საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფება, დღეს გაეროში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა და რუსთაველზე შეკრებულ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. პრეზიდენდმა დემონსტრანტებს უთხრა, რომ მათ გვერდით დგას. ზურაბიშვილის
საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფება, დღეს გაეროში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა და რუსთაველზე შეკრებულ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. პრეზიდენდმა დემონსტრანტებს უთხრა, რომ მათ გვერდით დგას.
ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონი არსაიდან მოდის, “თუ არა მოსკოვის კარნახით” და გასაუქმებელია.
“მე ვარ თქვენს გვერდით, იმიტომ, რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას.
ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით, ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის ვენეციის კომისიაში გასაგზავნი და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს.
პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.
მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ — კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია და პირველ რიგში, მე და ასევე, მთავრობა, ხელისუფლება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს და ყველა, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას.
ჩვენ ყველა ერთად ვართ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ, რომ ეს პირობა ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ”, — აცხადებს ზურაბიშვილი.
ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
პარლამენტთან აქციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ვეტო დაადოს რუსულ კანონს, რომელსაც ქართული ოცნება უჭერს მხარს. ზურაბიშვილის შეფასებით, კანონპროექტის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის.
მან ეს განცხადება დღეს, 28 თებერვალს, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი“, — აცხადებს პრეზიდენტი.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა, რომელთა თანახმადაც საჭირო ხდება “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, კანონპროექტის ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც.
ადგილობრივი მედიაორგანიზაციები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები ვგმობთ აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან მივიჩნევთ, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მიუხედავად აღნიშნული გამოხმაურებებისა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიაში აპირებენ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირონ რუსული კანონპროექტის ორივე ვერსიას და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ განსახილველად.
კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია “გამჭვირვალობის” მიზეზით რუსეთში 2012 წელს მიიღეს, რამაც რუსეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას საშუალება მისცა არასამთავრობო სექტორისა და მედიის კრიტიკული აზრი ჩაეხშო.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს