი, ფოტოგრაფი, რომელმაც 1960-70-იან წლებში ეროტიკული გეი ფოტოგრაფია ხელოვნების დონეზე აიყვანა, იანვრის მიწურულს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 88 წლის ასაკში გარდაცვლილი შემოქმედის

5 ქვიარ წიგნი, რომელიც შემოდგომით გამოვა

//

2023 წელი უკვე საინტერესოდ დაიწყო ქვიარ წიგნების მოყვარულებისთვის. მიუხედავად იმისა რომელი ჟანრი გიყვართ შემოდგომით იმედგაცრუებულები არ დარჩებით, რადგან ძალიან ბევრი ახალი ქვიარ წიგნი გამოდის. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Inverse Cowgirl by Alicia Roth Weigel — 19 სექტემბერი

ალისია როტ ვეიგელი არის ადამიანის უფლებათა კომისარი ქალაქ ოსტინში და ინტერსქესი უფლებების აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ორ პროცენტზე მეტი ინტერსქესუალური თვისებებით იბადება, ინტერსქესის საკითხების ძირითადი ცნობიერება პრაქტიკულად არ არსებობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი, ვინც იბადება ინტერსქესი, ექვემდებარება არასაჭირო და არაკონსენსუალურ ოპერაციებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ აიძულონ მათი სხეული მკაცრი მამრობითი ან მდედრობითი სქესის ორობითობას მოერგონ. ესეების სერიის საშუალებით ვეიგელი გვიზიარებს მძაფრ, ძლიერ და ხშირად სასაცილო ისტორიებს ცხოვრებისა და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ.

Kween by Vichet Chum – 3 ოქტომბერი

Kween-ში, კამბოჯელი ამერიკელი დრამატურგის ვიშეტ ჩუმის სადებიუტო რომანში, ტინეიჯერ გმირ სომას ბევრი რამ აქვს გასაბრაზებელი. წიგნში მხოლოდ სომა და მისი და დარჩნენ შეერთებულ შტატებში. მაშინ, როცა სომას და უნდა ზრუნავდეს მასზე, ის ზედმეტად დაკავებულია ქორწილის დაგეგმვით, რომ სომას პრობლემებზე ზრუნავდეს.

როგორ უმკლავდება სომა სიბრაზის და მარტოობის გრძნობებს? მისი სლემის პოეზიით. სომას მეგობრები და მასწავლებლები მოუწოდებენ, უფრო შორს წაიყვანოს წერა Spoken Word-ის კონკურსში მონაწილეობით. მაგრამ სომა არ არის დარწმუნებული, რომ მზად არის თავისი ოჯახის საკითხები ყველამ ნახოს. ეს რომანი არის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც აღნიშნავს უცნაურობას, ქმერულ იდენტობას და გამოხატავს ყველაზე ავთენტურ მეს.

Being Ace edited by Madeline Dyer — 10 ოქტომბერი

ასექსუალური ისტორიები, განსაკუთრებით ასექსუალური სიყვარულის ისტორიები, ხშირად არასწორად არის გაგებული და წარმოდგენილი. Being Ace არის ასექსუალური სიყვარულის ისტორიების უსაზღვრო შესაძლებლობებზე. წიგნში ერთიანდება რამდენიმე ასექსუალი მწერლის დაწერილი ისტორიები, რომლებიც რომანისტმა და პოეტმა მადლინ დაიერმა დაარედაქტირა.

ეს ანთოლოგია უდასტურებს მკითხველს, რომ ასექსუალური გამოცდილება მრავალფეროვანი და რთულია. თოთხმეტი მოთხრობის გმირების ყველა ისტორია ღირებულია, მიუხედავად იმისა რა გარემოში არიან და რას აკეთებენ. ყველა პერსონაჟი სიყვარულის ღირსია.

10 Things That Never Happened by Alexis Hall — 17 ოქტომბერი

წიგნის მთავარი გმირია საცალო ვაჭრობის მენეჯერი სემ ბეკერი. სამსახურის დაკარგვის შიშით სემი იტყუება, რომ ამნეზია აქვს და ყველაფერი დაავიწყდა, მათ შორის ის დაგეგმილი საუბარიც, რომელიც უფროსთან ჰქონდა. სემმა იცოდა, რომ ამ საუბრის დროს უფროსი ჯონათან ფორესტი სამსახურიდან გაათავისუფლებდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სემმა არ იცის რამდენ ხანს შეუძლია იცხოვროს უფროსის მოტყუების დანაშაულით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯონათანი ასეთი საყვარელი აღმოჩნდა.

Pritty by Keith F. Miller Jr — 14 ნოემბერი

კეიტ ფ. მილერის სადებიუტო რომანი Pritty არის შავკანიანი ქვიარ სიყვარულის ძლიერი ისტორიაა. ჯეი მუდმივად ცხოვრობს უფროსი ძმის ჩრდილში, რომელიც უფრო მასკულინური და ათლეტურია, ვიდრე ჯეი ოდესმე იმედოვნებდა. ჯეისთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს, განსაკუთრებით მის ძმასთან შედარებით. თუმცა ლეროი ხედავს მას.

ჯეისა და ლეროის სიყვარულის ისტორია გართულებულია მათი ოჯახური დინამიკით და სავანას უბნების ომით. ვიღაც ცდილობს გაანადგუროს „შავი ბრილიანტები“, რომლებმაც თავიანთ საქმედ აქციეს შავკანიანი საზოგადოების დაცვა. ძალადობა არ შეჩერდება, სანამ ჯეი და ლეროი არ აღმოაჩენენ ვინ არის ის. ლეროის უიმედოდ სურს ჯეის დაცვა და მან იცის, რომ ერთადერთმა გამოსავალმა შეიძლება მათი ურთიერთობა დაასრულოს.

 

© Emily Martin/Them

ისტორიული ფიგურები, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ქვიარები იყვნენ

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით შედარებით ადვილია ქვიარ აიდოლების პოვნა, შეიძლება ისე ჩანდეს, რომ 20-ე საუკუნამდე არც ისე ბევრი ქვიარი ცნობილი ადამიანი არსებობდა.

ისტორიის უმეტესობა ქვიარ ადამიანებს არ სწყალობდა, სწორედ ამიტომ, ბევრი ფიგურა ვერ აღიარებდა ნამდვილ იდენტობას.

საბედნიეროდ, ისტორიკოსებმა ბევრი იმუშავეს, რომ რამდენიმე ისტორიული ფიგურის ნამდვილი სექსუალური იდენტობა აღმოეჩინათ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიცნობთ ისტორიულ ფიგურებს, რომელთა შესახებაც სკოლაში ისწავლეთ, მაგრამ არავის უხსენებია, რომ ლგბტქი თემის წევრები იყვნენ.

ლეონარდო და ვინჩი

ვალტერ ისააკსონის წიგნი, სახელწოდებით „ლეონარდო და ვინჩი: ბიოგრაფია“

კარგად აჩვენებს, რომ ლეონარდო და ვინჩი მე-15 საუკუნეში, ფლოერნციაში, ცხოვორბდა, როგორც ღიად გეი მამაკაცი.

ტექსტში, რომელიც ეყრდნობა მხატვრის საკუთარ რვეულებს, მოთხრობილია, თუ როგორ ჰყავდა და ვინჩის ახალგაზრდა მამაკაცი კომპანიონები.

მან ასევე არაერთხელ ასახა მამაკაცის სექსუალობა თავის ხელოვნებაში და სიცოცხლის განმავლობაში სოდომიის ბრალდებას წააწყდა.

მხატვარი ორჯერ საჯაროდ დაადანაშაულეს გეი სექსში და ახალგაზრდა მამაკაცი პროტეჟე ჩამოაშორეს ლეონარდოსთან „ბოროტი ცხოვრების“ გამო. მისი ნაწერები არაერთხელ ასახავდა მამაკაცებისადმი მის მიზიდულობას და ქალებთან სექსის სურვილის არ ქონას.

მეფე ჯეიმს VI და I

მეფეს, რომელიც მართავდა 1567 წლიდან 1625 წლამდე, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე ქვიარ ურთიერთობა ჰქონდა.

ჯეიმსი ხშირად აძლევდა ტიტულებს თავის საყვარლებს, მათ შორის რობერტ კარს სომერსეტის გრაფის ტიტული მიანიჭა.

მას ასევე უყვარდა ჯორჯ ვილიერი და იგი რაინდი, გრაფი და მოგვიანებით ბუკინგემის ჰერცოგი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს მეფესა და ვილიერს შორის ურთიერთობის შესახებ, ის დიდი ხნის განმავლობაში უარყოფილი იყო საზოგადოების მხრიდან.

