/

გერმანიაში LGBTQ+ უფლებების განმტკიცებისთვის პირველი კომისარი აირჩიეს

გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც  LGBTQ+ ადამიანების ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. სვენ ლეჰმანი უხელმძღვანელებს კოალიციური მთავრობის სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას.

ფოტო: Wikipedia

თანამდებობაზე დანიშვნისას, ლეჰმანმა განაცხადა, რომ „ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად, დაცულად და თანასწორუფლებიანად ცხოვრება. ყველა ადამიანის უსაფრთხოება კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი სექსუალური თუ გენდერული იდენტობისა. ტრანსგენდერი, ინტერსექსი და არაბინარული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, საჭიროა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიული ხედვა“.

2018 წელს, გერმანია იმ ქვეყნების მცირერიცხოვან სიას შეუერთდა, რომლებიც ორზე მეტ გენდერს აღიარებენ. ახლადარჩეულმა მთავრობამ კი პირობა დადო, რომ LGBTQ+ უფლებების დაცვის კუთხით რეფორმებს გაატარებდა, მათ შორის, გააუქმებდა გეი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე გაამარტივებდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის სამართლებრივად აღიარების პროცესს. ქვიარ უფლებებზე მომუშავე კომისარის თანამდებობის შექმნა, შესაძლოა, რეფორმების დასაწყისი იყოს.

წყარო: DW

ფოტო: Wikimedia

წინა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ერთი და იმავე სქესის წყვილი პარტნიორებად არ ცნო

შემდეგი

HRW: საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში რეგრესი განიცადა

ბოლო სიახლეები

დონა და პაულეტის ისტორია

FacebookTweetLinkedInEmail 1974 წელს დონა დირი, სამხედრო მოსამსახურე ქალი შეხვდა პაულეტ გრინს, საკუთარ სახლში, ნიუ იორკში და

ცარიელი ფურცლის გამო დაკავებული სამართალდამრღვევად ცნეს

FacebookTweetLinkedInEmail 2 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერისა

ოპიოიდები/ოპიატები

FacebookTweetLinkedInEmail ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და

ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა

FacebookTweetLinkedInEmail ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ქალთა