ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.
კამპანიის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონპროექტი აჩვენებს ლგბტქი მებრძოლებს, რომ ქვეყენა, რომლისთვისაც ისინი სიცოცხლეს რისკავენ, მათზე ზრუნავს.
ანდრიი კოჟემიაკინს, უკრაინის პარლამენტის წევრსა და ყოფილ ჯაშუშს, უყვარს საკუთარი ქრისტიანული რწმენისა და ოჯახის სიდიდეზე ხაზგასმა. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ კოჟემიაკინი უკრაინაში ლგბტქი უფლებების ახალი დამცველი გახდებოდა.
სამოქალაქო კავშირმა კანონპროექტი, ერთსქესიანთა ურთიერთობებისთვის ლეგალური სტატუსის მიანიჭების შესახებ, წელს წარადგინა პარლამენტში. ომის მოუხედავად, კანონპროექტი დღესაც ფუნქციონირებს.
კოჟემიაკინის კომიტეტი პირველი იყო, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა. კოჟემიაკინმა განაცხადიც მოამზადა, რომელშიც პარლამენტის წევრი იმ ტრენინგზე ყვება, რომელშიც იღებდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირის არსებობის დროს. ხაზი გაუსვა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებსა და პირად მოსაზრებებს ლგბტქი ადამიანების შესახებ.
ამის შემდეგ, კოჟემიაკინმა გამოაცხადა, რომ მთელი გულით უჭერს მხარს კანონპროექტს. ასევე ახსენა ვლადიმირ პუტინის ჰომოფობიური განცხადება, რომ რუსეთში გეი ადამიანები არ არსებობენ.
“ყველაფერს დავუჭერ მხარს, რაც ჩვენს მტერს სძულს”, – განაცხადა კოჟემიაკინმა. “თუ ის არასდროს იარსებებს რუსეთში, უნდა იარსებოს და იყოს მხარდაჭერილი აქ, რათა დავანახოთ რუსებს, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ეს კანონპროექტი არის გაღიმება ევროპისკენ და შუა თითის აწევა რუსეთისკენ. ამიტომ, მხარს ვუჭერ”.
ინა სოვსუნმა, დეპუტატმა, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა და ახლა ცდილობს მის დაცვას პარლამენტში, თქვა, რომ კოჟემიაკინის გამოსვლა იყო “ყველაზე მოულოდნელი რამ ჩემს პოლიტიკურ კარიერაში”. სოვსუნი ამატებს: “არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს სხვადასხვა მიზეზის გამო”.
სოვსუნმა კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვმა თავისი ჯარები საზღვარზე გაგზავნა. ომმა ლგბტქი უბლებებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, მაშინ როცა უკრაინელი მებრძოლები სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ.
მისი ჯგუფი აგროვებდა ფინანსებს აღჭურვილობისთვის, რათა თავიანთ გეი მეგობარს დახმარებოდნენ, რომელმაც ჯარში მსახურობა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს მიხვდა სოვსუნი, რომ პარლამენტში საკუთარი პოზიციის გამოყენება სხვანაირადაც შეეძლო, რათა თავის მეგობარს სხვადასხვა გზით დახმარებოდა.
უკრაინამ დიდი პროგრესი განიცადა ლგბტქი უფლებების მხარდასაჭერად, თუმცა ჰომოფობია ჯერ კიდევ მწვავე პრობლემაა, გეი მებრძოლებს ხშირად აბულინგებენ ფრონტის ხაზზეც კი, კონსტიტუცია კი ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით.
მაქსიმ პოტაპოვიჩი კამპანია “სამხედრო ლგბტქი” – ს წევრია, რომელიც გეი სამხედროების ფოტო და ვიდეომასალებს გვიზიარებს ბრძოლის ველიდან.
“ეს კანონი უნდა მივიღოთ ომის მიმდინარეობისას, რათა ჩვენმა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველზე უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი და როდესაც ისინი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდებიან, იცოდნენ, რომ სანამ ისინი ჩვენთვის სანგრებში იბრძოდნენ, ჩვენ აქ მათთვის ვიბრძოდით”, – ამბობს პოტაპოვიჩი.
სამოქალაქო გაერთიანებები გარდაცვლილი მებრძოლების პარტნიორებს აძლევს ფინანსურ მხარდაჭერასა და ოფიციალურ აღიარებას, ასევე უფლებას, რომ მიიღონ სამედიცინო გადაწყვეტილებები მათი ახლობლების დაშავების შემთხვევაში.
ბევრი გეი უკრაინელი მებრძოლის ოჯახმა არ იცის თავიანთი ახლობლის სექსუალური რიენტაციის შესახებ. თუ გეი მებრძოლები ლეგალურად დაუქორწინებლები არიან, მათ ოჯახებს აქვთ უფლება, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავად მიიღონ. ამის გამო, ზოგი შიშობს, რომ პარტნიორებს აუკრძალავენ მებრძოლთა დაკრძალვაზე მისვლას და მეტიც, სიკვდილის შესახებ არ შეატყობინებენ.
2022 წლის ნოემბერში ლედა კოსმაჩევსკას ფეისბუქ პოსტი ვირუსულად გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოსმაჩევსკა თავის საუკეთესო მეგობარზე დაქორწინდა, რათა მისი მებრძოლი მეგობრის არჩევანი პატივცემული და დაფასებული ყოფილიყო: “რთული დრო რთულ ქორწინებებთანაა დაკავშირებული”, – ამბობს კოსმაჩევსკა.
პრაქტიკული რეალობის მიღმა, ომმა მოიტანა ეგზისტენციალური აქტუალობა თანაბარი უფლებებისთვის და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ლგბტ უკრაინელისთვის, თქვა პოტაპოვიჩმა, ლგბტ სამხედრო აქტივისტთა ჯგუფიდან.
”ისინი ნამდვილად გრძნობენ, რომ ომის დროს მათი ცხოვრება შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ამიტომ სურთ იცხოვრონ თავისუფალი ცხოვრებით, რამდენადაც შეუძლიათ,” – თქვა მან.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინელმა აქტივისტებმა შესამჩნევად გააძლიერეს დემოკრატია, ქვეყანამ კი ევროპული ღირებულებები მიიღო, ამის გამო, ლგბტქი თემის უფლებებისადმი დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა.
ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 58% დადებითად ან ნეიტრალურად არის განწყობილი ლგბტქი მოქალაქეების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის მნიშვნელოვანი და სწრაფი გაუმჯობესების მომასწავლებელია.
„2016 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 30% იყო, ასე რომ, ჩვენ გავაორმაგეთ მიმღებლობა ხუთ ან ექვს წელიწადში, რასაც სხვა პრაიდ მოძრაობებმა მიაღწიეს 10 ან 20 წელიწადში“, – თქვა პოტაპოვიჩმა. უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა – 80%-ზე მეტი – მხარს უჭერდა ჯარში მომსახურე გეი ჯარისკაცებს.
სოვსუნის მსგავსად, პოტაპოვიჩი ამ პროგრესს უყურებს, როგორც სახელმწიფოს სურვილს, მეტად მიიღოს ევროპული ღირებულებები. „ეს გავლენას ახდენს ჩვენს პოზიციაზე ევროპელი პარტნიორების წინაშე. ჩვენ ნამდვილად გვინდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა“.
ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ინსტიტუციური ჰომოფობია უკრაინის ნაწილებში, განსაკუთრებით სოციალურად უფრო კონსერვატიულ დასავლეთში, რელიგიური ჰომოფობიით არის გამყარებული. ომამდე პრაიდ მარშები ჩატარდა ხარკოვში, კიევსა და ოდესაში, მაგრამ არასოდეს ლვოვში.
თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ამის ნაცვლად, საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენა მისი დებულებები. თავდაცვის სამინისტრომ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოგზავნა პასუხი.
წერილში საერთოდ არ იყო ლაპარაკი სექსუალური ორიენტაცია, თუმცა ნახსენები იყო რასა, კანის ფერი, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, გენდერი, ეთნიკური და სოციალური წარმომავლობა, ფინანსური სტატუსი და ენა.
მაგრამ ლგბტ კამპანიის მონაწილეები და მათი ელაები დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ დაარწმუნონ სამინისტრო, მხარი დაუჭიროს ჯარისკაცებს.
”ჩვენ ვაიძულებთ მათ გადახედონ კანონპროექტს”, – ამბობს ოლგა კოლომიეცი, სნაიპერი. „თუ იბრძვი, იბრძოლე ბოლომდე, ეს ჩემი დევიზია ცხოვრებაში”.
თითქმის ათი წლის წინ, ორმა უკრაინელმა მამაკაცმა, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ 10 წლის განმავლობაში, უჩივლა მთავრობას იმის გამო, რომ უარი თქვა მათ უფლებაზე, რომლითაც სარგებლობენ ჰეტეროსექსუალური წყვილები. ”ჩვენ ვიზიარებთ ყველა ჩვენს სიხარულს და უბედურებას, როგორც ნებისმიერი ოჯახი, მაგრამ სახელმწიფოს თვალში ჩვენ ორი ცალკეული კაცი ვართ”, – თქვა ანდრია მაიმულახინმა.
უკრაინის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი. სოვსუნი ამბობს: ”უბრალოდ ვისურვებდი, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გვიან”.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
წელს ლივერპული უკრაინის სახელით კიევის ყოველწლიურ პრაიდის მსვლელობას უმასპინძლებს, ხოლო ქალაქის მარში უკრაინელ ორგანიზატორებთან KyivPride-თან ერთად გაიმართება.
ამჟამად კიევში მსვლელობის მოწყობა არალეგალურია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, წლევანდელი ღონისძიება კი სოლიდარობასა და ერთიანობას მოიცავს.
განცხადება გაკეთდა რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ლივერპულმა უკრაინის სახელით უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ამან დიდი სტიმული მისცა ქალაქის ლგბტქი სცენას.
ლენი ემსონმა, რომელმაც ათი წლის წინ KyivPride-ის დააარსა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ლენი ემსონმა თქვა:
”რუსეთის შემოჭრამ მარშის უფლება წაგვართვა. თუმცა საერთაშორისო სოლიდარობა გვაძლევს შანსს გავაგრძელოთ მსვლელობა უკრაინელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის.
შარშან ვარშავის პრაიდმა პოლონეთის დედაქალაქში KyivPride შეიფარა. წელს ლივერპული უჭერს მხარს უკრაინელ ლგბტქი ადამიანებს.
მოვუწოდებთ ყველა საზოგადოებას გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მასშტაბით: გთხოვთ, მობრძანდეთ და მხარი დაუჭიროთ ერთობლივ KyivPride-სა და Liverpool March-ს Pride-ს. იყავი იქ, იყავი პოლიტიკური, იყავი ხილული“.
“ეს არის სოლიდარობის, ერთიანობის და იმედის გზავნილი”
მსვლელობაზე დასწრება უფასო იქნება. ორგანიზაციებსა და ბიზნესებს, რომლებსაც სურთ ჩაერთონ, მოუწოდებენ შემოწირულობები გადაურიცხონ LCR Pride Foundation-ს, რეგიონულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.
