Civil Georgia
/

ზურაბიშვილის განცხადებით, რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ვეტო დაადოს რუსულ კანონს, რომელსაც ქართული ოცნება უჭერს მხარს. ზურაბიშვილის შეფასებით, კანონპროექტის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის.

მან ეს განცხადება დღეს, 28 თებერვალს, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი“, — აცხადებს პრეზიდენტი.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა, რომელთა თანახმადაც საჭირო ხდება “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, კანონპროექტის ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც.

ადგილობრივი მედიაორგანიზაციები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები ვგმობთ აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან მივიჩნევთ, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მიუხედავად აღნიშნული გამოხმაურებებისა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიაში აპირებენ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირონ რუსული კანონპროექტის ორივე ვერსიას და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ განსახილველად.

კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია “გამჭვირვალობის” მიზეზით რუსეთში 2012 წელს მიიღეს, რამაც რუსეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას საშუალება მისცა არასამთავრობო სექტორისა და მედიის კრიტიკული აზრი ჩაეხშო.

წინა

“არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს” — ევროკავშირის ელჩი რუსულ კანონზე

შემდეგი

“ეს კანონპროექტი ეფუძნება რუსულ კანონმდებლობას” — ნედ პრაისი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების