გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ
გერმანიამ პრაიდის მსვლელობის, ან საერთაშორისო ლგბტქი ღონისძიებების აღსანიშნავად, მთავრობის შენობებზე ცისარტყელას დროშის აღმართვის უფლება გასცა. Keep Reading
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,
გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც LGBTQ+ ადამიანების ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. სვენ ლეჰმანი უხელმძღვანელებს კოალიციური მთავრობის სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას.
ფოტო: Wikipedia
თანამდებობაზე დანიშვნისას, ლეჰმანმა განაცხადა, რომ „ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად, დაცულად და თანასწორუფლებიანად ცხოვრება. ყველა ადამიანის უსაფრთხოება კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი სექსუალური თუ გენდერული იდენტობისა. ტრანსგენდერი, ინტერსექსუალი და არაბინარული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, საჭიროა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიული ხედვა“.
2018 წელს, გერმანია იმ ქვეყნების მცირერიცხოვან სიას შეუერთდა, რომლებიც ორზე მეტ გენდერს აღიარებენ. ახლადარჩეულმა მთავრობამ კი პირობა დადო, რომ LGBTQ+ უფლებების დაცვის კუთხით რეფორმებს გაატარებდა, მათ შორის, გააუქმებდა გეი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე გაამარტივებდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის სამართლებრივად აღიარების პროცესს. ქვიარ უფლებებზე მომუშავე კომისარის თანამდებობის შექმნა, შესაძლოა, რეფორმების დასაწყისი იყოს.
წყარო: DW
ფოტო: Wikimedia
Don't Miss
ერევანში მიმდინარე დემოკრატიის ფორუმის მონაწილეებისთვის სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. მისი
ბოლო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ,,არა ნამახვანჰესს!” 2020 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ჰესების
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის დიდი ნაწილი ადამიანის უფლებებს, თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შესახებ
მოლდოვური პროევროპული მმართველი პარტიის ლიდერმა, დენ პერსიუნმა თქვა, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა ლგბტქი ადამიანებმა თავიდან აიცილონ ბულინგი და დამცირება.