მეფისადმი მიწერილ წერილებში ვილიე წერდა: „მე ბუნებრივად მიყვარს შენი პიროვნება და ვაღმერთებ შენს ყველა სხვა ნაწილს, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ერთ ადამიანს ჰქონია“.

სელმა ლაგერლოფი

სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურაში, 1909 წელს.

1992 წელს, სელმას და მისი ებრაელი შეყვარებულისა და მწერლის, სოფი ელკანის, წერილები გამოქვეყნდა წიგნში „შენ მასწავლი თავისუფლებას“ (Du lär mig att bli fri).

ქალები ერთმანეთს პირველად 1894 წელს შეხვდნენ და ელკანის გარდაცვალებამდე 1921 წლამდე ერთად იყვნენ. ამასობაში ათასობით წერილი მისწერეს ერთმანეთს.

ერთ-ერთ მათგანში სელმა სოფის წერს: „ყველგან ჩემთან ერთად ხარ, გხედავ, შენი მესმის და შენთან ერთად ვცხოვრობ. ამის გაკეთებას, რომ ვეღარ შევძლებ ძალიან მომენატრები“.

უილიამ შექსპირი

იდეა, რომ ყველა დროის ყველაზე შესანიშნავი ბრიტანელი დრამატურგი ქვიარი იყო, ისტორიულად საკამათოა. თუმცა, მას მრავალი ექსპერტი და ლეგენდარული მსახიობი სერ იან მაკკელენიც კი უჭერდნენ მხარს.

2012 წელს სერ იან მაკკელენმა თქვა: ”მე ვიტყოდი, რომ შექსპირს ეძინა მამაკაცებთან. ვენეციის ვაჭარში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ ექცევა მსოფლიო გეებს ისევე, როგორც ებრაელებს, არის სასიყვარულო სამკუთხედი ხანდაზმულ მამაკაცს, ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს შორის“.

2017 წელს, გრეგორი დორანმა, შექსპირის სამეფო კომპანიის სამხატვრო დირექტორმა განმარტა, რომ შექსპირმა დაწერა ციკლი 154 სონეტისგან, რომელიც გამოიცა 1609 წელს და მათგან 126 სონეტი ეძღვნებოდა კაცს და არა ქალს.

სტენლი უელსმა, Shakespeare Birthplace Trust-ის თავმჯდომარემ, 2016 წელს კომენტარი გააკეთა, რომ „როდესაც პოეტი, რომლის სახელია უილიამი (William), წერს ლექსებს მტკივნეული და დაუოკებელი სექსუალური გულახდილობის შესახებ, რომელიც სიტყვა „ნებას“ (Will) ეხება – 13-ჯერ [სონეტში] No135… არ არის უსაფუძვლო, რომ ის შეიძლება წერდეს საკუთარი გამოცდილების სიღრმიდან“.

რიჩარდ I

მეფე რიჩარდ I-ს, რომელიც თითქმის არ ატარებდა დროს მეუღლესთან და შვილები არ ჰყავდა, ამბობდნენ, რომ რომანი ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე II-სთან.

მისი სამეფო მდივანი როჯერ ჰოვედონი წერდა, რომ ორივენი ყოველდღე ერთსა და იმავე მაგიდასთან, ერთი კერძიდან ჭამდნენ და ღამით საწოლები არ აშორებდა მათ.

„საფრანგეთის მეფეს უყვარდა იგი, როგორც საკუთარი სული. მათ ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ ინგლისის მეფე გაოგნებული იყო მათ შორის არსებული მძაფრი სიყვარულით და უკვირდა თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს“.

იულიუს კეისარი

 

რომის დიქტატორს მოწინააღმდეგები ხშირად დასცინოდნენ მისი ქვიარ ურთიერთობების გამო, რომლებზეც ჭორები დადიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა რომანი მეფე ნიკომედეს IV-სთან, რომელიც განაგებდა რომის ტერიტორიის აზიურ პროვინციას, სახელად ბითინიას.

ერთი ისტორიკოსის თქმით, კეისრის გალიის ტრიუმფის დროს მისი ჯარისკაცები მღეროდნენ: „კეისარმა შეიძლება დაიპყრო გალები, მაგრამ ნიკომედიმ დაიპყრო კეისარი“.

იმპერატორს დასცინოდა ზოგიერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მაგალითად ბითინიის დედოფალი, რაც გვიჩვენებს, რომ ჰომოფობიური დაცინვის ისტორია გრძელი და განუკითხავია.

გარდა ამისა არსებობდა ჭორები, რომ კეისარს ჰქონდა ურთიერთობა თავის ინჟინერ მამურასთან და ოქტავიანესთან, რომელიც საბოლოოდ გახდა ავგუსტუსი, რომის იმპერიის პირველი იმპერატორი.

ვალენტინობის 5 საჩუქარი მედღეხვალიე ქვიარებისთვის

14 თებერვალი ყველა მარტოხელას საძულველი დღეა, ხოლო ურთიერთობაში მყოფი ყველა ადამიანის თავის ტკივილი, რადგან ვალენტინობა აღნიშვნისა და საჩუქრების გარეშე ვის გაუგია?! არა, კი ვიცით, რომ ზოგიერთი თქვენგანისთვის ყველა დღე სიყვარულისაა და ამ მაღალფარდოვან გრძნობას ისეთი მატერიალური საგნებით განმტკიცება თუ დამტკიცება არ სჭირდება, როგორიც ვარდები და დიდ ყუთში მოთავსებული რაფაელოებია, რომელსაც ბავშვობაში მხოლოდ რეკლამაში ვხედავდით, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გაგვკრავს ხოლმე რაღაც, როდესაც ინსტაგრამის სთორიზე გამოფენილ ნაირ-ნაირ საჩუქრებსა თუ მილოცვებს ვხვდებით. ჰოდა, წელს თქვენს იმ რწმენასაც თუ წყალი შეუდგა, რომლის მიხედვითაც, სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი და ახლა უბრალოდ გამალებით ეძებთ რაიმე გამორჩეულ საჩუქარს, რომ ბოლო წამამდე მოყვანილი საქმის მიერ მონიჭებული ადრენალინი არ შეგეტყოთ, მაშინ ამ სტატიამ, გამოდის, რომ სულზე მოგისწროთ. 

ამ სიაში ქვიარ წყვილებისთვის 5 საჩუქარს მოვუყარეთ თავი, რის შეძენასაც დღესვე შეძლებთ, თუკი საკმარისად მოინდომებთ. საჩუქრები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია და აქედანვე გვაპატიეთ, თუკი თქვენს გემოვნებას ვერ დავაკმაყოფილებთ, თუმცა, მაინც გახსოვდეთ, რომ საჩუქრებზე უფრო მნიშვნელოვანი გრძნობების გაცვლაა!

წიგნები და აქსესუარები

ფოტო: dribbble.com

დიახ, ამ სიის სათავეში ერთი შეხედვით ბანალური საჩუქარი მოვაქციეთ, მაგრამ თქვენს პარტნიორის თუ საღამოობით სახლში მოკალათება და კითხვა ყველა სხვა აქტივობას ურჩევია, იქნებ, ხაზი ჯერ არ გადაგესვათ პირველივე ვარიანტისთვის. თანაც, ფერად-ფერადი სანიშნეები, საინტერესო დიზაინის წიგნის სანათები თუ გამორჩეული წიგნაკები ყველა “წიგნის ჭიისთვის” სასურველი და, რაც მთავარია, მეტად პრაქტიკული საჩუქარი იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ქვიარ ლიტერატურად მომრავლდა, თუ თქვენს პარტნიორს ამ თემებზე კითხვა აინტერესებს:

სამზარეულოს ტექნიკა და ჭურჭელი

ფოტო: dribbble.com

პანდემიის აქტიურ ფაზაში ლამის ყველამ დავიკაპიწეთ სახელოები და ბანანის პურების ცხობას მივყავით ხელი. სახლში გამოკეტილ ზოგიერთ უხეირო ჩვენგანს გორდონ რემზიდ ჩამოყალიბების ისტერიამ გადაგვიარა, მაგრამ ზოგიც საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა კულინარიაში და დღემდე აგრძელებს ერთმანეთზე უკეთესი კერძების მომზადებას. თუკი ამ აღწერაში თქვენი პარტნიორი ამოიცანით, იქნებ, დროა, მის ჰობის ხელი შეუწყოთ და სამზარეულოს ისეთი ტექნიკა აჩუქოთ, რომელიც ერთდროულად გაახარებს და საქმესაც გაუმარტივებს? ტოსტერი, წვენსაწური, საცხობი აპარატი, ან თუნდაც ღვინის ელექტრო სახსნელი იმ ქვიარებისთვის, ვისაც ხან ბოთლისთვის თავის მომტვრევა და ხანაც გასაღების ტრიალით კუნთების დაყენება გვიწევს, რომ საღამოობით სანუკვარი და ნანატრი ღვინო მივირთვათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამით საკუთარ თავსაც წაეხმარებით, თუკი ვალენტინობის საღამოს ვახშმის მომზადება ისევე გემძიმებათ, როგორც სიზიფეს — ლოდი. 

ფირსაკრავი და მუსიკალური ფირფიტები

ფოტო: dribbble.com

იშვიათად იპოვით ადამიანს, მუსიკა რომ არ უყვარდეს და საჩუქრის ეს არჩევანიც ლოგიკურია. ფირფიტების შერჩევა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ და მუსიკის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა იციან, რომ ფირსაკრავზე მოსმენილ საყვარელ ალბომთან ახლოსაც კი ვერ მივა ბლუთუზ დინამიკში ახმაურებული მელოდია, რომელიც მეზობლებსაც კი აწუხებს. ვალენტინობის რომანტიკულ ვახშამს, რომლის მომზადებასაც, იმედი გვაქვს, რომ ბოლო წამამდე არ მიიყვანთ, ფონად განსაკუთრებით მოუხდება ნაზი ჯაზი ან ის ერთი სიმღერა, თქვენს ურთიერთობას რომ თან გასდევს და საყვარელ ადამიანს პირველივე ბგერებზე გახსენებთ. 

სამაგიდო თამაშები

ფოტო: dribbble.com

შესაძლოა, სამაგიდო თამაშების წესების ახსნის დროს თქვენც ისეთივე სახეს იღებდეთ, როგორიც მანქანის უკანა სავარძელში მჯდომი გოგოს მიმშია — კი, აი ის, ამრეზით რომ შესცქერის მის თვალწინ მომხდარ მოვლენებს, ანდაც იქნებ, თქვენც საათობით თამაშობთ ხოლმე ავალონს, Dungeons & Dragons-ს, ან Truth or Drink-ს, უფრო სწორად, სიმართლესაც და დალევასაც, რადგან, ამ თამაშის დროს, ძირითადად, ორივე ქმედება პარალელურად მიმდინარეობს. ჰოდა, თქვენი პარტნიორიც თუ ამ თამაშების განუყრელი მეგზურია, კიდევ ერთი ახალი და ორიგინალური სამაგიდო თამაშის არჩევა და მისი გულის მოგება ურიგო არ იქნებოდა.

სექს-სათამაშოები

ფოტო: dribbble.com

და მოვიდა იმის ჯერი, რასაც ამ სიაში, რა თქმა უნდა, ყველანი ელოდით — სექს-სათამაშოები, რომლის იმხელა არჩევანი არსებობს, რომ ყველა ქვიარ წყვილი იპოვის თავის “საკბილოს”. დილდო, ბათფლაგი, ვიბრატორი თუ უბრალოდ სასაჩუქრე ვაუჩერი იმ ქვიარ წყვილებისთვის, ვისაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება — მოკლედ, ყველაფერს იპოვით, თუ გული საკმარისად ქვიარობს. 

ბოლოს კი, სანამ საბოლოოდ აარჩევთ თქვენთვის სასურველ და არდაწუნებულ საჩუქარს, მაინც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყოველთვის სჯობს, პარტნიორს საჩუქარი მისი გემოვნების მიხედვით, განსჯის გარეშე შეურჩიოთ და მისგანაც მსგავს ქმედებას ელოდოთ. 

Chai Khana და ქვიარი ლგბტქი მედია ქსელ Unit-თან თანამშრომლობას იწყებენ

მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. 

პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ 9 მასალა მომზადდება, რომლებიც ანტი-კოლონიალიზმის, პერსონალური ამბებისა და გამოწვევების, ასევე, კულტურის თემებს დაფარავს. ქვიარი ამ თემებზე საქართველოში იმუშავებს, Chai Khana კი — სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

6-თვიანი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მომზადებული 27 მასალით ერთობლივი ინგლისურენოვანი ბეჭდური ჟურნალი გამოიცემა.

Unit არის n-ost-ის მიერ 2018 წელს წამოწყებული მედია პროექტი, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ლგბტქი თემებზე მომუშავე მედიის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ჟურნალისტების, აქტივისტების, მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების კონსტრუქციულ პარტნიორობას უწყობს ხელს.

Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ისტორიებს ვიზუალურად გვიყვება და ცდილობს, აუდიტორიას ამბები განსხვავებული პერსპექტივიდან დაანახოს, აღმოაჩენინონ ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, რომელთა ხმა მეინსტრიმულ მედიაში ნაკლებად ისმის ან დაკარგულია.

ქვიარი არის ონლაინ მედია, რომელიც ორიენტირებულია ლგბტქი და ქალთა უფლებებზე, ასევე სოლიდარულია ყველა სხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ ვაჟღერებთ ქვიარ თემის ხმებს საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, გიყვებით ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს და ვაშუქებთ ქვიარ სიახლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისტორიიდან ყოველდღიურ სიახლეებამდე, პოლიტიკიდან ხელოვნებამდე და გართობამდე, ჩვენ გაწვდით ინფორმაციის ფართო სპექტრს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ქვიარის წლის შეჯამება

ონლაინ გამოცემა ქვიარი 2021 წლის 17 მაისიდან არსებობს და აერთიანებს აქტივისტური სულისკვეთების ქვიარებსა და მხარდამჭერებს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული სოციალური ჯგუფის — ქვიარ თემის უფლებებისთვის და ასევე, ვართ სოლიდარულები ყველა სხვა სოციალური ჯგუფისა თუ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა.

ქვიარი არის მედია, რომლის კარი ღიაა ლგბქტი თემის ყველა წარმომადგენლისთვის, ორგანიზაციისა თუ საინიციატივო ჯგუფისთვის, ყველა მხარდამჭერისთვის. ჩვენ გვსურს, ავსახოთ ქვიარ თემში არსებული მრავალფეროვნება და გავაძლიეროთ პლატფორმა კონსტრუქციული დისკუსიისთვის. წლის განმავლობაში ჩვენ მოვამზადეთ 1 500-ზე მეტი სტატია, მათ შორის, რუბრიკაში “ქვიარი ამბობს” 50-მდე ვრცელი მასალა, სადაც რესპონდენტები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, გვესაუბრებიან მიღწევებსა თუ პრობლემებზე. გარდა ამისა, ვამზადებდით შემეცნებითი ხასიათის მასალებს, რომლებიც, იმედი გვაქვს, ერთი მხრივ, გააძლიერებს თემის წევრებს და მეორე მხრივ, ქვიარ ხმები ლგბტქი მოძრაობას დაეხმარება საადვოკაციო პროცესში.

წელი დავასრულეთ სასიამოვნო სიახლეებით — ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ჩვენ ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოვიპოვეთ. გარდა ამისა, ქვიარის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რიგით მეთოთხმეტე საერთო კრებაზე, ხატია ღოღობერიძემ აღნიშნულ პოზიციაზე თამარ რუხაძე ჩაანაცვლა და ეთიკის ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

2022 წელი ქვიარისთვის სიახლეებით და არაერთი მიღწევით იყო გამორჩეული. გვიხარია, რომ Google Analytics-ის მიხედვით, წლის განმავლობაში 74 000 უნიკალური მკითხველი გვყავდა. ეს გასულ წელთან შედარებით 88%-იანი ზრდაა. გარდა ამისა, წელს გვყავდა 115 000 ახალი მომხმარებელი, რაც წინა წელთან შედარებით 191%-იანი ზრდაა.

წლის განმავლობაში აქტიური იყო ჩვენი სოციალური ქსელებიც. Facebook-ზე ჩვენი პოსტები თითქმის მილიონ ადამიანს მისწვდა — უფრო კონკრეტულად, Facebook Reach 966 000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 137%-იანი ზრდაა. გარდა ამისა, ჩვენს გვერდს შეემატა 2 500-ზე მეტი ახალი like.

რაც შეეხება Instagram-ს, ჩვენი ფოტოები და ვიდეოები თითქმის 59 000 ადამიანს მისწვდა, რაც წინა წელთან შედარებით 181%-იანი ზრდაა. გარდა ამისა, დაგვემატა 1 250-ზე მეტი ახალი გამომწერი.

წელს გააქტიურდა ჩვენი TikTok არხიც, სადაც მოკლე ვიდეოებით გიყვებით მნიშვნელოვან, საინტერესო და სახალისო ამბებს. ამჟამად არხზე 1 000-ზე მეტი გამომწერი და 6 500-მდე like გვაქვს. 2023 წელს ვაპირებთ, უფრო ხშირად და უფრო საინტერესო ვიდეოებით მოგამარაგოთ.

ქვიარის სიახლეების ნახვა შეგიძლიათ Twitter-სა და Linkedin-ზეც

ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა, რომ არა დონორების მხარდაჭერა: European Endowment for Democracy, Embassy of the Netherlands in Georgia, International Media Support, Women’s fund in Georgia. კიდევ ერთხელ ვუხდით მათ მადლობას ამისთვის.

