31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია. გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები,
ხუთშაბათს, რომის პაპი ფრანცისკე ტრანსგენდერ ადამიანებს შეხვდა შეხვდა. ვატიკანის გაზეთის L’Osservatore Romano ცნობით, ეს ასეთი შეხვედრების მეოთხე შემთხვევაა.
გაზეთი იტყობინება, რომ ფრანცისკე ჯგუფის ზოგიერთ წევრს 27 აპრილს, 22 ივნისსა და 3 აგვისტოს უკვე შეხვდა. ტრანსგენდერი ადამიანები თავშესაფარს რომის ეკლესიაში ეძებდნენ.
L’Osservatore Romano იუწყება, რომ ბოლო შეხვედრა რომის პაპის ყოველკვირეული საერთო აუდიენციის დროს შედგა.
ტრანსგენდერი ადამიანები ნეტარი უმანკო ღვთისმშობლის საზოგადოებაში იმყოფებოდნენ, რომელიც პანდემიის დროს ჯგუფის წევრებს დაეხმარა.
“არავინ უნდა ხვდებოდეს უსამართლობას ან ირიყებოდეს, ყველას აქვს იმის ღირსება, იყოს ღმერთის შვილი”, — თქვა და ჯენინგროსმა გაზეთთან საუბრისას. მან დასძინა, რომ ამ შეხვედრამ ტრანსგენდერ სტუმრებს იმედია ჩაუსახა.
ლგბტქი უფლებადამცველები მიესალმებიან ფრანცისკეს უფრო მიმღებლურ პოზიციებს ქვიარ ადამიანების მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედი პაპებისას, მიუხედავად იმისა, რომ ფრანცისკე ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ გენდერის თვითგამორკვევა ბიოლოგიური მოცემულობის მიღმაც შეიძლება.
2016 წელს მან აღნიშნა, რომ გენდერის თვითგამორკვევა „ქორწინების დიდი მტერი“ იყო, ხოლო 2019 წელს ვატიკანმა გამოაქვეყნა ნაშრომი გენდერის თვითგამორკვევის წინააღმდეგ.
ნაშრომში ნათქვამია, რომ გენდერის შესახებ ასეთი იდეები „ხშირად თავისუფლების გაურკვეველ კონცეფციას ეფუძნება გრძნობებისა და სურვილების დარგში, ან ემოციური იმპულსებითა და ინდივიდის ნებით პროვოცირებული მომენტალური სურვილებით, განსხვავებით იმისგან, რაც არსებობის ჭეშმარიტებებზეა დაფუძნებული“.
დოკუმენტი საერთაშორისო დონეზე დაგმეს ლგბტქი უფლედამცველებმა და განაცხადეს, რომ ეს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას გააღრმავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანცისკემ ლგბტქი ბავშვების მშობლებს მიმართა, არ უარეყოთ ისინი, რადგან ღმერთი არ უარყოფს ლგბტქი კათოლიკეებს, მან მაინც არ შეცვალა კათოლიკური სწავლება, რომელიც გვეუბნება, რომ გეი სექსი არასწორია. ფრანცისკემ ასევე დაამტკიცა ვატიკანის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ეკლესიას არ შეუძლია ერთი და იმავე სქესის წყვილის დალოცვა, რადგან „ღმერთს არ შეუძლია ცოდვის კურთხევა“.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილებით, შესაძლოა, პატიმარ ტრანსგენდერ ქალს სქესის დადასტურების ოპერაცია ჩაუტარდეს. Keep Reading
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მას მიუღებლად მიაჩნია ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. Keep Reading
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და
31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით პოპ კულტურაში და კინო ინდუსტრიაში მრავალი ტრანსგენდერი ადამიანია, რომლებიც ისტორიას ცვლიან და ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და თანასწორია.
გაიცანით ტრანსგენდერი მსახიობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ ლგბტქი ადამიანების გაძლიერებას თავიანთი აქტივიზმით თუ შესრულებული როლებით.
