43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან
სახალხო დამცველის აპარატი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.
აპარატის განცხადებით, აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს.
“2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.
სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.
სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.
შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
“რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.
მათი თქმით, იმ დროს, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.
“ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ისინი მსვლელობით Georgian Airways-ის სათაო ოფისთან გადადიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ კომპანია Азимут-მ ფრენის ნებართვა უკვე მიანიჭა, ფრენებს იწყებს ქართული Georgian Airways-იც
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას, მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
“ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მივესალმებით მრავალფეროვნებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.[1] ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.
თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ, მათ შორის 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის დროს, ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, თემის უფლებბეი დაიცვას.
“საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ: საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
Don't Miss
ლგბტქი საზოგადოება დიდი ხანია იბრძვის თანაბარი უფლებებისა და მიმღებლობისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იმის მიღებისთვის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფორმირება,
რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი – ამასთან დაკავშირებით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ჯანდაცვის
The Trevor Project tərəfindən aparılan yeni bir araşdırma LGBTQ gəncləri arasında narkotik istifadəsi və intihar riskini araşdırıb. Araştırmada, kuir
2023 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან, ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი, კამპანიის ძირითადი გზავნილია Together Always: United
8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, “ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ქართული ოცნების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ევროკომისიის პირობების შესრულების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.
“პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა”, – ამბობენ ორგანიზაციები.
მათი თქმით, ამ დროისთვის შესრულებულია მე-11 პუნქტი – ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება, მეტწილად შესრულებულია მე-6 და მე-9 პუნქტი – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
რაც შეეხება მე-8 პუნქტს, მოწყვლად ჯგუფებს, NGO-ების შეფასებით, ეს პირობა ნაწილობრივ შესრულებულია.
დოკუმენტის სრულად ნახვა შესაძლებელია აქ.
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
დღეს, 16 მაისს თბილისში რუსეთთან ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის სახელწოდებაა “რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”.
აქცია 19:00 საათზე, პარლამენტის უკან გაიმართება.
“მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.
ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ კომპანია Азимут-მ ფრენის ნებართვა უკვე მიანიჭა, ფრენებს იწყებს ქართული Georgian Airways-იც.
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში მესამე შეხვედრას აჯამებს.
როგორც ის წერს, პროცესი კიდევ ერთი, პატარა ნაბიჯით წავიდა წინ.
“კიდევ ერთი, პატარა ნაბიჯით წავიწიეთ წინ – ექიმების სამუშაო ჯგუფმა წარმოგვიდგინა აქონდროპლაზიის პროტოკოლის მიმდინარე მიმოხილვა პრეზენტაციის სახით.
ამ პრეზენტაციაში ვრცლად იყო აღწერილი სინდრომის თავისებურებები, საჭიროებები და დღესდღეისობით არსებული მედიკამენტები, რომელთა ნაწილი ცდის სხვადასხვა ფაზას გადის.
ამ მედიკამენტებიდან კი, მხოლოდ ერთი, ვოსორიტიდი არის დანერგილი და დარჩენილი აქვს მხოლოდ მდგრადობაზე დაკვირვების ფაზა, რაც არ არის ხელის შემშლელი მკურნალობის უკვე დასაწყებად.
ამის შემდეგ, უკვე იშვიათი დაავადებების ფონდის დირექტორმა, ოლეგ ქვლივიძემ, მიმოიხილა იშვიათი დაავადებების მართვის სტრატეგია, რაც აქამდე არ არსებობდა და ახლა ინერგება ქვეყანაში. ამ პროგრამის დანერგვა კავშირში არ არის კონკრეტულად ჩვენს წამალთან, მაგრამ ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია.
წამლის მწარმოებელ კომპანიასთან biomarin-თან ისევ მიმდინარეობს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მუშაობა და დეტალების შეთანხმება, რაც იმასაც გულისხმობს, რომ დეტალებს ვერ გაგვანდობენ.