წლის მიწურულს დავიწყეთ თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). სწორედ მათი და შვედეთის მხარდაჭერით მზადდება ნიუსლეთერი ქვიარ ბარათი, რომელიც ყოველთვიურად აჯამებს არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების საქმიანობას.

წლის განმავლობაში აქტიურად ვაშუქებდით საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქტუალურია ქვიარ თემისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ევროპრაიდს, რომელიც წელს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა. ასევე, ჩვენი ჟურნალისტები ესწრებოდნენ მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ყოველწლიური ქვიარ კინოფესტივალი, Queer Voices (ქვიარ ხმები).

ქვიარმა წელს გააგრძელა თანამშრომლობა On.ge-სთან, რაც ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიების მათ მიერ გავრცელებას გულისხმობს. სასიამოვნო სიახლეა ის, რომ დავიწყეთ ახალი თანამშრომლობები რეგიონულ მედიასთან, მათ შორის, რადიო მარნეულთან, სამხრეთის კარიბჭესთან და mak.ge-სთან. თანამშრომლობის მიზანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ქვიარების ხმა, მოისმინოს ჩვენი მიღწევებისა თუ გამოწვევების შესახებ და დარწმუნდეს, რომ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ თავისუფალი, სამართლიანი, თანასწორი სახელმწიფო. 

ბოლოს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას — რესპონდენტებს ნდობისთვის, ასევე, მკითხველებს, მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს, კრიტიკოსებს. პირობას ვიძლევით, რომ ქვიარი იყო და იქნება მედია, რომელიც საკუთარი ხმის გაჟღერება შეუძლია თემის ნებისმიერ წევრს. 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ თავისუფალ, ლაღ, მხიარულ და რაც მთავარია, თანასწორ 2023-ს.

ქვიარმა კონკურს მედია თანასწორობისთვის ჯილდო მიიღო

ქვიარი WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურს მედია თანასწორობისთვის 2022-ის გამარჯვებული გახდა. ქვიარმა ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში მეორე ადგილზე კავშირი საფარი დასახელდა, ხოლო მესამეზე — GrlzWave.

WECF Georgia-მ გამარჯვებულები კიდევ ხუთ საპირზო კატეგორიაში გამოავლინა:

საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი

  1. თორნიკე მანდარია — თოზუ თანასწორობისთვის (რადიო თავისუფლება);
  2. ანი ვაშაგაშვილი — ირანელი ქალები (ფორმულა);
  3. ნინო ბიძინაშვილი — მენსტრუაციის ხარჯები: ქალების უხილავი პრობლემა (ნეტგაზეთი).

საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი

  1. ლელა დუმბაძე — ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ (ბათუმელები);
  2. მანანა ქველიაშვილი — ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის (ბათუმელები);
  3. თეა დავაძე — თაობების გზავნილი ქალებს (სათემო რადიო მარნეული).

საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი

  1. ანიკი გელაშვილი — ილუსტრაციების სერია: რას ნიშნავს იყო ქალი საქართველოში?
  2. ნინო გოგუა — დოკუმენტური ფილმი: დღე და ღამე (ჩაიხანა);
  3. სოფო აფციაური — ტაბაწყური — ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.

საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში

  1. ნათია გულისაშვილი;
  2. ელენე ასათიანი;
  3. მარიამ ნანობაშვილი.

საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი

  1. მარიამ კვარაცხელია;
  2. ნინო (ევა) ართმელიძე;
  3. თამთა შერმაზანაშვილი.

ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ეკა ქევანიშვილს.

კონკურსი მედია თანასწორობისთვის მიზნად ისახავს „გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმას და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას“ და სწორედ ამიტომ, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და ავტორებს ყოველწლიურად გამოარჩევს.

რას ნიშნავს ლგბტქი?

აკრონიმი ლგბტქი ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს აღნიშნავს. აღნიშნული აბრევიატურის დამკვიდრებამდე, ლგბტქი თემის აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებდნენ სიტყვას გეი, მოგვიანებით კი ლგბ-ს. ლგბტქი კი გამოყენებაში 1990-იანებიდან ჩნდება.

ტერმინების დამკვიდრების მცირე ისტორიის შემდეგ, აბრევიატურის შემადგენელი თითოეული სიტყვა განვიხილოთ.

ესბოსელი — ქალი, რომელსაც რომანტიკულად და სექსუალურად იზიდავს ქალები.

ეი — კაცი, რომელსაც რომანტიკულად და სექსუალურად იზიდავს კაცები.

ისექსუალი — ადამიანი, რომელსაც რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა აქვს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ.


რანსგენდერი — ქოლგა, კრებითი ტერმინი. ნიშნავს ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობა, გამოხატვა და ქცევა არ ემთხვევა მისი ბიოლოგიური სქესის მახასიათებლებისა და სქესთან მიბმული გენდერული როლის მოლოდინებს.

ვიარი — აერთიანებს ყველა ადამიანს, რომელიც არაჰეტერონორმატიულია. ტერმინი მოიცავს ადამიანებს, რომლებიც, როგორც სექსუალური პრეფერენციის, ასევე — გენდერული იდენტობის მიხედვით, არაკონფორმულები არიან არსებული ჰეტერონორმატიული გარემოს მიმართ.


ნტერსექსი — ადამიანი, რომელიც სექსუალურ-რეპროდუქციული ანატომიის ვარიაციებით დაიბადა, რაც შეიძლება გამოიხატოს ქრომოსომულ, ჰორმონალურ და ფიზიოლოგიურ დონეზე.

ტერმინების დამკვიდრებისა და გამოყენების მცირე ისტორია

საუკუნეების განმავლობაში ლესბოსელი ასოცირებული იყო  ბერძნულ კუნძულ ლესბოსის სახელწოდებასთან. ამავე კუნძულზე დაიბადა პოეტი საფო, რომელიც ლექსებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების სიყვარულს უძღვნიდა.

სიტყვა ლესბოსელი პირველად მე-16 საუკუნეში გამოიყენეს, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კუნძულ ლესბოსს უკავშირდებოდა. ლესბოსელის მნიშვნელობაში მისი თანამედროვე გამოყენება მე-19 საუკუნიდან დამკვიდრდა, როცა საფოს პოეზია ქალების სიყვარულთან გახდა ასოცირებული.


იმის გამო, რომ მეოცე საუკუნეში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების სიყვარული აკრძალული იყო, ტერმინს გეი
შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვის ლგბტქი ადამიანების მიერ გამოყენებას 1960-იანებში ვაწყდებით, როცა აქტივისტებმა დეკადების განმავლობაში შეურაცხმყოფელ სიტყვად აღქმული ტერმინის დაბრუნება განიზრახეს. ამ ქმედებით ისინი ერთი და იმავე სქესი მქონე ადამიანების ურთიერთობის წინააღმდეგ არსებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით, 1980 წელს, ესეისტმა ედმუნდ ვაითმა განაცხადა, რომ ტერმინმა გეი დაიკავა და გადაფარა სხვა შესატყვისი სიტყვები, რომლებიც იმ კაცების აღსაწერად გამოიყენებოდა, რომლებსაც ემოციურად და ფიზიკურად კაცები იზიდავდნენ.

1859 წელს, ანატომისტმა რობერტ ბენტლიმ სიტყვა ბისექსუალი პირველად გამოიყენა. სიტყვის ახლანდელი გაგება თავდაპირველ გამოყენებას მნიშვნელოვნად სცდებოდა და აღწერდა ერთსა და იმავე სხეულში მდედრისა და მამრის მახასიათებლებს.

ტერმინის ახლანდელი მნიშვნელობის დამკვიდრებაში მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებსა და ფსიქოლოგებს მიუძღვით წვლილი. მათ შორის იყვნენ ევოლუციის მკვლევრები, ჰენრი ჰეველოკ ელისი და რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგი, რომელთა განცხადებით, თითოეულ სქესში ლატენტური ბისექსუალობა არსებობს.

1990-იანებიდან ტერმინებმა ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი (ლგბ) ფეხი მოიკიდა, როგორც ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, განმათავისუფლებელ აქტივიზმში. მიუხედავად ამისა, ტერმინ ტრანსგენდერის აკრონიმში გაერთიანებას მეტი დრო დასჭირდა. სიტყვის გამოყენების პრეცედენტებს 1960-იანი წლებიდან ვაწყდებით. მაგალითად, 1965 წელს გამოცემულ ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოში, რომელიც პოპულარული გახდა აქტივისტის, ვირჯინია პრინცის გამო. ვირჯინია სქესსა და გენდერს ერთმანეთისგან განასხვავებდა და აცხადებდა, რომ ისინი განცალკევებული ცნებებია.