ემჯეი როდრიგესი
ემჯეი როდრიგესს ტელემაყურებლები რაიან მერფის გახმაურებული სერიალიდან, Pose-დან იცნობს, სადაც ის აივ დადებითი პერსონაჟის როლს ასრულებს, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბოლრუმის კულტურას ქმნის. მსახიობი პირველი ტრანსგენდერი ადამიანია, რომელსაც ოქროს გლობუსის ჯილდო გადაეცა.
ბრაიან მაიკლ სმიტი
ბრაიან მაიკლ სმიტი კიდევ ერთი ვარსკლავია, რომელიც გასულ წელს პოპულარული ამერიკული ჟურნალის გამოკითხვის შედეგად ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა სატელევიზიო ინდუსტრიაში. მსახიობი ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში საუბრობს, რომ პატარაობაში იზოლაციაში იზრდებოდა და ფიქრობდა, რომ თავის ოცნებებს ვერ აიხდენდა. ის ვერ ხედავდა ტრანსგენდერ მამაკაცებს მედიაში, ტელევიზიაში და კინოში.
ჰანტერ შაფერი
ჰანტერ შაფერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მსახიობი და მოდელია, რომელიც საზოგადოებამ HBO-ს სერიალიდან, „ეიფორიიდან“ გაიცნო. 23 წლის მსახიობისთვის სერიალში შესრულებული როლი პირველი იყო, მანამდე ის სამოდელო კარიერით იყო დაკავებული და თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან მოდის სახლებთან, როგორებიცაა Prada, Miu Miu, Dior, Calvin Klein, Maison Margiela და Vera Wang. 2020 წელს პრაიდის 50-ე, საიუბილეო მარშზე ჰანტერ შაფერი ონლაინ გამოცემა Queerty-იმ 50 ადამიანს შორის დაასახელა, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას ლგბტქი ადამიანების მიმღემლობაში.
ლავერნ კოქსი
ლავერნ კოქსი ლგბტ აქტივისტი და მსახიობია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უწევს ადვოკატირებას ლგბტქი ადამიანებს. მსახიობის კარიერაში გარდამტეხი Netflix-ის სერიალში, Orange is the New Black-ში შესრულებული როლი აღმოჩნდა. სერიალში მოქმედება ქალთა ციხეში ვითარდება, სადაც ლავერ კოქსის პერსონაჟი ტრანსგენდერი პატიმრის როლს ასრულებს. მსახიობმა შესრულებული როლისთვის Emmy-ის ნომინაციაც მიიღო.
ელიოტ ფლეთჩერი
ელიოტ ფლეთჩერი კიდევ ერთი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელსაც მაყურებლები პოპულარული ამერიკული სერიალიდან, Shameless-იდან (უსირცხვილო) იცნობენ. 25 წლის მსახიობი ლოს ანჯელესში დაიბადა და 17 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი და დაიწყო ტრანსფორმაციის პროცესი. ამჟამად მსახიობი მონაწილეობს Hulu-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ Y: The Last Man.
კეიტლინ ჯენერი
კეიტლინ ჯენერი ამერიკელი სატელევიზიო სახე და ოლიმპიური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, რომელიც 23 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში კარდაშიანების დედასთან, კრის ჯენერთან. ყოფილმა სპორტმსენმა 2015 წელს, 66 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და Vanity Fair-ის ყდაზე გამოჩნდა.
ვაჩოვსკები
დები ვაჩოვსკები გავლენიანი კინორეჟისორები არიან, რომლებსაც საზოგადოება „მატრიცას“ ცნობილი სერიიდან იცნობენ. ფიოდორ დოსტოევსკის, ჰომეროსის და ჰერმან ჰესსეს შემოქმედებით შთაგონებულ კინორეჟისორებს საზოგადოება მრავალი წელი მამაკაცად იცნობდნენ, თუმცა 2016 წელს მათ ოფიციალურად გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ტრანსგენდერები არიან.
ელიოტ პეიჯი
ელიოტ პეიჯი კიდევ ერთი მსახიობია, რომელმაც 2020 წელს სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა ქამინგაუთი და თქვა, რომ ის ტრანსგენდერი მამაკაცია და აპირებს ტრანზიციის პროცესის დაწყებას. ამასთან ერთად მსახიობი პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Time-ის ყდაზე აღმოჩნდა. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ლგბტქი საკითხების ადვოკატირებას და ცდილობს თავისი პლატფორმები გამოიყენოს ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემების გასაჟღერებლად.
ჩაზ ბონო
ჩაზ ბონო პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელმაც ამერიკულ „ცეკვავენ ვარსკლავებში“ მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული ჩერის და სონი ბონოს შვილმა ჩაზ ბონომ გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა საჯარო ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა ქალმა და გამოსცა წიგნი, სადაც ლგბტქი ადამიანებს უზიარებდა თავის გამოცდილებას ქამინგაუთზე.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია, ინდიანას შტატიდან. მუშაობს კაფეში მიმტანად
მარიო ალკალდე წარმოშობით ესპანელი, 31 წლის მატადორია. ცოტა ხნის წინ მან ცნობილ ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში ქამინგ აუთი გააკეთა,
კრისტენ სტიუარტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გააგრძელოს კინო ინდუსტრიაში მუშაობა მანამ, სანამ არ ექნება შესაძლებლობა
31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა, რომელიც 2009 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ იხსენებს ლგბტქი უფლებებისთვის მებრძოლი მამაცი ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას და ფიქრობს იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი ადამიანები არიან.
ამ სტატიაში გამოცემა ქვიარის მომზადებულ სტატიებს გაგახსენებთ, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების გამოწვევებზე, ტრანსფობიურ დანაშაულებზე, ტრანზიციის რთულ პროცესზე და სახელმწიფოს გულგრილობაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ. იმ გულგრილობაზე, რომელიც ხშირად ტრანსგენდერ ადამიანებს ორ არჩევანს შორის აყენებს – ქვეყნის დატოვება თვითგადარჩენისთვის ან სექს-სამუშაოში ჩართვა.
1. სიყვარულით დაწყებული ტრანსფორმაციის ისტორია
სტატიის გმირი ტრანსგენდერი კაცი 11 წლის ასაკში დაწყებულ თვითგამორკვევის პროცესზე ჰყვება, რომელიც 25 წელი გაგრძელდა და სტატიაში საუბრობს სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის სირთულეზე, იმ გზებზე, რომლითაც სხვა ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირება შეძლო, ოჯახის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს მიდგომაზე, რომელიც ქვიარ ადამიანების დასაცავად არაფერს აკეთებს.
2. მონიკა
„აღზრდის სისტემის ნაწილი არ არის საკუთარი თავის სიყვარულის და პატივისცემის სწავლება ბავშვებისთვის, ჩვენი მშობლებიც ამ ცოდნის გარეშე გაიზარდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ განვვითარდეთ და არ შევიყვაროთ ჩვენი თავები ისეთი, როგორიც ვართ“, – აღნიშნავს მონიკა 17 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბლოგში, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ტრანსფობიურ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეზე და თვითგადარჩენისთვის ქვეყნიდან წასვლის გზაზე გვიყვება.
3. #ტრანსფორმაციისისტორია: 100 ლარით დაწყებული ახალი ცხოვრება
26 წლის ტრანსგენდერი ქალის, მარია კასენკოს მცირე ასაკიდან დაწყებული თვითგამორკვევის ამბავი ბევრი ადამიანისთვის გახდება სამაგალითო. 11 წლის ასაკში სახლიდან წამოსვლის, ტრანზიციის პროცესის, მითებისა და სტიგმების ამბავი ბევრი ტრანსგენდერი ადამიანის გამოცდილებას აერთიანებს და ჰყვება ძალადობრივ, სასტიკ გარემოზე რის გამოც „ჩვენს ქვეყანაში არცერთ ტრანსგენდერ ქალს არ დასცალდა სიბერემდე მისვლა, მათი ცხოვრება ნაადრევად დაასრულა ტრანსფობიამ და ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც ასე ახალისებს ძალადობას“.
4. მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი
„მე ვარ ამანდა, ტრანსგენდერი ქალი. იძულებითი სექსმუშაკი და მხატვარი“, – ამ სიტყვებით იწყება ტრანსგენდერი ქალის ძალადობრივ გარემოში გაზრდისა და მცირე ასაკიდან სექს-სამუშაოში ჩართვის ამბავი, რაც თვითგადარჩენის ერთადერთ გზად იქცა. ამანდას ისტორია ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე და სისასტიკეზე დაგაფიქრებთ, რომლის გამოც ლგბტქი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ.
5. ტრანსგენდერი კაცის ახალი ცხოვრება ესპანეთში – ანტონ შადურის ისტორია
ანტონ შადურის ესპანეთში დაწყებული ტრანზიციის პროცესი და ის გზა, რომელიც ტრანსგენდერმა ბიჭმა საბჭოთა საქართველოდან ესპანეთამდე გაიარა, ასახავს ადამიანთა უფლებების კუთხით არსებულ განსხვავებებს, რომლებიც საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებობს და ნათლად გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის აწმყოს, რომელიც ადამიანთა თანასწორობას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
6. ნატა – ერთმანეთის სიძულვილით ვერაფერს გავხდებით
ნატა ტალიკიშვილი, პირველი ტრანს აქტივისტი, რომელმაც 2018 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემია მიიღო, ბოლო წლებში ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიის პერიოდში არსებულ დაბრკოლებებზე და ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევებზე ჰყვება, რომელთა გამოძიების ნების არარსებობა სახელმწიფოს მანკიერებებს ნათელს ჰფენს.
7. კატალინა – იდენტობით არ უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი პიროვნება, ეს ჩვენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია
კატალინას მონათხრობი თვითგამორკვევის, მეგობრების, ოჯახთან იძულებით ქამინგაუთის, სასტიკი პატრიარქატის თემებს ეხება და გვიყვება რიგ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოების წევრების გარიყვის, ძალადობის, უთანასწორობის საძირკველია.
8. ბედნიერი უნდა ვიყო! – ტრანსგენდერი ბიჭის ამბავი
18 წლის ტრანსგენდერი ბიჭი კი პირველ სიყვარულზე გვიყვება, მეგობრობიდან დაწყებულ თვითაღმოჩენების პერიოდზე, იდენტობის შეცვლის მიზნით ფსიქოლოგთან იძულებით სიარულზე და იმ მარტოობაზე, რომელიც თვითგამორკვევის პროცესს თან ახლავს. ეს არის ამბავი ადამინსა და გარემოცვას შორის გაჩენილ ბზარზე, რომელიც სულ უფრო იზრდება.
9. ნატა მაჭარაშვილი – რთულია, იცხოვრო იქ, სადაც ჰომოფობია მძვინვარებს
ნატა მაჭარაშვილი რეგიონში გატარებულ მოზარდობაზე, 14 წლის ასაკში დაწყებულ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, პოლიციისა და საზოგადოების გულგრილობაზე და ემიგრაციაზე ჰყვება, რომლის შემდეგაც „ყველაფერი შეიცვალა, თითქოს სამყარო გადატრიალდა“.
10. სელენა ბუხაიძე – არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე
„მე არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე“, – აღნიშნავს სელენა ბუხაიძე, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც თვითგამორკვევის დამაბნეველ პროცესზე, ტრანზიციაზე, სექსსამუშაოსა და ემიგრაციაზე ჰყვება.
11. პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია
სომეხი ტრანსგენდერი აქტივისტის, ლილიტ მარტიროსიანის შთამაგონებელი ამბავი სომხეთსა და საქართველოს შორის მსგავსება-განსხვავებების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სომეხი ლგბტქი ადამიანების პრობლემების შესახებ არის. აუცილებლად უნდა გაიცნოთ ლილიტი, პირველი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც შეძლო და სომხეთის პარლამენტის წინაშე ისტორიული სიტყვით გამოვიდა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა