ფეხბურთი

ჯეიკ დენიელსი — ღიად გეი ფეხბურთელი, რომელიც ბარიერების ნგრევას ხელს უწყობს

საფეხბრუთო გუნდ ბლექფულის თავდამსხმელმა ჯეიკ დენიელსმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა და დიდ ბრიტანეთში ერთადერთ აქტიურ, ღიად გეი, პროფესიონალური ლიგის კაც ფეხბრუთელად იქცა. 17 წლის დენიელსმა გადაწყვეტილება „შვებად“ შეაფასა

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია. FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო

ყატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, ყატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

ყატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, ყატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ყატარის ოფიციალურ უწყებებს კითხვებს გასული 6 თვის განმავლობაში ვუსვამდით და მათგან ყველაფერზე დადებითი პასუხია, მათ შორის, ლგბტქი დროშის გამოყენებაზე” — აღნიშნა ბალინგჰემმა, თუმცა ამასთან, მან ისიც თქვა, რომ პასუხები გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი იყო — “გაშალონ, თუ მეჩეთიდან არ გადმოკიდებენ — ეს იყო მათ მიერ მოყვანილი მაგალითი, რაც შეურაცხმყოფელია”.

ბალინგჰემის თქმით, ყატარს მუდმივად აფრთხილებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტოლერანტულ გარემოში უნდა ჩატარდეს, ამასთან, დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით ინფორმაციას აქტიურად ითხოვენ.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, 9 სხვა ევროპული ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კამპანია OneLove-ს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატზე ცისარტყელის სამკლაურით ითამაშებს.

“როგორც კაპიტნები, ჩვენ შეიძლება მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ვერთაინდებით. ეს განსაკუთრებით რელევანტურია მაშინ, როცა სოციუმში დაყოფა ჩვეული ამბავია”, — აღნიშნა კეინმა.

ყატარი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებშიც ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია. ერთი და იმავე სქესის ადამიანების გაცხადებული რომანტიკული ან სექსუალური ქცევა ჯარიმით, 7 წლამდე პატიმრობით, მუსლიმი მოქალაქეების შემთხვევაში კი სიკვდილითაც ისჯება.

ფეხბურთის გულშემატკივრები და აქტივისტები ფიფას აკრიტიკებენ, რადგან ორგანიზაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ჩატარება გადაწყვიტა და ამის პარალელურად პრაიდის თვე აღნიშნა, მეტიც, მათ მიერ რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში არაერთი ლგბტქი წყვილების მიღებაზე უარს აცხადებს.

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.

FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიების ჩატარება იმ ქვეყანაში იგეგმება, სადაც ჰომოსექსუალობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, გარკვეულ შემთხვევებში კი ჩაქოლვითაც ისჯება.

ამასთან, შესაძლოა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს პრაიდის დროშა ჩამოართვან, რასაც ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოების დაცვით ამართლებენ.

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელის დროშას გაშლის და ჩამოვართმევ, ეს იმის გამო არ მოხდება, რომ მისი შეურაცხყოფა მაქვს განზრახული, არამედ მისი დაცვის მიზნით. თუ ამას მე არ ვიზამ, შესაძლოა ვინმე თავს დაესხას, ყველას საქციელზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები“, — აღნიშნა გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარიმ AP-ისთან საუბრისას.

The Guardian კი იუწყება, რომ FIFA-ს მიერ ოფიციალურად რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში, რომლის დაჯავშნასაც გულშემატკივრებს ურჩევენ, 3 დაწესებულება აცხადებს, რომ ლგბტქი წყვილებს ოთახში განთავსებაზე უარს ეტყვიან, 20 სასტუმროს წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ლგბტქი წყვილების დაშვებას, თუ საჯაროდ არ გაამჟღავნებენ, რომ თემის წევრები არიან, 33 სასტუმროს კი ლგბტქი წყვილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ზოგიერთი თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას არ აპირებენ, რისი მიზეზიც ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით ქვეყნის სასტიკი მიდგომაა.

უელსის ნაკრების ხელმძღვანელის, ნოელ მუნის თქმით, „ნაკრები აღნიშნულ პლატფორმას გამოიყენებს, რათა ყატარში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ისაუბრონ. მან FIFA-ს და UEFA-ს იმისკენაც მოუწოდა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ მასპინძელ ქვეყანას შეარჩევენ.

სპორტულ სამყაროში ლგბტქი თემის ზედაპირული მხარდაჭერა მასშტაბურად არის გავრცელებული, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილება, რომ პრაიდის თვე აღნიშნონ და იმავე დროს მსოფლიო ჩემპიონატი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში აღნიშნონ სპორტში არსებული სიყალბის ყველაზე აშკარა დადასტურებაა.

ჯეიკ დენიელსი — ღიად გეი ფეხბურთელი, რომელიც ბარიერების ნგრევას ხელს უწყობს

საფეხბრუთო გუნდ ბლექფულის თავდამსხმელმა ჯეიკ დენიელსმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა და დიდ ბრიტანეთში ერთადერთ აქტიურ, ღიად გეი, პროფესიონალური ლიგის კაც ფეხბრუთელად იქცა.

17 წლის დენიელსმა გადაწყვეტილება „შვებად“ შეაფასა და ცნობილი ფეხბურთელებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების, მათ შორის, გარი ლინეკერის, ჰარი კეინისა და სერ იან მაკკელენის მხარდაჭერაც მიიღო. მისი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და პრინცმა უილიამმაც მოიწონა, რომელმაც აღნიშნა, რომ დენიელსის ღიად საუბარი „ბარიერების ნგრევას ხელს შეუწყობს“.

პირველი პროფესიონალური ფეხბურთის წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა ჯასტინ ფაშანუ იყო. დენიელსის მიმართ მხარდაჭერა 1990 წლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფაშანუს გადაწყვეტილებას ჰომოფობიური გამოხმაურებები მოჰყვა და ფეხბურთელმა 1998 წელს, 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სტატუსით უნდა წარმდგარიყო და თვლიდა, რომ ჰომოსექსუალობის გამო სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.

ზოგადად სპორტში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში ჰომოფობიური განწყობები ჯერ კიდევ მძლავრია და ლგბტქი ათლეტებისთის უსაფრთხო სივრცედ არ ითვლება.  House of Commons-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ გასულ 30 წელში სოციუმის დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამ პროგრესის ანარეკლი საფეხბურთო სამყაროში მცირედით თუ აისახა“.

პროფესიონალური ფეხბურთი დიდი ბრიტანეთის სამ ყველაზე პოპულარულ სახეობას შორის ბოლოა, რომლის მოთამაშემაც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა. 2009 წელს, მორაგბე გარეთ ტომასი გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც ღიად ისაუბრა ხოლო 2011 წელს — კრიკეტის მოთამაშე სტივენ დეივისი. ეს გაჭიანურებული პროცესი უცნაური არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰომოფობიურ შეძახილებს სპორტის მოყვარულები დღემდე აქტიურად იყენებენ. დენიელსის გადაწყვეტიელბასაც მოჰყვა ჰომოფობიური განწყობები, რომელიც ლგბტქი უფლებადაცვითმა ჯგუფმა, Stonewall-მა დაგმო. მიუხედავად მცირე ნეგატიური გამოხმაურებისა, გასულ ათწლეულებში მიღწეული კულტურული ცვლილებებისა და კამპანიების, ასევე გულშემატკივრებში მიმღებლობის ზრდის წყალობით ლგბტქი ადამიანების სპორტში მონაწილეობაზე წარმოდგენები შეიცვალა.

2008 წელს, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ The Justin Campaign წამოიწყო, რომელიც კაცების ფეხბრუთში ჰომოფობიაზე დისკუსიის გაატქიურებას ისახავდა მიზნად. კამპანიის სამიზნე ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, რომლებიც სკოლისა და უნივერისტეტის შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ წამოწყებას ფეხბურთისა და ჰომოფობიის შესახებ PrideSports-ის წამოწყებული ინიციატივა მოჰყვა, რომელიც დღემდე აქტიურად ცდილობს სპორტში დამოკიდებულებების ცვლილებას ხელი შეუწყოს. ინგლისისა და უელსის ფეხბურთის მაკონტროლებელმა ორგანომ პირველი ანტიჰომოფობიური ინიციატივა 2012 წელს წამოიწყო, თუმცა ითვლება, რომ მაკონტროლებელი ორგანოს ინიციატივები არაეფექტურია და რეალური ცვლილებების მოტანას ხელს ვერ უწყობს. რთულია იმის განსაზღვრა, მსგავსი კამპანიების შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცოდნა რამდენად აქვთ, თუმცა 2017 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდებში ინკლუზიური მიდგომა იზრდება და ათლეტები ჰომოფობიას თუნდაც ინდივიდუალურ შემთხვევებში უპირისპირდებიან.

ჰომოფობიური შეძახილები თამაშის მიმდინარეობისას საკმაოდ გავრცელებულია, რაც გარკვეულ შემთხვევებში ცხადად ჰომოფობიურ შინაარსს გულისხმობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მიკროაგრესიის გამოვლინებად ითვლება. მიკროაგრესია ყოველდღიური საუბრის ფორმა თუ ქმედებაა, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს მიემართება და მიმღებლობის ნაკლებობასა და დისკრიმინაციულ განწყობას ააშკარავებს. მსგავსი აგრესია უმცირესობის წარმომადგენელი ათლეტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია.

უნდა ითქვას ისიც, რომ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის გულშემატკივართა დაჯგუფებებმა ინკლუზიური გარემოს შენება დაიწყეს, თუმცა ეს ცვლილება მაკონტროლებელი ორგანოს ქმედებებში ნაკლებად ვლინდება და ხშირად უბრალოდ არ სცნობენ ჰომოფობიას. ამის მაგალითი FIFA-ს მსოფლიო თასიც არის, რომელმაც ღონისძიების ჩატარება ყატარში, ანტი-ლგბტქი კანონმდებლობის მქონე ქვეყანაში გადაწყვიტა.

ქალთა ფეხბურთში მდგომარეობა ბევრად უკეთ არის. 2019 წლის ქალთა მსოფლიო თასზე 40 ღიად ლესბოსელი და ბისექსუალი მოთამაშე, მწვრთნელი და მენეჯერი იყო ჩართული. ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ქალების სპორტში სექსისტურ და ჰომოფობიურ განწყობებთან გამკლავება მრავალი ათწლეულია უწევთ.

წყარო: The Conversation