შემდეგი შეხვედრა უკვე მაისის ბოლოს გაიმართება. პროტოკოლზე მუშაობა 1-ელ ივნისამდე დასრულდება და ბიომარინთან მოლაპარაკებებიც წესით უკვე წაიწევს წინ შემდეგ შეხვედრამდე და გავიგებთ რაღაც დეტალებს მაინც.
მშობლები ყველა პროცესში ჩართულები ვართ, გარდა ბიომარინთან კომუნიკაციისა და იმედია დროში არაადეკვატურად არ გაიწელება ეს პროცესიც.
მეტი სიახლე ამ ეტაპზე, არ გვაქვს, ველოდებით პროტოკოლის დასრულებულ ვერსიას 1-ელ ივნისამდე”, – დაწერა გოჩიაშვილმა Facebook-ზე.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში პრეპარატ ვოსორიტიდის შემოტანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. აქტიური და უწყეტი პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე აგრესიულად განწყობილი, ნიღბიანი პირი იმყოფებოდა.
ბერძენიშვილი ყვება, რომ უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ოჯახის წევრმა შეატყობინა, რომ სახლთან ორგანიზებული ჯგუფი იმყოფებოდა. მისი თქმით, შვილმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც უცნობი პირები ტერიტორიიდან წავიდნენ.
ბერძენიშვილი შემთხვევას ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უკავშირებს.
“როგორც მე შემატყობინეს, მოსულა 15-20 კაცი, ათლეტური აღნაგობის შესაბამისი აღჭურვილობით, ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. კითხვაზე, რატომ არიან მოსულები, ძირითადად იგინებოდნენ… აშკარად იყო მარბიელთა აქცია, რომლებიც მელოდებოდნენ. მათ მშვენივრად იციან ჩემი გადაადგილება, მე არ ვიცი, როდის ვამთავრებ ლექციებს და მაგათ იციან ზეპირად.
მე რომ დროულად მოვსულიყავი, ისინი აქ დამხვდებოდნენ, მე უბრალოდ გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ამასობაში, ვინაიდან არ მიდიოდნენ, აქ იდგნენ, ჩემმა ქალიშვილმა გამოიძახა პატრული. პატრული გამოჩნდა თუ არა, ისინი გაქრნენ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა მთავარ არხთან.
ის ყვება, რომ აუგორეს დეზინფორმაცია, თითქოს 2013 წელს ხევსურებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ეს არის არის ბერძენიშვილზე მუქარის პირველი შემთხვევა. ის ბოლო დროს არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი. ამ ყველაფრის უკან თავად ბერძენიშვილი ხელისუფლებას ხედავს.
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
4-5 მაისს ბუდაპეშტში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. კონფერენციაზე მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გაავრცელა.
„თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასო, უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰომოფობიურ განცხადებებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა. “ლბტქ+ პროპაგანდა” და “თავსმოხვეული ინოვაციები”, “ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება”. ის ცდილობს, დაავიწყებინოს ხალხს “ოჯახი და რწმენა”, რადგან “ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია”.
„თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობს? — ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებზე აღარ ვსაუბრობ“ – პრემიერი ანტიდასავლურ განცხადებებსაც აკეთებს და აღნიშნავს, თუ მისი შეხედულებების გამო ვინმეს არ სურს თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია.
ფოტოს ავტორი ონლაინ გამოცემა “ტაბულა”
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანია ჰომოფობიური განცხადებების თანხლებით ტარდება. “დადექით კაცურად, როგორც ჩვენს ოჯახებს შეეფერება” – მოუწოდებს პრეზიდენტი ამომრჩევლებს და პირდება მათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვიარ ადამიანები აღარ იქნებიან ხილვადი ქვეყანაში. თურქეთში არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი 2014 წლიდან ქვეყნის სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის არაერთხელ გამოსულა ჰომოფობიური განცხადებებით. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერდოღანი მის ოპონენტებს “პრო ლგბტ”-ებს უწოდებს და მოუწოდებს ახალგაზრდა ამომრჩეველს, მათ არ მისცენ ხმა. მისი პარტია კი ანტი ლგბტქი მოწოდებებეს აგრძელებს და როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მათი იდეოლოგია ოჯახურ ღირებლებებზე დგას.
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
არა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას, რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს და ბავშვის გაჩენას. 4B – სამხრეთ კორეული ფემინისტური მოძრაობაა, რომელიც პატრიარქატის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს ამბობს.
სამხრეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ქვეყანამ უდიდესი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა და დღეისათვის აზიაში წამყვან პოზიციას იკავებს.
ე.წ „კორეული ტალღა“, მართლაც რომ ტალღისებური სისწრაფით ვრცელდება. კორეულ თანამედროვე კულტურას – კინო და ტელეინდუსტრიას, მუსიკასა და მოდას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს – სამხრეთ კორეა ბევრისთვის საოცნებო დანიშნულების ადგილია. თუმცა, ის კორეელი ქალებისთვის „ჯოჯოხეთად“ იქცა. ჰელ ჩოსონი – ჯოჯოხეთური ჩოსონი (ჩოსონი – კორეის ერთ-ერთი სახელწოდება), სწორედ ასე მოიხსენიებენ ახალგაზრდა კორეელები თანამედროვე კორეას.
4B სამხრეთ კორეული რადიკალური ფემინისტური მოძრაობაა, რომელიც 2018-2019 წლებში შეიქმნა. 4B (4ბი), ოთხ არას ნიშნავს. კორეელი ქალები ასე ცდილობენ ტრადიციული, პატრიარქალური კულტურისა და საზოგადოების მიერ მათზე მოხვეული ვალდებულებების უარყოფას:
- ბიჰონ (비혼) – უარის თქმა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაზე
- ბიჩულსან (비출산) – უარის თქმა ბავშვის გაჩენაზე
- ბიიონე (비연애) – უარის თქმა კაცებთან რომანტიკულ ურთიერთობაზე
- ბისექს (비섹스) – უარის თქმა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაზე
ასე განიმარტება რადიკალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი 4 აქტივობა, რომელიც უკვე მრავალი კორეელი ქალისთვის ცხოვრების წესად იქცა. სხვადასხვა მონაცემებით, მოძრაობას 50 000 მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი კი მზარდია, რადგან ფემინისტური მუხტი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ის ჩინეთშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
რთულია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად სად და რატომ ჩამოყალიბდა 4B, თუმცა კორეის უახლოეს ისტორიაში ვხვდებით მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ამ მოვლენას წინ უსწრებს.
კორეული საზოგადოების დამოკიდებულება ქალის მიმართ ტრადიციული პატრიარქალურია. კორეელი ქალის ბუნებრივ მოწოდებად დედობა, საშინაო საქმეების გაძღოლა და ბავშვების აღზრდა მიიჩნევა. ამავდროულად, კორეული კულტურა მამაკაცს საზოგადოების სათავეში აყენებს, რის შედეგადაც, დღემდე კორეელ ქალებს თავის დასამკვიდრებლად უწევთ ბროლას.
ტრადიციულ შეხედულებებთან ერთად, ეკონომიკური კრიზისი, საცხოვრებელი სახლების ფასების რეკორდული ზრდა და კონკურენცია სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურებში კიდევ უფრო ართულებს ქალების ემანსიპაციას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენდერული სახელფასო სხვაობა სწორედაც რომ კორეაშია. (კორეელი ქალების მამაკაცებზე 31 პროცენტით ნაკლებს შოულობენ.)
2013 წლის დასაწყისში, პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში, ქალი სტუდენტების რაოდენობამ, კაცი სტუდენტებისას გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებითაც, ქალების ¾-ს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. ეს რიცხვი კაცებთან მხოლოდ 2/3-ია. შედეგად, მალევე ონლაინ ფორუმებზე გაჩნდა ახალი ტერმინი კიმჩინიო – კიმჩი ქალი, რომლითაც კორეელი მამაკაცები უმაღლეს განათლება მიღებულ ქალებს მოიხსენიებდნენ. ამ სტერეოტიპის მიხედვით, კორეელი განათლებული ქალები არიან ამპარტავნები, საკუთარი თავით შეპყრობილები და „მამაკაცებს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარენ“.