„მსოფლიოში სადაც არ უნდა იყოთ, ლგბტქი ადამიანები ითხოვენ თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრების უფლებას. დიდი ბრიტანეთშიც კი, ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ამ უფლებების შეზღუდვა ან მთლიანად განადგურება, ამიტომ ჩვენ ვამაყობთ, რომ წლევანდელი მარში გავუზიაროთ უკრაინის ლგბტქი თემებს. ეს არის სოლიდარობის, ერთიანობის და იმედის გზავნილი ხალხისთვის აქ, ქალაქ ლივერპულში და კიევში“ – თქვა ენდი ჰერინგმა, LCR Pride Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
LCR Pride Foundation დაარსდა 2019 წელს. მისი მიზანია ლივერპული დიდ ბრიტანეთში გახდეს ყველაზე მიმღები ადგილი ლგბტქი ადამიანებისთვის.
2012 წელს, დაარსების დღიდან, KyivPride მუშაობს უკრაინაში ლგბტქი ადამიანების უფლებების გასაუმჯობესებლად.
მისი მუშაობა მოიცავს ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფას, ონლაინ მხარდაჭერის სესიების გამართვას, თავშესაფრისა და დროებითი განსახლების უზრუნველყოფას საზოგადოების წევრებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
ილუსტრაციების ავტორი: ნატალია ავალიანი
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან და სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. პუტინის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ გამოცხადებული ომის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ რუსეთი საკუთარი ქმედებების ტრადიციული ღირებულებების დაცვის სახელით შეფუთვას ცდილობდა.
პუტინის თქმით, დასავლეთი „ცდილობს ტრადიციული ღირებულებების განადგურებას და ყალბ ღირებულებებს ავრცელებს, რომლებიც განადგურებას გვიქადის“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი კირილიც ალტი-ლგბტქი გზავნილებს იყენებს, რათა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გაამართლოს. აპოკალიფსის სურათის დახატვით, ის პუტინისთვის ხელსაყრელ ნარატივს ავრცელებს.
კირილი ადამიანების უფლებების დაცვას დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ფსევდოჰუმანურ ქვიარ დღის წესრიგად მოიხსენიებს, რაც, მისი მტკიცებით, სამყაროს განადგურებით ემუქრება და ამ პროცესში რუსეთი კაცობრიობის “უკანასკნელ მხსნელად” გვევლინება.
„თუ კაცობრიობა ჩათვლის, რომ ცოდვა ღმერთის გზიდან გადახვევა არ არის, თუ კაცობრიობა ჩათვლის, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაირსახეობაა, ცივილიზაციის დასასრულამდე მივალთ“, — აცხადებდა კირილი ომის დაწყებისას და ამბობდა, რომ რუსეთის დონბასში შეჭრა დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ღირებულებებთან მებრძოლი ხალხის გადარჩენას ემსახურებოდა.
ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, რუსულმა სახელისუფლებო მედიებმა ევრომაიდანი „ნაციონალისტების, ანტისემიტების, ნეონაცისტებისა და ჰომოსექსუალების“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად მონათლეს და ამ გზით პროტესტის მუხტის ჩახშობა სცადეს.
ბოლო დროის რუსული ანტიდასავლური და ჰომოფობიური ნარატივების ყველაზე აშკარა მაგალითი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის შემდეგ გაკეთებული განცხადებებია. თუმცა, ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებიც რუსეთის გავლენის გაძლიერებას ემსახურება, ქართველი პოლიტიკოსებიც არ ერიდებიან.
ბოლო მაგალითი, 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენების აგენტების“ შესახებ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების კანონია, რომელიც „მტრული გავლენების“ იდენტიფიცირებისა და მათივე თქმით, „გამჭვირვალობის გარანტიების შესაქმნელად“ დააინიცირეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასავლეთის კრიტიკა და საქართველოს მოქალაქეების მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
კანონი, რომელიც პუტინის მიერ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მცდელობის ანალოგიური იყო, ქართულმა ოცნებამ უწყვეტი საპროტესტო ტალღის ფონზე გაიწვია. უკან დახევამდე კი საპროტესტო ტალღის ჩახშობას აქციების დარბევით ცდილობდნენ.
დასავლელი მეგობრების კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ „საკუთარ თავს მიხედონ“, აქციის მონაწილეებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ნაწილს „სატანისტების ფორმა ეცვათ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს „ორიენტაცია არეული“ და „გზას აცდენილი ახალგაზრდა“ უწოდა. კობახიძის განცხადება ზუსტად იმეორებს ანტიდასავლური დაჯგუფებების მცდელობას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანებისგან „მტრის ხატი“ შექმნან და ამ გზით მოსახლეობაზე გავლენა მოახდინონ.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური პირების, რადიკალური დაჯგუფებების თუ საეკლესიო პირების განცხადებები რუსეთს გავლენების განმტკიცებაში პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება. ხოლო ის, თუ რა ნარატივებს ავრცელებენ კონკრეტული აქტორები, როგორ იგეგმება ანტიდასავლური კამპანიები და რას ისახავენ მიზნად, ახალი სულაც არ არის.
პუტინის მიერ არჩეული ბრძოლის გზები, ნარატივები, რომელთა გავრცელებასაც ცდილობს, ხერხები, რომლებსაც იყენებს, საბჭოთა დროის გამოძახილია. თუ საბჭოთა მეთოდებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ რუსეთი მუდმივად წრეზე ტრიალებს და პოსტ-საბჭოთა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემების გააქტიურებითა და არარსებული მტრების გამოგონებით გავლენის გამტკიცებას ცდილობს. ამიტომ, რუსეთის დღევანდელი ქმედებების უკეთ გასააზრებლად საბჭოთა წარსულის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ანტიდასავლური და ანტი-ლგბტქი ნარატივების საწყისებთან
საბჭოთა ჰომოფობიური ნარატივების დამკვიდრების საწყის წერტილთან დასაბრუნებლად თვალი უნდა გადავავლოთ ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდს. 1917 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა, რადიკალური ცვლილებების პერიოდი დაიწყო. ახალმა ხელისუფლებამ სრულიად ახლებური საზოგადოების ფორმირება გადაწყვიტა. მეფის რუსეთის დროს არსებული კანონები ერთმანეთის მიყოლებით უქმდებოდა, ჩნდებოდა ჩასწორებები, რომლებიც თანასწორობისკენ იყო მიმართული. ბოლშევიკურ რუსეთში ქალი და კაცი თანასწორად გამოცხადდნენ და ოჯახურ ურთიერთობებშიც ორივე მხარეს თანაბარი უფლებები ჰქონდა, განქორწინების პროცესი ბევრად გამარტივდა, აბორტი ლეგალური გახდა და გაუქმდა 1903 წლის ჩანაწერი, რომელიც ჰომოსექსუალურ კავშირებს შეეხებოდა და ნებაყოფლობითი ურთიერთობების ლეგალიზება მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტად თანასწორი რეალობის შენებაზე მიანიშნებდა. ჰომოსექსუალობა, როგორც პოლიტიკური იარაღი, ისევ გამოიყენებოდა. ბოლშევიკებისთვის კლასობრივი ბრძოლის, ეკლესიის გავლენების ჩახშობის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ ჰომოსექსუალობა იყო.
გასული საუკუნის 20-იანი წლების რუსეთში ნებაყოფლობითი სექსის ასაკს მიუღწეველ პირებთან ძალადობრივი სექსუალური კავშირის ბრალდებით არაერთი საეკლესიო პირი წარსდგა სასამართლოს წინაშე.
მკვლევრების ნაწილი ბოლშევიკური რევოლუციის საწყის წლებს „პირველი გეი რევოლუციის” პერიოდსაც კი უწოდებს. 1922 წლის სისხლის სამართლის კოდექსში სრულად უარყვეს არქაული ტერმინები, რომლებსაც მედიცინასთან და მეცნიერებასთან საერთო არ ჰქონდათ. მათ შორის, სექსუალური დანაშაულები „პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების“ უფლების თავში გაერთიანდა. ახალი ხელისუფლება ცდილობდა, რომ მეფის დროის დრომოჭმული, არქაული მიდგომების საპირწონედ, მეცნიერება, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა განემტკიცებინა. ამიტომ, ეს პერიოდი ლგბტ ადამიანებისა და ქალებისთვის მცირეხნიანი შვების ხანად იქცა. იმ დროს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებული იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლშევიკური რუსეთის მიდგომა ბევრად პროგრესული იყო. თუმცა, ეს ახლებური, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა. 30-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სტალინი საბჭოთა კავშირის ლიდერად იქცა, ლგბტქი საკითხები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, კიდევ უფრო გააქტიურდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, თამარ თოლორდავას თქმით, საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული ნიშნები სულ უფრო ძლიერდებოდა და სწორედ საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული, სექსუალობის საკითხები იქცა პირველი აკრძალვების სამიზნედ, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვებისთვის ნიადაგის მოსინჯვას ჰგავდა.
„30-იან წლებში, როცა ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება ისევ მოხდა, ეს საბჭოთა პროპაგანდის ჭკვიანურად დაგეგმილი ნაბიჯი იყო. დეკრიმინალიზების გამოცდილება ჯერ კიდევ ახალი იყო და აღნიშნული ცვლილება შეიძლებოდა მტკივნეული ყოფილიყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ამიტომ სექსუალობასთან დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვა მათთვის კარგი გზა იყო, რაც ნიადაგს შეამზადებდა სხვა უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგოდ. უნდა ითქვას ისიც, რომ აკრძალვა თავიდანვე პოლიტიკურ იარაღად იქცა — ჰომოსექსუალობაში “ბრალდებულ” ადამიანებს მიაწერდნენ სხვადასხვა დასავლური ქვეყნის ჯაშუშობას, მათგან მტრის ხატს ქმნიდნენ. ჰომოსექსუალობა ქვეყნის გამყიდველის სინონიმად აქციეს“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ირა როლდუგინა, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში მცხოვრები ქვიარ ადამიანების გამოცდილებებს მრავალი წელია იკვლევს, Open Democracy-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ 20-იანი წლების რუსეთში არსებული იდეები დღევანდელი რეალობისთვისაც კი პროგრესულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა ქვიარ ადამიანების მეტი ხილვადობა გამოიწვია. ამიტომ, 30-იან წლებში, როცა სტალინი ხელისუფლებაში მოვიდა, სექსუალობა აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკურ განაცხადი და ეს ხელახალი კრიმინალიზების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.
„30-იანი წლებისთვის, სექსუალობა პოლიტიკურად აღიქმებოდა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რევოლუციამდელი მდგომარეობისგან. უხეშად რომ ვთქვათ, ჰომოსექსუალები საფრთხედ აღიქმებოდნენ და „რევოლუციონერებთან“ და „ქვეყნის მოღალატეებთან“ იყვნენ გათანაბრებული. სექსუალობა ისეთივე დევნის მიზეზად იქცა, როგორც პოლიტიკური ქმედებები“, — აღნიშნავს როლდუგინა.
ჰომოსექსუალობის აკრძალვის, სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების სტიგმატიზებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქალებისა და კაცების შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომა ამოქმედდა. ლესბოსელი ქალები ფსიქიატრიული მკურნალობის სამიზნედ იქცნენ, ჰომოსექსუალი კაცების შემთხვევაში კი, დაპატიმრება და შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში გაგზავნა იქცა პრაქტიკად.
