საზოგადოება - Page 6

/

ლელა კურტანიძე ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

გუშინ სოციალური ქცელით გავრცელდა ლელა კურტანიძის პოსტი, რომლითაც ის ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ლელა სთხოვდა მედია გამოცემაბს მისი ამბის გაჟღერებას. გთავაზობთ ლელასთან ჩაწერილ ინტერვიუს. ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის

//

„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – ინტერვიუ მიხეილ აბრამიშვილთან

ბიოგრაფია 1983 წელს, თბილისში დავიბადე. წელს 40 წელი შემისრულდა. ოჯახს რაც შეეხება, დედაჩემი რუსული ენის პედაგოგია სკოლაში, მამა – მხატვარი. ძალიან ვღიზიანდები, როცა ამბობენ რომ მამის კვალს გავყევი. ჩემი და მეცნიერების თეორიის მიხედვით, ტვინს არ გააჩნია რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიჭების კრებული,

პოსტჰუმანიზმი, გენდერის დასასრული და თანასწორობის შესაძლებლობა

//

“პოსტჰუმანიზმი” ის ტერმინია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ხშირად გვხვდება განვითარებული ქვეყნების როგორც ვიწროდ აკადემიურ, ისე – საჯარო დისკურსში. წლიდან წლამდე ტექნოლოგიის მნიშვნელოვანმა განვითარებამ ურთიერთშედეგობრივად

ფემინისტური ბრაზი: მნიშვნელობა და შესაძლებლობები

///

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე დეფინიცია და მიზნები ბრაზის განმარტება მრავალწახნაგოვანია, თუმცა იგი ყველაზე ხშირად განისაზღვრება, როგორც უსიამოვნების მძაფრი შეგრძნება, მტრული დამოკიდებულება თავისი ობიექტის მიმართ,

“შენი ხმა ევროკავშირს” – კამპანიის ფარგლებში 9 დეკემბერს მარში გაიმართება

/

სამოქლაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძრება მარში ევროპის მოედნისკენ.

“ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.
შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.” – ნათქვამია ღონისძიების ტექსტში.

ბრიტანეთში 54+ ასაკის მომხმარებლებს შორის Grindr მიმდინარე წელს ყველაზე პოპულარული გაცნობის აპლიკაცია იყო

//

დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სამსახურმა 28 ნოემბერს გამოქვეყნა ახალი კვლევა, რომლის თანახმად ბრიტანეთის ზრდასრული მსოახლეობის 10%-ზე მეტი იყენებს ონლაინ გაცნობის აპლიკაციებს, როგორიცაა: Tinder, Hinge, Grindr, Bumble, Match.com, Plenty of Fish, და OkCupid.

ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა Tinder, რომელსაც მოსახლეობის 5% (2.5 მილიონი მომხმარებელი) იყენებს. თუმცა, მოხმარებლების მიერ Tinder-ის აპლიკაციაზე გატარებული დრო გაცილებით ნაკლებია, ვიდრე Grindr-ზე. ასვე აღმოჩნდა, რომ Grindr ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა 54+ ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებს შორის. Grindr-ის მომხმარებლების რიცხვი მზარდია, წინა წელთან შედარებით 2023 წელს აპლიკაციამ 134000-ით მეტი ადამიანი მოიცვა.

რაც შეეხება ინტერნეტ მომხმარებელთა ზიანს, ქალების 67%-მა განიცადა სხვადასხვა სახის ზიანი, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობათა 73%-მა, გეი ადამიანების 77%-მა და ბისექსუალების 85%-მა.

 

საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მისი ქმარი კი მოკლა

/

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ახლანდელი ქმარი კი მოკლა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა. დამნაშავე მიიმალა, მას ამ დრომდე ეძებენ.

დაჭრილი ქალი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კაბუს ბრალი წარუდგინეს ქალზე ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის

/

მომღერალ და მსახიობ კაბუს პროკურატურამ ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის წარუდგინა.

25 ნოემბერს, თბილისში, მანქანით გადაადგილებისას კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ხელი რამდენჯერმე გაარტყა. რის შედეგად ქალმა სხეულის დაზიანება მიიღო. ასევე, მომღერალი დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

პროკურატურის ინფორმაციით, კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს.

კაბუს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

/

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლეობაში ბრალდებულს პროკურატურამ გაუპატიურების მუხლით ბრალი დაუმძიმა.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის მსხვერპლი მოძალადე “ქმარმა” ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულია ასევე მოკლულის დედა და ბიძა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.

მარტის აქციებზე დაზარალებული პოლიციელები მიმართავენ პრეზიდენტს, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი

/

ლაზარე გრიგორიადისის დედა შვილის ციხიდან დახსნის გზად პრეზიდენტის შეწყალებას მიიჩნევს და ამბობს, რომ “ამხელა სისტემა ებრძვის 21 წლის ახალგაზრდა ბიჭს.” პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი.

“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება”, – წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად, თუ რა ბრალდებითაა იგი გასამართლებული.

ტაივანში პრაიდ მარში ჩატარდა

/

180 000-მდე ადამიანი გამოვიდა ტაიპეის ქუჩებში, პრაიდ მარშზე, რომელსაც ტაივანის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. აღნიშნული პრაიდ შეფასდა, როგოც აზიის ყველაზე ფართომასშტაბიანი პრაიდ მარში.

მარში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო თავისი კოსტიუმებითა და დრეგ შოუებით. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი მარშის თემა იყო თითოეული ადამიანის მრავალფეროვნების აღიარება, განსხვავებული გენდერული იდენტობის მიღება და პატივისცემა. “ტაივანი მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ხანდახან ჩვენი მიდგომა მხოლოდ ქალსა და კაცს ცნობს და აღიარებს, ასეთ დიქოტომიას შეუძლია სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მარგინალიზება მოახდინოს და მათ მიმართ მტრულად განაწყოს სხვები” – ამბობს ტაივანის პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბრაიან კრეიგანი.