2014-2015 წლებში, სამხრეთ კორეაში ახალი ანტი-ფემინისტური, მემარჯვენე საზოგადოება ილბე ყალიბდება. მათი ინტერპრეტაციით, კორეელი ფემინისტური მოძრაობები დამატებით უფლებებსა და პრივილეგიებს ითხოვდნენ, როდესაც მათ ისედაც გააჩნდათ. ამის დამადასტურებლად კი კორეული სავალდებულo სამხედრო სამსახური მოჰყავდათ, რომელიც ყველა კორეელ მამაკაცს (18-დან 35 წლამდე) 18-დან 22 თვემდე ჯარში მსახურებას ავალდებულებს. ილბე-ს მიერ გავრცელებული განცხადებები ბევრისთვის მისაღები იყო, თუმცა ფემინისტური ჯგუფებისგან მათ მხოლოდ დამცინავი კომენტარები მიიღეს. ამ პერიოდში, ფემინისტურმა ჯგუფებმა ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვეს ონლაინ სივრცეში.
ერთ-ერთ უდიდეს გარდამტეხ მომენტად ითვლება 2016 წელი, როდესაც სეულში კორეელმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი საპირფარეშოში მოკლა. მკვლელმა აღიარა, რომ გარდაცვლილი ქალი მას მუდმივად აიგნორებდა და დანაშაული ამიტომ ჩაიდინა.
აღიარების მიუხედავად, კორეულმა პოლიციამ მკვლელობა სიძულვილის მოტივზე ჩადენილ დანაშაულად არ მიიჩნია. ამან ციფრულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მალევე კი წინააღმდეგობის ძალამ ქუჩებშიც გადაინაცვლა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ქალის მიმართ სიძულვილის ფონზე ჩადენილი დანაშაულის მიმალვას ცდილობდა. ამიტომაც, კორეული ფემინიზმი ციფრულ საზღვრებს, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გასცდა. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ კორეელი ქალები მამაკაცებთან ქორწინებაზე ხმამაღლა უარის თქმას.
მალევე, კორეელმა ქალებმა წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვა წესების მიმართაც დაიწყეს. 2019 წელს ყალიბდება ახალი ორგანიზაცია – Escape the corset, რომელიც კორეელ ქალებს თანამედროვე სილამაზის სტანდარტებისთვის უარის თქმისკენ მოუწოდებდა.
ქალებისთვის დაწესებულ სილამაზის სტანდარტებს ხშირად ულმობელსაც უწოდებენ და მისი დამსახურებაა, რომ სამხრეთ კორეა პლასტიკური ქირურგიის ლიდერია. სილამაზის მკაცრ სტანდარტებზე მორგების მცდელობები კი ხშირად ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვითი და კვებითი აშლილობები და სხვა. სწორედ ამიტომ, Escape the corset ქალებს აქტიურად მოუწოდებდა, რომ მოკლედ შეეჭრათ თმები, უარი ეთქვათ მაკიაჟის ტარებაზე და ისეთი ტანსაცმელი ჩაეცვათ, რომელიც მათთვის ყველაზე კომფორტული იყო. 2019 წლის გამოკითხვით დადგინდა, რომ კორეელ ახალგაზრდა ქალთა 24%-მა შეამცირა თავის მოვლის საშუალებებსა და მაკიაჟში ფინანსების დახარჯვა.
ამ მოწოდებების გამოძახილს B4-ის მოძრაობაშიც შეხვდებით. თუმცა, აქტივისტები კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინააღმდეგ იბრძვიან, ვიდრე სილამაზის სტანდარტებია. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სათვალთვალო კამერებია, რომლებსაც ჩუმად ათავსებენ ქალებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში, გამოსაცვლელ ოთახებში, სასტუმროებსა და ბინებში. 2013-2018 წლის მონაცემებით, სათვალთვალო კამერის აღმოჩენის შესახებ 30 000-ზე მეტი განცხადება შევიდა პოლიციაში. სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს საათებში, სათვალეებში, ფეხსაცმელში, ტელევიზორებსა და ფარდებზე. ჩუმად ჩაწერილი ვიდეოების დიდი ნაწილი კი პორნოგრაფიულ საიტებზე თავსდებოდა.
არალეგალური ჩანაწერების წინააღმდეგ გამართული პროტესტებმა შედეგი ვერ გამოიღო (აქციებს 70 000-ზე მეტი ქალი დაესწრო). იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სათვალთვალო კამერის პატრონებს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ (ან ციხეში უშვებდნენ), ხოლო საჯარო საპირფარეშოების შემოწმება ყოველთვიურად მიმდინარეობს – პოლიციაში შესული განცხადებების ნახევარი გამოძიების გარეშეა დარჩენილი, სათვალთვალო კამერები კი სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
ამასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, რაც კორეაში შობადობის მაჩვენებელი ეცემა. 2016 წლის მონაცემებით, ის 1.2-მდე დაეცა. წელს რეკორდულ, მსოფლიოში ყველაზე დაბალ – 0.78-ს მიაღწია. კორეულმა მთვრობამ ახალი ონლაინ კამპანია – „ნაციონალური შობადობის რუკა“ წამოიწყო. ეს რუკები აჩვენებდა, თუ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რამდენი რეპროდუქციის ასაკში მყოფი ქალი ცხოვრობდა და რა მოლოდინები გააჩნდა მთავრობას მათ მიმართ. (სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტი – იუნ სოკ იოლი შობადობის რიცხვის კლებას ფემინიზმს აბრალებდა. საარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტროს გააუქმებდა).
სწორედ ამიტომ, B4-ი კორეელი ქალებისთვის ერთადერთი გზა გახდა ავტონომიურობის შესანარჩუნებლად. ისინი ფიქრობენ, რომ კორეელი მამაკაცების „გამოსწორება“ შეუძლებელია და კორეული კულტურა, უიმედოდ პატრიარქალურია. 2016 წლის გამოკითხვაში, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტრომ ჩაატარა, დადგინდა, რომ რომანტიკული პარტნიორების მიმართ ფიზიკური ძალადობა 41%-ს შეადგენდა (ეს რიცხვი, გლობალურ საშუალოზე 30%-ით მაღალია). სწორედ ამიტომ, B4-ს უნდა შეცვალოს საზოგადოება არა მარტო დემონსტრაციებითა და აქტივიზმით, არამედ ქალებისთვის ალტერნატიული ცხოვრების სტილის ჩვენებით. ისინი არ მიისწრაფვიან კაცების და მათი მსოფლმხედველობის შეცვლისკენ, არამედ მათ სრულიად აქცევენ ზურგს და ერთმანეთზე კონცენტრირდებიან. B4-ის წევრი ქალები ერთმანეთს ახალი ნაბიჯების გადადგმაში უწყობენ ხელს, ქალების მიერ წამოწყებულ ბიზნესებს უჭერენ მხარს და ეკონომიკურად გაძლიერებას ცდილობენ.
B4-ის ტალღა იმდენად ძლიერია, რომ ის ჩინეთშიც გავრცელდა, თუმცა ფორმაშეცვლილი. 6B4T – სხვა ყველაფერთან ერთად, სექსისტური პროდუქციის მოხმარებაზე ამბობს უარს და მოძრაობის წევრ ქალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამავდროულად – ისინი მკაცრად უარყოფენ სილამაზის სტანდარტებს, ქალების ჰიპერსექსუალიზაციას იაპონურ ოტაკუ კულტურაში, უარს ამბობენ რელიგიაზე და „აიდოლების“ კულტურაზე (აიდოლებ – სამხრეთ კორეელი სელებრითები, რომლებიც მიმზიდველი იმიჯით გამოირჩევიან).
6B4T-მ მალევე მიიპყრო ჩინეთის მთავრობის ყურადღება და რადიკალური შეხედულებების გამო აკრძალა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა არ გრძელდება. სამხრეთ კორეაში და ჩინეთში ქალები კვლავ უარს ამბობენ არსებულ სისტემაში ცხოვრებაზე და ცდილობენ მის შეცვლას.
პუბლიკაციის ავტორი ქვიარის მოხალისე
თათია გოჩაშვილი