თამარ თოლორდავა აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის მომწიფების დროისთვის, სტალინისთვის მორალური საყრდენის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, დღის წესრიგში დადგა სამშობლოს მხსნელი ჯარისკაცის სახე, რომელიც მასკულინური, ჰეროიკული ფიგურა უნდა ყოფილიყო და ამ მიზნებში ჰომოსექსუალობა აღარ ეწერებოდა.
„მეორე მსოფლიო ომის მომწიფების დროისთვის კაცური, მაჩოისტური, მასკულინური იდეალების დამკვიდრება იყო მნიშვნელოვანი. გენდერული თანასწორობაც ილუზია იყო. ერთი მხრივ, სისტემა სამშობლოს მხსნელი, გმირი კაცის იმიჯს ამკვიდრებდა, მეორე მხრივ, მოჩვენებითი გენდერული თანასწორობის იდეას ავრცელებდა, თუმცა ქალების როლი მაინც შემოსაზღვრული იყო სამშობლოსთვის გმირების აღზრდით და ჰომოსექსუალობა ამ ნარატივში ვეღარ ეწერებოდა. პოლიტიკის სახეს ქმნიდა “კაცური კაცი”, ჰომოსექსუალობა კი გაიგივებული იყო “ფემინურთან”. საბჭოთა სისტემა სწორედ ამ განწყობებით საზრდოობდა“, — ამბობს თამარ თოლორდავა.
1933-1934 წლების პირველი მასშტაბური დაკავებები, რომელთა სამიზნედ ლენინგრადში მცხოვრები გეი კაცები იქცნენ, ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, „გადახრები“ იყო დაკავების მიზეზი და, მეორე მხრივ, აღნიშნულ საქმეებს თან დაერთო „უცხო ქვეყნის ჯაშუშობის“, „ქვეყნის ღალატის“ სარჩული.
დენ ჰილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თანამედროვე რუსეთის ისტორიის მიმართულების სპეციალისტია, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალი კაცების წინააღმდეგ მიმართულ პრაქტიკას “სტალინური ჰეტეროსექსუალობის კონსტრუირების” პროცესად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა „კაცურ“ გამოწვევად ჩაითვალა, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან იყო გადაჯაჭვული. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ლესბოსელი ქალების წინააღმდეგ კანონი არ მიუღიათ.
„უმეტეს ქვეყანაში ასე მოხდა — ლესბოსელი ქალების წინააღმდეგ კანონები არ მიუღიათ, რადგან ისინი ისტორიულად კერძო სფეროთი იყვნენ შემოსაზღვრული და ქმრების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. სტალინი და მისი გარემოცვა ქალების ემანსიპაციის იდეას არ ეთანხმებოდა: პოლიტბიუროში ერთი ქალიც კი არ იყო. ჩემი აზრით, სტალინისთვის ჰომოსექსუალობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვული „კაცური პრობლემა” იყო. ქალები არ მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში და უსაფრთხოების დაცვის ორგანოებში აქტიური როლი არ ჰქონდათ, ამიტომ ნაკლები რისკის შემცველნი იყვნენ“, — ამბობს დენ ჰილი.
დაკავებული გეი კაცები ძირითადად ბანაკებში იგზავნებოდნენ. საბჭოთა სისტემა მათგან „კარგი სოციალისტების“ გამოძერწვას ცდილობდა, რაც იმ დროისთვის პირველ რიგში სამშობლოსთვის გმირულ თავდადებას, ჯარისკაცად მსახურებას გულისხმობდა.
თუმცა, გაუგებარია, როგორ განმტკიცდა საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობის, როგორც დასავლეთის „სენის“ ნარატივი მაშინ, როცა მკვლევრების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ იმ დროის რუსეთში ლგბტქი და ქალთა უფლებების მიმართულებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე რუსეთში.
თამარ თოლორდავას თქმით, საბჭოთა კავშირში აღნიშნული იდეის დასაყრდენად მეფის დროის რუსეთის შესახებ შემორჩენილი ცოცხალი მეხსიერება და ინფორმაციაზე დამყარებული ტოტალური კონტროლი იქცა. იმ დროს, როცა ნაცისტური გერმანია, კერძოდ კი ადოლფ ჰიტლერი რუსეთს „სექსუალური გაუკუღმართებას“ მიაწერდა, რუსული მხარე იმავეს ცდილობდა და ნარატივის დამკვიდრება ორივე შემთხვევაში წარმატებით მოხდა.
„პროპაგანდის მანქანისთვის შავის თეთრად სახელდებაა მიზანი და აღნიშნულის მიღწევა მით უფრო მარტივია, რაც მეტად ჩაკეტილია საზოგადოება, რაც მეტია ინფორმაციაზე კონტროლი. შეიძლება ძნელად წარმოსადგენი იყოს, როგორ მოხერხდა ჰომოსექსუალობისა და დასავლეთის დაკავშირება 30-იან წლებში — მაშინ, როცა ადამიანის უფლებების კუთხით დასავლეთშიც სავალალო მდგომარეობა იყო. თუმცა, პროპაგანდის მანქანისთვის ინფორმაციის გაყალბება, ფაქტების ისე ინტერპრეტირებაა მნიშვნელოვანი, რომ ამბის მეორე მხარე ნაკლებად წონიანი ჩანს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა გვიან გახდა შესაძლებელი, რაც კონტროლმა განაპირობა“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა.
საბჭოთა სოციალისტური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ერთგვაროვანი საზოგადოების შექმნა, რომლის თითოეული წევრი აღიქმებოდა არა ინდივიდად, არამედ საბჭოთა “დიადი რეალობის” შენების მექანიზმად. წარმატებით შედგა 30-იან წლებში დაწყებული მცდელობა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყვნენ „კარგი საბჭოთა მოქალაქეები“ და „სხვები“, კავშირისთვის საშიში „წარმონაქმნები“.
საბჭოთა ფრაგმენტული ქვიარ გამოცდილებები
საბჭოთა დევნის პირობებში, ქვიარ კავშირები სრულად დახურულ კარს მიღმა იყო, ამიტომ, გამოცდილებების შესახებ სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. თუმცა, რაც დადასტურებით ვიცით, ისაა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გეი კაცების თავშეყრის მთავარ საშუალებად, ე.წ. „პლეშკა“ — სხვადასხვა შემთხვევითი ლოკაცია იქცა, სადაც ჰომოსექსუალ კაცებს შეკრება და სოციალიზება შეეძლოთ.
უსაფრთხოების სამსახურები ამ ლოკაციებს არბევდნენ, ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც აგენტურას იყენებდნენ და აღრიცხავდნენ ჰომოსექსუალურ კავშირებში შემჩნეულ ადამიანებს. თუმცა, არც ამ მიმართულებით არსებობს სრული ცოდნა. ყველაზე პოპულარული საქმე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, 80-იანი წლების პოლონეთის ჰიაცინტის (სუმბული) საქმეა.
ჰიაცინტის საქმე ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების სამსახურები ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში შემჩნეული კაცების სიებს აწარმოებდნენ, რომელში აღმოჩენილ ადამიანებს შანტაჟის გზით აგენტებად იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სიაში დაახლოებით 11 ათასი ჰომოსექსუალი კაცი და მათთან დაკავშირებული პირები იყვნენ აღრიცხული. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში მსგავსი საქმეების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს, რაც საბჭოთა გამოცდილებების კვლევას ართულებს.
მკვლევრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ლგბტქი ადამიანების გამოცდილებებს იკვლევენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ რიგი მიზეზების გამო, ჩვენი ცოდნა ფრაგმენტულია. ირა როლდუგინას თქმით, კვლევითი მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ არქივების ნაწილზე წვდომა უბრალოდ შეუძლებელია. ამას ემატება ჰომოფობიური განწყობები რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, რაც ართულებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებიც პირველი პირის მოწმეები არიან და ჰომოფობიური სისტემის მარწუხები საკუთარ თავზე გამოცადეს.
დენ ჰილი კი აღნიშნავს, რომ ჰომოსექსუალობის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი დაახლოებით 250 ათასი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტია.
რაც შეეხება ლესბოსელ ქალებს, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოჩნდნენ, ირა როლდუგინას თქმით, მკვლევრებს სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა არ აქვთ. უფრო მარტივად საკვლევია ჰომოსექსუალი კაცების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ფრაგმენტული.
„საბჭოთა ქვიარ ქალების გამოცდილებების გასაგებად გასაღები შეიძლება მათივე მონათხრობი იყოს — რა გზებს მიმართავდნენ სოციალიზებისთვის, როგორი იყო მათი ქცევითი სტრატეგია, მაგრამ ფესვგადგმული ჰომოფობია და საკუთარ სექსუალობაზე საუბრის შიში იმ დროის მომსწრე ლესბოსელების მოძებნას შეუძლებელს ხდის“, — აღნიშნავს როლდუგინა.
ჰომოსექსუალობის ბრალდებით დაკავებების შესახებ ერთეული შემთხვევები თუ ვიცით, ისიც — საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების. მაგალითად, რეჟისორ სერგეი ფარაჯანოვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტალინის შემდეგი პერიოდის საბჭოთა ხელისუფლებისთვის ჰომოსექსუალობის ბრალდება სისტემისთვის საზიანო ინდივიდების გაჩუმების, სტიგმატიზების იარაღი იყო. ამიტომ, შესაძლოა, ამ საქმეების უმეტესობას არავითარი კავშირი არ ჰქონდეს ჰომოსექსუალობასთან.
საბჭოთა სენტიმენტები და ახალი მხსნელის დაბადება
საბჭოთა კავშირის დაშლამ გათავისუფლებულ ქვეყნებს თვითგამორკვევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მრავალწლიანი სისტემის ნარჩენებისგან გათავისუფლება მარტივი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა. ამას დაემატა ახალი ლიდერების მცდელობა, რომ ჰომო სოვიეტიკუსი, რომელიც გაურკვეველ, მისთვის უცნობ რეალობაში აღმოჩნდა, წარსულის სენტიმენტებით გამოეკვება. ამიტომ, მათ შორის, სექსუალობასთან, გენდერთან დაკავშირებული საკითხების აღქმა ისევ საბჭოთა წრეზე დატრიალდა.
ისტორიკოსი, ვლასი ვაწაძე წერს, რომ ახალ რეალობაში კაცმა თავი უფუნქციოდ იგრძნო და იმ იდეალებს მიუბრუნდა, რომლითაც საბჭოთა სისტემამ აღზარდა.
„კაცმა თავი უფუნქციოდ, შევიწროებულად იგრძნო. საბჭოთა კავშირმა მას ასწავლა იარაღის ხელში ჭერა, რაც მხოლოდ ფასადურად უსვამდა ხაზს მის კაცურობას და ქალის ხარჯზე ანებივრებდა. დაბნეული და განებივრებული საბჭოთა კაცი კი ვერ აღმოჩნდა მზად რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შესაჭიდებლად, შესაბამისად, გახდა აგრესიული და შეუდგა იმ საქმეს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა – მისთვის განსხვავებული, არასტერეოტიპული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ აგრესიის ფრქვევას“, — წერს ვლასი ვაწაძე.
თამარ თოლორდავას თქმით, ახალი რეალობით იმედგაცრუებამ წარსულის სენტიმენტები ახალი ძალით გააცოცხლა, რაც რუსეთის ხელში იარაღად იქცა.
„კრემლმა პოსტ-საბჭოთა იმედგაცრუებით ნასაზრდოები სენტიმენტები ძალიან კარგად გამოიყენა. 70-წლიანი ჩაკეტილობის შემდეგ, თავისუფალ, ბევრად ღია რეალობაში არსებობა, გადარჩენა უნდა ისწავლო. იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება ან ამიერიდან დასავლეთი გადაგარჩენს, ფუჭია. მთავარი თვითგამორკვევის პროცესია, რომელიც მრავალწლიანი, დამქანცველი პროცესია. ახალი რეალობით იმედგაცრუება წარსულის სენტიმენტებს აცოცხლებს. ამიტომ, ქალების უფლებებზე საუბარი საბჭოთა მშრომელი ადამიანის, ამ შრომაში “თანასწორობის” იდეით გადაიფარა, ლგბტქი უფლებები კი დასავლეთს მიეწერა. ყველაფერი ახალი, უცხო ან გაუცხოებული ტოტალიტარული სისტემისთვის იარაღად, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისთვის კი სასარგებლო მოცემულობად იქცა. ამას დაემატა ქრისტიანული ღირებულებების დაცვა, ტრადიციული საზოგადოების შენების იდეა”, — გვეუბნება თამარ თოლორდავა.
პუტინის, როგორც ახალი მხსნელის დაბადების ფენომენის უკეთ გასაგებად რამდენიმე ფაქტორი გამოდგება. ცივი ომის მრავალწლიანი პერიოდი საბჭოთა კავშირის დამარცხებით და დაშლით დასრულდა. საბჭოთა ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ „დიდ სამამულო ომში“ საბჭოთა კავშირის დიადი როლით იყო მონუსხული, თავს საყრდენგამოცლილად გრძნობდა. რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი, ბორის ელცინი, თუმცა ის ვერ იქცა ლიდერად, რომელიც ახალ რეალობაში რუსეთის როლს გასაგებს გახდიდა. ალკოჰოლდამოკიდებული, წარუმატებელი, რუსეთის იმპერიალისტური მიზნებისთვის შეუსაბამო (ამას მოწმობს რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში, მცირერიცხოვან, სათანადო შეიარაღების არმქონე ქვეყანასთან დამარცხება) პრეზიდენტი გაურკვევლობით გამოწვეულ სასოწარკვეთას კიდევ უფრო ამძაფრებდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰომო სოვიეტიკუსის კლასიკური მაგალითი, სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების კომიტეტი) ყოფილი აგენტი, ვლადიმირ პუტინი. ლიდერი, რომელიც არ სვამდა, საბჭოთა „დიდების“ დღეებს პატივს მიაგებდა, გამოირჩეოდა ფიზიკური სიძლიერით, მისდევდა ძიუდოს, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, საკუთარ პოლიტიკურ პოზიციაში და სათქმელში ხისტი და პირდაპირი იყო.
საბჭოთა ათწლეულებს მიჩვეული ადამიანებისთვის, რომლებსაც ხსნა ლიდერებში ესახებოდათ, პუტინი სათაყვანებელ ფიგურად იქცა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ თავად პუტინს საბჭოთა იდეის დღემდე სჯერა და სრულად უგულებელყოფს ახალი დროის გამოწვევებს.
კრისტოფ ნაიდჰარტი, შვეიცარიელი ჟურნალისტი, რომელიც 80-იანი წლებიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის საკითხებზე, შემდგომ კი რუსეთში კორესპონდენტი იყო, 2006 წელს წერდა: „პუტინი საბჭოთა გადმონაშთია, ყავლგასული დროის კარგად შემონახული ნიმუში, ძველი საბჭოთა ტვინი 50-ს გადაცილებულ ჯანსაღ სხეულში. მისი მეტყველებაც კი საბჭოთა დროის გამოძახილია — როცა კომუნიკაცია მიმართული იყო ძალაუფლების ფასადის შენარჩუნებისკენ და არა სიმართლის, ფაქტების, განზრახვების გამოაშკარავებისკენ“.
პუტინმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო საბჭოთა მეთოდების, ნარატივების, იდეალების გაცოცხლება, „თაროდან გადმოღება“. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით გააქტიურდა მისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდში, როცა მის ხელახალ არჩევას საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სუკ-ის ყოფილმა აგენტმა ჯერ „უცხოეთის აგენტების“ კანონი განაახლა, ბავშვებში “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონი მიიღო, ახლახან კი აღნიშნული კანონი ჩასწორდა და “პროპაგანდა” ყველა ასაკს მოიცავს. პუტინმა ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო აშკარა მარწუხებში მოაქცია თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა. შედეგად, ჟღერდება მხოლოდ ის სათქმელი, რაც ხელისუფალს აწყობს.
თამარ თოლორდავას თქმით, პუტინის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ისევ ქვიარ ადამიანებისგან „მტრის ხატის“ შექმნაა, რაც რთული სულაც არ იყო, რადგან „ეს მეხსიერება“ საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანებისთვის კიდევ ცოცხალია.
„ანტი-ლგბტქი პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს — ერთი მხრივ, დასავლეთისგან დაცვის, ოჯახის სიწმინდის იდეის გატარება, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულების ნარატივების განმტკიცება ხდება, მეორე მხრივ, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რეალურად არარსებული პრობლემა, ყურადღების გამოგონილი მტრებისკენ მიმართვა, რათა გადაიფაროს ისეთი საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს გააძლიერებს“, — ამბობს თამარ თოლორდავა.
რუსეთის ლგბტ ქსელის პრესსპიკერის თქმით, „რუსეთში ისევ არსებობს „ნორმალური“ ადამიანების უფლებებისა და ლგბტ უფლებების“ გამიჯვნა, რაც პროპაგანდის მიზნებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. იგივე განწყობები სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც გვხვდება და ლგბტქი ადამიანების თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა „პრივილეგიებისთვის“ ბრძოლად არის აღქმული.
კრემლის მეგობრები
რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული საომარი მოქმედებების შიშებს, მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობას, ერთიანობის დაკარგვის საფრთხესა და ეროვნული იდენტობის გადარჩენის მისწრაფებას იყენებს. საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის მეხსიერებაა, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომის ახალი გამოცდილებაც ემატება. სომხეთ-აზერბაიჯანისთვის კი, ეს მტკივნეული თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია.
ამასთან, იმაში დასარწმუნებლად, რომ ომის ჭრილობები არ მოშუშდება, ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში არ გაფერმკრთალდება, პუტინის რუსეთს „მეგობრები“ ყველა საბჭოთა ქვეყანაში ჰყავს — პოლიტიკური ფიგურები, პარტიები, ძალადობრივი, რადიკალური დაჯგუფებები თუ საეკლესიო პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად რუსულ საქმეს აკეთებენ, ხალხის ყურადღების გატანას რეალური პრობლემებიდან გამოგონილისკენ ცდილობენ და ევროპისა და ამერიკის მისამართით მტრული დამოკიდებულების განმტკიცებაზე მუშაობენ.
თამარ თოლორდავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირების დადასტურებით გამოვლენა რთულია, არსებობს ნიშნები, რომლებიც აღნიშნული აქტორების რუსულ სივრცესთან ბმას ცხადყოფს.
„ჰომოფობიურად განწყობილი აქტორების რუსულ გავლენებთან ბმა ბევრი დეტალით ხდება საცნაური. მათ შორის, აღსანიშნავია ლინგვისტური ბმა. მაგალითად, სიტყვა “ლიბერასტი”, რომელსაც რატომღაც არ ვაკავშირებდი რუსეთთან, დამკვიდრებულია სწორედ რუსული სივრციდან. იგივე შეიძლება ითქვას ჰომოფობიურ ტერმინებზე, რომლებსაც ქვეყანაში იყენებენ — მათი უმეტესობის გამოყენება იწყება რუსეთში და შემდეგ მკვიდრდება ჩვენთანაც. ალტ-ინფოზე [ულტრა-მემარჯვენე, ძალადობრივი დაჯგუფება საქართველოში, რომელსაც საკუთარი პარტია და მედია აქვს და რომელიც იყო 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემსრულებელი] თუ ვისაუბრებთ, ისინი სტუმრობენ რუსეთს, ხვდებიან პოლიტიკოსებს, ილია მეორეს [საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი] აქვთ კავშირები რუსულ სივრცესთან, შეხვედრებს მართავენ. შეიძლება 100%-ით დადასტურება გაგვიჭირდეს, თუმცა ქმედებები, ტერმინები, იდეები, რომლების გავრცელებასაც ცდილობენ, ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არიან ინსტრუმენტი პუტინის ხელში“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა და ამბობს იმასაც, რომ რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის მაინც არსებობს სხვაობა — „რუსეთში ეკლესია არ არის დამოუკიდებელი აქტორი, ის ზუსტად იმეორებს პუტინისთვის ხელსაყრელ იდეებს, ეს პუტინის მართვის ერთ-ერთი ელემენტია. საქართველოში კი, ეკლესიას მუდმივად აქვს ამბიცია, რომ იყოს დამოუკიდებელი აქტორი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს. შეიძლება ვთქვათ ის, რომ ქართული ეკლესია რუსულის კარნახით მოქმედებს, თუმცა ის როლი, რაც ქვეყნის შიგნით აქვთ, განსხვავებულია“.
სომხეთში, ხელისუფლების უმოქმედობა იმ დროს, როცა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ხდება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საზოგადოებაში ძალმომრეობას ლეგიტიმაცია ეძლევა. ხელისუფლების უმოქმედობის, მეტიც, ჰომოფობიური განწყობების ერთ-ერთი მაგალითი 2018 წლის აგვისტოში, აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევაა. აქტივისტებს 30-მდე კაცი დაუპირისპირდა, იყენებდნენ ჰომოფობიურ ტერმინებს და აჟღერებდნენ მუქარებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ თავდამსხმელები დაკითხა, მაგრამ იმავე წლის ნოემბერში ნაწილს ამნისტია შეეხო, ნაწილი კი საერთოდ არ დასჯილა.
ჰომოფობიური ნარატივების გავრცელების მთავარი საშუალება კი ულტრა-მემარჯვენე, რადიკალური ჯგუფები არიან, მათ შორის გამორჩეულია დაჯგუფება „ადეკვატი“. დაჯგუფებამ აქტიურობა ფეისბუკ ჯგუფიდან დაიწყო და იმ დღიდან დღემდე, როცა უკვე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, ავრცელებენ ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას, კონსპირაციის თეორიებს და მხარდამჭერების მობილიზებას „გეი პროპაგანდის“ შესახებ განცხადებებით, ქრისტიანობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის იდეებით ცდილობენ.
აზერბაიჯანში მდგომარეობა განსხვავებულია — პოლიტიკური პირები, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გენდერულ სტერეოტიპებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროპის დემონიზებისთვის იყენებს.