2000-იანი წლებიდან საზოგადოებამ ტერმინის ფართო გამოყენება დაიწყო. სიტყვამ ტრანსგენდერმა ლგბტქი აკრონიმში დაიმკვიდრა თავი და ნელ-ნელა ჩაანაცვლა სხვა, შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დამამცირებელი იყო.

აკრონიმში -ც შედარებით მოგვიანებით გაჩნდა. 1910-იან წლებში ქვიარი გამოიყენებოდა იმ ადამიანთა შეურაცხყოფისთვის, რომლებიც განცალკევებულები იყვნენ ჰეტერონორმატიული საზოგადოებისგან. 1990-იან წლებში აქტივისტებმა სიტყვა ქვიარის დაბრუნება განიზრახეს, როგორც ეს სიტყვა გეის შემთხვევაში წარმატებით მოხდა. ამის განსახორციელებლად მათ აქტიურად დაიწყეს ქვიარის გამოყენება.

ტერმინის ინტერსექსი გამოყენება ექიმებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ ადამიანების აღსაწერად დაიწყეს, ვისი ანატომიაც განსხვავებული იყო სქესის ტრადიციული ბინარული გაგებისგან.

1970-იანებში აქტივისტებმა და ინტერსექსი თემის წევრებმა საჯაროდ დაიწყეს ტერმინის დამკვიდრების საჭიროებაზე საუბარი. ინტერსექსი ადამიანების პირველი საჯარო დემონსტრაცია 1996 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. აქტივისტებმა გამოიყენეს ისეთი ტერმინები, როგორიცაა ჰერმაფროდიტი, ინტერსექსი. აქტივისტების მოთხოვნით, ექიმებს პაციენტებთან შეუთანხმებელი ქირურგიული ოპერაციები უნდა შეეწყვიტათ. სწორედ ამ დღის პროტესტის შედეგად ჩაეყარა საფუძველი ინტერსექსი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დღეს.

წყაროები:

სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ — სახელმძღვანელო

ონლაინ მედია ქვიარმა, ორგანიზაცია Urgent Action Fund for Women’s Human Rights-ის მხარდაჭერით, გამოსცა სახელმძღვანელო “სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ”. წიგნის ავტორი ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძეა.

ამ ეტაპზე წიგნის ნაბეჭდი ვერსიის მხოლოდ 400 ეგზემპლარი გამოიცემა და სათემო ორგანიზაციებში იქნება ხელმისაწვდომი. ონლაინ ვერსიას კი შეგიძლიათ გაეცნოთ ფოტოზე დაწკაპუნებით.

სტრესის მართვის სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ — სახელმძღვანელო

ლესბოსელი აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის ავტორობით, პრაქტიკული სახელმძღვანელო “სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ” გამოიცა.

წიგნი გამოცემულია ონლაინ მედია ქვიარის მიერ, ორგანიზაცია Urgent Action Fund for Women’s Human Rights-ის მხარდაჭერით.

წიგნში თავმოყრილია, როგორც თეორიული ინფორმაცია სტრესისა და მასთან გამკლავების შესახებ, ასევე, პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მკითხველს წიგნში აღწერილი ტექნიკების ცხოვრებაში ინტეგრირებაში ეხმარება. შესავლის მიხედვით, წიგნი ჩაფიქრებულია, როგორც საკუთარ თავთან სამუშაო ეფექტური ინსტრუმენტი.

ნინო იხსენებს, რომ მისთვის რიგი ქრონიკული დაავადებების განმაპირობებელ მიზეზად  პროფესიული გადაწვა იქცა. მისი თქმით, სამუშაო პროცესში ვერ ამჩნევდა, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, იმიტომ, რომ იცოდა, თემის წევრებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწეოდა. საბოლოოდ, ქრონიკული სტრესის გამო, მას საადვოკატო პრაქტიკაზე უარის თქმა მოუწია.

ნინო 5 წელია რეაბილიტაციის ეწევა და ამ პროცესში დღემდეა ჩართული. რეაბილიტირების გზაზე, მან გაიცნო სასარგებლო ადამიანები, რომლებსაც ავტორი შესავალ ნაწილში მადლობას უხდის: ფსიქოლოგი ქალები — მანანა სოლოღაშვილი, მაია ცირამუა და ნინო ბექაია, რომლებმაც მას სახელმძღვანელოს შექმნისთვის საჭირო ცოდნა გაუზიარეს.

ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის რთულ გზაზე ფიქრობდა, როგორ შეეძლო დაგროვილი ცოდნის სხვა ადამინებისთვის გაზიარება. გასულ ზაფხულში, ქალთა ფონდის დაფინანსებით, ქვიარ ქალებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე, მან საბოლოოდ გადაწვყიტა, რომ მიღებული პრაქტიკული რჩევები ბროშურის სახით გაეერთიანებინა. ნინოს თქმით, როგორც ფიზიკური სავარჯიშოების გაკეთებაა საჭირო ადამიანებისთვის, ასევე — მენტალურის და მას სწორედ mindfulness ტექნიკები დაეხმარა ურთულესი მდგომარეობის დროს, რომ ცხოვრებისა და გარემოს მიმართ იმედი და ნდობა არ დაეკარგა.

ილუსტრატორი – სოფია ბერიძე

ავტორის განცხადებით, სტრესის მართვა ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მეტ-ნაკლებ ხარისხში, თუმცა ეს საჭიროება გაძლიერებულია უმცირესობების შემთხვევაში. ქვიარ ადამიანებისა და აქტივისტებისთვის სტრესის მართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან არსებობს სტრესის შემდეგი სახე — უმცირესობათა სტრესი.

“როდესაც გარემო მუდმივად უარყოფითად გაფასებს, გამორიცხულია, რომ შენ ქრონიკული სტრესი არ გქონდეს. კი, დრო იცვლება და ჩემზე უფრო პატარა თაობა უკეთესად მართავს თავს. ძალიან კარგები და ყოჩაღები არიან ამ კუთხით. საკუთარი თავის მიღება ჩემს თაობას უფრო გაუჭირდა. ჩვენ ვირეკლავთ ამ უარყოფით განწყობას და შესაძლოა, ვერც კი ვხვდებოდეთ, რატომ არ ვართ საკუთარი თავით კმაყოფილი. შეიძლება ეს არ იყოს ინტერნალიზებული ჰომოფობია, მაგრამ მაინც მუდმივად უკმაყოფილების განცდა გვაქვს. ჩემთან ასე იყო, რომ მე ყოველთვის მეტისთვის უნდა მიმეღწია, მისაღები რომ ვყოფილიყავი. ეს მთელი ცხოვრება ასე მომყვება და მანამ არ გავჩერდი, სანამ ძალიან არ დავზიანდი და გავიარე ეს საკითხები ფსიქოთერაპევტთან ერთად”, — ამბობს ნინო.

უმცირესობათა სტრესთან დაკავშირებით,  ავტორი საჯარო სივრცეში არსებულ მუდმივი საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პოსტტრავმული სტრესი გავლენით, სხეულს თითოეული ტრავმული გამოცდილება ახსოვს. თუ ვინმემ გცემა და მოგვიანებით გესმის, რომ ადამიანს ქუჩაში თავს დაესხნენ, ფაქტობრივად, იმავეს განიცდი. სხეული სხვადასხვა გამოცდილების საფუძველზე ქმნის ტრიგერებს — ასეთ დროს შესაძლოა, სხეულებრივ დონეზე იძაბებოდე და ვერ ამჩნევდე ამას.

ნინოს თქმით, 35 წლამდე სულ სევდიანობდა, მარტოსული იყო  და დაბალი ხარისხის ცხოვრება ჰქონდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ქამინგაუთის შემდეგ, იყო სირთულეები, მიკუთვნებულობამ და იმის აღმოჩენამ, რომ თურმე კონკრეტული ოჯახის წევრი ვარ, კონკრეტული ჯგუფის წევრი ვარ, სრულიად ახალი ძალები მომცა და ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადა, ბედნიერი გახადა,” – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ამის გათვალისწინებით, ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლექტიური ზრუნვის გამოცდილება დამკვირდეს და წიგნზე ხელმისაწვდომობა თემის ნებისმიერ წევრს ჰქონდეს, განსაკუთრებით, კი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.

ავტორი ღიაა მკითხველის რჩევებისა და კრიტიკისადმი და მათ უკუკავშირისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ექპერიმენტულია და შესაძლებელია, მისი გაგრძელების ან სახეცვლილი, მეტად რაფინირებული ვერსიის გამოცემა.  

ამ ეტაპზე წიგნის ნაბეჭდი ვერსიის მხოლოდ 400 ეგზემპლარი გამოიცემა და სათემო ორგანიზაციებში იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის ონლაინ ვერსია კი ქვიარის საიტსა და სხვადასხვა სოციალურ მედიაში განთავსდება.

ვოცნებობ იმ დროზე, როცა ასე დანაწევრებული არ ვიქნებით — თამაზ სოზაშვილი

აქტივისტები ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სექსუალობა და გენდერი ფლუიდურია, ვფიქრობ, რომ ფლუიდურია ჩვენი ხასიათიც. ადამიანები ვიზრდებით და ვიცვლებით — შეიძლება ყოველთვის მოხდეს რაღაც, რაც სრულიად სხვანაირად დამანახებს საკუთარ თავს.

ალბათ, ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებას გასდევს და არ შეცვლილა, არის ის, რომ ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, საქმე იქნება ეს თუ პირადი ურთიერთობები. ხშირად ამას იმხელა ენერგია მიაქვს, რომ მირჩევნია, რაღაც პასუხისმგებლობები საერთოდ არ ავიღო.

კარგი ბავშვის “ცუდი” მხარე

ბავშვობის უმეტესი ნაწილი რეგიონში გავატარე.

რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ქამინგაუთის შემდეგ ყოველთვის ბავშვობის ნეგატიურ ემოციებზე ვაკეთებდი აქცენტს — იქნებოდა ეს ჰომოფობიურ ბულინგთან დაკავშირებული გამოცდილებები, მხარდაჭერის ქსელის არარსებობა თუ ქვიარ საკითხების შესახებ სრული ინფორმაციული ვაკუუმი. არასასიამოვნო გამოცდილებებს უფლება მივეცი, ჩემი ბავშვობა სრულად მოეცვა, რაც მაინცდამაინც კარგად არ აისახა ჩემს მდგომარეობაზე, თუმცა ბოლო დროს ბავშვობის სასიამოვნო მოგონებებს ვეძებ და ვიხსენებ იმას, რაც ძალიან მაბედნიერებდა.

15 წლის ასაკში საკუთარი ნებით მოვინათლე კლასის ექსკურსიაზე. მაშინ მჯეროდა, რომ თუ მოვინათლებოდი, ეს ყველაფერს შეცვლიდა და მეც გარშემომყოფების დადგენილ სტანდარტებში ჩავჯდებოდი. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ველოდებოდი შემდეგი დღის გათენებას ყველანაირი ქვიარული ფიქრისა და შეგრძნების გარეშე. თუმცა, როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვარ.

მაბედნიერებდა, მაგალითად, ის, რომ პაპას ხშირად დავყავდი მდინარეზე სათევზაოდ, მახსენდება ბებოს გამორჩეულად ლამაზი ეზო სოფელში, ყვავილებით სავსე, მაბედნიერებდა ჩემთვის გამოყოფილი პატარა ბოსტანი, ჩემი პატარა ავტონომია, სადაც ბოსტნეული მომყავდა — განსაკუთრებული განცდა იყო მიწასთან მუშაობა და ის, რომ რაღაცას ვზრდიდი და ვუვლიდი… ბევრი რამე მახსენდება, რაც სენტიმენტებს აღმიძრავს.

თამაზ სოზაშვილი
ფოტო: John Eames

ძალიან რთული იყო საკუთარი თავის მიღება. ჩემი ქვიარობა იმდენად მქონდა მიჩქმალული, საკუთარ თავსაც არ ვუმხელდი. ზუსტ ასაკს ვერ გავიხსენებ, პირველად როდის დავიწყე ამაზე ფიქრი, თუმცა ისეთი პატარა ვიყავი, ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ვერ ვარქმევდი სახელს. არ ვსაუბრობდი, მაგრამ ალბათ ჩემი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გარშემომყოფებმა გადაწყვიტეს, რომ ქვიარი ვიყავი და ამას შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოხატავდნენ. გაორებული განცდები მქონდა — ერთი მხრივ ის, რომ საუკეთესო მოსწავლე და ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი და მეორე მხრივ, ჩემი ქვიარობა, რომელსაც შეგრძნებების დონეზე ვხვდებოდი და რომლის გარშემოც მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ჟღერდებოდა. ვერ ვიგებდი, როგორც შეიძლებოდა ეს ორი რამე თანხვედრაში ყოფილიყო და ალბათ, ამის დამსახურებაა ისიც, რომ 15 წლის ასაკში საკუთარი ნებით მოვინათლე კლასის ექსკურსიაზე. მაშინ მჯეროდა, რომ თუ მოვინათლებოდი, ეს ყველაფერს შეცვლიდა და მეც გარშემომყოფების დადგენილ სტანდარტებში ჩავჯდებოდი. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ველოდებოდი შემდეგი დღის გათენებას ყველანაირი ქვიარული ფიქრისა და შეგრძნების გარეშე.

თუმცა, როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვარ.

“…და შენ?”

თბილისში რომ გადმოვედი, ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაც ეტაპზე მქონდა სექსისტური დამოკიდებულებები, ცოტა ნაციონალისტურიც, დახვეწილი ჰომოფობიც ვიყავი — ვამბობდი, რომ სექსუალობისა და გენდერის ნიადაგზე ადამიანებზე ძალადობა დაუშვებელი იყო, თუმცა იმასაც ყოველთვის ვამატებდი, რომ შვილად აყვანას მაინცდამაინც არ ვამართლებდი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ თემების მიმართ მიმღებლობა მქონდა და ალბათ ეს იმის დამსახურება იყო, რომ სკოლის ასაკიდანვე არაფორმალური განათლების აქტივობებში ვიყავი ჩართული.

მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, სრულიად შესაძლებელია, იყო ქვიარი და იყო ბედნიერი.

ჩემი სტუდენტობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ლგბტქი საკითხები აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში, ასეთ დისკუსიებში ყოველთვის მხარს ვუჭერდი თემის წევრებს, ოღონდ მესამე პირში ვსაუბრობდი. ამან ბოლოს იქამდე მიმიყვანა, რომ საკუთარი თავი მივიღე და ამას საინტერესო ისტორიაც ახლდა თან: მეორე კურსზე ვიყავი, როცა ახლო მეგობარი ბიჭი სიყვარულის ისტორიას მომიყვა და ბოლოს მითხრა, რომ ბიჭი უყვარდა. ეს მომენტი იყო გარდამტეხი და ძალიან კარგად მახსოვს — ცხოვრებაში პირველად ვნახე ცოცხალი გეი, რომელიც ღიად ამბობდა ამას. მერე მან დასვა ის კითხვა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება — “და შენ?”. მაშინ ჩავთვალე, რომ იმდენად მენდო ის ადამიანი, საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემდი, რამე დამემალა და ძალიან გულწრფელად ვუპასუხე, რომ რაღაც ინტერესი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა შევხვედროდი ჩემნაირ ადამიანებს.

ასე დაიწყო ჩემი ქამინგაუთი. იმ დღიდან, ეტაპობრივად გავიცანი უამრავი ქვიარი და მათ შორის აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებსაც მანამდეც ვიცნობდი. ეს ადამიანები იყვნენ წარმატებულები თავიანთ სფეროებში სხვადასხვა მიმართულებით და მთავარი აღმოჩენა ალბათ იყო ის, რომ დავინახე, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, სრულიად შესაძლებელია, იყო ქვიარი და იყო ბედნიერი.

რაც შეეხება ქამინგაუთის პროცესს, ეს არ ყოფილა ისე, თითქოს რამე დანაშაული ჩავიდინე და უნდა მეღიარებინა, ძალიან ბუნებრივად მოხდა ყველასთან. მეგობრების უმეტესობამ ადეკვატურად მიიღო. ცხადია, იყო შემთხვევებიც, როცა რამდენიმე ადამიანი უბრალოდ გაფერმკრთალდა — ვერ ვიტყვი, რომ კონფლიქტების ფონზე დავიშალეთ, თუმცა ჩვენი გზები გაიყო და მგონია, რომ ესეც ბუნებრივია. ოჯახთან ქამინგაუთზე ის შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი არ იყო, თუმცა მჯეროდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა. ეს გზა ძალიან გამიმარტივეს მაშინდელმა ჩემმა პარტნიორმა, ჩემმა მეგობრებმა და განსაკუთრებით ჩემმა დამ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა.

პრაიდი, როგორც იდეა

ქამინგაუთის შემდეგ რამდენიმე თვეში გერმანიაში წავედი მოხალისეობრივი პროგრამით. იმ პერიოდმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში — ერთწლიანი მუშაობის შემდეგ იყო შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა, საქართველოში დავბრუნებულიყავი და აქ მეკეთებინა საქმე, ჩამოვედი და თანასწორობის მოძრაობაში დავიწყე მუშაობა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემთვის, როგორც სოციალური მუშაკისთვის, მთავარი სამიზნე ჯგუფი ლგბქტი თემი იქნებოდა და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა და მონაწილეობა მიმეღო სისტემური ცვლილებების პროცესში.