პრაიდ მარშს ესწრებოდნენ ტაივანის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ვიდეო თამაში – როგორია ტრანსგენდერი შვილის გაზრდა ტექსასში

/

ტექსასის მმართველი პარტიის მხრიდან გატარებული ტრანსფობიური პოლიტიკის შედეგად, არც ქვიარებს და არც მათ ოჯახის წევრებს სათამაშო განწყობა არ აქვთ, თუმცა ახალი ვიდეო თამაში შესაძლებლობას მოგცემთ, დააყენოთ საკუთარი თავი ტრანსგენდერი ადამიანების მშობლების ადგილას და იგრძნოთ, როგორია ცხოვრება ტრანსფობიურ გარემოში.

თამაშის ვიზუალური მხარე შემუშავებულია სტუდია Lookout Drive Games-ის მიერ, ხოლო შინაარსზე და იდეაზე იმუშავეს ქვიარ ადამიანების გუნდმა. თამაშის მთავარი გმირია 14 წლის სოფია, ტრანსგენდერი გოგონა. თამაშში აღწერილია გოგონას ქამიგ აუთის გამოცდილება და სხვადასხვა ისტორია. მოთამაშეები ირგებენ სოფიას მხარდამჭერი და გულშემატკივარი მშობლების როლს, რომლებიც აგროვებენ “უსაფრთხოების მასალებს” მტკიცებულებების სახით, რადგან შესაძლოა მათ მიმართ დაიწყოს გამოძიება. თამაში ეხმიანება ცოტა ხნის წინ ტექსასის გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გრეგ ებოტმა დაავალა შესაბამის ჩინოვნიკებს, დაიწყონ გამოძიება ტრანსგენდერი მშობლებისა თუ სამედიცინო პერსონალის საქმეზე, რომელთა ოჯახის წევრი ან პაციენტი ჩართულია ჰორმონალურ ან სხვა სამედიცინო თერაპიაში.

ტექსასში მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროინდელი ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემოს შექმნის გამო, ქვიარების ცხოვრება საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომელთა მშობლებს უწევთ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება.

 

 

 

გამოყენებულოი წყარო: https://www.them.us/story/portrait-of-a-texas-family-video-game-trans-kids

კიევ პრაიდის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა

/

კიევ პრაიდის ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. 5 ნომინაციაში წარდგენილი იყო არაერთი ორგანიზაცია, ადამიანი თუ კომპანია. ხმის მიცემის პროცესში უკრაინელი ქვიარები იღებდნენ მონაწილეობას, შედეგად კი გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

  • წლის ლგბტქი+ მოხალისე – Jully Sirous
  • წლის ლგბტქი+ ბლოგერი – Sashko Dragli
  • წლის ლგბტქი+ მეგობრული ბიზნესი – Видавництво «Видавництво»
  • წლის ლგბტქი+ ორგანიზაცია – Військові ЛГБТ+
  • საერთაშორისო ალიანსი – European Pride Organisers Association

წლის სპეციალური ჯილდო გადაეცა Munich Kyiv Queer-ს, მიუნხენის ქვიარ ორგანიზაციას, რომელიც გვერდში უდგას კიევ პრაიდს მისი დაარსებიდან დღემდე. მათ შორის ომის პერიოდში.

ყველა ქვიარ ადამიანს, რომელიც იბრძვის ომში და იცავს უკრაინას რუსეთის წინაააღმდეგ, გადაეცა ჯილდო. „მადლობა თქვენი თავდადებისა და აქტივიზმისთვის“ – ნათქვამია კიევ პრაიდის განცხადებაში.

 

 

გამოყენებული მასალა: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid03s2sw1BTBbrG8m2jLHFySLxKuHWuv2DLWL5A7QR8V2Hb3N8rua5XDJxiFUoFBXt2l&id=100070216514572&mibextid=Nif5oz

უნგრეთში ქვიარ ფოტოგამოფენის გამო მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

/

უნგრეთის ნაციონალური მუზეუმი ფოტოგამოფენას 22 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე  მასპინძლობდა (World Press Photo exhibition).  გამოფენის ფარგლებში რიგ ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ასაკოვანი ქვიარ ადამიანების პორტრეტები. მათ შორის 2023 წელს ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოებიც.

ნაციონალური მუზეუმის დირექტორი, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს მუზეუმს, “ბავშვთა დაცვის 2021 წლის აქტის” დარღვევის მოტივით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აღნიშნული კანონი არასრულწლოვანთათვის ლგბტქი+ შინაარსის გამოსახულებების ჩვენებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს და ვრცელდება ნებისმიერ მედია თუ საგანმამათლებლო შინაარსის მქონე მასალაზე. კანონი ულტრა-მემარჯვენე პარტიის ინიცირებით იქნა მიღებული.

მუზეუმის დირექტორი მის განთავისუფლებას ცალსახად უსამართლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ არც ის და არც ნაციონალური მუზეუმი საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.

World Press Photo Foundation-ის დირექტორი კი აცხადებს, რომ შოკირებულია უნგრეთის გადაწყვეტილებით და იმ ფაქტით, რომ მსგავსი ჰომოფობიიით მოტივირებული გადაწყვეტილებები კვლავ დღის წესრიგშია ევროპის ტერიტორიაზე.

  

გამოყენებული მასალა: https://www.them.us/story/hungary-national-museum-photo-censorship