„სად გვინდა ინტეგრაცია — მათთან, ვინც კაცსა და ქალს შორის განსხვავებას ვერ ხედავს? არ მინდა უფრო ღრმად საუბარი. ჩვენ სულაც არ გვინდა იქ ინტეგრაცია“, — განაცხადა ალიევმა 2019 წელს.
ამასთან, OC Media-ს ონლაინ მოკვლევის შედეგად ჩანს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების 88% პრო-სახელისუფლებო მედია გამოცემებზე მოდის.
როგორ ვრცელდება რუსული ნარატივები საქართველოში
საქართველოში ჰომოფობიური, პოპულისტური განცხადებები მეტწილად ხელისუფლების წარმომადგენლების ხელწერაა. 2021 წელს, პრაიდის კვირეულისას რადიკალური დაჯგუფებების წევრები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, იქამდე ხალხის მობილიზებას ალტ-ინფოს ეთერით ცდილობდნენ და ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებდნენ. აღნიშნულის გაკრიტიკების და მარშის დაცვის გარანტიების ნაცვლად, ღარიბაშვილმა გააჟღერა, რომ უმცირესობის ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებების მიღება წარსულს ჩაბარდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლება ანგარიშს უმრავლესობას გაუწევდა.
„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ… ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როგორც უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როდესაც მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ძალადობრივი მოწოდებების შესახებ არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს, თავდასხმის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დასჯილა. მეტიც, ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო განწყობები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა მაშინ, როცა ქართულმა ოცნებამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსეთისთვის ხელსაყრელი კანონის მიღება სცადა, რომელიც პუტინის რუსეთის მიერ განვლილი გზის ანალოგია. აღნიშნულ პროცესს მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლის ჩახშობა წყლის ჭავლით, გაზითა და წიწაკის სპრეით სცადეს. თუმცა, საბოლოოდ გაუნელებელი პროტესტის გამო, კანონის გაწვევა მოუწიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს წევრებმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ლგბტქი საჯარო ღონისძიებებისა და მანიფესტაციების აკრძალვას გულისხმობს.
ახლახან, სახელისუფლებო ტელევიზიის, იმედის ეთერში Gallup-ის კვლევის შესახებ სიუჟეტი უჩვენეს, რომლის მიხედვით, აშშ-ში სულ უფრო მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ლგბტქი თემის წევრად იდენტიფიცირდება. სიუჟეტში მოცემულობა, რომელიც ადამიანის უფლებების განმტკიცებამ განაპირობა, წარმოჩენილია როგორც გეი პროპაგანდის შედეგი. ამასთან, სიუჟეტში გამოყენებულია მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ „გეი პროპაგანდა“ იწვევს ამ რიცხვის ზრდას.
„უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა… როგორც გამოჩნდა ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებში, პროპაგანდას მოაქვს ასეთი შედეგები, რომ რაოდენობა შეიძლება იზრდებოდეს ამის გამო“, — განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.
რუსეთი სამხრეთ კავკასიას ჰომოგენურ სივრცედ აღიქვამს და ცალკეულ ქვეყნებში არსებული ინფორმაციული დასაყრდენის გარდა, ერთიან პროპაგანდის ქსელსაც იყენებს, რომელში შემავალი მედია საშუალებები თუ „კვლევითი ორგანიზაციები“ სომხურ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ერთი და იმავე შინაარსის მასალებს ავრცელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა პრორუსული ინფორმაციის გავრცელების ხერხები და ფორმები იკვლია. ვრცელი ანალიტიკური მასალიდან სამაგალითოდ სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი შეიძლება გამოდგეს.
„დაკვირვებამ აჩვენა, რომ რუსული პროპაგანდის ქსელი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებულ ორ საიტს იყენებს. სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი კვლევით ცენტრად პოზიციონირებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რაც წარმომავლობას საეჭვოს ხდის. ორი საიტიდან ერთი ქართულ და სომხურ ენებზეა, ხოლო მეორე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე… პოლიტიკური სტატიები, რომლებიც ქართულენოვან საიტზე ქვეყნდება ანტი-ამერიკულია, სომხური და აზერბაიჯანული მასალები კი, ძირითადად, პრო-რუსული“, — ვკითხულობთ ISFED-ის კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ძირითადად ერთი და იმავე, თანამკვეთი მეთოდებით შრომობს, ILGA Europe-ის ყოველწლიურ ლგბტქი უფლებრივ რუკაზე განსხვავებული შედეგები გვხვდება, რაც ადგილობრივი ლგბტქი ორგანიზაციების მუშაობით, საკანონმდებლო განსხვავებებით, დანაშაულების გამოძიების კოეფიციენტით თუ რელიგიური განწყობებით უნდა იყოს ნასაზრდოები.
მაგალითისთვის, 2022 წლის ევროპის რუკაზე, ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით აზერბაიჯანი ბოლო 49-ე ადგილს იკავებს, 47-ე ადგილზეა სომხეთი, საქართველო კი 34-ეზე. რუსეთი აღნიშნულ რუკაზე 46-ე ადგილზეა.
საბჭოთა არქივების გახსნა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრები ქვიარ ადამიანების გამოცდილებების საზოგადოებამდე მიტანა კიდევ უფრო ნათლად გააშიშვლებს, როგორ შეიქმნა მტრის ხატი და პუტინის რუსეთის საბჭოთა წრეზე ტრიალიც უფრო ცხადად აღქმადი გახდება.
თამარ თოლორდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, უკრაინის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ვეღარ მუშაობს.
„თითქოს, არარსებულ მტერთან ბრძოლის მეთოდი გაცვდა. გამოიყენა ერთხელ — გაუმართლა, გამოიყენა მეორედ — ისევ გაამართლა, მაგრამ ახლა, უკრაინის შემთხვევაში, ეს მეთოდი უკვე აღარ ამართლებს“, — ამბობს საუბრის დასასრულს თამარ თოლორდავა.
აღნიშნული მასალა მომზადდა ლგბტქი+ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit-ის მხარდაჭერით.
გამოყენებული წყაროები:
Gay life in Stalin’s Gulag — openDemocracy
The inner lives of queer comrades in early Soviet Russia — openDemocracy
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალია-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას მოედანზე ლგბტ დროშით კაცი შეიჭრა. მას სუპერმენის ლოგოიანი მაისურის წინა მხარეს უკრაინის მხარდამჭერი ფრაზა “Save Ukraine” ეწერა, ხოლო მაისურის უკანა მხარეს არსებული წარწერით “Respect for Iranian women” ირანელ ქალებს უცხადებდა მხარდაჭერას.
ინციდენტი ლუსეილის სტადიონზე მატჩის მეორე ტაიმის დროს მოხდა.
20 ნოემბერს კატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 დაიწყო. ეს არის პირველი მუნდიალი, რომელიც არაბულ სამყაროში ტარდება. კატარი არაერთხელ გაკრიტიკდა ადამიანთა უფლებების დარღვევის, მათ შორის ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების აკრძალვის გამო. კატარში ჰომოსექსუალობა არალეგალურია, ლგბტქი ადამიანები ქვეყანაში ისჯებიან ჯარიმებით, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ზოგჯერ — ჩაქოლვითაც კი.
აღსანიშნავია, რომ FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 7 ნაკრებს, მათ შორის, გერმანიას, ინგლისს, დანიასა და უელსს ლგბტ სამკლავურის ტარება აუკრძალა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სანქციები არ ასცდებოდათ. ამას მოჰყვა გერმანიის ნაკრების პროტესტი.
ასევე წაიკითხეთ:
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და
ხარკოვში პრაიდ კვირეული გაიმართება
17-დან 25 სექტემბრამდე, ხარკოვში რუსეთთან ომის დროს გარდაცვლილი ლგბტქი ადამიანების პატივსაცემად და ევროპრაიდის მხარდასაჭერად პრაიდ კვირეული იმართება, რომლის სლოგანი “ერთიანნი, როგორც არასდროს” იქნება.
ხარკოვ პრაიდის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში ქორწინების თანასწორობის მხარდამჭერი პერფორმანსი და მარშია დაგეგმილი. ღონისძიებები კი ხარკოვის გარეუბანში გაიმართება.
„პრაიდის გუნდს ესმის, რამდენად რთულ ვითარებაშია ქვეყანა, ამიტომ მიზნად გვაქვს, თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება, ასევე შევძლოთ იმ განსხვავების მსოფლიოსთვის დემონსტრირება, რაც რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმთან შედარებით გვაქვს“, — ნათქვამია ხარკოვ პრაიდის განცხადებაში.
პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი პრაიდი ზეიმი არ იქნება, რადგან უკრაინა გლობალური ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის.
„ლგბტქი ადამიანები წინააღმდეგობის აქტიური ნაწილი არიან. და თუ ქვიარ ადამიანები საკუთარი ქვეყნისთვის იღუპებიან, სახელმწიფომ ისინი სხვებთან თანასწორი უფლებებით უნდა უზრუნველყოს“, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი სამხედრო, ედი ეტუ სატელეფონო ინტერვიუსას იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კალიფორნიის სიმშვიდე მიატოვა და უკრაინულ ჯარში მოხალისედ ჩაეწერა.
ედი საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრთან ყოფნა მოუწია და ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ერთი რამ, რაც მისი დარდის მიზეზი არაა, სექსუალური ორიენტაციაა. ეტუ გეი სამხედროა, რომელიც ცალრქის (უკრაინელი ლგბტქი სამხედროების ემბლემა) ემბლემას ამაყად ატარებს.
“ამ ცალრქის ემბლემის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში უპრობლემოდ ტარება შესანიშნავი შეგრძნებაა. თავს შემდგარად გრძნობ, როცა მსგავს სიტუაციაში, სადაც ხალხი არსებობისთვის იბრძვის, დახმარებას გადაწყვეტ და ხალხი კეთილგანწყობით გეგებება”, — აღნიშნავს ეტუ.
ლგბტქი მებრძოლები უკრაინულ ჯარში რუსეთის თავდასხმის დაწყების დღიდან ხილვადები იყვნენ, ბევრი სამოქალაქო პირი არმიაში ჩაეწერა და ცალრქის ლოგოს საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირების მიზნით ტარება გადაწყვიტა.
აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ძალებში გაწევრიანება ქვიარ უფლებებთან დაკავშირებით ხალხის მხარდაჭერის ზრდის წინაპირობად იქცა.
ეტუ აქამდე ერაყშიც მსახურობდა, ქამინგაუთი კი საზღვაო ძალებში ყოფნის დროს გადაწყვიტა. იხსენებს, რომ იმ დროს “საოცრად შეშინებული” იყო, ახლანდელი მდგომარეობა კი ბევრად უკეთესია — “უკრაინელები მიმღებლები არიან ან ამბივალენტური გრძნობები აქვთ, მაგრამ მხარს მაინც გიჭერენ და ეს ასეც უნდა იყოს”.
რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინელი ლგბტქი ადამიანებისთვის განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო, რადგან პუტინის რუსეთში ქვიარ ადამიანები ჩაგვრის სამიზნე არიან და არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში თუნდაც დროებითი კონტროლის დამყარებისას ლგბტქი ადამიანები პირველ სამიზნედ იქცეოდნენ.