თბილისი პრაიდი, თამაზ სოზაშვილი

სანამ აქტივიზმში ჩართვას გადავწყვეტდი, მეც სრულად ვიაზრებდი და ბევრი მეგობარიც მაფრთხილებდა, რომ მარტივი არ იქნებოდა, ამისთვის მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ გარე ძალებისგან იქნებოდა ბევრი გამოწვევა, თუმცა ერთადერთი, რისთვისაც ვერ მოვემზადე, იყო თემის შიგნით, და უფრო მეტად, აქტივისტებს შორის განხეთქილება, მუდმივი დაძაბულობები და ერთმანეთის დაზიანება ნებით თუ უნებლიეთ. ყველაზე დიდი ზიანი შიდა დაპირისპირებებმა მომაყენა — მოულოდნელი იყო და თან ძალიან მტკენდა გულს. 2016 წელს, როდესაც აქტივიზმში ჩავერთე, უკვე იმდენი შრე დამხვდა დალაგებული, ჩემს მოსვლამდე რა განხეთქილებებიც არსებობდა, დღემდე მიმდინარეობს ამის განხილვა. ვამბობდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ დაპირისპირებებში არ ჩავერთვებოდი, მაგრამ ეს სისტემა ისეა მოწყობილი, რაღაცნაირად გჭამს და გისრუტავს.

ჩვენ ადამიანის უფლებადამცველები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ დაგვავიწყდეს. აქ მიზანი საშუალებას ვერ ამართლებს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ასე დანაწევრებული არ ვიქნებით, ვიქნებით კვლავ მრავალფეროვანი, მაგრამ არა — დაპირისპირებული. 

ამ დაყოფას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან ხშირად ქართულ აქტივიზმში პირადი ურთიერთობების უკან გადაწევა გვიჭირს. აქტივიზმში როცა ვართ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, პირადი წყენები გვერდით უნდა გადავდოთ და უფრო ფართოდ ვიფიქროთ, რა იქნება სტრატეგიულად უკეთესი საერთო საქმისთვის. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ვერ გვეყვარება, ყველასთან ახლოს ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქმე ვაკეთოთ, მაქსიმალურად უნდა გამოვნახოთ თანამშრომლობის გზები. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ისე საუბრობს, ნუთუ, ამას არაფერი დაუშავებიაო — ცხადია, ამ პროცესში ვიყავი და მეც მექნება რაღაც დანაშაულები, მით უმეტეს, იმ სტრესის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გავლილი.

ფოტო: Carl Mag’s

2016 წლიდან ვაკვირდები და ქვიარ აქტივიზმში ყოველთვის არის ერთი, ვინც კრიტიკის ობიექტი ხდება სხვებისგან და ეს არის მონაცვლეობითი. თანასწორობის მოძრაობაში როცა ვმუშაობდი, ამ ორგანიზაციისკენ უზარმაზარი კრიტიკა მოდიოდა, დრო გავიდა და კრიტიკის ობიექტი გახდა თბილისი პრაიდი, რომელიც რამდენიმე ადამიანმა დავაფუძნეთ 2019 წელს. თბილისი პრაიდის კრიტიკის მიზეზი იყო ის, რომ ხილვადობის პოლიტიკა აგრესიას იწვევს, თითქოს ამის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან და ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გადაფარვისკენ იყო მიმართული. საერთოდ არ არსებობდა თბილისი პრაიდი, როდესაც სამი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს და ეს ადამიანები პრაიდის წინა პერიოდში არ მოუკლავთ. კი, სიძულვილით მოტივირებული ჰომოფობიური დანაშაულები იმატებს, თუმცა აქაც წარმოუდგენელი და მიუღებელია, თბილისი პრაიდს დააკისრო პასუხისმგებლობა, როდესაც იქითა მხარეს გყავს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს სამოქალაქო წესრიგი და ადამიანების უსაფრთხოება, გყავს მოძალადეთა ჯგუფი, ასევე, უამრავი სხვა დაინტერესებული პირი, ეკლესიის ჩათვლით. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოში ანტი-ლგბტ მოძრაობას უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ლგბტ მოძრაობას. კონკრეტულმა ძალებმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ლგბტ თემით მანიპულაცია, სანამ ლგბტ თემი საერთოდ გამოჩნდებოდა საჯარო სივრცეში.

დამალვით საქმე არ კეთდება და პრობლემა არ გვარდება. პირიქით, გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ხილვადობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს მართლა ჰგონია, ქვიარები არაამქვეყნიურად გამოიყურებიან. ხილვადობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენც მათი ნაწილი ვართ, მათ გვერდით ვცხოვრობთ, არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში, ან გარეუბნებსა და დიდი ქალაქებში, არამედ სოფლებსა და რეგიონებშიც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საქმე არ გვაქვს რაღაც განსაკუთრებულობასთან, ქვიარი შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ოჯახში. როდესაც განათლების სისტემა სრულიად ჩამოქცეულია და ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო სივრცეში ეს თემა შევიტანოთ, იმ ფონზე, როდესაც მასწავლებლების დიდი ნაწილი ჰომოფობიურად არის განწყობილი და რეგიონებსა და თბილისშიც ახალგაზრდა, თინეიჯერ ქვიარებს მხარდაჭერის სისტემები საერთოდ არ აქვთ, ერთადერთი იარაღი, ამ ადამიანებს ხმა მიაწვდინო და გაიგონ, რომ მარტო არ არიან, რომ იმსახურებენ ღირსეულ და თანასწორ ცხოვრებასა და უფლებებს, არის ხილვადობის პოლიტიკა.

შეიძლება, ამ ყველაფერს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ნამდვილად არ შეიძლება, წიხლი დააჭირო იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცის შეცვლას ცდილობენ, გაიმეტო და მკვლელის იარლიყი მიაკრა.

როდესაც შვილები ქამინგაუთს აკეთებენ, ეს მშობლის ქამინგაუთიცაა, მათაც ისევე უწევთ ამ გზის გავლა და ქამინგაუთის შედეგებთან გამკლავება.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს — ჩვენ ადამიანის უფლებადამცველები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ დაგვავიწყდეს. აქ მიზანი საშუალებას ვერ ამართლებს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ასე დანაწევრებული არ ვიქნებით, ვიქნებით კვლავ მრავალფეროვანი, მაგრამ არა — დაპირისპირებული.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილისი პრაიდში აღარ ვარ, პრაიდი ჩემთვის არის იდეა და ამ იდეას ყოველთვის მხარს დავუჭერ.

სიამაყის ნაპერწკლები

ჩემთვის ენერგიის მთავარი წყარო ყოველთვის იყო ის, რომ ქვიარ თემის ძალიან ბევრ წევრთან მუდმივად მქონდა ახლო ურთიერთობა და ყოველთვის ვგრძნობდი მათ ნდობას, გვქონდა პატარ-პატარა გამარჯვებები და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.

ყოფილა ძალიან ემოციური ეპიზოდებიც, მაგრამ ყველაზე მეტად რითაც ვამაყობ, ესაა თბილისი პრაიდში ყოფნის დროს გაკეთებული ლგბტქი ადამიანების მშობლების ქალაქგარეთ შეკრება. ამ დღისთვის დიდხანს ვემზადებოდით და მახსოვს, როგორ ვნერვიულობდით გუნდის წევრები, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და უცნობი ადამიანები რომ უნდა შეგვეხვედრებინა. ბევრ ქვიარ ადამიანს უთქვამს და მეც ვიზიარებ, რომ როდესაც შვილები ქამინგაუთს აკეთებენ, ეს მშობლის ქამინგაუთიცაა, მათაც ისევე უწევთ ამ გზის გავლა და ქამინგაუთის შედეგებთან გამკლავება. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში — ამ ადამიანებს ამდენი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ მარტო იყვნენ, ერთ-ერთი ლესბოსელი ქალის დედა იხსენებდა, როცა ჩემმა შვილმა მონაწილეობა შემომთავაზა, ვკითხე, იქ ვინმე ხომ არ დამცინებსო. ეს შეხვედრა არცერთ ადამიანს ცრემლების გარეშე არ დაგვიტოვებია. როცა თბილისში დავბრუნდით, მერე დედები ჩვენთან საოფისე სივრცეშიც იკრიბებოდნენ ხოლმე. ბევრი ქვიარის დედა იდანაშაულებს თავს, რომ მათ რომ რაღაც არასწორად არ გაეკეთებინათ, მისი შვილი ქვიარი არ იქნებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტს “ამაყი ოჯახები” ერქვა და ვხედავდი, ეს რაღაც ბრალეულობის, სირცხვილის გრძნობები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა სიამაყის ნაპერწკლებად.

ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, რომელიც უამრავი განსხვავებული ადამიანისგან, განსხვავებული ჯგუფისგან შედგება და ერთმანეთის პატივისცემა, ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

ამ პროცესის ყურება განსაკუთრებული განცდა იყო, ყოველთვის მემახსოვრება და მიხარია, რომ ამის ნაწილი ვიყავი.

სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აზიანებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმოდეს პოზიტიური განცხადებები. ისინი საზოგადოების გაყოფას კი არ უწყობდნენ ხელს, შერიგებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, რომელიც უამრავი განსხვავებული ადამიანისგან, განსხვავებული ჯგუფისგან შედგება და ერთმანეთის პატივისცემა, ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე — იმის ნაცვლად, რომ მათ პასუხისგებაში აძლევდეს, ვხედავთ, როგორ ახალისებს ამ ჯგუფებს საკუთარი განცხადებებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ზიანი მოაქვს ამ უკანონოდ მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს ქვეყნისთვის. ამის მაგალითად შარშანდელი 5 ივლისი გავიხსენოთ — თუ სახელმწიფოს არ შეუძლია მართოს და შეაკავოს 5000 გაველურებული ადამიანი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები და ჟურნალისტებსა და ქვიარ აქტივისტებს თავს ესხმიან, მაშინ რომელი ხელისუფლების სათავეში ყოფნაზე აქვთ ასეთ ადამიანებსა და პოლიტიკურ პარტიას პრეტენზია?! ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, მათ ინტერესებში შედიოდა და 5 ივლისის მონაწილეები დღემდე თავისუფლები არიან. მმართველი გუნდის რიტორიკით, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ქართულ ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. სახელმწიფოს ნარატივი უნდა იყოს შემრიგებლური და არა მუდმივად კონფრონტაციისკენ მიმართული, ეს აზიანებს ქვეყანას, ამით ზიანდებიან ადამიანები. ვფიქრობ, უკრაინის ომმა ფართო საზოგადოებასაც ძალიან კარგად დაანახა, რომელი ძალა უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეს რეგიონებში ლტინფოს წინააღმდეგ გამართულმა აქციებმაც ცხადყო.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და მუშაობა ბევრი წინაღობით, გამოწვევითა და უსამართლობით არის სავსე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში საკუთარ თავსა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

თამაზ სოზაშვილი
ფოტო: ვახო ქარელი

ასევე, უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროს როლი, სადაც ცალკე შეიძლება გამოვყოთ სკოლებში ჰომოფობიური ბულინგის პრობლემა. არ არსებობს არანაირი ეროვნული სტრატეგია, როგორ შეიძლება სკოლები ამას უმკლავდებოდნენ და უამრავ ახალგაზრდა ქვიარს უწევს ძალიან დიდი სირთულეების გავლა. აუცილებელია, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო სივრცე თითოეული ბავშვისთვის და ის უნდა იყოს ბულინგისგან, მათ შორის, ჰომოფობიური ბულინგისგან დაცლილი. უნდა მოხდეს ტრანსი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარება, რომელიც ყველა პრობლემას ვერა, მაგრამ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ბარიერს მოხსნიდა. ეს არ საჭიროებს ბევრ რესურსს და მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა სახელმწიფო არც ამას აკეთებს. თეა წულუკიანი, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო, ამ თემას იყენებდა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის და ტრანსფობიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უკეთებდა ინსტრუმენტალიზაციას.

მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ჯანდაცვის სერვისებზეც, რადგან ქვიარ ადამიანებს აქვთ ჯანდაცვის სპეციფიკური საჭიროებები და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფოს მოვალეობაა, აღმოფხვრას ყველა ის ბარიერი, რომლებიც ხელს უშლის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას.

ქვიარი

2016 წელს, საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, წარმოდგენილი მქონდა, რის გაკეთება მინდოდა და რას ვიზამდი. ამ დრომდე ისე მოვედი, რომ იმაზე მეტი “შემომეკეთებინა”, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა, თუმცა ამას აქვს თავისი ნეგატიური მხარეები — 5 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება აქტივიზმმა შეჭამა და სხვა ცხოვრება არ მქონია. პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, მეგობრებზე, საკუთარ თავსა და საჭიროებებზე, ყველასა და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის იდგა აქტივიზმი. ამან ბოლოს ძალიან რთულ შედეგებამდე მიმიყვანა — გადავიწვი. საბედნიეროდ, დროში ძალიან კარგად დაემთხვა ის, რომ სტიპენდია მოვიპოვე და სასწავლებლად შვედეთში წამოვედი, თორემ იმ მოცემულობითა და ენერგიით აქტივისტური საქმიანობის გაგრძელება რთულად წარმომედგინა. მოშვება მიჭირს, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად დავაბალანსო აქტივიზმი, მუშაობა, სწავლა, დრო დასვენებისა და გართობისთვის. ეს შვედეთში ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოში, შესაბამისად, აქ სასწავლებლად გადმოსვლა ცალსახად კარგად აისახება ჩემს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე, პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხზე.

მძიმე აქტივისტური გამოცდილების მიუხედავად, ცხოვრების ამ ეტაპზეც არ მინდა მუშაობის სხვა სფეროში გაგრძელება. ძალიან მსიამოვნებს და მაბედნიერებს ეს საქმე და შეიძლება ფართო მასშტაბისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თუნდაც მიკროგარემოს გაუმჯობესებაში. ამისთვის იდეალური ადგილია Queer.ge, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, ამ მიზანს ვემსახურო და თან ეპიცენტრში არ ვიყო. ქვიარი ნეიტრალურია და ყველა მხარეს — იქნება ეს განსხვავებული იდეოლოგიები, ორგანიზაციები, ჯგუფები, ინიციატივები — აძლევს საშუალებას, ისაუბროს, იმ ადამიანებსაც, ვისთანაც უთანხმოება მქონია. ეს არასდროს აისახება საქმეზე, არავისთან თანამშრომლობაზე უარს არ ვიტყვით — ჩვენ ვართ აქტივისტები, ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამის მჯერა.

ის, რაზეც შვედეთში არ ფიქრობ

შვედეთში ადამიანის უფლებებისა და სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე ვსწავლობ. ცხოვრება შვედეთსა და საქართველოში ქვიარისთვის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

შვედეთს ლგბტქი უფლებების ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა ტერმინსაც კი ვერ წარმოთქვამს — არ იციან, მაგრამ იციან, რომ ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, აქვს საკუთარი ცხოვრება და ამ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. ჩვენთან აბსოლუტურმა უმრავლესობამ საზეპიროდ იცის, რას ნიშნავს “ლგბტ”, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ესმის, რომ სხვა ადამიანს პატივი უნდა სცე, მიუხედავად განსხვავებულობისა.

შვედეთში ლგბტქი ადამიანების სახით მტრის ხატი არ არსებობს და აქ ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ, ეს ქვეყანა გაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზება შეძლო, საქართველოს კი ასეულობით ქვიარი და არა მარტო ქვიარი ტოვებს — სიძულვილისა და უპერსპექტივობის გარემოში ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, მანდ გაჩერდნენ.

არამხოლოდ ამ მხრივ, ზოგადად, ყოველდღიურობაში ძალიან კარგად იგრძნობა, როგორ არის ამ ქვეყანაში გარემო ადამიანებსა და მათ განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებული. აქ სახლიდან გასვლის წინ, სარკეში ჩახედვისას არ ფიქრობ იმაზე, რამდენია იმის შანსი, რამე მოგაძახონ ან გზაზე ვიღაცებთან “კაჩაობა” და საქმეების გარჩევა მოგიწიოს.

უამრავი რამეა, რაზე ფიქრიც აქ საერთოდ არ გიწევს.

მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს. მე საკუთარი მისია ვიპოვე იმაში, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუნდაც მიკრო სოციუმები შევცვალო უკეთესობისკენ. ამის კეთება რაღაცნაირად სიმპტომების მკურნალობას ჰგავს, რადგან მთლიანად ის სისტემაა შესაცვლელი, როგორც მთელი სამყარო მუშაობს. თუმცა ვხედავ, რომ შესაძლებელია ცვლილებებს იწვევდე მიკრო დონეზე და თან იმისკენაც გქონდეს გეზი, ეს სისტემა ამოატრიალო — სადღაც ამის იმედიც უნდა იყოს.

დავინახე ისიც, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და მუშაობა ბევრი წინაღობით, გამოწვევითა და უსამართლობით არის სავსე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში საკუთარ თავსა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

რას ვეტყოდი ქვიარებს?

ქვიარებს ვეტყოდი, რომ იკითხონ ქვიარი!  🙂