ომამდე უკრაინის კონსერვატიული დაჯგუფებები, რომელთაც ხშირად მართლმადიდებელი ეკლესია უმაგრებდა ზურგს, ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ლგბტქი ადამიანებს თავს ესხმოდნენ და თანასწორუფლებიანობას საფრთხეს უქმნიდნენ. ომის საწყის დღეებში კიევ პრაიდის აქტივისტები ულტრამემარჯვენე ჯგუფების მზარდი თავდასხმების შესახებაც აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა ბოლო დროს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
დალას კეისი კიდევ ერთი ამერიკელი გეი სამხედროა, რომელიც უკრაინის ჯარს შეუერთდა და მისი თქმით, სხვადასხვა იდეოლოგიისა და შეხედულების ადამიანის გვერდით უწევს ყოფნა, თუმცა საფრთხე არ შეჰქმნია.
კეისი საერთაშორისო ლეგიონისა და კიდევ ერთი უცხოური სამხედრო დანაყოფის წევრი იყო, რის შემდეგაც უცხოელი მოხალისეების დანაყოფი შექმნა და სახიფათო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი სამხედროების გამოყვანის ოპერაციებში მონაწილეობს.
ეტუ და კეისი, მიუხედავად იმისა, რომ არმიაში მათი გაწევრიანების თვითმიზანი ლგბტქი უფლებების განმტკიცება არ ყოფილა, მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სიტუაცია უკრაინელებს ადამიანთა უფლებების დაცვისკენ განაწყობს, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
წყარო: Gay Times
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს ამ მძიმე დროს ნაპოვნ სიყვარულზე მოუყვა, რომელიც მიუხედავად ქვიარ ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლისა, ბევრისთვის კვლავ მიუღებელია.
იურა უკრაინის სპეციალური დაცვის სამსახურის წევრია, რომელიც ომის დაწყების მეორე დღესვე არმიაში გაწევრიანდა.
წაიკითხეთ მისი პოსტი სრულად:
თავდაპირველად ამ პოსტის დაწერა არ მინდოდა, ვინმესთვის რაიმეს ახსნა, მტკიცება, მაგრამ რომ გეუბნებიან, რატომ “გამოდიხარ” მაშინ, როცა ომში შეძენილი შენი ძმები კვდებიან, გაჩუმება ძნელია. და ამიტომ, შენ — გუშინ ბიზნესმენი, მზარეული, ათლეტი, მასწავლებელი კომპიუტერთან ჯდები და წერას იწყებ. ყველა წინადადებას ისე გამოიღებ მეხსიერებიდან, როგორც ნამსხვრევებს. ფიზიკურად რთულად ხარ, გტკივა და ეს ტკივილი, ბრაზი, განრისხება გადაგაქვს ეკრანზე, ქაღალდზე, პოსტში. იხსენებ მათ — მანქანაში ცოცხლად რომ დაიწვნენ, სიკვდილის წინ ტყვეობაში რომ ტიროდნენ, იმ ნამსხვრევების ამოღებისას რომ იტანჯებოდნენ, რომელთა ამოღება უკვე შეუძლებელია… იხსენებ და ხვდები – გაჩუმება არ შეიძლება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ სხვებთან ერთად ვიღუპებით, სიგიჟით ატანილები, სიკვდილადევნებულები, მოგონებებდაცხრილულები – ჩვენ ვარსებობთ.
ჩვენ, ბიჭები, რომელთა „დანაშაული“ ერთმანეთის სიყვარულია, ისე სასაცილოდ არ გამოვიყურებით, როგორც ზოგიერთ მოკრიმინალოს მოეწონებოდა. ცხოვრება კი იმაზე ბევრად ფხიზელი, რეალურია, ვიდრე ჩვენი ფანტაზიები.
ჩემი და იაროსლავის გაცნობის ისტორია ისე დაიწყო, რომ ამის წარმოდგენაც კი რთული იქნებოდა.
7-წლიანი ურთიერთობა ახალი დასრულებული მქონდა და დავიფიცე, რომ გამარჯვებამდე არავის გავიცნობდი. მით უმეტეს, ფრონტზე გატარებული ძალიან რთული პირველი კვირების მერე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ომს ვერ გადავურჩებოდი. ომის დაწყებისას ჩემი მეგობარი მოკვდა, ჩვენი რაოდენობა იკლებდა, საკმარისი ხალხი არ იყო, მეგობრები, რომლებთანაც წლები მაკავშირებდა, უკვე დაღუპულები იყვნენ. ამ ყველაფერმა დიდი დარტყმა მომაყენა.
ანდრეის დაღუპვის შემდეგ პოსტი გამოვაქვეყნე, რომელშიც ვწერდი, რომ მალე ერთმანეთს შევხვდებოდით. იარიკმა, რომელიც მას იცნობდა, კომენტარი დამიწერა და დამაიმედა, რომ ერთად ყავას ისევ დავლევდით. ასე გავიცანით ერთმანეთი, მან სიტყვა შეასრულა. აღმოჩნდა, რომ სპეცრაზმში მსახურობდა და ბუჩადან 8 ადამიანი გამოიყვანა, იმ დროს ქალაქი უკვე ოკუპირებული იყო. ქალაქის იმ რაიონში ვინც დარჩა, დაიღუპნენ. ორივემ ვიცოდით, რომ ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდით… და მე ის შემიყვარდა. აღმოჩნდა, რომ მასაც.
ერთხელაც, იმ რაიონში ჩამოვიდა, სადაც ვმსახურობდი. მეგობრის დახმარებით ჩუმად გამიყვანა შეხვედრაზე და ისე, რომ ამას არ ველოდი, გამოჩნდა, ჩამეხუტა და ბეჭდების გაცვლა შემომთავაზა. დავთანხმდი. მოგვიანებით ის სამხრეთის ფრონტს დაუბრუნდა და დანაყოფთან ერთად კიდევ რამდენიმე ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის, აზოველებიც, რომლებიც ხერსონში ჰყავდათ დატყვევებულები.
ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რის გადატანა გიწევს – როგორ ნერვიულობ, როცა იცი, რომ რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით. ყოველთვის ის… ვწმენდ იარაღს და მახსენდება მისი გრილი, არაშემაწუხებელი სუნამო. დღე-ღამის განმავლობაში უძილოს, საშინლად დაღლილს მისი სიტყვები მახსენდება ბოლო მესიჯიდან. როცა ნერვები დაწყვეტაზე მაქვს და მესმის მისი ლაპარაკი, თითქოს მათრობს მისი ხმა. მადლობა მას ერთად ყოფნისთვის. ამას მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვისაც იგივე გამოუცდია. ამაზე უნდა ვწეროთ ბევრი და ალბათ ყველას გვექნება ჩვენი ისტორია.
და ამ ყოველივეს მერე, ვიღაც არსებამ უნდა მითხრას, მასთან ყოფნის უფლება მაქვს თუ არა, რომელიღაც ჰომოფობმა.
ხალხო, ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ თავისუფლები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ადამიანის თავისუფლებას ვაღიარებთ.
დიდება უკრაინას!
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა
არასამთავრობო ორგანიზაცია Ukraine Pride-მა აპლიკაცია Taimi-სთან ერთად ვიდეო გადაიღო, რომელშიც ომის პერიოდში უკრაინელი ქვიარების ცხოვრებაა ასახული.
პროექტის მიზანი იყო, რომ „საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რა გავლენა მოახდინა ომმა უკრაინაზე, როგორ გრძელდება ბრძოლა და როგორ ხედავენ მომავალს, როცა პრაიდ წვეულებები ისევ ჩატარდება“.
ვიდეოში 6 მთხრობელი ჰყვება ომის დროს შეცვლილ ყოველდღიურობაზე, შიშებზე, მომავლის გეგმებსა და იმედებზე, რომლის ფონზეც მთავარი გზავნილი ჟღერდება — „პრაიდი თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის“.
„იმაზე უარესი რა არის, რომ აღარავინ გყავს? უკრაინისთვის სიკვდილი საშიში არ არის, მაგრამ მისთვის სიცოცხლე მირჩევნია! არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია მსხვერპლი, პრობლემებთან გამკლავება აუცილებელია!
ეჰ, მარშა, როგორი უიღბლო უნდა იყო, რომ ყუმბარა მოგხვდეს. ადამიანთა უმეტესობა ტყვიამფრქვევის ნამსხვრევებით კვდება. ფრაგმენტები 45 გრადუსიანი კუთხით დაფრინავენ. როცა ზუზუნს გაიგებ, მთავარია უმალ მიწაზე დაწვე და თავი ხელებით დაიფარო.
შემეშინდა, მეგონა ვეღარასდროს გნახავდი. ახლაც მეშინია, მაგრამ ისე აღარ, როცა შენ ახლოს ხარ. როგორც კი ლუჰანსკს ავიღებთ, წაგიყვან და მამაჩემს გაგაცნობ. ცოტაც მოიცადე.
სანაპირო, ჩემთან იალტაში, იდეალური ადგილი იქნებოდა მარშის ჩასატარებლად. გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება! რადგან სიცოცხლე სიკვდილზე ყოველთვის იმარჯვებს!
თავში მხოლოდ წარსულის გაელვებები მაქვს: სასწრაფო დახმარების მანქანა, კივილი, და ფრაზა — „ექიმს დაურეკეთ!“ მაშინვე გულის მასაჟი დავიწყეთ, ვერ ვხვდებოდით, რამდენად ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ ფრაგმენტმა მის გულამდე მიაღწია. ალბათ იმ ბიჭმა გასაოცარი ამბები დაატრიალა… როგორ უნდა ვუთხრა მის მშობლებს, რომ ყველაფერი ვქენი, რაც შემეძლო?
ჰმმ, მოლოტოვის კოქტეილის დამზადება ბარში კოქტეილის მომზადებაზე რთული არაა. ერთი წლის წინ ამას ვერაფრით დავიჯერებდი. პროფესია შევიცვალე, რათა ომი უფრო მალე დავასრულო“.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
KyivPride-ის დირექტორი ლენი ემსონი ერთ-ერთია იმ მრავალ ლგბტქი თემის წევრსა და აქტივისტს შორის, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღიდან, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად. ლენი ემსონი ომის გამო შეცვლილ დღის წესრიგზე, ლგბტქი უკრაინელების საჭიროებებზე, ომის დღეებში ქვიარების ერთიანობაზე და იმ ორმაგ ფრონტზე გვესაუბრა, რომლის წინაშეც ლგბტქი ადამიანები არიან — ქვეყნის შიგნით არსებული ჰომოფობიური ჯგუფები და რუსული ძალმომრეობა.
KyivPride ომამდე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეცვლილი დღისწესრიგი
რუსეთის თავდასხმისთანავე მივხვდით, რომ ყველა ჩვეული აქტივობა უნდა გადაგვეფასებინა და ამასთან, გაგვეგრძელებინა თემის მხარდაჭერა, სრული დატვირთვით გვეფიქრა თემის წევრების საჭიროებებზე. Პირველი, რაც გავაკეთეთ, პირდაპირი დახმარების გზების ძიება იყო, იქნებოდა ეს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, საკვებზე ხელმისაწვდომობა თუ მედიკამენტებით მომარაგება, — ლენი ემსონი.
კიევპრაიდი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა და ამიტომ თემს, მოძრაობასა და ხელისუფლებას შორის კონტაქტის დამყარებას ვუწყობთ ხელს. Ასევე, ხელს ვუწყობთ სამართლებრივი დღის წესრიგის შეცვლას, ინფორმაციის კამპანიურ ფორმატში გაზიარებას და ქვეყანაში ადვოკატირების ყველაზე დიდ ღონისძიებას — ღირსების მარშს ვატარებთ დედაქალაქში. რუსეთის თავდასხმისთანავე მივხვდით, რომ ყველა ჩვეული აქტივობა უნდა გადაგვეფასებინა და ამასთან, გაგვეგრძელებინა თემის მხარდაჭერა, სრული დატვირთვით გვეფიქრა თემის წევრების საჭიროებებზე. Პირველი, რაც გავაკეთეთ, პირდაპირი დახმარების გზების ძიება იყო, იქნებოდა ეს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, საკვებზე ხელმისაწვდომობა თუ მედიკამენტებით მომარაგება. პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად თემის წევრების საკვებით მომარაგება დავიწყეთ და ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა გადავწყვიტეთ, თავდაპირველად დედაქალაქში არსებულ იმ შენობაში, რომელიც უკვე გვქონდა, შემდეგ უფრო შესაფერისი და უსაფრთხო დაწესებულებაც მოვნახეთ, თუმცა მცირე სივრცეა, ამიტომ ახლა უფრო დიდი შენობის ძიების პროცესში ვართ. ვფიქრობთ, რომ საკუთარი საცხოვრისის დატოვება კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუწევს. ხალხი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უფრო უსაფრთხო ადგილს ეძებს, რადგან რუსეთი ამ რეგიონებს ყველაზე მძლავრად უტევს, რის გამოც ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება უწევთ და ამას მომზადებულები უნდა დავხვდეთ. ამასთან, ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უკრაინის დასავლეთს და ევროპას შეაფარეს თავი, ამიტომ პირდაპირი დახმარება მუდმივად საჭიროა. სოციალურ ქსელებში ვაქტიურობთ, ვცდილობთ, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და როგორც მსოფლიოს, ისე უკრაინას გავაგებინოთ, როგორია ლგბტქი უკრაინელების მდგომარეობა ომის დროს. ამასთან, გვინდა ხალხს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თემი ომის დღეებში, როგორ ვიბრძვით უკრაინისთვის. ახლახან ლესბოსელთა ხილვადობის დღე იყო და არაერთი ლესბოსელი სამხედროს ისტორია გავავრცელეთ, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იბრძვიან.
ნარატივები, რომლებიც საერთაშორისო მედიით ვრცელდება და ლგბტქი თემი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იბრძვის
ვერ ავუდივართ მოხალისეების მსურველთა შეტყობინებებს, რომლებიც გვწერენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არიან და დახმარებას გვთავაზობენ, უნდათ, რაიმე ფორმით ჩაერთონ თემის, ზოგადად ქვეყნის დახმარების საქმეში, — ლენი ემსონი.
საერთაშორისო მედია აკეთებს განსაკუთრებით დიდ აქცენტს ლგბტქი ადამიანების მიერ ქვეყნის დატოვებაზე, რასაც მხარს ვუჭერთ – თუ ადამიანებს უნდათ, რომ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და ქვეყანას ტოვებენ, ვეხმარებით ამ პროცესში, საევაკუაციო გზების გამარტივებას ვცდილობთ და ისეთ თავშესაფრებთან ვაკავშირებთ, რომლებიც ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხოა. თუმცა არავინ საუბრობს, რომ როცა საზღვრიდან ვბრუნდებით, თან გვახლავს უამრავი თემის წევრი, რომელიც უკრაინაში ბრუნდება და ქვეყნის დასახმარებლად ერთიანდება. თემის უდიდესი ნაწილი უკრაინაშია და ქვეყნის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვერ ავუდივართ მოხალისეების მსურველთა შეტყობინებებს, რომლებიც გვწერენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არიან და დახმარებას გვთავაზობენ, უნდათ, რაიმე ფორმით ჩაერთონ თემის, ზოგადად ქვეყნის დახმარების საქმეში. თემის არაერთი წევრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, რაც განსაკუთრებით სადარდებელია, ეს მათთვის ძალიან საშიშია. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე აქტივისტების, უფლებადამცველების სიებს აწარმოებდა, ამიტომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ თემის წევრებს შესაძლოა წამება ელოდეთ, ისინი პირველი სამიზნე არიან. ქვეყნის სხვადასხვა წერტილში არსებულ ორგანიზაციებს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რათა ქვეყანაში მყოფ თემის წევრებს მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ, დავეხმაროთ გოგოებს, ბიჭებს თუ არაბინარულ სამხედროებს. კონტაქტი შევინარჩუნოთ თემის წევრებთან, რომელთაც ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ, საკვებით და მედიკამენტებით მოვამარაგოთ ადამიანები, რომლებიც ომმა ყოველგვარი რესურსის გარეშე დატოვა. ამასთან, ვცდილობთ, მხნეობა შევინარჩუნოთ და ამაში ადამიანებსაც დავეხმაროთ, რათა ქვეყანაც უკეთესობისკენ წავიყვანოთ.
ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებმაც ომის დღეები ლგბტქი თემზე თავდასხმისთვის გამოიყენეს
ფრონტის ორმაგი ხაზის პირისპირ ვართ — ერთ მხარეს რუსული ძალა დგას, რომელიც ჩვენს ქალაქებს ანადგურებს და მეორე მხარეს, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თემის წევრებზე ნადირობენ, — ლენი ემსონი.
ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ჯგუფები ომამდეც იყვნენ ქვეყანაში და ეს ადამიანები ომის დაწყების შემდეგ უბრალოდ ხომ არ გამქრალან, ისინი კვლავ ჩვენ გვერდით არიან და მათ ნაწილს ომმა ძალაუფლებაც კი აგრძნობინა, ზოგიერთი სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდა და ჰომოფობიურ თავდასხმებსაც კვლავ აგრძელებს. არაერთმა ამბავმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებშიც საუბარია დამამცირებელ მოპყრობაზე, დისკრიმინაციაზე, წამების შემთხვევებზე. ეს უბრალოდ ასე ხდება – არმიაში უამრავი ადამიანი გაწევრიანდა, მათ შორის, აგრესიული, ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც აჩერებენ ადამიანებს, ამოწმებენ მათ ტელეფონებს. ასეთი სამწუხარო ამბავი თემის წევრ ბიჭს გადახდა, რომლის ტელეფონშიც შეყვარებულ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტო იპოვეს და მისი დამცირება, დაცინვა, მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება დაიწყეს. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ორი გეი ბიჭი 6 საათით გამოკეტეს სარდაფში სამხედრო დანაყოფის წევრებმა და სცემეს, აწამეს. ომმა თემის წევრებისთვის საშიში რეალობა შექმნა, რომლის დროსაც ის თემის წევრები, რომლებიც სოციალურად მიღებულ გენდერულ გამოხატვასთან შესაბამისობაში არ არიან, იმ აგრესიული ჯგუფების სამიზნეები ხდებიან, რომელთაც ძალაუფლება იგრძნეს. რატომღაც ამ მძიმე დროს ისევ ჩვენზე თავდასხმისთის იყენებენ, ამიტომ ფრონტის ორმაგი ხაზის პირისპირ ვართ — ერთ მხარეს რუსული ძალა დგას, რომელიც ჩვენს ქალაქებს ანადგურებს და მეორე მხარეს, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თემის წევრებზე ნადირობენ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თემის წევრების წინაშე არსებული საშიში რეალობა
სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას ხელს უშლიან, რაც მედიკამენტების, პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებას აფერხებს და ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე აისახება, ვინც ამ დროს განსაკუთრებით მოწყვლადია. იმ ადამიანებს, რომელთაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, აივ-მედიკამენტები, ჰორმონების მიღება სჭირდებათ ან პრეპით უზრუნველყოფა, თავდასხმისას ყველაზე მეტად ზარალდებიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას, მაგრამ უკრაინული მხარის კონტროლირებად ტერიტორიებზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები გამართულად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანები მკურნალობის მიღმა არ დარჩნენ. თემის წევრებმა შეძლეს, რომ შეექმნათ ერთგვარი ხიდი, რომლის მეშვეობითაც აუცილებელი მედიკამენტები ქვეყანაში შემოვიდოდა და შემდეგ მისი ქვეყნის მასშტაბით მიწოდება გახდება შესაძლებელი. ეს ერთგვარი ქსელია, რომელიც თემის წევრების საჭიროებების ეფექტურად და სწრაფად დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
აქტივიზმი ომის დღეებში და გამკლავების მექანიზმები
ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ასეთია გამკლავების გზა — მუდმივი მოხალისეობა, ხალხთან კავშირი, ემოციების გაზიარება, — ლენი ემსონი.
ახლა ჩემს სახეზე ღიმილს ხედავთ, მაგრამ იმ დროს როცა კიევის რეგიონი ოკუპირებული იყო და ირპენში და ბუჩაში შემზარავი ამბები ხდებოდა, გამკლავებას ვეღარ ვახერხებდი. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამკლავების გზა აქტიურად მუშაობა და თემის წევრებთან მუდმივი კომუნიკაციაა. როცა დაკავებული ხარ, დასახმარებლად ყველაფერს აკეთებ, გრძნობ, რომ გაცემული ენერგია უკან გიბრუნდება. ეს შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალას გაძლევს, განაგრძო შრომა. გეხმარება, რომ არ ჩაიძირო, წყლის ზედაპირზე დარჩე. ამიტომ, გამკლავების გზა ისევ და ისევ საქმიანობაა, სხვების დახმარებაა. ვიცი, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ასეთია გამკლავების გზა — მუდმივი მოხალისეობა, ხალხთან კავშირი, ემოციების გაზიარება.
ლგბტქი თემის საჭიროებები და გზები, რომლითაც უკრაინის დახმარება შეგიძლიათ
ახლა თემის წევრების მთავარი საჭიროება დაცულობა და უსაფრთხოებაა, ამიტომ სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პროცესში ჩართვას, ვცდილობთ, ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლიც ვიყოთ და პირდაპირი დახმარებაც გავუწიოთ ადამიანებს, რათა დაცულ ადგილამდე მიღწევა შეძლონ, რაც ისეთ საცხოვრისს მოიაზრებს, სადაც თვითგამოხატვა თავისუფლად შეეძლებათ და არ განსჯიან, პატივისცემით მოეპყრობიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება საკვებით, ასევე ფინანსური უზრუნველყოფაა. ომში ვართ, უამრავი კომპანია დაიხურა და ადამიანები სამსახურების გარეშე დარჩნენ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი საჭიროებებით ადამიანების მომარაგება შევძლოთ. საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ქართველებს ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ და ასევე ინფორმაციის გავრცელებაში მხარდაჭრა, თუნდაც სოციალურ ქსელებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა შეიძლება იყო დახმარების გზა. გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ, აუცილებელია, რომ მეტი უკრაინულენოვანი მასალა და ნაკლები რუსული ნარატივი გავრცელდეს. რუსეთი საინფორმაციო ომს მომზადებული შეხვდა, რადგან ისედაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და სოციალურ ქსელებში ადამიანთა განწყობების მართვას. სამწუხაროდ, ლგბტქი თემის წევრებიც კი ხშირად რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები არიან და უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას სხვებსაც უზიარებენ. დაუღალავად ვცდილობთ ხელისუფლებასთან მუშაობას და ტრანსფობიასთან, ჰომოფობიასთან ბრძოლას, თემის წევრებისთვის უკეთესი გარემოს შენება გვსურს და პროგრესიც გვაქვს, მაგრამ მაინც ვრცელდება ნარატივი, თითქოს უკრაინა ლგბტქი ადამიანებისთვის საშიში ქვეყანაა, ამიტომ ხალხს მინდა მოვუწოდო, რომ გაავრცელონ ინფორმაცია იმ შრომაზე, რასაც ლგბტქი ორგანიზაციები მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად სწევენ. ჩვენ აქ ვართ, ომის მიუხედავად, მუშაობას ვაგრძელებთ და თემის წევრების, სამშობლოს დაცვას ვცდილობთ.
ასევე ნახეთ: გზები, რომლითაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შეძლებთ
მომავლის იმედი, ხილვადობის პოლიტიკა და ლგბტქი თემის ერთობა, რომელიც საზღვრებს არ სცნობს
არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს. ჰომოფობიური ჯგუფები მუდამ მოგვაწერენ, რომ ქვეყანას ვტოვებთ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებთ, რაც სიმართლე არაა და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ სხვა ადამიანების დახმარების მცდელობით, ქვიარ სამხედროები ბრძოლის ველზე იცავენ სამშობლოს. ამასთან, აუცილებლად გავაგრძელებთ ხილვადობის პოლიტიკას და პრაიდის თვეშიც არ შევწყვეტთ აქტიურობას. გვჯერა, რომ ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს იქნება სიტუაციის შესაბამისი — მიმართული უკრაინის მხარდაჭერაზე, გამარჯვებაზე, მშვიდობის აუცილებლობაზე. ალბათ, სწორედ ეს პროცესი გვიჩვენებს, როგორია რეალური მდგომარეობა, როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა, ასევე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ომის დაწყების შემდეგ განწყობების ცვლილების დინამიკა როგორია, სიძულვილის ენის გამოყენება გაზრდილია თუ — არა. ახლა ყველაფრის განჭვრეტა რთულია, რადგან ისეთი ხილვადები აღარ ვართ, როგორც უწინ.
მინდა, მადლობა გადავუხადო თემის რიგით წევრებს, აქტივისტებს, რადგან ომმა დაგვანახა, რომ მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, ევროპაში, ცენტრალურ აზიაში თუ კავკასიაში თემი ერთსულოვანია. მუდმივად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, როგორ შეუძლიათ დახმარება და რა არის საჭირო. მჯერა, რომ დახმარების უდიდესი ნაწილი, რაც ლგბტქი ორგანიზაციებმა მივიღეთ, თემის წევრებისგან მოდის. რა თქმა უნდა, მადლიერების ვართ დონორების, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან დახმარების, მხარდაჭერის დანახვაა. მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს. დავინახე, რომ ლგბტქი თემს ერთმანეთისგან საზღვრები, ენობრივი ბარიერი ვერ გვყოფს და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვეხმარებით. ეს არის ისეთი მძლავრი ერთიანობის შეგრძნება, როგორიც წლებია, არ მქონია.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა
KyivPride-ის დირექტორმა, ლენი ემსონმა ჟურნალ DIVA-სთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის ომისას არსებულ გამოწვევებზე, საფრთხეებზე და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლითაც უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ.
„მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა 2 დღეში ოკუპირებული იქნებოდა. ჩვენ, უკრაინელებმა, საპასუხოდ ბრძოლა დავიწყეთ და უკვე ერთი თვეა ომი გრძელდება, ბრძოლას არ შევწყვეტთ. საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, რომ არ დანებდნენ, არ დაიღალონ, არ მოსწყინდეთ მიმდინარე სიტუაცია. განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა მსვლელობებით, პროტესტებით, უკრაინის დროშებით, რათა ყველას შეახსენონ, რომ უკრაინა ისევ საფრთხეშია.
რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ ყველა დაიღალოს ომით, რათა უკრაინის დაპყრობა მარტივად შეძლონ. ეს არ უნდა დავუშვათ. თუ მსოფლიო რუსეთს უკრაინის შეჭმის უფლებას მისცემს, შემდეგი ვინ იქნება? მოლდოვა, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა? არ მგონია, რომ მსოფლიოს ამ თამაშში ჩართვა უნდა, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლოთ“, — აღნიშნა ლენიმ.
უკრაინელების უმეტესობას ლენის მსგავსად სჯერა, რომ უფრო მძლავრი საერთაშორისო ქმედებებია საჭირო, რათა რუსულმა ძალებმა უკრაინა დატოვონ.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აუცილებელია, რათა ომის დაფინანსება ვეღარ შეძლონ. ვიცი, ნატოს განცხადება, რომ ცის დაკეტვა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ გვეხმარება. არ ვიცით, მომდევნო ბომბი რომელ სახლს დაეცემა – მეზობლის სახლს თუ მეგობრის ბინას. ახლა ყველაზე მეტად იმ საფრთხისგან გვჭირდება დაცვა, რომელიც ციდან გვემუქრება“, – ამბობს ლენი.
გაეროს ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 1100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 მილიონზე მეტ ადამიანს კი სახლის დატოვება მოუწია. უკრაინის ინფრასტურქტურაზე მიტანილი ზარალი $63 მილიარდს შეადგენს და, სავარაუდოდ, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ კიევი, სადაც ლენი ცხოვრობს, საგანგებოდ არის დაცული, აფეთქებების ხმები მუდმივად ისმის.
„ეს ყველასთვის შიშისმომგვრელია. ყველას სიცოცხლე საფრთხეშია. არ აქვს მნიშვნელობა სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, რელიგიურ მრწამსს, ასაკს – ყველა ყოველდღიური საფრთხის წინაშე ვართ. რუსები ყოველ ღამით ბომბავენ ჩვენს ქალაქებს, რაც რუსულ რულეტს ჰგავს, არ იცი, რომელ სახლს დაეცემა მომდევნო ბომბი. მარიუპოლში ცხოვრება შეჩერდა. ქუჩაში ცხედრებია მიმოფანტული და ადგილობრივებს მათი დაკრძალვა არ შეუძლიათ, რადგან მუდმივი დაბომბვებია. ეს დაუჯერებელი მდგომარეობა უნდა შეწყდეს“, – აღნიშნავს ლენი.
კიევპრაიდი და სხვა ლგბტქი და საქველმოქმედო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ რუსეთის დანაშაულებებზე და ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე არიან.
„რუსული ოკუპაცია ლგბტქი თემისთვის უბრალოდ საფრთხე კი არაა, სავარაუდოდ, სრულად გაგვანადგურებენ. ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30 წელი ფუჭად ჩავლილი აღმოჩნდება. უკრაინაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1991 წელს მოხდა, 1996 წელს პირველი ლგბტქი ორგანიზაცია დაფუძნდა. დღეს უკრაინაში 20-ზე მეტი ლგბტქი ორგანიზაცია მუშაობს და თითქმის ყველა რეგიონს ლგბტქი ცენტრი აქვს. თემი ძლიერდება, აქტიური ტრანს მოძრაობა გვაქვს და ამ მიმართულებითაც დიდი პროგრესი მიიღწა. ყოველ წელს, უკრაინის რამდენიმე ქალაქში ღირსების მარში ტარდება“, – ჰყვება ლენი ლგბტქი უფლებების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე საუბრისას.
რუსეთის თავდასხმამდე კიევპრაიდი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მუშაობდა და ხელისუფლებასთან თანასწორ ქორწინებაზე დიალოგს აპირებდნენ.
„ინიციატივა უკვე მომზადებული გვქონდა და პარლამენტისთვის წარდგენას ვაპირებდით, რა თქმა უნდა, ეს პროგრესი დაიკარგება თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას შეძლებს. ყველაფერი განადგურდება, ჩვენი თემის ჩათვლით. ამიტომ, ახლა გვჭირდება დახმარება მათ შესაჩერებლად. თუ რუსეთი მიზნებს შეასრულებს, ლგბტქი ადამიანების ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ჩვენ ვიქნებით მკვლელობებისა და წამების პირველი სამიზნე. ომი უნდა შეწყდეს, რუსეთი ჩვენს ქვეყანას უნდა შეეშვას. თემის უდიდესი ნაწილი უკრაინაში რჩება და მათ დახმარებას ვცდილობთ. ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა. რეალურად რომ შევხედოთ, 44 მილიონის ევაკუაცია შეუძლებელია, თანაც, აუცილებელია, რომ დავრჩეთ და ვიბრძოლოთ. გვჭირდება საერთაშორისო დახმარებაც“, – ამბობს კიევპრაიდის დირექტორი.
კიევპრაიდი რამდენიმე გზით ცდილობს ზოგადად უკრაინელების და ლგბტქი თემის დახმარებას.
„ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც გეი ალიანსია, რათა თავშესაფარი შევთავაზოთ მათ, ვინც კიევში ან კიევის შემოგარენში მოდის ან სხვა ქალაქებისკენ მიემართება. ლგბტქი ორგანიზაციების ხელშეწყობით, დასავლეთ უკრაინაში უსაფრთხო თავშესაფრები მოეწყო, ასევე სხვა რეგიონებში, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლებოდათ. თავშესაფრები ლგბტქი ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა, რადგან მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დაცვა ძალადობრივი ჯგუფებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, – აღნიშნავს ლენი.
საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, თავშესაფრები საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით მარაგდება, მაგრამ ქვეყანა პირველადი საჭიროების ნივთების კრიზისს მაინც განიცდის.
„სიტუაცია მძიმეა. ბევრ ადამიანს საკვები და მედიკამენტები არ აქვს, სხვა აუცილებელი სურსათის მარაგიც სწრაფად ილევა. დედაქალაქიდან 3-5 კილომეტრში მდებარე ქალაქებიც კი იმავე პრობლემების წინაშე არიან. სურსათის მაღაზიებში უზარმაზარი რიგებია, მთავრდება პური, ხორცი და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი. მედიკამენტებზე წვდომაც გართულებულია, მათ შორის, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საჭირო ჰორმონებზე“, – ამბობს ლენი.
ლენი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და მუდმივ მხარდაჭერას ითხოვს.
„სამოქალაქო საზოგადოებამ უკრაინის გვერდით დგომითა და მსვლელობებში მონაწილეობით პოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა შეძლო, მათ ქმედებებისკენ მოუწოდეს. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას დონაციებით, საცხოვრისების დათმობით, საზღვარზე ხალხის დახმარებით, ქვეყანაში დარჩენილებზე ზრუნვით, ასევე სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებით და პოლიტიკოსების იძულებით დაეხმარა. სწორედ ამან განაპირობა სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ეს სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს“, – თქვა საუბრის დასასრულს ლენი ემსონმა.
გზები, რომლითაც უკრაინელების დახმარებას შეძლებთ
წყარო: DIVA
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა